EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ლუნატიზმი – საშიშია თუ არა ღამეული სეირნობები »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: admin

თარიღი: 2013-01-24 13:07:07

ლუნატიზმი – საშიშია თუ არა ღამეული სეირნობები

ლუნატიზმი, სომნამბულიზმი, სამთვარიო – ასეთ მდგომარეობას ბევრი სახელწოდება აქვს, არსი კი ერთია – ადამიანი ძილში უცნაურად იქცევა, სხვადასხვა მოქმედებას მექანიკურად ასრულებს.

ეს მოვლენა უკვე რამდენიმე ათასწლეულია, რაც ცნობილია. შუა საუკუნეებში მას მთვარის გავლენას უკავშირებდნენ, ხოლო მთვარეულს შეშლილად თვლიდნენ და იმიერი სამყაროს ძალებთან კავშირში ადანაშაულებდნენ, მაგრამ თანამედროვე მეცნიერებამ ლუნატიზმი აღიარა, როგორც ნერვული მოშლილობა. დედამიწის მოსახლეობის თითქმის 2,5% ძილის დროს დადის, ლაპარაკობს, საგნებსა და ავეჯს ადგილს უცვლის. ამას თვალგახელილი აკეთებს და შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ადამიანი აბსოლუტურად ადეკვატურია, მაგრამ ეს მხოლოდ – ერთი შეხედვით. როდესაც მთვარეულები კარის მაგივრად ფანჯრიდან გადიან, ცხადი ხდება, რომ მათი მოქმედებები გაუცნობიერებელი და ამავდროულად საშიშია.

ასე რატომ ხდება?

გარკვეული დროის განმავლობაში მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ მთვარეულების მოქმედებები დაკავშირებული იყო სიზმრებთან, ე.ი. იმას აკეთებდნენ, რაც იმ მომენტში ესიზმრებოდათ. ერთი გამოკვლევის შედეგებმა ეს თეორია გააბათილა. ელექტროენცეფალოგრაფიის (თავის ტვინის აქტივობის ბიოლოელექტრული რეგისტრაცია) დახმარებით, მეცნიერებმა შეძლეს, "შეტევის" დრო დაეფიქსირებინათ. აღმოჩნდა, რომ სომნამბულიზმი აღმოცენდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ტვინი ნახევრად ძილისა და ნახევრად ფხიზლობის მდგომარეობაში იმყოფება. ეს ფაზა ჩაძინებისთანავე დგება და დაახლოებით 90 წუთი გრძელდება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კუნთების ტონუსი შენარჩუნებულია, ადამიანი ხშირად ბრუნავს გვერდიდან გვერდზე, მაგრამ ყველაზე მთავარი – სიზმრებს ვერ ხედავს.

სომნამბულიზმს სერიოზული სამედიცინო შედეგები არ აქვს. ის, ისევე როგორც ხვრინვა, გარშემომყოფებს მხოლოდ ხელს უშლის დაძინებაში.

დაავადების სახე

ექიმებში ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ ღამის მოგზაურობა–ხეტიალს მემკვიდრული წინასწარგანწყობა აქვს. თუ ორივე მშობელი მთვარეულია, მათი შვილი 60%–იანი ალბათობით მთვარეული იქნება. სომნამბულიზმი ძირითადად 10–16 წლის ბავშვებში გვხვდება და ძილში ლაპარაკი და სიარული ახასიათებს. მთავარია, დილით ბავშვის ყურადღება მომხდარზე არ გაამახვილოთ. მაგრამ პრობლემა აუცილებლად ფსიქოთერაპევტთან განიხილეთ, ვინაიდან ძილში სიარულის შემთხვევათა 65% საბავშვო ნევროზისა და მომატებული ნეიროფსიქიკური აღგზნებადობის შედეგად ითვლება. ბავშვის ზრდასთან ერთად სომნამბულიზმი თავისით გაივლის, მაგრამ პროფილაქტიკისათვის რეკომენდებულია ისეთი ბუნებრივი დამამშვიდებელი პრეპარატების მიღება, როგორიცაა ვალერიანისა და შავბალახას ნაყენი.

ამ გამოვლენის მკურნალობა აუცილებელია, რათა მომავალში ბავშვს ნევროზი არ განუვითარდეს და ხასიათი არ შეეცვალოს. ცნობილია ისიც, რომ სერიოზული ფსიქიკური გადატვირთვები ნევრასტენიკულ ლუნატიზმს იწვევს. ასეთი ფორმა ყველაზე ხშირად გვხვდება ბავშვებსა და მოზარდებში. როგორც წესი, ბავშვთა ლუნატიზმი თავისით გადის.

მოზრდილების ლუნატიზმი დამახასიათებელია მეტისმეტად ემოციური და ხანგრძლივად ხელმოცარული, წარუმატებელი ადამიანებისთვის. პერიოდული შეტევები გამოწვეულია ნევროზით, გადაღლით, ეპილეფსიის ზოგიერთი ფორმით, ასევე სიმსივნით ან თავის ტვინის მძიმე ტრავმით. ასეთი მდგომარეობა შეიძლება იყოს ერთჯერადი ან რეგულარული. ამ შემთხვევაში უმჯობესია, საკონსულტაციოდ ნევროპათოლოგს ან ფსიქოლოგს მიმართოთ. უმეტეს შემთხვევაში პრობლემა ფსიქოთერაპიის 2–3 სეანსით, მცენარეული წარმოშობის დამამშვიდებელი და საძილე პრეპარატების მოკლე კურსით გადაწყდება.

ამის ცოდნა აუცილებელია

ღამის "სეირნობები" ტრაგედიით რომ არ დამთავრდეს, აუცილებელია ღამით ფანჯრების, გარეთ გამავალი კარის დაკეტვა და ბასრი საგნების გადამალვა.

სიარულის დროს მთვარეულის გაღვიძება არ შეიძლება – ძლიერ შეეშინდება. უმჯობესია, ადამიანი უკან, თავის საწოლში ნელა და ძალიან ჩუმად დააბრუნოთ.

პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიექცეს დღის რეჟიმს. სასურველია დაწოლა და ადგომა ერთსა და იმავე დროს. ვახშმის შემდეგ რეკომენდებული არ არის ნერვული სისტემის ამგზნები სასმელების (ყავა, მაგარი ჩაი) დალევა.

ძილის დარღვევას ეხმარება დამამშვიდებელი წიწვოვანი და მარილის აბაზანები. ძილის წინ სასარგებლოა ვალერიანის ფესვების ან პიტნის ჩაის დალევა, შავბალახას რამდენიმე წვეთის მიღება.

მართალია, მთვარის შუქს ორგანიზმზე არავითარი განსაკუთრებული მოქმედება არ აქვს, მაგრამ, როგორც ნებისმიერი გამაღიზიანებელი, მაგალითად, ანთებული ნათურა ოთახში, ქუჩის ლამპიონების სინათლე, ძილს არღვევს. ამიტომ, უმჯობესია, ფანჯრებზე მუქი შტორები დაკიდოთ. საძინებელში კარგ მიკროკლიმატს ქმნის ნემისწვერას, გვირილის, მელისას, სანდალოზის ხის ან ილანგ–ილანგის არომატული ზეთები. ისინი ნერვულ სისტემაზე დამამშვიდებლად მოქმედებს.