EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« საქართველოში სიკვდილიანობამ 18-20%-ით იმატა »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2015-02-23 20:26:05

საქართველოში სიკვდილიანობამ 18-20%-ით იმატა

საქართველოში სიკვდილიანობამ 18-20%-ით იმატა

საქართველოში სიკვდილიანობამ 18-20%-ით იმატა. სიკვდილის გამომწვევ დაავადებათა შორის მეორე ადგილზე კიბოა – ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში აქვეყნებს.
„კიბოს დიაგნოზით საქართველოში შარშან 8 000 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 10 წლის განავლობაში კი, ონკოავადმყოფთა რაოდენობა 55%-ით გაიზარდა. საუბედუროდ, ყოველწლიურად, ქვეყნის მასშტაბით 7 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება“,- წერს გაზეთი.
ნავთობექსპერტის ედიშერ ჭანტურიშვილის განცხადებით, ამ უმძიმესი სენის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი იაფფასიანი ეთილირებული ბენზინის მოხმარებაა.
„სამწუხაროდ, ჩვენი დედაქალაქი, თუნდაც ბათუმისა და ქუთაისისგან განსხვავებით, გეოგრაფიული მდებარეობის გამო, სათანადოდ არ ნიავდება, განსაკუთრებით ზაფხულში. თბილისს წყნეთიდან ან ფუნიკულიორიდან თუ დახედავთ, დაინახავთ, რომ ჭვარტლიანი გამონაბოლქვით შავად არის დაფარული. ეთილირებული ბენზინის წვის დროს ტოქსიკური ნაერთები გამოიყოფა. ამ საწვავზე მომუშავე თითოეული მანქანა ყოველ 100 კილომეტრზე სამ გრამამდე მავნე ნაერთს აფრქვევს ჰაერში. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად ავტოინსპექტორებს აღმოაჩნდათ დიდი რაოდენობის ტყვია სისხლსა და შარდში, ძვლის ტვინისა და გენეტიკური აპარატის ცვლილებები. იაფასიანი ეთილირებული ბენზინის მოხმარება იწვევს კიბოს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, ფსიქიკურ აშლილობასა და ლეიკემიას ბავშვებში“,- აღნიშნა ნავთობექსპერტმა.