EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ყველი და იოგურტი – დიაბეტის პროფილაქტიკა »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: admin

თარიღი: 2013-01-24 13:21:58

ყველი და იოგურტი – დიაბეტის პროფილაქტიკა

აღმოცენებულ დაავადებასთან ბრძოლა საკმაოდ ძნელია. ასე რომ, შეუდექით შაქრიანი დიაბეტის პროფილაქტიკას. სხვათა შორის, ეს ასევე გულ–სისხლძარღვთა სისტემის გამაგრება–მოღონიერებაში დაგეხმარებათ.
კარგად ცნობილია, რომ სადღეისოდ ყველაზე მეტი მსხვერპლი გულ–სისხლძარღვთა დაავადებებზე მოდის, რომელმაც ონკოლოგიურ სენსაც კი გაუსწრო. მაგრამ გვავიწყდება, რომ ჯანმრთელობის კიდევ ერთი მრისხანე მტერია შაქრიანი დიაბეტი. მასაც ისეთივე ჩვეულება აქვს, როგორც ზემოაღნიშნული ყველაზე გავრცელებული დაავადებების ორ ლიდერს: ნელა და პრაქტიკულად უსიმპტომოდ ვითარდება.
დაავადების ორი ტიპი
სპეციალისტები ამ დაავადებას ორ ტიპად ყოფენ. პირველი ტიპის დიაბეტის დროს კუჭქვეშა ჯირკვალი გაუგებარი მიზეზის გამო უბრალოდ ვერ ახერხებს საკმარისი რაოდენობით ჰორმონ ინსულინის დამზადებას, რომელიც ორგანიზმისთვის ნახშირწყლების შესათვისებლად აუცილებელია. მეორე ტიპის დიაბეტის დროს ინსულინი საკმარისი რაოდენობით გამომუშავდება, მაგრამ ორგანიზმი ძნელად ითვისებს. ამ ჰორმონის გარეშე კუნთოვანი ქსოვილი ენერგიის ძირითად წყაროს მოკლებულია. ასეთი დისბალანსი მეტად საშიშია თვალების, თირკმლებისა და სისხლძარღვებისთვის. ამიტომ დიაბეტიკები იტანჯებიან როგორც გულის დარღვევებით, ასევე თირკმლის უკმარისობითა და ფეხების ტკივილით. ხანდაზმულობის ასაკში შეიძლება მხედველობაც დაიკარგოს.
თუ პირველი ტიპის დიაბეტის თავიდან აცილება შეუძლებელია, მეორე ტიპის დიაბეტის აღმოცენება სრულად დამოკიდებულია ცხოვრების წესზე.
რისკის ქვეშ
მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებულთა უმეტესობა სიმსუქნით იტანჯება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მსუქანი ადამიანი ნებისმიერ ასაკში დიდი რისკის ქვეშაა.
წონას განსაკუთრებით ყურადღება უნდა მიაქციოთ 45 წლის შემდეგ, სწორედ მაშინ, როდესაც ბევრი სახლში რჩება დივანზე წამოწოლილი, ტელევიზორის წინ, ჩაის ნამცხვრით მიირთმევს. არ იციან, რომ ასაკოვანმა ადამიანებმა საერთოდ უარი უნდა თქვან ტკბილეულსა და ცხიმზე. უკეთესი იქნება, თუ გადაიყვარებთ ტკბილ ჩაის, ფუნთუშებს, ტკბილეულს, მსუყე წვნიანებს, მაღალი ცხიმიანობის რძის პროდუქტებს, ძეხვეულს, წითელ ხორცს და შეიყვარებთ ბოსტნეულის მსუბუქ წვნიანებს, თევზს (განსაკუთრებით ზღვის), ბურღულეულის ფაფებს, დაუმტკბარ ჩაის.
პროფილაქტიკა
შაქრიანი დიაბეტის პროფილაქტიკისთვის კარგია ბალახეული ჩაი.
აიღეთ თითო სუფრის კოვზი ჭინჭრის, მოცვის ფოთლები და შვრიის აყვავებული მცენარის ზედა ნაწილი, თითო ჩაის კოვზი ასკილის დაქუცმაცებული ნაყოფი, ბაბუაწვერასა და ოროვანდის ფესვები. ნაკრებს 1 ჭიქა მდუღარე დაასხით, დაბალ ცეცხლზე 20 წუთი ადუღეთ, 30 წუთი დადგით და დალიეთ, როგორც ჩაი. ყოველ 3–4 კვირაში 5–10 დღე შეისვენეთ.
ცხოვრება ისე ააწყვეთ, რომ მასში ადგილი დარჩეს ფიზიკური დატვირთვისთვის. მნიშვნელობა არ აქვს, სპორტდარბაზში ივლით თუ აუზზე ირბენთ. მთავარია, იმოძრაოთ. შეგიძლიათ, უბრალოდ ორი გაჩერება ფეხით გაიაროთ. მალე ორგანიზმი ამას მიეჩვევა და გასეირნებას მოითხოვს, როგორც ადრე შოკოლადს ითხოვდა.
რას ამბობენ მეცნიერები?
ჰოლანდიელი და ბრიტანელი მეცნიერები თვლიან, რომ დიაბეტის თავიდან აცილება 12%–ით შეიძლება, თუ ყოველდღიურად 2 ნაჭერ ყველს მიირთმევთ.
დანიისა და დიდი ბრიტანეთის სხვა მეცნიერთა აზრით, დიაბეტის შესანიშნავი პროფილაქტიკაა 55 გრამი იოგურტი ყოველდღიურად.
შოტლანდიელ მეცნიერებს კი მიაჩნიათ, რომ ამ დაავადებისგან ორგანიზმის დაცვა შავი ჩაით შეიძლება. ამ სასმელში არსებულ ბუნებრივ ქიმიურ ნივთიერებებს ორგანიზმში ინსულინის მსგავსი ეფექტის იმიტირება შეუძლიათ.
დაბოლოს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, 40 წლის ზევით საჭიროა ანალიზის გაკეთება შაქრის დონის შესამოწმებლად ყოველ 3 წელიწადში. თუ რისკის ჯგუფში იმყოფებით (გყავთ დიაბეტით დაავადებული ახლობლები, ხართ მსუქანი), მაშინ შემოწმება საჭიროა ყოველწლიურად. ეს დაგეხმარებათ, დაავადება დროულად აღმოაჩინოთ, რათა არ განვითარდეს და სირთულეები არ წარმოიქმნას
.