EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« სპორტი და ჩვენი კბილების ჯანმრთელი მდგომარეობა »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: admin

თარიღი: 2015-03-05 00:07:20

სპორტი და ჩვენი კბილების ჯანმრთელი მდგომარეობა

sport

ჯერ კიდევ 2012 წლის ოლიმპიადის შემდეგ მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ პროფესიონალი-სპორტსმენებს პირის ღრუს ჯანმრთელობის მდგომაერობა უფრო ცუდ დღეში აქვთ ვიდრე სხვა პროფესიის ადამიანებს. ოლიმპიელების სტომატოლოგიური კლინიკის ორგანიზატორმა ტონი კლაფმა განაცხადა, რომ თამაშების მსვლელობისას მათ მიმართა 1900 სპორტსმენმა. ოლიმპიადის მონაწილეების 55% აღენიშნებოდათ კარიესი, 3/4 ღრძილების პრობლემები, ხოლო 15% პაროდონტიტი.

“მათ ღვთიური სხეულები აქვთ და საშინელი კბილები”, მწუხარებით გამოტყდა პოლ პიჩინინი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მთავარი სტომატოლოგი. პიჩინინისთვის კარგადაა ცნობილი სპორტსმენების ძირითადი სტომატოლოგიური პრობლემები: დამტვრეული ან ამოვარდნილი კბილები, ანთება, კარიესი და სხვა დაავადებები, რომლებიც მათ აიძულებთ ყოველი თამაშის შემდეგ მიმართონ სპეციალისტს.

განსაკუთრებით ეს ეხება კალათბურთს, კბილებისათვის ყველაზე საშიშ სპორტს. 1984 წელს ლოს-ანჟელესის ოლიმპიადზე საუკეთესო კალათბურთელს მაიკლ ჯორდანს აღმოაჩნდა პირის ღრუს ანთებითი პროცესი, ისეთ მწვავე ფაზაში, რომ შეეძლო ნებისმიერ მომენტში მისი თამაშიდან “ამოგდება”. თუ რა კონკრეტული დაავადება ჰქონდა ჯორდანს პიჩინინიმ არ გაამხილა.

პროფესიონალი ნიჩბოსნებიც ხვდებიან რისკის ზონაში. 2008 წელს ერთ-ერთი მონაწილე ალან კემბელი ოლიმპიადის წინ სიბრძნის კბილის გამო აღმოჩნდა საოპერაციოში. ძლიერმა ანთებამ ხელი შეუწყო ინფექციის გავრცელებას მთელს ორგანიზმში, დაწყებული მხრიდან დამთავრებული მარჯვენა მუხლი სახსრით. დაგვიანებული მკურნალობა სპორტსმენს კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

Beautiful

რატომ არის, რომ სპორტსმენებს უფრო მეტად აღენიშნებათ სტომატოლოგიური პრობლემები? ფიზიკური დატვირთვებით გადაღლილი ორგანიზმი გამუდმებით ითხოვს “შევსებას” ენერგეტიკული სასმელების, სპეციალური გელების, ხშირი წახემსების და ა.შ. სახით. კვების ასეთი არასწორი რეჟიმი ზუსტადაც, რომ იწვევს კარიესს, ხოლო ძლიერი ოფლიანობა ამცირებს კბილის მინანქრისათვის მნიშვნელოვანი ნერწყვის გამოყოფას. სტატისტიკის მიხედვით ოლიმპიელების პირის ღრუს მდგომარეობა საგრძნობლად უარესდება შეჯიბრებების წინ. სპეციალისტების აზრით ამის ახნა შეიძლება გადაბმული, თავაუღებელი ვარჯიშებით, როდესაც სპორტსმენებს ავიწყდებათ არა მარტო სტომატოლოგთან ვიზიტი არამედ კბილების გამოხეხვაც კი. სიმძიმეების აწევით (შტანგისტები) დაკავებული და ნიჩბოსნების კბილები
ფუჭდება ძლიერი ზეწოლისგან. პირველებს იმიტომ, რომ გამუდმებით წევენ სიმძიმეებს, ხოლო მეორენი – ძალზედ ხშირად სუნთქავენ, წუთში 80 ჯერ. ამას გარდა ნიჩბოსნები იკვებებიან დღეში ხუთჯერ, რაც პირდაპირ აისახება პირის ღრუს ჯანმრთელობაზე. რაც შეეხება აგრესიულ სპორტის სახეობებს აქ ხშირია კბილის ტრავმები, ამოვარდნილობები,
სხვადასხვა ტიპის და სიმძიმის ყბა-სახის ტრავმები.

სტომატოლოგიური დახმარების მიზნით 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ილიმპიადაზე იგეგმება 8 სტომატოლოგიური სავარძლის, რამოდენიმე რენტგენოლოგიური აპარატის, ყველა სახის ქირურგიული მოწყობილობის და საუკეთესო სტომატოლოგიური ჯგუფების მობილიზება. ძირითადი ყურადღება მიექცევა ისეთ ტრავმულ სახეობებს როგორიცაა კალათბურთი და მინდვრის ხოკეი. სპორტსმენებს დაურიგდებათ დამცავი კაპები.