EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« მიშო დადიანი »
კატეგორია: პოეზიაავტორი: georgia
თარიღი: 2015-03-09 02:49:29
***
ხიდთან რომ იდგა
ის კაცი
შეიძლება მე ვიყავი
და არ მახსოვდა
რომ ვიყავი
ან აღარ მახსოვს.
***
ჯერ ფიქრი რაა,
ცხოვრებით რო
ნელ - ნელა გწამლავს.
სხვები ყოველთვის
ბრუნდებოდნენ
ანდა ითმენდნენ.
ის ისეთია,
თუ წავიდა -
უცხო გზით წავა
და ღამესაც კი არ შერჩება
მისი სითეთრე.
***
შენი ბავშვობა მენატრება
რაც არ მინახავს.
ახლა შენს ფოტოს
ვუყურებდ და ასე მგონია,
რომ ფოტოს უკან
ლანდივით დგას
ჩემი ცხოვრება,
და რაღაც მახსოვს
იმ უჩემო წარსულიდანაც.
ოქსიმორონი სხვა დღეებიდან
***
ჩვენ აქ ვიქნებით,
საკუთარ სიფრთხილესა და
ქვებს შორის.
ქვები, რომლებიც
დიდხანს ვაგროვეთ,
გზის ჩასახერგად,
რათა არაფერი შეცვლილიყო
და თავიდან აგვეცილებინა
მოულოდნელობები.
ცხოვრებაც ხო ეგრეა,
რაც მეტად ეჩვევი -
მით მარტივია
ყველაფერი,
მათ შორის ორმოც,
რომელშიც ვწევართ
და თვალებში ჩაგუბებულ
გაფრენას ვითმენთ.
ერთი ეგაა ქვები გაცვდა,
ხვრელები გაჩნდა,
ეს კი თვალისთვის საკმარისია
უკვე სავსებით,
რომ სული აგიფეთქოს.
მაგრამ სიყვარულში?... -
ყველაფერი პირიქითაა,
ვერ მოიშენებ ,როგორც კედელს.
წყალივითაა თუ დააგუბებ აყროლდება
და ხავსს მოიდებს.
შენ უნდა იგრძნო,
იგრძნო და გაყვე.
აი ეს არის.
ხო, აქ ვიქნებით -
ამ სიჩუმის გადასარჩენად
და არავის შევაწუხებთ
იმაზე მეტად,
ვიდრე ქვების შეგროვებაა
და სიყვარული.