EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ზოდიაქოს ნიშნები უცხოეთში - გაძლებთ თუ არა ემიგრაციაში »

კატეგორია: ჰოროსკოპი

ავტორი: admin

თარიღი: 2015-03-19 19:17:17

ზოდიაქოს ნიშნები ემიგრაციაში

ზოდიაქოს ნიშნები უცხოეთში - გაძლებთ თუ არა ემიგრაციაში

როგორც ასტროლოგებს მიაჩნიათ, არსებობენ კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც ნაკლებად ახასიათებთ მიჯაჭვულობა საკუთარი ოჯახის, კერის და სანათესაოს მიმართ. ასეთი ხალხი, მარტივად ადაპტირებს ახალ გარემოში. შესაბამისად, მათთის ემიგრაცია თუნდაც ხანგრძლივი ვადით არ არის ძნელად გადასატანი მოვლენა. ასეთ ნიშნებს განეკუთვნებიან მშვილდოსნები, ტყუპი, მერწყულები, ვერძები, მორიელები. 

მშვილდოსნებს ზოგადად აუხსნელი ლტოლვა გააჩნიათ ხეტიალისა და მოგზაურობის მიმართ. ამიტომ ამ ადამიანებს მუდმივად აქვთ მოთხოვნილება წავიდნენ შორს, გაეცნონ უცხო კულტურის ხალხს, აღმოაჩინონ ახალი ფასეულობები. 
ტყუპიც და მერწყულიც ზოგადად სიახლეების მოყვარულ ნიშნებს განეკუთვნება. ამიტომ ამ ხალხს მარტივად შეუძლია ადაპტაცია უცხო გარემოში. შესაბამისად, ემიგრაციას ისინი უფრო მარტივად იტანენ. 

რაც შეეხება ვერძს, ვერძისთვის ზოგადად მაღალი სიცოცხლისუნარიანობა და გამძლეობაა დამახასიათებელი, ამიტომ ეს ხალხი უცხო ქვეყანაშიც კარგად ახერხებს თავის დამკვიდრებას. მისთვის სიძნელეების გადალახვა ერთგვარი სტიმულია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. 

დაახლოებით იმავეს თქმა შეიძლება მორიელზეც, თუმცა ამ ადამიანებს შორის ხშირად ვხვდებით ხალხს, ვისაც გარემოებებიდან გამომდინარე უწევს მშობლიური ქვეყნის დატოვება, არანაკლებ ხშირია არალეგალური მომსვლები უცხოეთთან მორიელების შემთხვევაში. 

ემიგრაციაში რთულად ძლებენ - კირჩხიბები, სასწორები, კუროები, თხის რქები. 

კირჩხიბებს ყველაზე მეტად უჭირთ საკუთარ ფესვებთან გამოთხოვება, ამიტომ ემიგრაცია კირჩხიბის ნიშნით დაბადებულისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული თუკი იგი საზღვარგარეთ ოჯახის წევრებთან ერთად გეგმავს გამგზავრებას. სხვა შემთხვევაში კირჩხიბს უცხო მიწაზე არცთუ იშვიათად ურთულდება ჯანმრთელობის მდგომარეობა და ემართება მწვავე დეპრესია, რისი მიზეზიც ახლობელი ადამიაბისგან შორს ყოფნა ძირითადად. 

არანაკლებ მძიმედ იტანს ემიგრაციას კუროც. კუროები ზოგადად, რთულად ეგუებიან საცხოვრებელი ადგილის ხშირ ცვლას და გადაადგილებას. ზოდიაქოს ამ ნიშით დაბადებულებს ახასიათებთ შეჩვეულ ადგილთან მიჯაჭვულობა. შესაბამისად, კუროსთვის რთულია ახალ გარემოში სწრაფად ადაპტაცია, თუმცა ასე თუ ისე იგი მაინც ახერხებს საბოლოოდ თავის ხელში აყვანას. 

სასწორის ზოდიაქოს ნიშანი ემიგრაციას რთულად იტანს ძირითადად იმ მიზეზით, რომ მას გამუდმებით ესაჭიროება ”გამომლაპარაკებელი” და პარტნიორი. სხვა საქმეა თუკი სასწორი ქვეყანას ქორწინების შემდგომ ტოვებს უცხოელ პარტნიორთან ერთად, ასეთ სიტუაციაში სასწორისთვის მარტივი იქნება ახალ გარემოსთან შეგუება. 

თხის რქასაც უჭირს საკუთარი ქვეყნისგან შორს ცხოვრება. თხის რქები საკუთარი ფესვების, ტრადიციების და ადათ-წესების დიდი თაყვანისმცემლები არიან, ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშანს უძნელდება ალღო მარტივად აუღოს სხვა ქვეყნის მენტალიტეტს და ადათ-წესებს. თუმცა თხის რქა ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე გამძლე ნიშანია. ამიტომ იგი ასე თუ ისე, მაინც ახერხებს ნებისყოფის სიმტკიცის ხარჯზე ემიგრაციაში გაძლებას. 

ნეიტრალურად არიან განწყობილი ემიგრაციის საკითხების მიმართ ლომები დ თევზები. ამასთან ერთად ხშირად ხდება ისე, რომ ეს ორივე ნიშანი უცხო ქვეყანაში რაიმე ტიპის შემოქმედებითი აქტივობის მიზეზით მიემგზავრება ან ზოგადად საზღვარგარეთ ეძლევა შანსი საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზებისთვის.