EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« სიცილი ფიტნესია »
კატეგორია: იყავით ჯანმრთელიავტორი: Lela
თარიღი: 2015-05-12 10:44:33
სიცილი ფიტნესია
ერთი შეხედვით, ყველაფერი მარტივია - გვეცინება და ვიცინით. მაგრამ ოდესმე თუ დაინტერესებულხართ, რა ხდება ამ დროს ჩვენს ორგანიზმში?
სიცილი, უწინარესად, სასარგებლო ფიზიკური ვარჯიშია, რომელიც ერთდროულად 8--დე ჯგუფის კუნთს ამუშავებს.
ამ დროს მოძრაობს მხრები, ვიბრირებს დიაფრაგმა, ეშვება კისრის, ზურგისა და სახის კუნთები.
გულიან სიცილს ზოგიერთი სპეციალისტი 25-წუთიან ფიტნესს უტოლებს.
სიცლის დროს ჩქარდება გულისცემა, მცირდება სისხლში სტრესის და ქოლესტერინის დონე.
ზოგჯერ ერთი გულიანი გაცინება საკმარისია თავის ტკივილის დასაამებლად.
სიცილი ამშვიდებს ნერვებს და ამაღლებს განწყობას.
ორგანიზმში ის სასარგებლო ბიოქიმიურ და ფიზიოლოგიურ გარდაქმნებს იწვევს - ქსოვილებს ჟანგბადით ამდიდრებს და ხელს უწყობს ბედნიერების ჰორმონების, ენდორფინების, გაძლიერებულ სინთეზს.
სტრესის ჰორმონების შემცირებისა და ბედნიერების ჰორმონების გაძლიერებული სინთეზის წყალობით სიცილი იმუნიტეტსაც აძლიერებს.
გულს უყვარს სიცილი
სიცილის დროს იცვლება სუნთქვის რიტმი, ჩასუნთქვა ხანგრძლივდება , რაც ორგანოთა სისხლმომარაგებას აუმჯობესებს და გულის მუშაობაზეც სასარგებლოდ აისახება.
აღსანიშნავია, რომ პირქუში ადამიანები გაცილებით ხშირად ავადმყოფობენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, ვიდრე ისინი, ვისაც გულიანი სიცილი უყვარს.
მხიარულებს ნაკლებად ემუქრებათ მიუკარდიუმის ინფარქტის რისკი. ეს იმით აიხსნება, რომ სიცილი განამტკიცებს სისხლძარღვებისა და გულის კედლის ამომფენ ენდოთელიუმის უჯრედებს.
ნუ შეგაშინებთ ნაოჭები
არსებობს მოსაზრება, რომ სიცილი ნაოჭებს აჩენს. სინამდვილეში ასე არ არის. გარეგნობაზე სიცილი მხოლოდ და მხოლოდ დადებით გავლენას ახდენს - სახის კუნთებისთვის ის ვარჯიშის ტოლფასია. ასე რომ, ქალბატონებო, იცინეთ, რამდენიც გინდათ!
ფაქტები, ფაქტები
ახალშობილი 3 თვემდე ვერ იცინის.
10-წუთიანი სიცილი წვავს იმდენსავე კალორიას, რამდენსაც საშუალო ზომის შოკოლადის ფილა შეგძენთ.
17-წუთიანი სიცილი სიცოცხლის ხანგრძლივობას 24 საათით ზრდის.
6 წლის ბავშვი დღეში 200-ჯერ იცინის.
სიცილი ზრდის შემოქმედებით უნარს და აადვილებს სირთულეთა გადაჭრას. ასევე, ააქტიურებს თავის ტვინის ლიმფურ სისტემას, აუმჯობესებს კავშირს ტვინის ნახევარსფეროებს შორის.
სიცილის დროს ჰაერი ფილტვებიდან 100კმ/სთ სიჩქარით ამოიტყორცნება. ამ დროს ბრონქები თავისუფლდება დაგროვილი ლორწოსგან, რაც აუმჯობესებს სუნთქვას და ამსუბუქებს ანთებით პროცესს ბრონქიტისა და ასთმის დროს.
მე-17 საუკუნეში ექიმები ამბობდნენ: ,,ქალაქში ერთი მასხარას სტუმრობა გაცილებით სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, ვიდრე წამლებით დატვირთული ათეულობით ექიმისაო’’.
ერთ საერთაშორისო კონგრესზე, რომელიც სიმსივნური დაავადებების მქონე პაციენ ცხოვრებას ეძღვნებოდა, გაირკვა, რომ მათ, მათ ვისაც ხშირად აცინებენ, გაცილებით მაღალი აქვს გამოჯანმრთელების მაჩვენებელიც და განკურნების ხარისხიც.
თუ გსურთ, გაიცნოთ ადამიანი, ჩასწვდეთ მის შინაგან სამყაროს, გაიგოთ მისი სულიერი მდგომარეობა, სულაც არ არის საჭირო ნახოთ, როგორ დუმს, ლაპარაკობს, ტირის ან ღელავს - საკმარისია ნახოთ, როგორ იცინის. გულიანად მოცინარი ადამიანი კარგი ადამიანია!
ჩარლი ჩაპლინი ამბობდა: მჯერა, სიცილისა და ტირილის ყოვლიშემძლეობა სიძულვილისა და შიშის დამარცხების საუკეთესო საშუალებააო. ისე არაფერი აახლოებს ადამიანებს, როგორც გულიანი სიცილი.
მაჰათმა განდის უთქვამს, იუმორის გრძნობის გარეშე დიდი ხნის წინათ მოვიკლავდი თავსაო.
ონორე დე ბალზაკს კი მიაჩნდა, რომ სიცილი ნერვების საუკეთესო მკურნალია.
ასე რომ, იცინეთ მეტი!