EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ჩვენი ახალგაზრდობა უცხოეთში მოსამსახურეებად მუშაობს იმ დროს, როდესაც სამშობლოში უცხო ხალხი შემოდის და ჩვენს მიწა-წყალს იკავებს »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: admin

თარიღი: 2015-06-07 22:57:50

ჩვენი ახალგაზრდობა უცხოეთში მოსამსახურეებად მუშაობს იმ დროს, როდესაც სამშობლოში უცხო ხალხი შემოდის და ჩვენს მიწა-წყალს იკავებს

ჩვენი ახალგაზრდობა უცხოეთში მოსამსახურეებად მუშაობს იმ დროს, როდესაც სამშობლოში უცხო ხალხი შემოდის და ჩვენს მიწა-წყალს იკავებს

ჩვენი ახალგაზრდობა უცხოეთში მოსამსახურეებად მუშაობს იმ დროს, როდესაც სამშობლოში უცხო ხალხი შემოდის და ჩვენს მიწა-წყალს იკავებს

„ჩვენი ახალგაზრდობა უცხოეთში მოსამსახურეებად მუშაობს იმ დროს, როდესაც სამშობლოში უცხო ხალხი შემოდის და ჩვენს მიწა-წყალს იკავებს“, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისა განაცხადა. 

პატრიარქის თქმით, დღევანდელ საზოგადოებას აღარ უნდა მიწაზე მუშაობა და ეძებს ისეთ სამუშაოს, სადაც ფიზიკური შრომა ნაკლებია.

"ყოველ პერიოდს ახასიათებს თავისი რაღაც ისეთი თვისება, რომელიც ადრე არ ყოფილა. დღევანდელი მდგომარეობა განსხვავდება სხვისგან. ქართველი ადამიანი მუდამ ცდილობდა მოეპოვებინა მიწა, ემუშავა, ეშრომა თავის მიწაზე. დღეს ქართველი ადამიანი გაურბის მიწაზე მუშაობას, ეძებს ისეთ შემოსავალს, სადაც შრომა არ იქნება საჭირო. ფსალმუნში ჩვენ ვკითხულობთ: მაუწყე მე უფალო გზაი, რომელსაცა ვიდოდი. აი, ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ გვაჩვენოს გზა. უფალი ბრძანებს: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. იმის მაგივრად, რომ მივყვეთ უფლის სიტყვებს, ჩვენი ახალგაზრდობა მიდის უცხოეთში და იქ მოსამსახურეებად მუშაობს იმ დროს, როდესაც სამშობლოში უცხო ხალხი შემოდის და იკავებს ჩვენს მიწა-წყალს. ამიტომ მოგმართავთ ყველას, იფიქროთ თქვენს თავზე, თქვენს შვილებზე, ჩვენს მომავალზე", - ბრძანა პატრიარქმა.

როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ბრძენი ადამიანები ამბობენ, რომ ადამიანმა უპირველეს ყოვლისა უნდა შეიძინოს მიწა, ვინაიდან ის ყველაზე დიდი საუნჯეა.

"ჩვენი მიწა-წყალი დალოცვილია. ამიტომ ვიფიქროთ ამაზე და შრომას მოვკიდოთ ხელი. ფიზიკური შრომა ეს არის ლოცვა-კურთხევა ღვთისა. შევთხოვ უფალს, რომ ქართველი ხალხი, რომელიც წასულია უცხოეთში, მალე დაბრუნდეს, დაუბრუნდეს თავის მიწას. ქართული მიწა გადაგვარჩენს", - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა.

მისი თქმით, სამების ახალგაზრდულ ცენტრში გახსნილია მეფუტკრეობის სასწავლებელი და ეს არის ყველაზე კეთილშობილი და ყველაზე შემოსავლიანი საქმე ადამიანისთვის. პატრიარქმა მრევლს მოუწოდა, ამ დიდ ხელოვნებას ყურადღება მიაქციონ.