EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« რეი კურზვეილი-ის პროგნოზით (Google-ის ინჟინერი) 2030 წელს ადამიანებს ხელოვნური ინტელექტი ექნებათ »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: Sharam

თარიღი: 2015-06-08 15:14:12

რეი კურზვეილი-ის პროგნოზით (Google-ის ინჟინერი) 2030 წელს ადამიანებს ხელოვნური ინტელექტი ექნებათ

რეი კურზვეილი-ის პროგნოზით (Google-ის ინჟინერი) 2030 წელს ადამიანებს ხელოვნური ინტელექტი ექნებათ

“ახლო მომავალში ადამიანებს ხელოვნური ინტელექტი ექნებათ”, – პროგნოზს Google-ის ინჟინერი აკეთებს.

რეი კურზვეილი გასულ კვირას ნიუ-იორკის ფინანსურ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც მან ვარაუდი გამოთქვა, რომ 2030 წლისთვის ადამიანები ჰიბრიდები იქნებიან. Google-ის ანალიტიკოსის აზრით, ადამიანების გონება ნანობოტის მეშვეობით, შეძლებს, ათასობით კომპიუტერთან დაკავშირებას. “ჩვენი ტვინი გახდება ჰიბრიდული ბიოლოგიური და არაბიოლოგიური აზროვნებისგან”, – განაცხადა კურზვეილმა.

რეი კურზვეილი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამომგონებელია, რომელიც საკუთარი წინასწარმეტყველებებით და პროგნოზებით გახდა ცნობადი. 1990 წელს მან 2009 წლისთვის, 147 პროგნოზი გააკეთა, 2010 წელს კი აღნიშნული პროგნოზებიდან 86 პროცენტი გამართლდა. მის წინასწარმეტყველებებში შედიოდა პორტატული კომპიუტერების არსებობაც. როგორც მან 25 წლის წინ აღნიშნა, კომპიუტერებს ახლო მომავალში აღარ დასჭირდებოდათ კაბელები და მის მონიტორს ჩაშენებული თვალი ექნებოდა, რომლითაც სხვა კომპიუტერებთან ვიზუალური კონტაქტის დამყარება გახდებოდა შესაძლებელი. კურზვეილის პროგნოზებიდან ყველა არ გამართლდა, - თვითმავალი ავტომობილები 2009 წელს არ გამოჩენილა, თუმცა გუგლის პროექტის მიხედვით მას წელს ვიხილავთ.