EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« სტიქია თბილისში - თბილისში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად თბილისის თითქმის ყველა უბანში რთული სიტუაციაა შექმნილი.(+ვიდეოები) »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2015-06-14 15:17:09
თბილისში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად თბილისის თითქმის ყველა უბანში რთული სიტუაციაა შექმნილი.
მდინარე ვერეს ადიდების გამო, თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, ვაკე-საბურთალოს მონაკვეთზე გადაადგილებისგან თავი შეიკავოს. მდინარის ადიდების გამო დატბორილია სახლები და გზა.
გზა ჩავარდა ჯავახიშვილის ქუჩაზე, ისანში, რაზიკაშვილის ქუჩა 2-5 გამყოფი კედელი ჩამოიშალა. გზა ჩავარდა ასევე ასათიანის ქუჩაზე, მეწყერი ჩამოწვა წყნეთი-ბეთანიის გზაზე.
ადიდებულია მდინარე ვერე, რის გამოც სერიოზული პრობლემები შეიქმნა წყნეთის ხევის ქუჩაზე. კედელი დაზიანდა ჩიქობავას ქუჩაზეც, გარე-განათების ქსელი გამოირთო ნუცუბიძის, პოლიტკოვსკაიას და ვაჟა-ფშაველას მეხუთე კვარტალში.
13-14 ივნისის ღამეს, წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე დაახლოებით 500 000 კუბური მეტრის მოცულობის მეწყერი ჩამოწვა, რამაც მოძრაობის პარალიზება გამოიწვია. მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად სტიქიის ადგილზე დაუყოვნებლივ იქნა მობილიზებული რეგიონული განვითარებისა სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები, რომლებიც ჩაერთვნენ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში.
ემოციური კადრი სტიქიიდან - ისინი ერთმანეთის გადარჩენას ცდილობენ
ძლიერ წვიმას თბილისში ქუჩების, მიწისქვეშა გადასასვლელებისა და საცხოვრებელი სახლების დატბორვა მოყვა.
ადამიანები საკუთარი ძალებით ცდილობენ დატბორილი საცხოვრებლების წყლისგან გაწმენდას. სავალალო მდგომარეობაშია ფილარმონიასთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი, სადაც მეწარმეებს მაღაზიები აქვთ განთავსებული. მაღაზიები მთლიანად დატბორილია, საქონელი კი წყლისგან დაზიანებული. ადგილზე მუშაობს სამაშველო სამსახური, რომელიც ამ დრომდე ცდილობს წყლის ამოტუმბვას. გთავაზობთ "აიპრესის" მიერ გადაღებულ ფოტორეპორტაჟს.
თბილისში მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა.
როგორც მერიაში განმარტავენ, შემთხვევის ადგილზე თბილისის კეთილმოწყობის სამსახურისა და თბილსერვისჯგუფის თანამშრომლები იმყოფებიან.
თბილისში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა ზოოპარკის ტერიტორია და გმირთა მოედანი. ზოოპარკში გარდაიცვალა 3 ადამიანი, ხოლო ცხოველები გაიქცნენ.