EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ეს ბუნებრივი მოვლენა ასობით ადამიანის სიცოცლეს ხელყოფს ყოველ წელს, მაგრამ ამის შესახებ ცოტამ თუ იცის... »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: USHO

თარიღი: 2015-06-23 01:05:35

ეს ბუნებრივი მოვლენა ასობით ადამიანის სიცოცლეს ხელყოფს ყოველ წელს, მაგრამ ამის შესახებ ცოტამ თუ იცის...

rip-current

ბევრი ადამიანი, რომელიც კარგად ცურავს ან არც თუ ისე ცუდად ჩერდებიან წყლის ზედაპირზე , ვერ ხვდებიან, როგორ შეიძლება დაიხრჩონ ნაპირთან. საინფორმაციო გამოშვებაში მოუსმენიათ შვებულებაში მყოფ ტურისტებზე მსგავსი რამ, «დაიხრჩო ნაპირთან», ისინი ფიქრობენ, რომ მათ ან იცოდნენ ცურვა ან გახდნენ ვიღაცის მსხვერპლი ანდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. მაგრამ მიზეზი სულ სხვა რამეა.

საუბარია ძალიან საშიშ, და ამავდროულად ნაკლებად ცნობილ მოვლენაზე – დამანგრეველ დინებაზე, რომელსაც უფრო ხშირად «მიმზიდველებს» და «გამპობ ნაკადებს» (англ. – rip current) ეძახიან. ისინი პლანეტის ყველა წერტილში არიან – როგორც მექსიკის ყურეში ასევე შავ ზღვაში ფს კუნძულ ბალისთან. მას არა მხოლოდ ჩვეულებრივი ადამიანი შეიძლება რომ ვერ გაუმკლავდეს, არამედ შესაძლოა პირველხარისხოვანი მოცურავე კი დაახრჩოს  და მიზეზი ის არის რომ არ იციან ასეთ სიტუაციაში როგორ მოიქცნენ.

rip-current

ყველაფერი უეცრად ხდება: აი თქვენ შეცურეთ ნაპირიდან ზღვაში, შემდეგ გაბრუნდით ნაპირისკენ, მაგრამ არაფერი გამოდის … თქვენ მიცურავთ მთელი ძალით, მაგრამ იმავე ადგილს ხართ მიჯაჭვული ან უარესი; ნაპირს სულ უფრო და უფრო შორდებით. ყველა ცდა წარუმატებელია, ძალები დაცლის ზღვარზეა და საცაა თქვენ და პანიკა პირისპირ რჩებით ერთმანეთან…

უპირველეს ყოვლისა საჭიროა  გვესმოდეს  ნაკადის მოქმედების არსი. ეს არის ოკიანეების და ზღვების ტიპი, რომელიც მიმართულია ნაპირისკენ პირდაპირი კუთხით  და ეს წარმოქმნის ზღვიდან წამოსული დინების უკუქმედებას.

ყველაზე დიდ საბრთხეს წარმოადგენს პირდაპირ მიმართული დინებები მცირე ბსკერიან ზღვებში რომელთაც აქვთ დამრეცი სანაპიროები, რომლებიც წარმოიქმნებიან ქვიშიანი მეჩეჩებიან სანაპიროებთან. ის წარმოადგენს  ძლიერ,  ლოკალიზებულ  და  საკმაოდ  ვიწრო წყლის  ნაკადს.  ის  უფრო  ძლიერდება  წყლის  ზედაპირზე,  და   პირდაპირ  მოედინება .  ,,გამპობ  ნაკადებს’’  შეიძლება  წააწყდეთ  სანაპიროებთან,  იქ  სადაც  ხშირია  გამპობი ტალღები: ოკეანეებში,  ზღვებზე  და  დიდ ტბებში.  გამყოფი  ტალღების ადგილსამყოფელი შეიძლება  იყოს არაპრონიზირებადი,  მაშინ  როცა  ზოგი გამპობი  ტალა  ერთსა  და  იმავე ადგილას იჩენს  თავს,  სხვები  შეიძლება  უეცრად  გამოჩნდნენ  და  გაუჩინარდნენ  სხვდასხვა ადგილას  სანაპიროებთან.

გამპობი ტალღები  ფორმას  იცვლიან  რადგანაც,  ისინი მიაქანებენ  წყლის  ნაკადს  ხმელეთისკენ.  წყლის  ის  ნაკადი,  რომელიც  გადინებული იქნა სანაპიროებისკენ,  ერთად მიედინება, ( როგორც მკვებავი დინებები),  და   წყლის  ეს  დინება  პოულობს  ადგილს,  ზღვაში  უკან  გადინებისთვის.  წყალს,  რომელიც  მიედინება  მარცხენა  კუთხის,  ვიწრო   დინებაში,  ეწოდება    გამპობი  დინების ,,ყელი’’,  სადაც ის  ყველაზე  სწრაფია. როდესაც  წყალი ,,გამპობ  დინებაში’’ აღწევს  ,,გამპობი’’  ტალღების  ზოლს, დინება კარგავს ძალას  და იფანტება  გამპობი დინების  სათავესთან.  ზოგჯერ  ნარჩენი  დინების  პწკალა,  ფაქტიურად,  ტრიალდება  ნაპირისკენ.          

წნევა ვიწრო სრუტეში რომელიც აკავშირებს ზღვას ყურესთან, გაცილებით უფრო მომატებულია. საბოლოო ჯამში წარმოიქმნება სწრაფი დინება, რის შედეგადაც წყალი მოძრაობს 2,5–3,0 მილი/წამში.

 

სქემატურად ეს გამოიყურება ასე:

საპირისპირო ნაკადი ზღვიდან ნაპირისკენ მიმართული, თანასწორია წყლის ნაპირიდან ზღვის მხარის გადინებისა.

rip-current

როგორ დავადგინოთ რომ ეს სწორედ ჩვენთვის საბრთხის შემცველი დინების ნაკადია და არ გავებათ წყლის მახეში? ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ამომცნობ ნიშნებს:

rip-current

1.    ხილვადი ბობოქარი წყლის არხი, პირდაპირპროპორციულად მოძრაობს (ნაპირიდან ზღვაში).

2.    სანაპირო ზოლში წყალს განსხვავებული შეფერილობა აქვს. გააჩნია: მაგალითად, ამ ზოლში წყალი  ღია ცისფერია ან მომწვანო, ზოგი ნაწილი თეთრი.

3.    ქაფის ნაწილი, ზღვის მცენარეულობა, ბუშტუკები მიზანმიმართულად მიემართება ხმელეთიდან ღია ზღვაში.

4.    მოქცევითი ტალღების ზოლს აქვს 5–10-მეტრიანი წყვეტა.

rip-current

თუკი თქვენ ხედავთ რაღაცას მაინც აღწერილობიდან, ჩათვალეთ რომ თქვენ გაგიმართლათ და უბრალოდ არ ჩახვიდეთ წყალში ასეთ ადგილას. ამავდროულად არ ღირს იმის დავიწყებაც რომ   80% საშიშ სპონტანურად განვითარებული გამპობს არ ახასიათებს თავის გამჟავნება.

 დამანგრეველი დინება წარმოიქმნება ნაპირთან.  თუკი თქვენ დგახართ ნაპირთან ახლოს წყალში მუცლამდე, მითუმეტეს მკერდამდე თქვენ შეიძლება გაგიტაცოთ დინებამ ზღვაში. სწორედ ის ხალხი ვინც ცურვა არ იციან სწორედ ასე იქცევიან - უბრალოდ დგანან წყალში და ნებივრობენ.

ამიტომაც არ იბანაოთ მარტოკამ და იგნორი არ გაუკეთოთ წითელ ალმებს და ნიშნებს სანაპიროზე.

 

ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ვინც მოხვდა მსგავს ადგილას: როგორ მოვიქცეთ ასეთ სიტუაციაში?

rip-current

1. გადალახეთ პანიკის განცდა! თავი ხელში აიყვანეთ, როგორც წესი ვინც ფლობს გამპობზე ინფორმაციას  99% გადარჩენილა.

2. დაზოგეთ ძალები! არ არის საჩირო მთელი ძალები მივმართოთ დინების საწინააღმდეგოდ, დავკარგოთ ენერგიის რესურსები. ცურვა საჭიროა არა ნაპირის მიმართულებით არამედ მის გასწვრივ, სანაპიროს პარალელურად, გასწვრივ. თუკი გამპობი ვიწროა (5 მეტრამდე), თქვენ ძალიან სწრაფად გამოაღწევთ.

3. ანალიზი მოახდინეთ! თუკი თქვენ ცურავთ ამ წესების დაცვით– სანაპიროს გასწვრივ, და გამოსვლას ვერ ახერხებთ,  ესე იგი გამპობი ძალიან გრძელია (20 მეტრიდან და კიდევ ფართე). მაშინვე შეწყვიტეთ ძალების ხარჯვა განიავება და პანიკა! უკუ ნაკადი როგორც წესი არც ისე დიდ ხანს გრძელდება და უკვე 3–4 წუთში შეწყდება, ამის შემდეგ გაცურეთ გვერდზე, სანაპიროს გასწვრივ 50–100 მეტრზე და უკვე შემდეგ დაბრუნდით შესვენებებით ნაბირზე

 

 

მთავარია გვახსოვდეს და გავითვალისწინოთ შემდეგი:

 

  1. ნაკადი არ წაგათრევთ ბსკერისკენ.
    ეს არ არის მორევი და ძაბრი. ეს არის ნაკადი რომელიც გაშორებს სანაპიროს, მაგრამ არ გითრევს ბსკერისკენ!
  2. 2. ნაკადი არც ისე ფართოა და შორს მანძლზე არ ვრცელდება.
    მისი სიგრძე არ აღემატება 50 მეტრს. უმეტეს შემთხვევაში შეადგენს მხოლოდ10–20 მეტრს. თუკი თქვენ გაცურავთ სანაპიროს გასწვრივ 20–30 მეტრს, თქვენ შეამჩნევთ, რომ გამოაღწიეთ ნაკადიდან,
  3.  3. ნაკადის სიგრძე შეზღუდულია.
    ნაკადი საკმაოდ სწრაფად კარგავს ძალას, «მიმზიდველი» კარგავს თავის ძალას იქ, სადაც მჩეფარე ტალღები აღწევენ პიკს. სერფერულ სლენგზე ამ ადგილს ეწოდება (line up). სწორედ ამ ადგილას იყრიან თავს სერფერები, ემზადებიან რა მოვარდნილი ტალღების დასაბყრობად. ზოგადად ეს ტალღები განლაგებულია ნაპირიდან სულ რაღაც 100 მეტრზე

 

თუ სურვილი გექნებათ გაუზიარეთ ეს ინფორმაცია რაც შეიძლება მეტ ახლობელს რათა საჭიროების შემთხვევაში შეძლონ თავის გადარჩენა!

RipCurrents

 

უშანგი სიხარულიძე - სპეციალურად საიტისთვის