EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ჯორჯ ბერნარდ შოუ - აფორიზმები »
კატეგორია: გამონათქვამებიავტორი: admin
თარიღი: 2015-06-24 14:07:43
ჩვენ არ გვაქვს უფლება, ბედნიერება მისი წარმოების გარეშე მოვიხმაროთ;
მსოფლიო შედგება უსაქმურებისაგან, რომლებსაც აქვთ სურვილი ფული ჰქონდეთ, ისე, რომ არ იმუშავონ და იდიოტებისგან, რომლებიც თანახმა არიან იმუშაონ, მაგრამ არა მატერიალური სარგებლობის მისაღებად;
„სანამ სურვილი მაქვს, მაქვს მიზეზი სიცოცხლისთვის. კმაყოფილება სიკვდილია.“
„ისტორიიდან მხოლოდ იმის სწავლა შეიძლება, რომ ხალხს ისტორიიდან არაფერი უსწავლია.“
„გეშინოდეს იმის, ვინც შენს დარტყმას არ უპასუხა.“
„ჭკვიანები ეგუებიან სამყაროს, სულელები კი ცდილობენ, სამყარო შეიგუონ, ამიტომ სწორედ სულელები ცვლიან სამყაროს და ქმნიან ისტორიას.“
„არცერთი კითხვა არ არის იმდენად რთული რამდენადაც ის, რომელზეც პასუხი აშკარაა.“
„სულელები მზად არიან ყველაფერი გაიღონ ორი რამისთვის-ბედნიერებისა და თავისუფლებისთვის, მაგრამ სასტიკად ისჯებიან, როდესაც ორივეს იღებენ, რადგან ბედნიერების განცდა მათ არ ძალუძთ, ხოლო რა მოუხერხონ თავისუფლებას, წარმოდგენა არ აქვთ.“
„დაკარგული რეპუტაცია დამსხვრეულ ბროლის ჭურჭელს ემსგავსება: ნამუსრევის დაწებება შეიძლება,მაგრამ დაზიანებული ადგილები გამოჩნდება.“
„პესიმისტი ისეთი კაცია, რომელსაც სიცილი ავიწყდება; ოპტიმისტი კი იცინის,რათა ზოგი რამ დაივიწყოს.“
„ცხოვრება არ არის საკუთარი თავის ძიება – ის საკუთარი თავის შექმნაა.“
„ჯენტლმენია მამაკაცი, რომელმაც მოიწვია გოგონა თავის სახლში გრავიურების სანახავად და ანახებს მას გრავიურებს.“
„თუ თქვენ იპოვით საკუთარ ბედნიერებას და სიხარულით ცას ეწვევით, თქვენ დაემგვანებით მოხუცს, რომელიც სათვალეს ეძებდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ცხვირზე ეკეთა.“
„თქვენი უბედურების საიდუმლო ისაა, რომ ძალიან დიდი დროს ანდომებთ იმაზე ფიქრს, უბედური ხართ თუ არა.“
„ვნებიან ქალთან უფრო ადვილია ცხოვრება, ვიდრე მოსაწყენ ქალთან, თუმცა ვნებიანს უფრო ხშირად ტოვებენ და არავინ ახრჩობს.“
„კაცთმოძულეობა სარკეში შეფურთხებაა.“
„ახლა, როდესაც არ შეგვიძლია ვიფრინოთ, როგორც ჩიტებმა, ვიცუროთ, როგორც თევზებმა, დაგვრჩენია მხოლოდ ერთი რამ გასაკეთებლად, ვისწავლოთ თუ როგორ ვიცხოვროთ მიწაზე ადამიანურად.“
„რა უფრო აუცილებელია ადამიანისთვის, ნიჭი თუ შრომისუნარიანობა?! მაშინ მიპასუხეთ, რა უფრო აუცილებელია ველოსიპედისთვის: წინა თუ უკანა ბორბალი?!“
„ხალხი მუდამ გარემოებებს ადანაშაულებს. მე არ მჯერა გარემოებების. მე მჯერა ხალხის, რომელთაც სიფხიზლე შეინარჩუნეს და მოძებნეს მათთვის ხელაყრელი გარემოებანი, და თუ ვერ იპოვეს ასეთი- თავად შექმნეს.“
„გეშინოდეს ადამიანისა, რომლის ღმერთიც ზეცაში ცხოვრობს.“
„ცეკვა – ეს არის ჰორიზონტალური სურვილების ვერტიკალური გამოხატვა.“
„ნუ გაუკეთებთ სხვას იმას, რაც თქვენთვის გინდათ. იქნებ, თქვენი გემოვნება არ ემთხვევა ერთმანეთს!“
„სიგარეტი – ეს არის ძაფი, რომლის ერთ ბოლოზე ცეცხლია, მეორეზე კი სულელი.“
„ქალისა და მამაკაცის ზრდილობიანობის საზომი კონფლიქტურ სიტუაციაში ჩადენილი საქციელია.“
„ვინც იცის, აკეთებს, ვინც არა – სხვებს ასწავლის.“
„შიშის მონობა – ყველაზე უარესი მონობაა.“
„როდესაც საკითხი სამხიარულოა, ფრთხილად მოძებნე მასში ფარული ჭეშმარიტება.“
„თუ კაცმა ორმოც წლამდე ვერავინ შეიყვარა, სჯობს აღარავინ შეიყვაროს.“
„პროგრესს არაფერი ძალუძს, მაგრამ გვქმნის კი ჩვენ უკეთესებს, ვიდრე უწინ ვიყავით.“
„რომელ ნახატს გადავარჩენდი ნაციონალურ გალერეაში, თუკი იქ ხანძარი გაჩნდებოდა? რაღა თქმა უნდა იმას, რომელიც კართან ყველაზე ახლოს ეკიდებოდა.“
„პატრიოტიზმი – ეს იმის რწმენაა, რომ შენი ქვეყანა ყველა სხვას სჯობია, რადგანაც შენ დაიბადე აქ.“
„თუკი ორივეს თითო-თითო ვაშლი გვაქვს, მათი გაცვლით არაფერი შეიცვლება – ორივეს ისევ ერთი ვაშლი გვექნება, მაგრამ თუკი მეც და თქვენც გვაქვს იდეა, მათი გაცვლის შემდეგ თითოეულ ჩვენგანს ორი იდეა ექნება.“
„მან საერთოდ არაფერი არ იცის, მაგრამ თავი ყოვლისმცოდნე ჰგონია – იდეალური მონაცემები წარმატებული პოლიტიკური კარიერისათვის.“
„არსებობს მხოლოდ ერთი რელიგია და მისი ასეულობით ინტერპრეტაცია.“
„ახალგაზრდობა არაჩვეულებრივი რამაა. რა დასანანია, რომ ასე ტყუილად იფლანგება ბავშვებზე.“
„ვერავინ აიტანდა მთელი ცხოვრება განუწყვეტლად ბედნიერებას – ეს იქნებოდა ჯოჯოხეთი დედამიწაზე.“
„რატომ უნდა გავითვალისწინოთ რომის პაპის რჩევები სექსის შესახებ? ის ხომ წესით ამაში საერთოდ ვერ უნდა ერკვეოდეს?!“
„ბოროტსა და უბედურ სამყაროში უმდიდრეს კაცს არაფრის ყიდვა შეუძლია, გარდა იმავე ბოროტებისა და უბედურებისა.“
თქვენ ხედავთ რაიმეს და ამბობთ: „რატომ?“, მე კი მესიზმრება ის, რაც არასდროს არსებობდა და ვამბობ: „რატომაც არა?!“
„როცა მსურს ვიხუმრო, ვამბობ სიმართლეს – ეს ყველაზე სასაცილო ხუმრობაა მთელს მსოფლიოში.“
„მტკიცება იმისა, რომ მორწმუნე ადამიანი სკეპტიკოსზე უფრო ბედნიერია ისეთივეა აბსურდია, როგორიც ის, რომ მთვრალი კაცი ფხიზელზე მეტად ბედნიერად გრძნობს თავს.“
„როცა ბრიყვს თავისი ნამოქმედარის რცხვენია, იგი ყოველთვის აცხადებს, რომ ეს მისი მოვალეობაა.“
„ყველაზე დიდი სისულელე, რაც შეიძლება ერთმანეთზე შეყვარებულმა ადამიანებმა გააკეთონ, ქორწინებაა.“
„ვისაც სწორი დასკვნების გაკეთების ძალა შესწევს, ცინიკოსებს უწოდებენ ისინი, ვისაც ეს არ შეუძლია.“
„მეცნიერება არასდროს წყვეტს პრობლემას, თუკი ამ ერთს კიდევ ათი ასეთივე პრობლემა არ დაამატა.“
„ცხოველები ჩემი მეგობრები არიან, მე კი არ ვჭამ ჩემს მეგობრებს.“
„ბოლოს და ბოლოს ჩვენი ურთიერთობა იმდენად გაფუჭდა, რომ დაგვრჩა მხოლოდ ერთი: მოგველაპარაკებინა, რომ ჩვენ უაღრესად დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთს.“
„ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრების გამოთქმის უფლება იმ პირობით, თუ ისინი ემთხვევა სხვა ადამიანების აზრებს.“