EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« 10 ჩვევა, რომელიც კლავს შენს ტვინს და აზროვნების უნარს »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: Sharam

თარიღი: 2015-06-25 01:21:05

10 ჩვევა, რომელიც, კლავს, შენს, ტვინს, აზროვნების, უნარს

10 ჩვევა, რომელიც, კლავს, შენს, ტვინს, აზროვნების, უნარს

Killing-My-Brain

ტვინი – ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა ადამიანის ორგანიზმში. მის გარეშე ვერ ვიარსებებდით. 21-ე საუკუნეში პროფესიების უმეტესობა გონებრივ საქმიანობასთანაა დაკავშირებული. მაგრამ ჩვენს ტვინს ბევრი საფრთხე ემუქრება. ჩვენი ქმედებებით მას შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მივაყენოთ. აი, ის 10 ჩვევა, რომელიც ტვინს ნელ-ნელა აზიანებს.

1.საუზმეზე უარის თქმა
ადამიანებს, რომლებიც არ საუზმობენ, სისხლში გლუკოზის დაბალი შემცველობა აქვთ, რაც თავის ტვინის აქტივობის შემცირებას იწვევს.

2. ზედმეტი ჭამა
თუ თავს აძლევ უფლებას, ბევრი ჭამო, შენს ორგანიზმში გროვდება ქოლესტერინი, სისხლძარღვებში და განსაკუთრებით თავის ტვინის სისხლძარღვებში.

3. მოწევა
თამბაქო ვნებს თავის ტვინის მუშაობას და კლავს მის უჯრედებს. უკანასკნელმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ მოწევა შეიძლება ალცჰაიმერის დაავადების გამომწვევი მიზეზი გახდეს.

4. დიდი ოდენობით შაქრის მიღება
რაც მეტია შაქარი – მით მეტი ტოქსინები და ზედმეტი წონაა და ორგანიზმში ნაკლები სასარგებლო ნივთიერება.

5. დაბინძურებული ჰაერი
ეს ფაქტი შენზე ნაკლებადაა დამოკიდებული, მაგრამ უნდა იცოდე, რომ თუ ტვინს არ ჰყოფნის ჟანგბადი, მისი აქტივობა მცირდება. აქედან გამომდინარეობს, რომ რაც მეტადაა დაბინძურებული ჰაერი, მით ნაკლებად აქტიურია შენი ტვინი.

6. გამოუძინებლობა
თუ ხანმოკლე ძილს ბოროტად იყენებ, არაფერი კარგი არ გელის, რადგან გამოუძინებლობა იწვევს თავის ტვინის უჯრედების სიკვდილს.

7. ნარკოტიკები და ალკოჰოლი
ეს ნივთიერებები გამოუსწორებელ ზიანს აყენებს თავის ტვინს.

8. ავადმყოფობის დროს მუშაობა
როცა ადამიანი ავადაა, ინტენსიური გონებრივი სამუშაო ვნებს თავის ტვინს, რადგანაც ორგანიზმი მთელ რესურსებს ავადმყოფობასთან საბრძოლველად იყენებს. ასეთ დროს ტვინს საკმარისი ჟანგბადი არ მიეწოდება.

9. სტიმულირებისა და განვითარების არარსებობა
ტვინს სჭირდება მუდმივი განვითარება, ამიტომ, ტელევიზორის ყურების ნაცვლად წაიკითხე წიგნი, შეავსე კროსვორდი ან ითამაშე ჭადრაკი.

10. ცოტა ლაპარაკი
ლაპარაკიც ტვინის გავარჯიშების ერთ-ერთი ხერხია. ამ დროს იმახსოვრებ ფაქტებს, სწავლობ ახალ სიტყვებს, რითაც ავარჯიშებ ტვინს და მუდმივ აქტივობისკენ უბიძგებ მას.