EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« საქართველოში საიდუმლო ლაბორატორიებია? »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2016-07-22 20:42:29
1972 წელს საქართველოში უცნაური რამ მოხდა. ეშერას ლაბორატორიაში ჩაუშვეს კომისია, რომელშიც ქართველი მეცნიერებიც იმყოფებოდნენ. ცნობილია ამ მეცნიერების ვინაობაც: ჯუმბერ ლომინაძე, ვახტანგ აბაშიძე, გერმანე გობეჯიშვილი,! მიწისქვეშ რაც ნახეს მეცნიერებმა, ეს ნამდვილი შოკი იყო! გერმანე გობეჯიშვილი უცნაური დაავადებით დაავადდა და მალე გარდაიცვალა კიდეც, ვახტანგ აბაშიძეს კიბო გაუჩნდა, ერთადერთი მხოლოდ ჯუმბერ ლომინაძე გადარჩა და თავადაც უკვირდა ეს ამბავი!!! როგორც ჯუმბერ ლომინაძემ პირად საუბრებში აღნიშნა, საქართველოს ქვეშ არის გიგანტური ლაბორატორია, სადაც ტარდებოდა გენეტიკური ექსპერიმენტები რამდენიმე ათასი წლის უკან, რომელიც არის დაკონსერვებული და წყლით ამოვსებული, ამ ლაბორატორიაში რამდენიმე ჩასასვლელი ყოფილა. ეს ჩასასვლელები ყველას სმენია, მაგრამ ადამიანებს იმდენად აქვთ გონება დახშული, სასაცილოდ არ ყოფნით მსგავსი საკითხები!
როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? 1965 წელს მოსკოვმა დაიწყო გეოლოგიური დაზვერვითი სამუშაოები, კავკასიაში ნავთობის აღმოსაჩენად (კერძოდ საქართველოში). ისინი ხარაგაულის მიდამოებში აწარმოებდნენ დაბურღვით სამუშაოებს და მოხდა უცნაური რამ. ბურღვის დროს, ბურღი ქვემოთ, სიცარიელეში ჩავარდა. ჩაუშვეს სპეციალური აპარატი და იქ წყალი აღმოჩნდა. ბურღი სხვა ადგილას გადაიტანეს და იქაც იგივე დაემართა. ყველგან წყალი და სიცარიელე იყო ახლომახლო ტერიტორიაზე. ეს ამბავი იქვე არსებულ სოფელშიც გაიგეს და ხალხმა მეცნიერებს ანახვა გამოქვაბულები, საიდანაც ჩადიოდა ხვრელები მიწისქვეშ. რამდენიმე მკვლევარი ჩავიდა და სენსაციური ამბები ამოიტანეს. მათ მიწისქვეშ აშკარად ხელოვნური ზემოქმედების კვალი აღმოაჩინეს. როგორც ისინი ამბობდნენ, მიწის ქვეს არის გიგანტური მეგალითური ბლოკებით ამოყვანილი შახტები, რომელიც სიღრმეებში მიემართება. სასწრაფოდ დაკონსევრდა სამუშაოები და იქაურობა აკრძალულ ზონად გამოაცხადეს! რამდენიმე წლის მერე გამოჩნდნენ მოსკოველი მკვლევარები, რომელბმაც ჩაატარეს კვლვები და დაადგინეს, რომ საქართველოს ქვეშ, ნამდვილად არის გიგიანტური სიცარიელე, რომელიც წყლით არის ამოვსებული და ყველა ჩასასვლელი დალუქულია: ჩასასვლელები არის რამდენიმე ადგილას, ესენია: ეშერა, მარტვილის მიმდებარე კლდეებიდან, ხომლის მთიდან, ხარაგაულის ნაკრძალიდან, რაჭის სოფელ ღებიდან. აგრეთვე იალბუზის მთიდან, იქ არის ხეობა რომელსაც ჰქვია ბაქსანი.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, უამრავი საიდუმლო მასალა იქნა გაყიდული საზღვარგარეთ, ერთერთი მასალა მოხვდა მედია საშუალელებებში და ამიტომაც დაიგეგმა „დისქავერის“ მიერ, გადაიღონ საქართველოში არსებული საიდუმლო ადგილები. გადამღები ჯგუფის უფროსმა რაღაც უცნაურობა აღმოაჩინა მთაში და ამ საკითხზე რატომღაც ხმას არ იღებს. არც ის ფილმი გამოსულა რაც გადაიღეს და მგონი არც გამოვა, რადგან ძალიან დიდ სკანდალთან გვექნება საქმე, როგრც ჩანს!“
წყარო: news.vitube.ge