EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« წნევამ რომ არ შეგვაწუხოს »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: admin

თარიღი: 2013-01-25 11:20:23

რატომ აღმოცენდება ჰიპერტონია და როგორ არ დავუშვათ მისი გამწვავება?
მომატებული არტერიული წნევა ნორმალური რეაქციაა სტრესზე, სპორტულ ვარჯიშზე ან ემოციების ამოხეთქვაზე. ასეთ დროს წნევა სწრაფად უბრუნდება ნორმას ჯანმრთელობისთვის ზიანის მიუყენებლად, მაგრამ თუ მუდამ მაღალია, ასეთ სენს არტერიულ ჰიპერტენზიას უწოდებენ.
ჰიპერტონიული დაავადება მომატებული არტერიული წნევაა 140/90 მმ–მდე და მაღლა. ჰიპერტენზია შეიძლება იყოს როგორც დამოუკიდებელი დაავადება, ასევე სხვა სენის გამოვლენა. შესაძლებელი მიზეზებია: ენდოგენური, თირკმლისმიერი, ნევროლოგიური დარღვევები, მათ რიცხვში სტრესი, ორსულობა, სიმსუქნე და ზოგიერთი წამლის მიღება.
არტერიული ჰიპერტენზიის სიმპტომებია: თავის ტკივილი, თავბრუ, ყურებში ხმაური, უღონობა და დაღლა, მხედველობის გაუარესება, ძილის დარღვევა, გულის მიდამოში ტკივილი, გულისცემის გახშირება, შეშუპება.
რჩევა: პირველ რიგში, საჭიროა ცხოვრების წესისა და კვების შეცვლა. ალკოჰოლზე, თამბაქოზე უარი, ფიზიკური დატვირთვის გაზრდა, მარილის მოხმარების შემცირება, მეტი მცენარეული და რძის მჟავე პროდუქტების ჩართვა რაციონში, ცხიმიან კერძებზე უარის თქმა. წამლისმიერი თერაპიის სქემას ექიმი ინდივიდუალურად შეიმუშავებს.
ჰიპერტონიის სამკურნალო შინაური საშუალებები
2 სუფრის კოვზ კუნელის ნაყოფს 1 ჭიქა მდუღარე დაასხით. წყლის აბაზანაზე 15 წუთი გააჩერეთ, გაწურეთ. მზა ნაყენი ცივ ადგილას არაუმეტეს 2 დღე გააჩერეთ. დღეში 4–ჯერ, ჭამამდე 1/3 ჭიქა მიიღეთ.
ქილაში 2 ჭიქა არაყი, 2 ჭიქა ჭარხლის წვენი და ამდენივე თაფლი ჩაუშვით. 100 გრამი ბერულა დაუმატეთ, აურიეთ და 10 დღე დადგით. შემდეგ გაწურეთ, თავი დაახურეთ და ბნელ ადგილას შეინახეთ. დღეში 3–ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, 1–2 სუფრის კოვზი მიიღეთ.
2 ჭიქა შტოში კარგად გარეცხეთ, ხის ჯოხით დასრისეთ, 2 ჭიქა შაქარი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ნარევი ცივ ადგილას შეინახეთ. დღეში 3–ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, 1 სუფრის კოვზი მიიღეთ.