EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« მუშტაიდი - ცნობილი ბაღის დაარსების ისტორია »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: დემი

თარიღი: 2016-07-25 17:46:05

მუშტაიდი - ცნობილი ბაღის დაარსების ისტორია

მუშტაიდი

სახლი, რომელიც, ალბათ, ყველას გინახავთ, თბილისის ერთ-ერთ უძველეს პარკშია აშენებული.

ის ერთ დროს პარკის მშვენება იყო. შემდგომ სხვადასხვა დანიშნულებას ასრულებდა (სანაყინე კაფე, სამეჯლისო ცეკვების შემსწავლელი დარბაზი)…

თავდაპირველად კი ირანიდან საქართველოში ჩამოსულმა მირ ფეთეხ-აღა სეიდ თავრიზიმ ააშენა. ის ირანის აზერბაიჯანში შიიტების რელიგიური ლიდერი – მუჯთაჰიდი იყო. სწორედ მისი სასულიერო წოდებისაგან წარმოსდგა ბაღის სახელიც – მუშტაიდი, რომელიც XIX საუკუნის 30-იან წლებში დაარსდა, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის მისი ნამდვილი ისტორია.

მუშტაიდი

მუშტაიდი

ფეთეხ-აღა სეიდ თავრიზი დიდგვაროვანი ოჯახიდან იყო, განათლებული, კეთილი, გულუხვი და მიმტევებელი. ამიტომ ყველამ ადვილად შეიყვარა და სახელიც მალე გაუვარდა. იგი რუსეთის მთავრობამ გადაიბირა და თავის სამსახურში ჩააყენა, რის გამოც ირანის შაჰმა სამშობლოდან გამოაძევა.

მუშტაიდი თბილისში საყვარელი მეუღლის რჩევით დასახლდა, რომელიც სტამბულის ტყვეთა ბაზარზე იყიდა. ის ულამაზესი ქართველი ქალი, სახელად ნინო გახლდათ. მუშტაიდის ბაღს საფუძვლად სევდიანი ისტორია უდევს.

ხელისუფლებამ მუშტაიდს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მიწის ნაკვეთი გამოუყო. ნინოს თბილისში მშობლები ცოცხლები აღარ დახვედრიან, დარდისაგან ავად გამხდარა და ძალიან მალე, ექვს თვეში გარდაცვლილა. საყვარელი მეუღლე მუშტაიდმა სახლის წინ დაკრძალა და საფლავზე უამრავი წითელი ვარდი დარგო. საღამოობით ის დიდხანს იჯდა მის საფლავთან და გლოვობდა.

საფლავის ირგვლივ რგავდა უამრავ ვარდს, ყვავილს, ბუჩქსა და ხე-მცენარეს. სწორედ ასე დაიწყო ამ შესანიშნავი ბაღის გაშენება. მოსარწყავად მუშტაიდმა მტკვრიდან 12-კილომეტრიანი არხი გამოიყვანა.

1845 წელს იგი შაჰმა შეიწყალა და თავრიზში დაბრუნდა. ბაღი კი ერთ ვაჭარს მიჰყიდა. დროთა განმავლობაში ბაღი სასეირნო და გასართობ ადგილად იქცა. აქ მრავალი გასართობი და თავშესაქცევი იყო: რესტორანი, ბუფეტი, პავილიონი, საზაფხულო თეატრი. პირველი საჰაერო ბურთი ამიერკავკასიაში სწორედ აქედან აუშვეს.

მუშტაიდი

მუშტაიდის ბაღში ათეულ ათასობით ჯიშის უნიკალური მცენარეა გაშენებული (გლედიჩია, თელა, იფანი, საპნის ხე, ქაღალდის ხე, თუთა, ელდარის ფიჭვი, კედარი, გუნდის ხე, მრავალი ბუჩქი და ყვავილი).

1935 წელს მუშტაიდის ბაღში გაიხსნა მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა.

მუშტაიდი

ამჟამად ბაღი განახლებულია. ახალი ატრაქციონებიც დაემატა და ბევრი რამ გაკეთდა. მიუხედავად ყველაფრისა, მას ბოლომდე შერჩა მისი დამაარსებლის, მუშტაიდის სახელი.

მუშტაიდი

მუშტაიდი