EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« რომელ თვესაც იბადება გოგონა, ისეთივე ხასიათის პატრონია »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: თარგმნა - უშანგი სიხარულიძემ

თარიღი: 2016-07-26 01:37:18

რომელ თვესაც იბადება გოგონა, ისეთივე ხასიათის პატრონია - Ushangi sikharulidze

Fire-girls

იანვარი

 

იანვარში დაბადებული გოგონები განსაკუთრებულად ამბიციურები არიან, მაგრამ ამასთანავე სერიოზულები და კონსერვატიულები. მათ შეუძლიათ იყვნენ ძალიან კრიტიკულები, მიუხედავად ამისა არ უყვართ საკუთარ გრძნობებზე საუბარი. ისინი იახლოვებენ მხოლოდ ისეთ ადაამიანებს, რომელთაც გააჩნიათ მათი რანგის შესაფერისი ინტელექტი და შეხედულებები.

 

თებერვალი

 

თებერვალში დაბადებული ადამიანები რომანტიულობით გამოირჩევიან. მათთან ურთიერთობისას საჭიროა იქონიოთ არნახული მოთმინება. მათ ყველა ადამიანი ვერ გაუგებს, მერყევი ხასიათიდან გამომდინარე. მათ მუნებამ მოჰმადლა აბსტრაქტულად აზროვნების უნარი. და კიდევ: თუკი თქვენ მას უღალატებთ, მას მეტად ვეღარ იხილავთ!

 

მარტი

 

მარტის კატები. ქარიზმატულები და შარმის მქონენი. სანდონი და თავდადებულნი, უყვარდებათ რთულად.   ისინი არიან თბილი და მომხიბვლელნი მანამ, სანამ არ აწყენინებთ რამეს. მიუხედავად ამ ყველაფრისა - ცხოვრება მარტში დაბადებულის გვერდით ერთი სიამოვნებაა.

 

აპრილი

 

აპრილში დაბადებული გოგონები ნამდვილი დიპლომატები არიან და  გააჩნიათ უნარი ადვილად შევიდნენ ადამიანებთან კონტაქტში.  უმეტესი მათგანი საკმაოდ ეჭვიანია და თუკი გული გაუტეხეთ, უმჯობესია თქვენვე გაეცალოთ. ამავდროულად აპრილში დაბადებულმა გოგომ შესაძლოა გაქციოთ უბედნიერესად ადამიანად მთელს დედამიწაზე. ამ დროს დაბადებული გულს უხსნის მხოლოდ იმათ ვინც დაიმსახურებს მათ ნდობას .

 

მაისი

 

მაისი - ქალების თვე, ისინი ძალიან მიმზიდველნი არიან. ხასიათით ხშირად რთული. საბრთხე ემუქრება ყველა კაცს, რომელსაც მისივე თავის საუბედუროდ შეუყვარდება ამ დროს დაბადებული ქალი. ამიტომაც, თუკი თქვენ შეხვდით ამ დროს დაბადებულ ქალს, მას ვერასდროს დაივიწყებთ.

 

ივნისი

 

ცნობისმოყვარე, კომუნიკაბელური და შე,ოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებული - სამი მთავარი ხასიათი ახალგაზრდა ქალბატონებისა. მათი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ჯერ ლაპარაკობენ და შემდეგ ფიქრობენ. მათ ურჩევნიათ პირდაპირ გითხრან სიმართლე, ვიდრე ზურგს უკან გაგჭორონ. და კიდევ ერთი; - კაცი ადვილად შეიძლება იქცეს სათამაშოდ მათ პატარა ხელებში.

 

ივლისი

 

გოგონებს, რომელთაც გაუმართლა დაბადებულიყვნენ შუა ზაფხულს, - არიან პატიოსანნი ლამაზი, იდუმალი, ამავდროულად ძალიან ჭკვიანი. მათ არ უყვართ კონფლიკტები, არიან პატიოსანნი  ადამიანებთან ურთიერთობაში. თუკი მათ მოატყუებ, სამუდამოდ დაკარგავ. გახსოვდეთ ეს.

 

აგვისტო

 

ის ვინც აგვისტოში დაიბადა მთელი ცხოვრება ატარებენ გულში ეგოიზმს და დიდ სიკეთეს. არ ღირს მათთან კამათი, ადრე თუ გვიან გამარჯვება მათ დარჩებათ. აგვისტოს ქალები დაჯილდოებული არიან განსაკუთრებული იუმორის გრძნობით, მაგრამ ვერ იტანენ დაცინვას და ქილიკს საკუთარი თავის მისამართით. იმ შემთხვევაში თუკი მას ასე მოექცევით, ელოდეთ პასუხს. მათ  ყოველთვის სიამოვნებთ ყურადღების ცენტრში ყოფნა, გამომდინარე აქედან  ისინი არასდროს განიცდიან ყურადღების უკმარისობას საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისგან.  მათ გარემოცვაში მყოფი კაცები პრაკტიკულად კარგავენ თავს.

 

სექტემბერი

 

დისციპლინის მოყვარული,  კეთილი და  ულამაზესი აი ასეთი დახასიათება აქვთ ამ თვეში დაბადებულ ქალებს.. ისინი არასდროს პატიობენ მოღალატეებს, და თუკი მათ მიაყენებთ ტკივილს, ისინი შურს იძიებენ. ისინი პატივს ცემენ ხანგრძლივ ურთიერთობებს. ძალიან დიდი დაკვირვებით ირჩევენ პარტნიორს და როგორც ამბობენ, გადარჩება მხოლოდ ღირსეული.

 

ოქტომბერი

 

ოქტომბრის გოგოებს ახასიათებთ ძლიერი ხასიათი, დიდი ინტელექტი და კარჩაკეტილობა. გულს იშვიათად გადაუშლიან ვინმეს იმის შიშით, რომ ვიღაცამ სულში არ ჩააფურთხოს.

 

ნოემბერი

 

ნოემბერში დაბადებული ადვილად ხვდება ტყუილს. მათთან თამაში ცეცხლთან თამაშია. ყველაფერი რაც მათზე უნდა ვიცოდეთ ესაა - არასდროს კითხოთ მათ აზრი, თუკი არ ხართ მზად გაიგოთ სიმართლე.

 

დეკემბერი

 

დეკემბერში იბადებიან მოუთმენელი, მაგრამ წარმატებული ქალბატონები. როგორც იტყვიან, ისინი ყოველთვის იპოვიან გზას ამოვიდნენ წყლიდან მშრალი. შეუძლიათ განწყობის ამაღლება ადამიანებისთვის. მათ არაერთი ქარტეხილის გავლა მოუწევთ ცხოვრებაში, მაგრამ ღვთის წყალობით, ყველანაირ განსაცდელს ადვილად ართმევენ თავს.