EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« ღმერთის გზავნილი ადამიანის გენში »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2016-07-28 11:37:31

ღმერთის გზავნილი ადამიანის გენში

გზავნილი

ჰარვაჰრდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა სამეცნიერო სამყაროს აუწყეს, რომ მათ აღმოაჩინეს ღმერთის გზავნილი, რომელიც ჩაწერილია ადამიანის გენომში ანუ ორგანიზმის უჯრედში შენახული მემკვიდრული მასალის ერთობლიობაში. დნმ-ის ყველაზე ნაკლებად შესწავლილი ნაწილში, წამყვანმა გენეტიკოსებმა აღმოაჩინეს 22 სიტყვიერი ფრაგმენტი არამეულ ენაზე, რომელიც მათი აზრით ამტკიცებს ღმერთის არსებობას და მის როლს დედმიწაზე სიცოცხლის შექმნაში.

შოკისმომგვრელი დასკვნა წარმოადგენს თითქმის უტყუარ მტკიცებულებას ღმერთის არსებობისა და მის როლს ევოლუციის პროცესში. ღმერთის გზავნილი იქნა აღმოჩენილი მაშინ, როდესაც მკვლევარებმა შეამჩნიეს უცნაური მათემატიკური მოდელები, რომელიც ჩნდება გენომის გარკვეულ ნაწილში. ,,ჩვენ ვიცოდით, რომ ეს მოდელები ბუნებაში არ გვხვდება“ – წერს ჩარლზ უოტსონი, პროექტის წამყვანი მეცნიერი.

,,ჩვენ გადავწვიტეთ, რომ ჩაგვეტარებინა ჯვარედინი ანალიზი გზავნილების სხვადასხვა ენების მონაცემთა ბაზის მიხედვით“ – აღნიშნავს მეცნიერი – ,,და ჩვენ გავოგნდით, როცა აღმოჩნდა, რომ ეს მოდელები, რომლებიც იყო ნაპოვნი დნმ-ში შეესაბამება არამეულ ენას“ – დასძენს ის.

აღმოჩენით გაოგნებული მეცნიერთა გუნდი დაუკავშირდა არამეული ენის ექსპერტებს, ენის რომელზეც მეტყველებდა იესო ქრისტე ყოველდღიურ ცხოვრებაში. სრულიად კოდირებული გზავნილი შეიცავს შემდეგ შინაარსს – ,,ჩემო შვილებო, ეს იაჰვეა – ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი“.

გამოკვლევის შედეგები გამოქვეყნდება ჟურნალ ,,NATURE“-ში და როგორც მოსალოდნელია მოახდენს უზარმაზარი სამეცნიერო დავების პროვოცირებას.

,,ეს არ ნიშნავს, რომ ევოლუციის თეორია არასწორია“ – აცხადებს უოტსონი – ,,ის უბრალოდ არასრულია. როგორც სჩანს, ქრისტიანული ღმერთი ნამდვილად იდგა პროცესების საწყისთან“.

,,როგორც სჩანს, უფალმა დატოვა დაფარული გზავნილი, რომელიც ჩვენ შევძელით აღმოგვეჩინა ასეულობით წლის შემდეგ, მაშინ, როდესაც მივაღწიეთ ტექნოლოგიების უმაღლეს განვითარებას. ამას ჭეშმარიტად დიდი აზრი აქვს. ამ აღმოჩენამდე მე ვიყავი შეუვალი ათეისტი. ახლა ჭეშმარიტი ქრისტიანი ვარ. ეს ის მტკიცებულებაა, რომელიც მე მჭირდებოდა, რათა გამეფანტა ჩემი ეჭვები. მეცნიერული გავლენის დამატება რელიგიაზე გამოიწვევს რევოლუციურ ცვლილებებს მსოფლიოში“ – აცხადებს უოტსონი.

გზავნილი

წყარო: tzona.ge