EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« გვარ-სახელთა გენეალოგიური ნუსხა-ქართული გვარების ისტორია. საქართველოს ისტორია გვარ-სახელებში. Georgian Genealogy - ღ »
კატეგორია: გვართა გენეალოგიური ნუსხაავტორი: admin
თარიღი: 2016-08-04 14:20:15
გვარ-სახელთა გენეალოგიური ნუსხა-ქართული გვარების ისტორია. საქართველოს ისტორია გვარ-სახელებში. Georgian Genealogy - ღ
ა | ბ | გ | დ | ე | ვ | ზ | თ | ი | კ | ლ | მ | ნ | ო | პ | ჟ | რ | ს | ტ | უ | ფ | ქ | ღ | ყ | შ | ჩ | ც | ძ | წ | ჭ | ხ | ჯ | ჰ
ღარიბაშვილი
ქანისხეობელი ღარიბაშვილები მთიულეთიდან ყოფილან. მათი დედა-გვარია ნარიმანიძე. ასევე, ნარიმანიძეები სახლობდნენ ცხრაძმის ხეობის სოფელ ჩიტიანებში.
სოფელ ანატაში ცხოვრობდა ღარიბაშვილების 30 კომლი.
„ახატნელი ღარიბაშვილები ვართ გადმოხვეწილი ქისტის სამხამის შთამომავალნი. 150 წელი იქნება, რაც ჩვენი წინაპარი ახატანში მოსახლეობდა. აქ გვაქვს სალოცავი „სამება ოქროსკარაი”.
საქართველოში 1 844 ღარიბაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 595, გურჯაანში – 416, დუშეთში – 239. არიან სხვაგანაც.