EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« გვარ-სახელთა გენეალოგიური ნუსხა-ქართული გვარების ისტორია. საქართველოს ისტორია გვარ-სახელებში. Georgian Genealogy - ძ »
კატეგორია: გვართა გენეალოგიური ნუსხაავტორი: admin
თარიღი: 2016-08-04 15:22:36
გვარ-სახელთა გენეალოგიური ნუსხა-ქართული გვარების ისტორია. საქართველოს ისტორია გვარ-სახელებში. Georgian Genealogy - ძ
ა | ბ | გ | დ | ე | ვ | ზ | თ | ი | კ | ლ | მ | ნ | ო | პ | ჟ | რ | ს | ტ | უ | ფ | ქ | ღ | ყ | შ | ჩ | ც | ძ | წ | ჭ | ხ | ჯ | ჰ
ძაბილაშვილი - საკუთარი სახელი ძაბილა (სტატ. ცნ., XVIII ს.,172)
ძამაშვილი - უძველესი გვარსახელი. ბიზანტიელმა ისტორიკოსმა შემოგვინახა ცნობა იბერთა მეფის ძამანაძის შესახებ. საკ.სახელი ძამა, ძამია. 1 ძმა (უპირატესად მიმართვისას) 2.იგივეა რაც ძამია. ძამაშვილი მენთეთაშვილთა შტო გვარია.
ამავე ძირისაა: ძამანაშვილი, ძამნაშვილი, ძამიაშვილი, ძამუკაშვილი, ძამუნაშვილი, ძმანაშვილი
ძიძიშვილი //ძიძაშვილი - (1685 წ.) საკ. სახ. ძიძა; შდრ. საკ.სახელი ძიძია
ძუკაშვილი - საკუთარი სახელი ძუკა, შდრ.ძუკუ, ძუკუნა, ძუკუნია
ძულიაშვილი გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ძულია. 1873 წლის აღწერით, ბორბალოში მოიხსენიებიან – მათე და გიორგი ძულიაშვილები. ძულია ნურუაშვილი მოიხსენიება გოდერძი ყოინიძის მიერ მურმან გურგანიშვილისადმი მიცემულ გადაწყვეტილების წიგნში. საქართველოში 695 ძულიაშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 199, თბილისში – 142, თელავში – 56. არიან სხვაგანაც.