EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« გვარ-სახელთა გენეალოგიური ნუსხა-ქართული გვარების ისტორია. საქართველოს ისტორია გვარ-სახელებში. Georgian Genealogy - ჯ »
კატეგორია: გვართა გენეალოგიური ნუსხაავტორი: admin
თარიღი: 2016-08-04 15:36:03
გვარ-სახელთა გენეალოგიური ნუსხა-ქართული გვარების ისტორია. საქართველოს ისტორია გვარ-სახელებში. Georgian Genealogy - ჯ
ა | ბ | გ | დ | ე | ვ | ზ | თ | ი | კ | ლ | მ | ნ | ო | პ | ჟ | რ | ს | ტ | უ | ფ | ქ | ღ | ყ | შ | ჩ | ც | ძ | წ | ჭ | ხ | ჯ | ჰ
ჯაბადარი – ერთ-ერთი წარჩინებული გვართაგანია ძველ საქართველოში. გვარადქცეული სამეფო თანამდებობის ტერმინია. თურქულ-სპარსული სიტყვა “ჯაბადარ” ჯავშან-საჭურვლის მცველს ნიშნავს.
ჯავახი – გვარადქცეული ეთნონიმი. როგორც ჩანს, XIII საუკუნის დამდეგს სამძივართა საგვარეულოში (უკეთ, ამ საგვარეულოს იმ შტოში, რომელიც დამკვიდრებულია თეძმის ხეობაში) შემოდის სახელი ჯავახი და შეიძლება უკვე XIV ს. პირველ ნახევარში ისინი იწოდებოდნენ ჯავახიშვილებად; სახელი “ჯავახი” XIV საუკუნეზე უფრო ძველია: ჯავახ აფაქის ძე მოხსენიებულია იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპში. ამავე ძირისაა ჯავახია.
ჯავახიშვილი – ერთ-ერთი წარჩინებული გვარეულთაგანი ძველ საქართველოში. ქართლელი ჯავახიშვილების წინაპარნი გამრეკელ-თორელნი ყოფილან, XII საუკუნეში გადმოსახლებულან ჯავახეთიდან ქართლში, სოფ. ხოვლეში. XVII-მდე ეს გვარი უტარებიათ, შემდეგ კი წინანდელი ადგილსამყოფელის მიხედვით ჯავახიშვილებად წოდებულან.
ჯალალაშვილი - ჯალალი - გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჯალალი, რომელიც არაბული წარმოშობისაა და ქართულად სახელს, დიდებას, ძლიერებას ნიშნავს.
1843 წლიდან ჯალალაშვილები კოდაში ცხოვრობენ.
ამავე ძირისაა გვარები: ჯალადიშვილი, ჯალალი, ჯამარიშვილი.
საქართველოში 110 ჯალალაშვილი ცხოვრობს.
100 – ჯალადიშვილი;
89 – ჯალალი;
26 – ჯამარიშვილი.
ჯანელიძე – გვხვდება ამბროლაურის, სამტრედიის რაიონებში. უკავშირდება საკუთარ სახელს “ჯანელი”. (ჯანა + ბოლოსართი – ელ). ამავე ძირისაა ჯანველიძე.
ჯაფარიძე – გავრცელებულია რაჭაში, სვანეთში, იმერეთში და ქართლში. ვახუშტი ბაგრატიონს მოხსენიებული აქვს რაჭის მთავართა შორის. მომდინარეობს არაბული საკუთარი სახელიდან “ჯაფარ”. სახელი “ჯაფარა” საქართველოში შემოიტანა ლიპარიტის (ბაღუაშის ძის) მტერმა, არაბმა ამირა(ემირმა) ჯაფარმა 1047წ. ქართულად “ჯაფარა”იგივეა, რაც ჩხიკვი. ჯაფარის ძე, იხსენიება ხუნამისის წარწერაში (Xს. დასასრული). თავდაპირველად, იწერებოდნენ მჯა+ფარ=მჯაფარიძე.
ჯაყელი – საპატიო და საგამგეო წოდება-გვარია, მიღებულია სადაურობის სიტყვისაგან. ჯაყი ისტორიული სოფელია სამცხეში, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე. სამცხის ათაბაგთა დინასტიური გვარია. ამავე ძირისაა ჯაყელიძე.
ჯაჭვლიანი – ბეჩო, ეცერი, კიჩხულდაში, მესტია, მულახი, ნაკრა, ფარი, ცხუმარი, ჭუბერი [კოდორის ხეობა - აჟარა, გენწვიში, ომარიშარა]
ჯაჯანიძე – გავრცელებულია ჭიათურაში, ასევე ოზურგეთის რაიონში. შედგება საკუთარი სახელისგან “ჯაჯანი”. ფრინველთა სახელისაგან წარმოქმნილი გვარია, უკავშირებენ სიტყვა “ჯაჯა”-ს, რაც ქორს ნიშნავს სამეგრელოსა და გურიაში.
ჯერანაშვილი, საკ. სახ. ჯერან; ჯერანა. შდრ. ჯეირანაშვილი, ჯერენაშვილი, ჯეირანი/ქურციკი (კლდეისი).
ჯებირაშვილი – გორი
ჯებისაშვილი – გორი, დიდი ატენი, დიდი მეჯვრისხევი, ქარელი, ყელქცეული, ხიდისთავი
ჯეირანაშვილი – ატენი, გორი, სკრა, ცხეთიჯვარი, ჭვრინისი, ხაშური, ხეობა, ხიდისთავი
ჯერვალიძე – დუშეთი,. ჟინვალი, შალიკიანთკარი, წითელიკლდე
ჯერიაშვილი – გორი, ხიდისთავი
ჯერმიზაშვილი – წკერე, ხანდო
ჯეჯელაშვილი – კასპი
ჯეჯილაშვილი – მარნეული
ჯვარელია – შესაძლებელია მომდინარეობდეს სადაურობის სიტყვისაგან. ჯვარი დაბაა წალენჯიხის რაიონში.
ჯილავდრიშვილი (1823 წ.,) სავარ. საკ, სახ. ჯილვარდი; მათე ჯილავდრიშვილი, მეუღლე ანა, შვილები მელიქა, აბელა, სიმონა, დავითა, ყაზარია. ქალიშვილები ნინო, მარიამი, მაია, მათე ჯილავდრიშვილი, მეუღლე დარეჯანი, შვილები ვართანა, გეუა, სარქისა, ქალიშვილები მაია, მიფაკა, დისშვილები გიქორა, მოსე და მარტა. დისშვილი სტეფანე,მეუღლე ქეთევანი მოიხსენიებიან სოფელ კოდაში 1823 წელს 9კოდა). შდრ. გვარი ჯილავდარი 88 სული.
ჯიმშერაშვილი - 37
თბილისი - 29
ახმეტა - 1
ჯიმშერაშვილი (1721 წ.), ჯიმშერ (სპ.0 პარალელური ფორმაა ჯიმშედ სახელისა. აქედანაა გვარი ჯიმშელეიშვილი (ზ. ჭუმბ., დედაენა ქართ., 379). "ქ. სოლოღაშვილის ავთანდილის ყმა ქ. დრეს, 1721 წ. ზურაბა ჯიმშერაშვილი, "აქ ბოცოეთს მსხლობელი სიყმაია ჯიმშერაშვილი 1721 წ.".1721 წ. აღწ. სოფ. დრეში გამომღებ ყმათა შორის მოიხსენიება ელიზბარა და მამუკა ჯიმშერაშვილები. ჯიმშერ, იგივე ჯავანშერ, ახლაგაზრდა ლომი, ბოკვერი იხ. ჯიმშიაშვილი.
ჯინიუზაშვილი – გავრცელებულია ახალციხესა და თბილისში. ხელოვნურად არის მიღებული ჭილიმუზაშვილ-ისაგან, რომელიც სომხური ორიენტაციის სასულიერო მოღვაწის, არქიმანდრიტ პავლე შაჰყულიანის, იმავე შაჰყულაშვილის, წინაპართა გვარი ყოფილა. ამ გვარმა დღემდე მოაღწია.
ჯუღაშვილი – იგივე ჯუგაშვილი; გავრცელებულია ქ.გორში, წინაპრებს ლილოში უცხოვრიათ; შედგება საკუთარი სახელისგან ჯუღა. ჯუგაშვილები ცხოვრობენ სოფელ მატაანში, მათი თავდაპირველი სამშობლო სოფელი ჯუგაანი უნდა ყოფილიყო (სიღნაღის რ.), ეს გვარი ჯუღაშვილად იქცა ძველ ქართულ დოკუმენტებში რუსულიდან გადმოქართულების შედეგად (რუსული გ ქართულში ღ-დ გადმოიღეს).