EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« გვარ-სახელთა გენეალოგიური ნუსხა-ქართული გვარების ისტორია. საქართველოს ისტორია გვარ-სახელებში. Georgian Genealogy »
კატეგორია: გვართა გენეალოგიური ნუსხაავტორი: admin
თარიღი: 2016-08-04 15:48:08
გვარ-სახელთა გენეალოგიური ნუსხა-ქართული გვარების ისტორია. საქართველოს ისტორია გვარ-სახელებში. Georgian Genealogy
ა | ბ | გ | დ | ე | ვ | ზ | თ | ი | კ | ლ | მ | ნ | ო | პ | ჟ | რ | ს | ტ | უ | ფ | ქ | ღ | ყ | შ | ჩ | ც | ძ | წ | ჭ | ხ | ჯ | ჰ
ერთ-ერთი პირველი ნაშრომი ქართული გვარების წარმომავლობის შესახებ ეკუთვნის ცნობილ სახელმწიფო მოღვაწეს, მწერალსა და მეცნიერს იოანე ბაგრატიონ-ბატონიშვილს (1768-1830)
საქართველოში საკუთარ სახელთა რქმევის ზოგიერთი ტრადიციის შესახებ
იაკობ ახუაშვილი-გვაროლოგი, ქართული გვარ-სახელების მკვლევარი, საქართველოს დამსახურებული პედაგოგი, მრავალი თაობის აღმზრდელი და გზაზე დამყენებელი, საქართველოს ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი, აკდემიკოსი იაკობ ახუაშვილი. მას გამოქვეყნებული აქვს 26 წიგნი პედაგოგიკის, ისტორიის, ფიზიკური აღზრდის, ეთნოგრაფიის, ონომასტიკის, კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის საკითხებზე; იყო ქართულ პრესაში გამოქვეყნებული 250-მდე სტატიის ავტორი, რომელიც ეხება პოლიტიკას, ეკონომიკას, ისტორიას, ეთნოგრაფიას, ონომასტიკას და სხვ. მის კალამს ეკუთვნის ქართული გვარ-სახელების 6 ტომი. გამოკვლეული ჰქონდა ყველა ქართული თუ ებრაული გვარის ისტორია. რომელთა გამოცემას აპირებდა 20 ტომად. სამწუხაროდ ჯანმრთელობის გამო ვერ მოასწრო ამ ხელნაწერთა გამოქვეყნება.
დამატებანი:
გვართა კვლევანი
1) მაია ზურაშვილი
ლელაშვილები (ბროშურა), თბილისი, 2012
მაია ზურაშვილი
ლელაშვილები
ბროშურის ამონარიდი:
ლელაშვილების საგვარეულო ქართლის ულამაზეს კუთხეში სახლობს. გვარი_ლელაშვილი_ ეპონიმური გვარ-სახელია. უძველესი დროიდან, გვაროვნული საზოგადოების წევრები თავიანთ წარმომავლობას უკავშირებდნენ საერთო წინაპარს და საერთო სახელწოდებაც ჰქონდათ.
გვარის ანთროპონიმიკასთან დაკავშირებით ი. მაისურაძე გამოთქვამს მოსაზრებას, რომ იგი მომდინარეობს საკუთარი სახელიდან_ლელა და ავტორს ამავე ძირის (ფუძის) გვარებად მიაჩნია ლელაძე და ლელუაშვილი (ი. მაისურაძე ქართული გვარსახელები; თბ; 1990).
ენათმეცნიერი ზ. ჭუმბურიძე გადმოგვცემს, რომ ლელა არის საკუთარი (მდედრობითი სქესის) აღმნიშვნელი სახელი. მე-18 საუკუნიდან ცნობილია თეიმურაზ მეფის ასული ლელა ბატონიშვილი, ამავე ავტორის აზრით, ლელა ჰქვია ვაჟა-ფშაველას პოემის "ბახტრიონის" გმირ ქალს.
საკუთრივ სახელს - ლელა-ს, ზ. ჭუმბურიძე განმარტავს შემდეგნაირად, იგი ქართული წარმომავლობის სიტყვაა და მცენარის სახელთანაა დაკავშირებული (ზ. ჭუმბურიძე რა გქვია შენ? თბ; 1971).
შესაძლებელია მცენარეთა ამ ჯგუფის ნაირსახეობად მივიჩნიოთ ლელი, რომელიც სულხან-საბას განმარტებით წვრილ ლერწამს ნიშნავს; ხოლო თავად ლერწამი კი "სუნელია უაღრესი სხვა სუნელთა სამღრდლოთა საკმევლად აღაზევებენ" (ანუ ლერწამი კეთილსურნელოვან მცენარეთა რიცხვს განეკუთვნება, რომელსაც ფართო გამოყენება აქვს საეკლესიო პრაქტიკაში (სულხან-საბა ორბელიანი ლექსიკონი ქართული; 1; თბ; 1966).
ლელი, ლერწამი ჭაობსა და მდინარეების შესართავებთან ხარობს. შესაძლებელია იგი დაკავშირებული იყოს ადგილის ტოპონიმიკასთან, ლელაშვილთა საგვარეულო საკუთარ წარმომავლობას უკავშირებს თეძმის ხეობას, რომელიც მდებარეობს შუა ქართლში, კასპის რაიონში. მას ჩამოუდის მდინარე თეძამი, იგი ჭვარებისა და თორის მთებიდან გამოდის და სასირეთთან მტკვარს უერთდება.
ლელაშვილთა განსახლების არეალი 1997 წლის მონაცემთა მიხედვით, ლელაშვილთა საერთო რიცხვი შეადგენდა 508; აქედან თბილისში ცხოვრობდა_302; კასპში_129; გორში_21 (ა. სილაგაძე, ა. თოთაძე გვარ-სახელები საქართველოში; თბ; 1997).
ი. მაისურაძის მოსაზრების მიხედვით, ლელაშვილების წარმომავლობის ადგილი (ბუდე-სოფელი) არის კასპის რაიონი, სოფელი ხოვლე.
ლელაშვილების საგვარეულოში დაცული ზეპირსიტყვიერი გადმოცემის თანახმად, მათი გვარის წარმოშობა უკავშირდება რკონის ხეობას, შემდეგ კი გვარის თანდათანობით გადანაცვლება ხდება სოფელ ხოვლეში, რასაც წარმოდგენილი ისტორიული დოკუმენტებიც ადასტურებს.
2) მაია ზურაშვილი
გზირიშვილები (ბროშურა), თბილისი, 2012
მაია ზურაშვილი
გზირიშვილები
ბროშურის ამონარიდი:
გზირიშვილი ფართოდ გავრცელებული, პროფესიული წარმოშობის გვარია. გვარი გავრცელებულია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ძირითადად გვხვდება ქართლსა და კახეთში.
ტერმინ ,,გზირს", სულხან_საბა ორბელიანი ასე განმარტავს: ,,გზირი სხვათა ენაა, ქართულად შულტა ჰქვია. გზირი არს ქალაქთა და დაბათა გამგეთა უდარესი და სახლითი_სახლად მავალი, რომელსა ეწოდების შულტა." (სულხან-საბა ორბელიანი ,,ლექსიკონი ქართული," წიგნი პირველი, თბ, 1966).
რაც შეეხება ტერმინ ,,შულტას", იგი სულხან_საბა ორბელიანის ლექსიკონის მეორე ტომში განუმარტავია. თუმცა, სხვა განმარტებით ლექსიკონებში აღნიშნულია: ,,გზირი, შულტი... ქევხათ შემდგომი კაცნი, რომელნიც ხმამაღალი ზახილით აცნობებენ და გამოუცხადებენ რასმე მოსახლეთა" (ნიკო ჩუბინიშვილი ,,ქართული ლექსიკონი"). ასევე, არ. ჩიქობავას და სხვა ავტორთა მიერ გამოცემულ ლექსიკონში ვკითხულობთ: ,,გზირი (გზირისა) ისტ. სოფლის მოხელე, მამასახლისის ხელქვეითი, მის განკარგულებათა შემსრულებელი, შიკრიკი" (ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტომი მეორე, თბ, 1951).
გზირი, ფეოდალურ საქართველოში ადგილობრივი ადმინისტრაციის დაბალი მოხელე, სოფლის მამასახლისის ხელქვეითი იყო. მას ევალებოდა ბრძანებისა თუ განკარგულებების ადგილზე მიტანა და გამოცხადება, ვისიმე გამოძახება და ა. შ. ტერმინი ,,გზირი" ადრინდელ ქართულ ძეგლებშიც გვხვდება, მაგრამ მისი იმდროინდელი მნიშვნელობა უცნობია. ივ. ჯავახიშვილის აზრით, შესაძლებელია სიტყვა ,,გზირი" _,,გზისგან" იყოს ნაწარმოები.
ენათმეცნიერი ზ. ჭუმბურიძე გვარს ,,გზირიშვილს" განიხილავს, როგორც სამოხელეო ტერმინისგან მიღებულ გვარს და ჩამოთვლის ისეთ გვართა შორის, როგორიცაა მამასახლისი, ნაცვლიშვილი და სხვ. (ზ. ჭუმბურიძე ,,რა გქვია შენ?"; თბ; 1971).
ი. ახუაშვილი გვარს_გზირიშვილს უკავშირებს იმრავლეიშვილის გვარს და ამასთან დაკავშირებით მოჰყავს 1721 წ. მონაცემები, სადაც მოხსენიებულია გზირიშვილი ზურაბა (ვახუშტი ბატონიშვილი). ამ ავტორს ასევე დასახელებული აქვს 1823წ. დოკუმენტის მასალები, რომელშიც მოხსენიებულნი არიან შემდეგი პირები: თევდორე გზირიშვილი, იგივე იმრავლეიშვილი, მეუღლე ელენე, ვაჟები გიორგი, აზრუა, გრიგოლი, პეტრე, რომლებიც გადმოსულან გორის მაზრის სოფელ ქვახვრელიდან (ი. ახუაშვილი ,,ქართული გვარსახელები", გამოცემა 2, თბ; 2005 წ; სცსსა, ფ. 254, 1, 802, 1823 წ).
ამ მონაცემთა სანდოობა და გვართა ურთიერთკავშირი სამომავლო, საფუძვლიანი კვლევის საქმეა, თუმცა ამგვარი ინფორმაციის არსებობა გვარის წარმომადგენლებისათვის თავისთავად ინტერესმოკლებული ნამდვილად არ უნდა იყოს.
გვარის მიერ მოწოდებული ზეპირსიტყვიერი მასალის მიხედვით გვარი გავრცელებულია: კასპის რაიონში (სოფელი გარიყულა), საგურამოში; ახალციხეში; ახმეტაში; საგარეჯოში; ყვარელსა და სიღნაღში (ვაქირი).
თუმცა, ამ შემთხვევაში შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს გვარმოდენილობით ერთობას და არა სისხლითნათესაობით წარმომავლობას. გვარის მიერ მოწოდებული ზეპირი გადმოცემის მიხედვით_მათი წარმოშობის ადგილად ითვლება მანგლისი.
როგორც საარქივო მასალის მონაცემთა პირველადი მიმოხილვიდან ირკვევა გვარის წარმომავლობა უკავშირდება აღმოსალეთ საქართველოს, ძირითადად კასპისა და გორის რაიონებს, ანუ ქართლს. აქვე შევნიშნავთ, რომ გვარი პროფესიული წარმოშობისაა და შესაბამისად, ფართოდაა გავრცელებული საქართველოს სხვადასხვა მხარეში, რაც მათ გვარმოდენილობაზე მიუთითებს, ამიტომაც წარმომავლობის ლოკალურობა და საგვარეულო სალოცავის სახელწოდება, სხვადასხვა შტოს ნათესავთა შორის განსხვავებულია.
გვარის განსახლების არეალი გზირიშვილთა საერთო რიცხვი 1977წ. სტატისტიკური მონაცემებით შეადგენს_1182. აქედან თბილისში სახლობს_288; კასპში_246; საგარეჯოში_181 (ა. თოთაძე, ა. სილაგაძე ,,გვარ-სახელები საქართველოში," თბ, 1997).
4) მაია ზურაშვილი
ქიმერიძეები (ბროშურა), თბილისი, 2013
მაია ზურაშვილი
ქიმერიძეები
ბროშურის ამონარიდი:
ქიმერიძეთა წარმოშობის საკითხის გარკვევისთვის, დაგვეხმარება ენათმეცნიერი ზ. ჭუმბურიძის მოსაზრება, რომელიც გადმოგვცემს, რომ ქართული გვარების ერთ_ერთი ჯგუფი სადაურობის აღმნიშვნელია. შესაძლებელია ამ გვართა მიმართებაში მოვიაზროთ გვარი ქიმერიძე, რომელსაც როგორც ჩანს ადგილობრივ ტოპონიმიკასთანაც აქვს კავშირი. როგორც აღვნიშნეთ ზეპირსიტყვიერი და წერილობითი მასალის მიხედვით, ქიმერიძეები ქართლის გარდა ცხოვრობენ სამცხე_ჯავახეთში. შესაძლებელია, ბორჯომის ხეობაში, ქიმერიძეების გვარის დასახლებას უკავშირდებოდეს სოფელი ქიმერეთი, რაც უფრო საფუძვლიან მოსაზრებად მიგვაჩნია, მითუმეტეს, რომ ქართულ ტრადიციულ ყოფაში ამგვარი ტოპონიმები ხშირად გვხვდება. როგორც ჩანს ქიმერიძეთა გვარით დასახლებულ ადგილს ერქვა ქიმერიძეთი, რომლისგანაც წარმოსდგა შემდგომი სახელწოდება _ ქიმერეთი.
ქიმერიძეების საგვარეულოში დაცული ზეპირსიტყვიერი მასალა ასევე, ადასტურებს შემდეგს: მათი გვარის ასაკოვანი ხალხი მიიჩნევს, რომ ქიმერიძეთა ფუძე_ნასახლარი, ბუდე_სოფელი ქიმერეთია. სამეცნიერო არგუმენტაციისათვის აღვნიშნავთ მხოლოდ ერთს, რომ სადაურობის აღმნიშვნელი გვარები გავრცელებული პრაქტიკაა ქართულ სინამდვილეში (ასე, მაგალითად: სოფელი არბო და გვარი არბოლიშვილი, დიღომი_დიღმელაშვილი, არგვეთი_მარგველაძე, მარგველაშვილი და ა. შ.) (ზ. ჭუმბურიძე, დასახელებული ლიტერატურა).
ქიმერიძეთა განსახლების არეალი და რაოდენობა: ქიმერიძეთა რიცხვი 1997 წლის აღწერათა მასალების მიხედვით შეადგენს_856., აქადან ხაშურში ცხოვრობს_305; თბილისში_187; ახალციხეში_125. (ა. სილაგაძე, ა. თოთაძე გვარ_სახელები საქართველოში, თბ, 1997).