EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« გვარ-სახელთა გენეალოგიური ნუსხა-ქართული გვარების ისტორია-Georgian Genealogy (ა) - გაგრძელება »
კატეგორია: გვართა გენეალოგიური ნუსხაავტორი: admin
თარიღი: 2016-08-04 20:05:05
გვარ-სახელთა გენეალოგიური ნუსხა-ქართული გვარების ისტორია-Georgian Genealogy (ა) - გაგრძელება
ა | ბ | გ | დ | ე | ვ | ზ | თ | ი | კ | ლ | მ | ნ | ო | პ | ჟ | რ | ს | ტ | უ | ფ | ქ | ღ | ყ | შ | ჩ | ც | ძ | წ | ჭ | ხ | ჯ | ჰ
ამრუმელაშვილი (18 საუკუნის 1 ნახევარი) საკ სახელი ამრუმელა.
ამურველაშვილი//ოქროასშვილი//ერწველაშვილი//ერწოელი (1721წ.) საკ.სახ.ამურველა. ამურველა მეტსახელი გვარში: ამურველაშვილის თავდაპირველი ფორმაა ამრუმელაშვილი. ამურველაშვილები სოფ.ერწოდან არიან.
ანანიაშვილი (1751წ ; ანანია(ძვ. ბერძ.) „მადლი უფლისა, შემწეობა უფლისა“. წინწყაროში მცხოვრები ანანიაშვილები 1866 წ. აღწერით, ბერძნებად ჩაწერეს და გვარიც ანანიევად მოუნათლეს. მართლმადიდებლურიეკლესიის მიერ იდღესასწაულებოდა 2-4 იანვარს, 17 აპრილს, 1 ოქტომბერსა და1, 17 დეკემბერს. საკ.სახელი ანანია.
ანდერმანისშვილი (1736წ.), საკ.სახ.ანდერმან.
ანდრიაშვილი (1721.წ), ანდრია, ანდრო (ბერძ.) „მამაცი, ვაჟკაცი, მხნე“. ანდრია წმინდან მამაკაცთა სახელია, რომელსაც ზეიმობდა მართლმადიდებლური ეკლესია 18 მაისს, 12 ივნისს, 30 ივლისს, 4 აგვისტოს, 19 სექტემბერს, 21,23 ოქტომბერს, 2,17, 27 ნოემბერს და 30 დეკემბერს.
ანდრი, ანდრია, ანდრო (ბერძნული) " მამაცი ", " ვაჟკაცი ", " მხნე " (იხ. აგრეთვე ალექსანდრე, ანდრონიკე). ანდრე (ანდრეა, ანდრია) ერქვა რამდენიმე მოწამეს. ამ სახელიდან ნაწარმოებია გვარები: ანდრიაძე, ანდრიაშვილი. ანდრია ქართულში პიროვნულ სახელად გვხვდება XV ს-დან. ამჟამად უფრო გავრცელებული ფორმაა ანდრო.
ანეზაშვილი//ოჰანეზაშვილი (1721წ.), საკ. სახ. ანეზა. შდრ. ქალის საკუთარი სახელი ანესა, აქედანაა ნაწარმოები გვარი ანესაშვილი.
ანთაძე (ანთიძე)– გავრცელებულია ვარძიაში (ორჯონიკიძის რაიონი). შეიცავს საკუთარ სახელს ანთა, ანთაი. ანთა ქართველთა წარმართული ღვთაების ბოლომოკვეცილი ფორმაა, რომელიც საკუთარ სახელად ქცეულა. “ანთებს” ძველად (VI- VII ს.) ეძახდნენ აღმოსავლეთ სლავიანებს, ასე რომ, “ანთაძის” დღევანდელი მიახლოებითი თარგმანი იქნებოდა რუსიძე ან რუსიშვილი, რუსაძე (აკ. შანიძე). ანთები იყვნენ ქართველთა მონათესავე ტომები, რომლებსაც ეკავათ შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპირო და ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ქართველებთან. ამაზე მოწმობს დღემდე შემორჩენილი ქართული გვარები, როგორიცაა: ანთია, ანთიძე, ანთელავა და სხვა. ამავე ძირისაა: ანთაიძე, ანთაური, ანთელავა.
ანტონაშვილი (1873წ), ანტონ (ბერძ.) თრგმნიან როგორჩ „მეომარს, ომში ჩაბმულს, წინამძღოლს, მეთაურს“, შდრ. ანტონიუსი, ანტონოვი, ანტონოვიჩი, ანტონიანი...(ვაშლოვანი)
ანჯიყაფაშვილი (1873წ.) რთული აგებულების სახელიდან - ანჯახ (ანჯახისა), თურქ. ანჯაქ -„ძლივს“, „გაჭირვებით“ კუთ. (ქიზიყურად) ძნელად ასათანი, უხასიათო ადამიანი. ყაფა (ყაფნი, ყაფნისა) ძვ. ფულადი გამოსაღები - გადასახადი.
არაბული, არაბი, არაბები (საკ. სახელწ. ალარაბ), დასავლეთ აზიისა და ჩრდილო აფრიკის ვეყნებში მცხოვრები ხალხთა ჯგუფი. არაბი (ბერძ. - არაბოს), ჰერმესის ძე, კასიიჰეას მამა, არაბთა ტომის მამამთავარი. (არაბულიდან მრავალი ნაყარი გვარია გამოყოფილი).
არაზაშვილი (1828 წ), საკ.სახ. არაზა.
არაქელაშვილი (1537 წ.), არაქელა (იმერ.) ზარმაცი, უქნარა, მოუხერხებელი (დიალექტ). არაქელი, სოფელი ბოლნისის რაიონში.
არდიშვილი (1873 წ.), საკ.სახ. არდი. საკ სახ. არდი, მზის ღვთაების სახელი ურარტუს ქვეყანაში. „მზეს ქართულად ოდესღაც არდი უნდა რქმეოდა“. სიტყვა „არდადეგი“ - მზის დგომის დღე. სოფ წინწყაროში 1886 წლიდან არდიშვილები ბერძნებად არიან ჩაწერილი და არუდოვის გვარს ატარებენ (წინწყარო). არდიშვილები იმერეთში აზნაურები იყვნენ.
არემაზაშვილი (1817 წ.), რთული შედგენილი სახელია საკ.სახ. არე (კოლხეთი, სალხინო), მაზა (კარალეთი გორის რ.).
არეშიძე (1858 წ), საკ სახ არეში. არეში, მდინარე ყვარლისა და ლაგოდეხის რაიონებში, მდინარე კაბალას მარჯვენა შენაკადი. არეშიძეები იმერეთში აზნაურები იყვნენ. ამავე ძირისაა: არეშიშვილი, აროშიძე (ბორბალო).
არსენიძე (1886 წ.), არსენ (ბერძ.) „მამაკაცი“, „ ვაჟკაცი“. მისგან ნაწარმოებია არსენიძე, არსენიშვილი. (1886 წ.)აღწერით სოფ. ბორბალოში მოიხსენიება გიორგი არსენაზე.
არჩუაძე // არჩვაძე (1559 წ.), არჩვი, ოთხფეხა ცხოველი.
არჯევანიძე (1873 წ.), საკ. სახ. არჯევანი; ამავე ძირისაა არჯევანიშვილი. არჯევან (ზენდური) „ „ღირსი“ „ღირსეული“ (ეტიმოლოგია საეჭვოა). აქედანაა გვარი არჯევანიძე.
ასაბაშვილი (1873 წ.), საკ.სახ. ასაბა, გვარში; ასაბაშვილი ასაბაშვილი მოიხსენიება დიდ ენაგეთს 1873 წ. რუსული გაფორმებით - ასაბოვი.
ასათაშვილი (1523 წ.), ასათ (არაბ.) „ლომი“, აქედანაა ნაწარმოები გვარებიასათაშვილი, ასათიანი (1881 წ.).
ასატურაშვილი (1536 წ.), საკ.სახ. ასატურა.
ასიმაშვილი (1873 წ.), საკ.სახ. ასიმა (თეთრი წყარო, ენაგეთი ახალშენი).
ასიტაშვილი (1721 წ), საკ. სახ. ასიტა
ასლამაზაშვილი (1615 წ.), საკ.სახ. ასლამაზა, ისტორიულ დოკუმენტში გვარი ასლამაზიშვილი გვხვდება 1615წ., 1689წ., 1782წ. და შემდგომ წლებში. ასლამაზიშვილების მეორე გვარი ყოფილა ზურაბაშვილი.
ასლანიშვილი // ასლას ძე // ასლანის ძე // არსლანიშვილი (1439 წ.), ასლან-ი (თურქ.) „ლომი“, ჰოლანდიური „ოქროს მონეტა“, გვიანდელი მნიშვნელობაა „გმირი“, „გოლიათი“, „დიდი“. ასლანლუ-ასლანუ სპარსეთში შემნახველი და დამკვრელი ბეჭდისა, ანუ შტამპელისა, რომელზედაც გამოსახული იყო ლომი. სახელი ასლან-ი ჩნდება მე-12 საუკუნეში. მის პოპულარობას ხელი შეუწყო თურქ-სელჩუკთა სულთან ალფ-არსლანის შემოსევებმა, დავით აღმაშენებლის მეფობის ხანაში.
ასრათაშვილი (1886 წ.) გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ასრათა, ასრათ (არაბ.) „ნატვრა“.
ასპანიძე, საკ.სახელი ასპან, ასპუა. „ასპანიძე ძველი ქართული ფეოდალური სახელი“. მე-12 საუკუნეში ასპანიძენი ტაოს მფლობელნი იყვნენ და ფანასკერტელად იწოდებოდნენ. მათი ერთი შტო მე-15 საუკუნეში გადმოსახლდა ქართლში და ფანასკერტელ ციციშვილად იქცა.
ასრაკაძე // არსაკიძე // კიკოლაშვილი (1873 წ.), საკ.სახელი ასრაკა.
ასურელი // ასურლიშვილი (1826 წ), სავარაუდოდ სადაურობის აღმნიშვნელი ტერმინი ასურელი. ასურელები (საკუთარი სახელწოდება ათურაი, სურაი, ქალდაი). სემიტური მოდგმის ხალხი, არამეელების შთამომავალნი. ასური (აშური) 1. ღმერთის ზოგადი სახელიძველ სანსკრიტულ ენაზე; 2. ასურები, ღმერთების მოწინააღმდეგე დემონებიუფრო გვიანდელ მითოლოგიაში, როცა ღმერთებს სურებს უწოდებენ; 3. ბიბლიის მიხედვით: სემის ერთ ერთი შვილი, ასირიელთა მამამთავარი, მეფე.
ატილაშვილი // ათილაშვილი (1866 წ.), საკ.სახელი ატილ.
აფრიამაშვილი (1851 წ), საკ.სახ. აფრიამა.
აფციაური (1774 წ.), საკ.სახ. აფსა. გადმოცემით ორი ძმა გადმოცემის თანახმად ორი ძმა თაგაურს აფსა და ჩაღს (ქისტებს) კაცი მოუკლავთ, მესისხლეობას გამოქცევიან და გუდამაყარში შეხიზნულან, აქ აფისაგან აფციაურები წარმოშობილან, ჩაღისაგან კი ჩოხელები (ს. მაკალ., მთიულეთი); აფციაურებს უცხოვრიათ: ათნობს, დუმაცხოს, ლუთხუბს, ცხვედიანს, წინამხარს, ჯუღისს (ფასანაურის თემი). აფციაურთა განაყარი გვარებია: გიორგის შვილი, ნადირას შვილი, ლომის შვილი, პაპუნას შვილი, ფოცხვერის შვილი, მირიანას შვილი, გვიანის შვილი, გელის შვილი, ელისბარის შვილი, ავთანდილის შვილი, ზაქარიას შვილი, ათილას შვილი, და სხვები.
აფხაზიშვილი (1721 წ.) აფხაზური კუთხის აღმნიშვნელი სიტყვაა. აქედან მომდინარეობს გვარი აბხაზი, აბხაზავა, აფხაზიშვილი. ესენი არიან აფხაზეთიდან მოსული, ოდეს იწყეს აბხაზთა გამაჰმადიანება მოვიდნენ კახეთსა და მეფემან თეიმურაზმან მიიღო მიანიჭა მათ თავადობა, რომელნიც იწოდებიან აბხაზიშვილებად და უბოძა კარდანეხს სახასო მამულნი დაყმანი 1636 წ.
აქაურაშვილი (1721 წ.), აქაურა, მეტსახელი, ვარაზიშვილის გვარის სახინჯარშიმოიხსენიება დიდდაღეთს 1721 წლის აღწერაში (დიდი დაღეთი).
აქელაშვილი (1721 წ.) საკ.სახელი აქელა, შუაბოლნელი, დასახელებულია მოწმედ 1746 წ. ბოლნისის მამასახლისის ზალიას მიერ ბოლნისის მამასახლისის ზალიას მიერ ქაიხოსრო ყორღანაშვილისასმი გაცემულ ყმაზე სულადობის წიგნში. (ვაშლოვანი, მარაბდა, მცხოვრეთი).
აქემურაშვილი (1721 წ.), მეტსახელი აქემურა გვარში: აქემურაშვილი. შედგენილი უნდა იყოს ორი სიტყვისაგან: აქე (აქო-ადიდა, უქი-უდიდებია), მურა მეტსახელი დამოწმებული დამოწმებული სოპელ კოდაში.
აღათონაშვიილი (1818 წ.), საკ.სახ. აღათანგ-ი //აღათანგელ (ბერძ. კეთილმახარობელი).აღათონაშვილი აზზარია მოიხსენიება 1818 წელს სოფელ წინწყაროში.
აღაჯანაშვილი (1670 წ.), შედგენილი სახელია. აღა [ სპარს.] ბატონი, ჯან- (ინდური სპარსული) სული. კონკრეტულ შემთხვევაში ჯან მიმაღტვის საალერსო ფორმაა. საკ.სახ. აღაჯანან.
აღდგომელაშვილი (1688 წ.), საკ. სახ. აღდგომელი მოწმედ მოიხსენიება 1601 წელს.სახელს აღდგომელა აღდგომა დღეს დაბადებულს არქმევდნენ. ( თეთრი წყარო ასურეთი, ერტისი, ზა, მუხათი, ნახიდური
აღნიაშვილი (1721 წ.), საკ.სახელი აღნია, მოიხსენიება 1513 წ. სამთავისის N 68 სიგელში.
ანუაშვილი (1829 წ.) მეტსახელი ანუა ანუანი სოფ კოდაში...) „ ბოგვში მცხოვრებმა გლეხმა, 23 წლისამ, გიორგი ანუაშვილმა 1823 წ. იქორწინა წალასყურში მცხოვრებ გლეხ ივანე შიუაშვილის ქალ 14 წლის მარიამთან. გვირგვინი აკურთხა მღვდელმა იაკობ ხუროშვილმა. თავსდებნი იყვნენ აზნაური დიმიტრი ჯორაევი, ნასყიდა ჟოჟიასშვილი, მიხეილ ბუდახაშვილი, საბა წერეთლისაშვილი“ (489, აღწ, N76 ფურც4).
აჩუაშვილი (1721 წ.), აჩუა (აჩუასი) [ხევსურულად, გურ. ცხენი ბავშვის ენაზე (ქართ. კილო -თქმა-თა სიტყ. კონა, 1, 48).
ახალაური // ახლოურა // ახლაური (1818 წ.) დიდ თონეთში 1818 მოიხსენიება ახლოური გლახა (სცსსა ფ. 489, აღწ. 6, 1 ბ).
ახალკაცი (1721 წ.), ახალკაც-ი, გადმოცემით, ბატონისაგან გამოქცეული და სხვა სოფელში შეხიზნული ყმა, რაკი საკუთარ გვარს ვერ ამჟღავნებდა ახალკაცს ირქმევდნენ.
ახამოსულიშვილი (1873 წ.), ახალმოსული მნიშვნელობით იგივეა რაც ახალკაცი. ანალოგიურია ახალბედაშვილი (ამ გვარის წინაპარი, გადმოცემით, მესხეთიდან გადმოსახლებულა ვინმე მაისურაძე, როგორც ახალმოსახლისათვის, ახალბედაშვილი უწოდებიათ (ი. მაისურ., 25). შდრ. ახალშენიშვილი, კონდოლი (თელავის რაიონი).
ახატაშვილი (1828 წ.), სავარაუდოდ საკუთარი სახელი ახატა. სოფელ კოდაში მცხოვრებ ახატასშვილმა 1828 წ. შვილი მოუნათლა თანასოფლელ ქიტესა ირემაშვილს.
ახვერდაშვილი // ღვთისიაშვილი (1781 წ), საკ. სახელი ახვერდა (ტურქ.) ღვთის ნაბოძები
ახვლედიანი – გავრცელებულია ცაგერის რაიონში, წყალტუბოს რაიონში და სხვ. სვანური წარმოშობისაა. სავარაუდოა, საფუძვლად ედოს საკუთარი სახელი ახვილდ (ახავილდ), სადაც ილდ სვანური კნინობითობის მაწარმოებელი ფორმატია და ერთვის საკუთარ სახელს ახავ-ს. (შედარებითი გვარებია: ახავიტაშვილი, ახოშვილი, ახაბიძე).
ახალკაციშვილი - იხილეთ ახალკაცი.
ახიაშვილი (1721 წ.), საკ სახ. ახია (შდრ. ახო, ახოა, ახუა).
ახიჯანაშვილი (1750 წ.), სინონიმ. ახტაჯანა (ახტაჯანასი), საუბ. მეტისმეტად თამამი, შეუპოვარი ქალი (ა. ჭუმბურიძე) მამადა და ნაბია ახიჯანაშვილები მოიხსენებიან 1750 წ. დეკემბრის 4_ს ოქმში დიმიტრი ეშიკაღაბაშისა მამადა ახიჯანაშვილის სულზე შედგენილ ოქმში.
ახრახაძე, მეტსახელი ახრახა (დიდი თონეთი).
ახსიაშვილი // ახვსიაშვილი // აღსიაშვილი (1721 წ.) საკ. სახ. ახსია(ახსიაშვილი ახსია დასახელებულია მოწმედ 1721წ.)
ასტურაშვილი // ავთანდილასშვილი (1721 წ.), სავარაუდოდ მეტსახელი ასტურა. „ქ. საკარის იაგანის ყმა ასტურაშვილი გრიგოლა, განაყოფი ზავორიდა ავთანდილასშვილი (ვახუშტი 352).
ახუაშვილი (1817 წ.), საკ.სახ. ახუა, ...ყაითმაზიშვილის ყმა,