EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« სიზმრების ახსნა / dream explanation - ბ - გვ2 »
კატეგორია: სიზმრის ახსნაავტორი: admin
თარიღი: 2016-08-06 19:51:05
სიზმრების ახსნა / dream explanation - ბ - გვ2
ა - ბ - გ - დ - ე - ვ - ზ - თ - ი - კ - ლ - მ - ნ - ო - პ - ჟ - რ - ს - ტ - უ - ფ - ქ - ღ - ყ - შ - ჩ - ც - ძ - წ - ჭ - ხ - ჯ - ჰ
ბერბიჭა - თუ ქალს ბერბიჭა დაესიზმრა, ეს ანგარებიან სიყვარულს მოასწავებს. ეს სიზმარი გაფრთხილებაცაა–შეიძლება უსამართლო გაკიცხვა მიიღოთ გარშემომყოფთაგან. თუ თქვენ პოლიტიკოსობას მიჰყავით ხელი და თქვენი თავი ან სხვა ვინმე ნახეთ უცოლოდ, ეცადეთ, თავი აარიდოთ უსინდისო საქციელის ჩადენას.
ბერი, მონოზონი - თუ გესიზმრათ, რომ მონასტრის ბერი ხართ, გაფრთხილდით, ვიღაცა დაინტერესებულია თქვენი ჩანაფიქრის ჩაშლით. თუ ბერს ნახავთ რელიგიური მსახურების დროს–უფრთხილდით ცბიერ ადამიანსა და ინტრიგებს.
თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრა მონოზონი–ეს მისთვის მკაცრ გამოცდას მოასწავებს, რომელიც მის ღირსებას უქმნის საფრთხეს: მან მთელი ძალა უნდა მოიკრიბოს, რათა გაუძლოს ცდუნებას. სხვა მხრივ, თუ მონოზონი მომღიმარია–თქვენ წინ ბრწყინვალე პერსპექტივები გადაგეშლებათ და შეიძენთ ერთგულ მეგობრებს
ბერძნული ენა - თუ სიზმარში კითხულობთ რაღაც ბერძნულ ტექსტს–ცხადში თქვენს ახალ იდეებს მალე განიხილავენ, მიიღებენ და განახორციელებენ. თუ სიზმარში ვერ შეძლებთ ხელნაწერის წაკითხვას–ცხოვრებაში მოგიწევთ ტექნიკური ხასიათის სიძნელეთა გადალახვა წარმატების გზაზე
ბეღელი - მაგარი ბეღელი, სავსე მშრალი, შემოსული ხორბლით, მდებარე ეზოში, სადაც დახეტიალობენ მაძღარი შინაური ცხოველები, ძალიან კარგის მაუწყებელი სიზმარია, რომელიც მიგანიშნებთ, რომ თქვენმა ბედნიერების საათმა ჩამოკრა. ცარიელი ბეღელი გადახდილი სახურავით მწუხარების ნიშანია
ბეღურა - ბეღურას დასიზმრება ყოველთვის მოასწავებს ბედის შემოტრიალებას, ან თქვენ შეუფერებელი გარემოცვა გყავთ
ბეწვი- სიზმარში ბეწვეულით ვაჭრობა ნიშნავს გალაღებას და სარგებლიან წინადადებას. თუ გაცვიათ ბეწვეული–გელით გამდიდრება და მყარი მდგომარეობა. კარგად გამოყვანილი ბეწვი ღირსება და პატივისცემაა. თუ ქალს თავისი თავი ესიზმრება ძვირფას ბეწვში, მას უნდა ჰქონდეს ბრძენ და მეოჯახე ადამიანზე გათხოვების იმედი
ბეჭედი, რგოლი - თუ სიზმარში თითზე გიკეთიათ ბეჭედი–ახალი საქმის დასაწყისია, რომელიც წარმატებას მოგიტანთ. გატეხილი ბეჭედი ნიშანია უბედური ცოლ–ქმრული ცხოვრებისა ან შეყვარებულთა დაშორებისა. თუ გოგონა სიზმარში მიიღებს ბეჭედს, ე.ი ყველაფერი ცუდი უკან დარჩა, რადგან მისი შეყვარებული თავის აწმყოსაც და მომავალსაც მას მიუძღვნის. ბეჭდის ნახვა სხვა ადამიანზე ნიშნავს თქვენი კეთილდღეობის ზრდასა და მრავალ მეგობარს
ბზრიალა - სიზმარში ბზრიალას ნახვა ნიშნავს, რომ თქვენ ჩაეფლობით უსარგებლო საქმიანობაში. თუ ბზრიალა სიზმარში ტრიალებს, ე.ი თქვენ წვრილმანებზე დაიხარჯებით. ბზრიალა ნიშნავს გაუგებრობას მეგობრებში, რომლებმაც შეიძება იმედი გაგიცრუოთ
ბიბლიოთეკა - თუ სიზმარში იმყოფებით ბიბლიოთეკაში, ეს ნიშნავს, რომ თქვენ არ გაკმაყოფილებთ თქვენი წრე და კავშირები და ეძებთ ახალ ადამიანებს უძველესი ისტორიის ერთად შესასწავლად; მაგრამ თუ ბიბლიოთეკაში შემთხვევით აღმოჩნდით, სერიოზული მეცადინეობის განზრახვის გარეშე, ე.ი. თქვენი არაგულწრფელობა მეგობრებს უკუაგდებს თქვენგან და ისინი ათვალწუნებით მოეკიდებიან თქვენს ლიტერატურულ მოღვაწეობას
ბიგა (ბოტ.) - ბიგას ნახვა სიზმარში გიწინასწარმეტყველებთ, რომ დადგა დრო, როცა თქვენს მეგობარს განსაკუთრებით დასჭირდება თქვენი ყურადღება და სწორედ თქვენ შეძლებთ მის სულიერ მხარდაჭერას; მიუხედავად ყოველდღიური ტვირთისა, თქვენ გამოიჩენთ მოთმინებასა და დიდსულოვნებას.
ბილიარდი - ბილიარდის ნახვა მოასწავებს უცაბედ უსიამოვნებას. შესაძლოა, ქონებასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი ან დანაკარგი მტრების ვერაგული თავდასხმების გამო. თუ გესიზმრებათ ბილიარდის მაგიდა და ბურთები არასათამაშო მდგომარეობაში, ეს, ნიშნავს, რომ ცბიერ მეგობრებს თქვენი ვნება სურთ.
ბილიკი - თუ სიზმარში მიდიხართ ვიწრო, არასწორი ბილიკით, ცხადში უამრავი პატარ–პატარა უსიამოვნებები დიდი ხნით გამოგიყვანენ მწყობრიდან. თუ გესიზმრებათ, რომ ეძებთ ბილიკს, რომელსაც აცდით, მაშინ რეალურ ცხოვრებაში განიცდით წარუმატებლობებს მუშაობის ბოლო სტადიაზე, იმისდა მიუხედავად, რომ წარმატებით უნდა დაგესრულებინათ უახლოეს დროში. თუ მიდიხართ სწორი ბილიკით, რის გასწვრივაც იზრდება გაფურჩქვნილი ყვავილები და ხშირი ბალახი–ასეთი სიზმარი გიქადით იმ ურთიერთობებისაგან გათავისუფლებას, რომელიც დიდი ხანია გაწუხებდათ.
ბინდი - ბინდი სიზმარში ნიშნავს ძალის გამოცლას და აუსრულებელ ოცნებებს.
ბისკვიტი - სიზმარში ბისკვიტის ცხობა ან ჭამა–ცუდი ჯანმრთელობის ნიშანია. ასევე, შესაძლებელია, რომ უბრალო ოჯახური კამათი გახდეს დიდი უთანხმოების მიზეზი.
ბიძა - თუ დაგესიზმრათ თქვენი ბიძა, მალე მოისმენთ სამწუხარო ახალ ამბავს. თუ ბიძას ნახავთ დასუსტებულს, შეწუხებულს, თუნდაც რამდენჯერმე–იმის ნიშანია, რომ ნათესავებთან შეგექმნებათ რაღაც უსიამოვნება, რომელიც გახდება დროებით გაუცხოების მიზეზი.
ბიძა ნახო მკვდარი, ნიშნავს, რომ გყავთ ძლიერი მტერი. თუ თქვენ სიზმარში გაუგებრობაში იმყოფებით ბიძასთან, რეალურ ცხოვრებაში შეიძლება გაფუჭდეს თქვენი ოჯახური ცხოვრება, თუმცა ეს სიზმარი შეიძლება ასევე ნიშნავდეს ხანგრძლივ ავადმყოფობას.
ბიძაშვილი (დეიდაშვილი ან მამიდაშვილი) - ბიძაშვილის დასიზმრება მოასწავებს იმედგაცრუებასა და გაბრაზებას. ასეთ სიზმარს შეიძლება მოჰყვეს ძალიან სამწუხარო შემთხვევა. თუ სიზმარში ხედავთ გაცხოველებულ მიმოწერას ბიძაშვილებს შორის, ცხადში შესაძლებელია განხეთქილება ნათესავებში
ბლინები - ბლინების ჭამა სიზმარში ნიშნავს თქვენ მიერ ჩაფიქრებული საქმის მალე წარმატებით დამთავრებას. თუ თქვენ აცხობთ ბლინებს, ე.ი. ოჯახურ საქმეს ჭკვიანურად და ეკონომიურად გაუძღვებით.
ბოთლები - თუ დაგესიზმრათ გამჭვირვალე სითხით სავსე ბოთლი– გადალახავთ ყველა წინააღმდეგობას სიყვარულის გზაზე–თქვენი ბედი თქვენს ხელთაა. ცარიელი ბოთლების დასიზმრება განხეთქილება, ჩხუბი და ყოველგვარი ცუდია; მოსალოდნელმა უბედურებამ შეიძლება თქვენს ძალებს პარალიზება გაუკეთოს. გმართებთ სიმტკიცე ყველა უსიამოვნების დასაძლევად.
ბოკალი - წყლის დალევა ვერცხლის ბოკალიდან–სწრაფი წარმატებაა. თუ ათვალიერებთ ძველებურ ვერცხლის ბოკალებს, გელით უცნობი ადამიანების კეთილგანწყობა და სარგებლიანი წინადადება მათგან. თუ ქალი სიზმარში თავის მეგობარს აწვდის წყალს ბროლის ბოკალით–ის დატკბება აკრძალული გართობით.
ბოლი - ბოლი სიზმარში სახიფათო ნიშანია. თუ გესიზმრებათ, რომ ბოლმა გაგგუდათ, მოემზადეთ იმისათვის, რომ თქვენ გაგაცურებენ და მოგატყუებენ. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცამ მოინდომოს თქვენი ნებისყოფის გატეხვა და თავისზე დაქვემდებარება.
ბოლოკი - ბოლოკი ბოსტანში–წარმატების ნიშანია. მეგობრები თქვენთან კეთილგანწყობილნი იქნებიან, თქვენი საქმეები კი უკეთესობისაკენ წავა. ბოლოკის ჭამა ახლობელზე ნერვიულობას ნიშნავს. ბოლოკის დაკარგვა–ოცნების ასრულებას მოასწავებს
ბოლოქანქარა - ბოლოქანქარა სიზმარში ნიშნავს ჭორებს, რომელიც დიდ ზიანს მოგაყენებთ საქმიან ურთიერთობებში.
ბორანი, ტივი - ბორანის დასიზმრება საცხოვრებლის შეცვლას მოასწავებს; გადასასვლელი ბორანზე–მძიმე მოგზაურობის ნიშანია. თუ თქვენ საწინაამდეგო ნაპირს მიაღწევთ, მაშინ წარმატება გარდაუვალია. თუ დაზიანებული ტივით ცურავთ–თქვენ ან თქვენს ახლობლებს უბედურება გელით.
ბორბალი - თუ გესიზმრებათ სწრაფად მბრუნავი ბორბლები, ბედი გაფრთხილებთ, იყავით თადარიგიანი და ანგარიშიანი საქმეში, მაშინ თქვენ მიაღწევთ წარმატებას და ოჯახურ ბედნიერებას. უძრავი ან გატეხილი ბორბალი მიგითითებთ გამგზავრებაზე ან რომელიმე თქვენი ახლობლის სიკვდილზე.
ბოსტნეული - სიზმარში ბოსტნეულის ჭამა მოულოდნელ წარმატებას გიწინასწარმეტყველებთ; შესაძლოა, დასაწყისში თქვენ ეს ბედის საჩუქრად მიიღოთ, მაგრამ ძალიან მალე მიხვდებით, რომ ეს მხოლოდ მირაჟი იყო. დამჭკნარი ან დამპალი ბოსტნეული დიდ უბედურებას მოასწავებს. თუ გოგონას ესიზმრა, რომ იგი ამზადებს ბოსტნეულს სადილისათვის–შეყვარებულს წაეჩხუბება და დასცილდება, მაგრამ შემდეგ ცოლად გაჰყვება ღირსეულ და ერთგულ ადამიანს.
ბოქლომი - სიზმარში ბოქლომის ნახვა დაბნეულობის ნიშანია. თუ თქვენ აღებთ ან კეტავთ ბოქლომს, უნდა ერიდოთ რაღაც მავნებლობას. თუ შეყვარებული ხართ, შეძლებთ მოწინააღმდეგეზე გამარჯვებას, ამას გარდა, ეს სიზმარი გპირდებათ სასიამოვნო მოგზაურობას.
თუ ნახავთ, რომ კლიტე გატეხილია–აბუჩად აგიგდებენ და დაგამცირებენ სიყვარულში, ხოლო მოგზაურობა, რომელიც რისკთანაა დაკავშირებული, მოგებას არ მოგიტანთ. თუ მამაკაცი თავის საცოლეს უკრავს ყელსაბამს ან სამაჯურს, გულში გაუჩნდება რაღაც ეჭვები, რომლებიც, საბოლოო ჯამში, გაიფანტებიან.
ბოშები - თუ ბოშათა ბანაკი დაგესიზმრათ, ეს თქვენს საქმეში გაუგებრობასა და გაურკვევლობას მოასწავებს–თქვენ მოგიწევთ მათი მოწესრიგება. თუ ქალს სიზმარში ბოშა მკითხაობს და ეუბნება რომ იგი მალე გათხოვდება, ხოლო იგი უკვე გათხოვილია, მას ეჭვიანობა დატანჯავს. თუ ბოშებისაგან რაიმეს ყიდულობთ, ცხადში სერიოზულ მატერიალურ და ფინანსურ ზარალს ნახავთ
ბოძკინტი, კვარცხლბეკი - სიზმარში თუ კვარცხლბეკზე დგახართ, ნიშნავს სამსახურებრივ კიბეზე სწრაფ ამაღლებას: თქვენი ავტორიტეტი გაიზრდება. თუ შეყვარებულს ესიზმრება, რომ თავის რჩეულთან ერთად კვარცხლბეკზე აძვრა, მათი კავშირი იქნება ბედნიერი, მაგრამ თუ იქიდან ვარდებით ან ხტებით–ელოდეთ უსიამოვნებებს
ბრაზი - თუ სიზმარში ბრაზდებით, მოასწავებს მტრების გაჩენას და ცვლილებებს ბიზნესში. თუ სხვებს ხედავთ ამ მდგომარეობაში, თქვენს საქმიანობას შეწყვეტს სიკვდილი ან უსიამოვნო გადაუჭრელი პრობლემები. თუ გესიზმრებათ, რომ ცოფიანი ცხოველი გკბენთ, ცხადში ელოდეთ სკანდალს ან მეგობრების ღალატს.
ბრალდება - თუ სიზმარში ბრალს სდებთ ვინმეს–მეგობრებს წაეჩხუბებით. თუ გესიზმრებათ, რომ თქვენ გდებენ ბრალს, შესაძლოა, ვიღაცაზე შეგნებულად გაავრცელოთ ჭორები
ბრბო- სიზმარში დღესასწაულზე, საღამოზე ან ბანკეტზე ბრბოს ნახვა მეგობრებთან დიდი ხნის ნანატრ შეხვედრას გიქადით. არასასიამოვნო ინციდენტი, რომელიც დაანაღვლიანებს საღამოს, დანაკარგს და გულის გატეხვას ნიშნავს; ზოგჯერ ასეთი სიზმარი საზოგადოებაში სერიოზულ კონფლიქტებს მოასწავებს. გამოწყობილი ბრბო ეკლესიაში–წვრილმანი უსიამოვნებებისა და დიდი უბედურების მაუწყებელია; ხალხის ბრბო ქუჩაში სამეწარმეო საქმიანობაში აქტიური პერიოდის დასაწყისს ნიშნავს. თუ სიზმარში თქვენ ცდილობთ უფრო ხმამაღლა დაყვირებას, ვიდრე ბრბოს ხმაურია–ეს თქვენს პირველობისაკენ სწრაფვაზე მეტყველებს.
არაკეთილსასურველია სიზმარი, რომელშიც ხალხის ბრბო მუქ ფერებშია ჩაცმული. თუ გესიზმრებათ, რომ ჰიპნოზიორი, რომელიც ბრბოს თავის სურვილისამებრ დაიმორჩილებს, მაგრამ მარტო თქვენზე ვერ იმოქმედებს, მაშინ მოსალოდნელია დიდი უბედურება, რომელსაც მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ შეუშალოთ ხელი.
ბრენდი, კონიაკი - ბრენდი სიზმარში გაფრთხილებაა: გმართებთ კრიტიკულად შეაფასოთ საკუთარი მოქმედებანი, ასევე სიზარმაცის დაძლევა, რომელიც გიშლით საქმეებში
ბრინჯაო - თუ ქალი სიზმარში ხედავს ბრინჯაოს ქანდაკებას–მისი მცდელობა, მოხიბლოს მამაკაცი, რომელიც ქმრად უნდა, წარმატებას მოუტანს.
თუ სიზმარში ბრინჯაოს ქანდაკებას სიცოცხლის ნიშნები აღმოაჩნდება ან მოძრაობას დაიწყებს–გელით სასიყვარულო თავგადასავალი, რომელიც ქორწინებამდე არ მივა. ბრინჯაოს ფიგურები–გველი ან ქვეწარმავალი–გიწინასწარმეტყველებენ შურსა და გაკოტრებას. უბრალოდ, ბრინჯაოს ნახვა–ე.ი. თქვენი მომავალი ბუნდოვანი და არც თუ ისე სახარბიელოა.
ბრინჯი - ბრინჯი სიზმარში გულითად მეგობარს ნიშნავს. ამას გარდა, საქმიან წამოწყებაში წარმატებას მოასწავებს. მიწათმომქმედებს ეს სიზმარი დიდ მოსავალს ჰპირდება. თუ სიზმარში ბრინჯს ჭამთ, თქვენ სახლში სითბო და მყუდროება დაისადგურებს. თუ ბრინჯში ბევრი მინარევებია–მეგობრებთან ჩხუბსა და ავადმყოფობას მოასწავებს. თუ გოგონა სიზმარში ბრინჯს ხარშავს, მას ახალი მოვალეობანი დაეკისრება, რომლის წყალობით იგი გამდიდრდება
ბრმა, სიბრმავე - თუ სიზმარში მოულოდნელად დაბრმავდით, თქვენს ცხოვრებაში მოულოდნელი ცვლილებები მოხდება, რომლებმაც შეიძლება სიღარიბე და ხელმოკლეობა გამოიწვიოს. ამ სიტუაციიდან გამოსვლას თქვენი შემართებითა და ვაჟკაცობით შესძლებთ. თუ თქვენ ბრმები დაგესიზმრათ, ცხადში ვიღაცა თქვენგან დახმარებას ელოდება.
ბროლი - ბროლის ნებისმიერი ნაწარმი სიზმარში ნიშნავს, რომ თქვენ სადაცაა, თავს დიდი დეპრესია დაგატყდებათ, ახლობლებთან დამოკიდებულება გაგიფუჭდებათ, ხოლო სამსახურში არასასიამოვნო სიტუაციები შეგექმნებათ. თუ ქალს დაესიზმრა ბროლით გაწყობილი მაგიდა, ცხადში იგი საყვარელ ადამიანში ეჭვს შეიტანს
ბრონქიტი- თუ სიზმარში ავად ხართ ბრონქიტით–ცხადში, თქვენი გეგმების შესრულებისას, გარდაუვალია მცირეოდენი გართულებები, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს ვინმე ახლობლის ავადმყოფობა. ერთი სიტყვით, ბრონქიტით ავადმყოფობა ზოგჯერ შეიძლება ნიშნავდეს თავბრუდამხვევი პერსპექტივის გამოჩენას იმ დროს, როცა სასურველს უკვე მიაღწევთ.
ბროწეული- ბროწეულის დასიზმრება მიგანიშნებთ, რომ თქვენი ნიჭი გამოიყენოთ ზნეობრივი სრულქმნისათვის და არ მიეცეთ საეჭვო სიამოვნებას, რომელიც ვნებს ჯანმრთელობას, როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად. თუ შეყვარებული (ქალი) გიმასპინძლდებათ ბროწეულით–მოგიწევთ გამოსცადოთ მზაკვრული და დამღუპველი ქალური მომხიბვლელობით გამოწვეული ცდუნება, თუმცა თქვენ გამონახავთ სულიერ ძალას წინააღმდეგობის გასაწევად. ბროწეულის ჭამა სიზმარში–თქვენ წამოეგებით ვიღაცის მომხიბვლელობას
ბრძანება - თუ გესიზმრებათ, რომ გიბრძანებენ, ე.ი. თქვენი კოლეგები განსჯიან თქვენს ათვალწუნებას უფროსთან მიმართებაში. თუ თქვენ უბრძანებთ ვინმეს–ცხადში მიიღებთ ახალ წოდებას, მაგრამ თუ მკაცრად მბრძანებლობთ, ამაყად, ან, თუნდაც, უხეშად–ელოდეთ იმედგაცრუებას.
ბრძოლა- სიზმარში ბრძოლა ნიშნავს ჭიდილს ხიძნელეებთან და ღირსეულ გამარჯვებას. თუ სიზმარში ბრძოლაში დამარცხდით, ზოგიერთი ადამიანის სულიერი მოქმედება ხელს შეგიშლით კეთილი განზრახვის შესრულებაში.
ბუ - სიზმარში ბუს გამყინავი ყვირილის გაგონება გაფრთხილებთ მოსალოდნელ უბედურებაზე. ასეთი სიზმრის შემთხვევაში თქვენი და თქვენი ახლობლების სიცოცხლე საფრთხეშია და გაფრთხილება გმართებთ. თუ, უბრალოდ, ბუ დაგესიზმრათ, ცხადში შესაძლებელია ჩირქი მოგცხონ. მკვდარი ბუ იმას მოასწავებს, რომ თქვენ ადვილად გაართმევთ თავს მძიმე ავადმყოფობას
ბუდე - თუ დაგესიზმრათ ჩიტის ბუდე–ხელს მიჰყოფთ წარმატებულ მეწარმეობას. ახალგაზრდა ქალი კი შეიცვლის საცხოვრებელ ადგილს. ცარიელი ბუდე–მეგობართან დაშორებაა. ქათმის ბუდის ნახვის შემდეგ თქვენ მოაწესრიგებთ ოჯახურ ურთიერთობებს, ბავშვები კი მხიარულები და დამჯერები გეყოლებათ. ბუდეში გატეხილი კვერცხის ნახვა–იმედგაცრუებისა და წარუმატებლობის მაუწყებელია.
ბუდობა, ნაჩეკი - ქალს თუ ესიზმრება შინაური ფრინველი თავისი ბარტყებით, მოუწევს ბავშვთა კონფლიქტების მოგვარება და ოჯახური ურთიერთობების მოწესრიგება. ყველა სხვა შემთხვევაში წიწილების (იხვების) ბუდობა უწინასწარმეტყველებს ქონების მატებას.
ბუზი, ბზიკი - ბუზი მტრებს მოასწავებს, რომლებიც ურთიერთობებს გაგირთულებენ: თუ ბზიკმა გიკბინათ, ე.ი. გვერდით მყოფებს შურთ თქვენი და ვერ გიტანენ; სიყვარულში სერიოზული მეტოქე გამოგიჩნდებათ. ბუზის მოკვლით თქვენ აჯობებთ თქვენს მტრებს; თუმცა, ზოგჯერ ასეთი სიზმარი ნიშნავს ძველ მეგობართან განხეთქილებასა და სიღარიბეს.
ბუკი, ნაღარა - თუ სიზმარში მოგესმათ ბუკის ხმა–ელოდეთ სასიამოვნო ინფორმაციას. გატეხილი ბუკი–უბედური შემთხვევა ან სიკვდილია. თუ სიზმარში ბავშვები თამაშობენ ბუკით–ოჯახში თანხმობა გექნებათ. თუ ქალი სიზმარში ტუჩებთან მიიტანს ბუკს და შეეცდება მის დაკვრას–ე.ი.მის სურვილს დაოჯახებაზე შეყვარებულისაგან გამოხმაურება არ ექნება.
სიზმარი, რომელშიც თქვენ უკრავთ ბუკზე, გპირდებათ სურვილების ასრულებას.
ბულბული - ბულბულის სასიამოვნო გალობა ქონების მატებასა და ახლობლების ჯანმრთელობას გპირდებათ. განსაკუთრებით კარგია ეს სიზმარი შეყვარებულებისა და მშობლებისათვის. უეცრად დადუმებული ბულბული მეგობრებთან ხანმოკლე განშორების ნიშანია.
ბულდოგი - თუ სიზმარში შედიხართ უცხო სახლში და გვარდებათ ბულდოგი ე.ი. თქვენ დაარღვევთ საკუთარი ქვეყნის კანონებს და ცრუ მოწმე იქნებით თქვენი საქმის გულისათვის. თუ ბულდოგი მეგობრულად გხვდებათ, გელით დიდი წარმატებები, მიუხედავდ თქვენი მოწინააღმდეგეების არაკეთილგანწყობისა და მათი არამეგობრული მოქმედებებისა.
ბუმბული (ჩიტის) - თუ სიზმარში ზედ გეყრებათ ჩიტის ბუმბული–უსიამოვნებებს ადვილად გაუმკლავდებით. არწივის ბუმბული–თქვენი მიზნების ასრულებას მიანიშნებს. თუ ქათმის ბუმბული გესიზმრებათ, ცხოვრებაში უსიამოვნო მოვლენა მოხდება. ბუმბულის ყიდვა ან გაყიდვა–ბედნიერებას და აღმასვლას მოასწავებს. შავი ბუმბული–უბედური სიყვარულის ნიშანია.
თუ ქალს ფუმფულა ბუმბული ესიზმრება, მაგ. სტრაუსის, ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებაში მისი წარმატება მეტად საეჭვო გზებითაა მიღწეულიმ და სასურველ მხარდაჭერას ვერ პოვებს. თუ ბუმბული ლიტერატურის ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს ესიზმრება, მათ წარმატება ელით.
თუ თქვენ ლიტერატორი ხართ და ბუმბული გესიზმრებათ. მაშინ მაღალი ჰონორარების იმედი უნდა გქონდეთ. თუ გოგონას ესიზმრება, რომ ბუმბულს ქუდზე იმაგრებს–მისი სილამაზე არაერთ მამაკაცს მოხიბლავს.
ბუფეტი - სიზმარში ბუფეტის ნახვა მიგანიშნებთ კმაყოფილებასა და კომფორტზე თუ ის სავსეა სუფთა ჭურჭლით, მაგრამ თუ ბუფეტი ცარიელი და ჭუჭყიანია, მაშინ ის გიქადით უფულობასა და წარუმატებლობას.
ბუშტი - როცა ბავშვი საჰაერო ბუშტს ბერავს ან ჰაერში უშვებს, ეს იმას ნიშნავს, რომ დასვენების შესახებ თქვენი ოცნებები ფუჭია.
ბღავილი - ახალგაზრდა ცხოველების ბღავილის ან ბურტყუნის მოსმენა ნიშნავს, რომ გამოგიჩნდებათ ახალი ვალდებულებები და საზრუნავი, რომელიც ყოველთვის ცუდი არ იქნება.