EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« სიზმრების ახსნა / dream explanation - გ - »
კატეგორია: სიზმრის ახსნაავტორი: admin
თარიღი: 2016-08-06 21:38:09
სიზმრების ახსნა / dream explanation - გ -
ა - ბ - გ - დ - ე - ვ - ზ - თ - ი - კ - ლ - მ - ნ - ო - პ - ჟ - რ - ს - ტ - უ - ფ - ქ - ღ - ყ - შ - ჩ - ც - ძ - წ - ჭ - ხ - ჯ - ჰ
გაბრაზება - ვიღაცას თუ ნახავთ გაბრაზებულს–მძიმე განსაცდელის მაუწყებელია: გაოცდებით ახლობელი ადამიანის ქცევით და კავშირს გაწყვეტთ მასთან, მტრები კი თავს დაესხმიან თქვენს საკუთრებას ან რეპუტაციას შეგილახავენ. თქვენზე გაბრაზებული მეგობრების ან ნათესავების ნახვა, როცა თქვენ სიმშვიდეს ინარჩუნებთ, ნიშნავს, რომ შეასრულებთ შუამავალის როლს ორი ახლობელი ადამიანის შერიგებაში, რითაც მათ გულს დიდი ხნით მოინადირებთ.
გადადგომა, თანამდებობაზე უარის თქმა - თუ სიზმარში უარს ამბობთ შემოთავაზებულ თანამდებობაზე–ხელმოცარულობა იქნება თქვენი თანამდევი; ამბის გაგება სხვისი გადადგომის შესახებ–რეალურ ცხოვრებაში მოასწავებს სევდიან ამბავს
გადასაფარებელი (ლოგინის) - სუფთა გადასაფარებელი–კარგია, ჭუჭყიანი–ავადმყოფობაა
გადასახადები - თუ გესიზმრათ, რომ გადასახადებს იხდით, კარგი ნიშანია–გააუვნებელყოფთ მტრების მიერ აგორებულ ინტრიგებს. თუ სიზმარში გადახდის უუნარო ხართ, წარმატება ზურგს შეგაქცევთ. თუ ნახეთ რომ სხვები იხდიან გადასახადებს–უახლოეს მომავალში მეგობართა დახმარება დაგჭირდებათ
გადაწერა - სიზმარში რაიმე ტექსტის გადაწერა იმაზე მიუთითებს, რომ თქვენ მიერ საგულდაგულოდ შემუშავებული გეგმები არ განხორციელდებიან. თუ გოგონას ესიზმრება, რომ წერილი გადაწერა, მაშინ გარშემომყოფნი მის სიყვარულს შეცდომად მიიჩნევენ და ეს მას მხოლოდ ზიანს მიაყენებს
გადიდება - თუ სიზმარში თქვენს ოჯახში მატებაა, ცხადში გეგმები, რომლებზედაც დიდ იმედებს ამყარებდით, დაიმსხვრევიან, მაგრამ განხორციელდებიან ისინი, რომლებსაც დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდით. თუ გესიზმრებათ, რომ თქვენი შემოსავლები საგრძნობლად გაიზარდა–გელით სერიოზული უსიამოვნებები, რომლებსაც თქვენ ბრწყინვალედ გადალახავთ.
გავლენა - თუ სიზმარში ვიღაცის მფარველობით მიაღწევთ მაღალ ჩინს, თქვენს სურვილებს ახდენა არ უწერიათ; მაგრამ თუ თქვენ სიზმარში გიკავიათ გავლენიანი მდგომარეობა–თქვენი გეგმები წარმატებით განხორციელდებიან. თუ თქვენი მეგობრები იმყოფებიან გავლენიან მდგომარეობაში, რეალობაში მიაღწევთ თანხმობას კომპანიონებთან და თავს აარიდებთ უსიამოვნებებს
გაზეთი - სიზმარში გაზეთის ნახვა მიგანიშნებთ–შეიძლება მოგატყუონ, თქვენი რეპუტაცია საფრთხის ქვეშაა. გაზეთის ბეჭდვა ნიშნავს, რომ მოგეცემათ შესანიშნავი შესაძლებლობა საზღვარგარეთ მოგზაურობისა და ახალი კავშირების დამყარებისა. სიზმარში თუ ცდილობთ, მაგრამ ვერ ახერხებთ გაზეთის წაკითხვას–გელით წარუმატებლობა
გაზი, აირი - თუ სიზმარში შეიგრძნობთ გაზის სუნს, ეს მოასწავებს თქვენს უსამართლობას ერთ–ერთი მეგობრისადმი, რომლის გამოც ძალიან ინანებთ. თუ სიზმარში იგუდებით გაზით–ელოდეთ თქვენი დაუდევრობით გამოწვეულ უსიამოვნებებს.
ჩამქრალი გაზი გიქადით თქვენივე ხელით ოჯახური ბედნიერების განადგურებას. გაზის ანთება–გამოუვალი მდგომარეობიდან წარმატებული თავდაღწევაა. სახლის განიავება გაზის სუნისაგან ნიშნავს, რომ თქვენ ვერც კი მიხვდებით, ისე მიიღებთ სახლში მტრებს, რომლებიც შეძლებენ თქვენს დაღუპვას, თუ არ მიიღებთ სათანადო ზომებს
გაზონი - სიზმარში ლამაზ გაზონზე სიარული წარმატების საწინდარია. მწვანე მინდორზე მხიარულ დღესასწაულში მონაწილეობის მიღება მოასწავებს დიდებულ გართობას და საქმიანი წინადადებების შემოთავაზებას, რომელსაც თქვენ წარმატებით გაუკეთებთ რეალიზებას. თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრება, რომ ის თავის მეგობარს ელის,ე.ი. მისი ოცნება, რომელიც არარეალურად მიაჩნდა, ასრულდება
გალამაზება, დეკორირება - თუ გესიზმრებათ მდიდრულად მორთული შენობა, წინ გელით სასიამოვნო ცვლილებები, ხოლო ახალგაზრდებს წარმატებები სწავლაში. თეთრი ყვავილებით მორთული საფლავები–ცუდის მომასწავებელია
გალია - თუ სიზმარში ხედავთ გალიას ჩიტებით, გელით წარმოუდგენელი სიმდიდრე და მრავალშვილიანობა. ერთი ჩიტი გალიაში ნიშნავს სასურველ და მომგებიან დაოჯახებას. ცარიელი გალია მიუთითებს ოჯახში ვიღაცის დანაკარგზე, ასევე, შეყვარებულთან ერთად საიდუმლოდ გაპარვაზე ან სიკვდილზე.
თუ ხედავთ ველურ ცხოველებს გალიაში, გაიმარჯვებთ მტრებზე და წარუმატებლობაზე. თუ თქვენ მათთან ერთად ხართ გალიაში–ე.ი გელით უბედურება ან ავარია მოგზაურობისას
გამარჯვება - სიზმარში გამარჯვება–ცხადშიც იგივეს ნიშნავს. კაცებს ეს სიზმარი ქალებთან გამარჯვებას უქადის, ქალებს კი–პირიქით
გამომარგვლა - სიზმარში სარეველა ბალახის გამარგვლა რთულ სამუშაოს ნიშნავს. თუ ამ საქმეს სხვა აკეთებს–თქვენი ეჭვები ვინმეს ან რაიმეს მიმართ უსაფუძვლოა
გამომგონებელი - თუ დაგესიზმრათ გამომგონებელი, ეს სიზმარი გპირდებათ თქვენი სამუშაოს წარმატებით დასრულებას და დამსახურების აღიარებას. თუ სიზმარში თვითონ იგონებთ რამეს, ცხადში გაგიმართლებთ და თქვენი ჩანაფიქრი განხორციელდება.
გამომცემელი - სიზმარი გამომცემელზე გპირდებათ მოგზაურობას და ლიტერატურული საქმიანობისადმი მიდრეკილებას. თუ ქალს ესიზმრება, რომ მისი ქმარი გამომცემელია, ცხადში მას ექნება ეჭვიანობის მიზეზი, რომელიც ჩხუბამდე მივა. თუ სიზმარში გამომცემელი უკან გიბრუნებთ ხელნაწერს, ცხოვრებაში გელით იმედგაცრუება თქვენს ყველაზე სანუკვარ ოცნებასთან დაკავშირებით. თუ გამომცემელი იღებს თქვენს ხელნაწერს–გაიხარებთ თქვენი სურვილების შესრულებით
გამოსყიდვა, ანაზღაურება - ასეთი სიზმარი მიგანიშნებთ, რომ გელით ურთიერთობა მეგობრებთან; ბირჟის საქმოსანს კი ექნება სტაბილურობა ბირჟაზე. ახალგაზრდების მსუბუქი ფლირტი დამთავრდება ბედნიერად. ვიღაცის მსხვერპლი ან ერთ–ერთი მეგობრის დამცირებაზე, ცხადად ან ფარულად თქვენი ვალის უგულებელყოფით
გამოქვაბული - ღამით, მთვარის შუქზე გამოქვაბულის დასიზმრება მიგანიშნებთ, რომ სირთულეები გელით და წარმატება ჯერ შორს არის, ხოლო თქვენი მოწინააღმდეგენი უსიამოვნებებს გიმზადებენ. თუ თქვენი თავი დაგესიზმრათ გამოქვაბულში–ცვლილებები გელოდებათ–მოსალოდნელია საყვარელ ადამიანთან ურთიერთობების გაციება. თუ გოგონას დაესიზმრა, რომ იგი გამოქვაბულშია თავის შეყვარებულთან ერთად, ცხადში მას არაკეთილსინდისიერი ადამიანი შეუყვარდება და ნამდვილ მეგობრებს დაკარგავს
გამოცანები - თუ სიზმარში ცდილობთ გამოცანის ამოხსნას, ცხადში მოგიწევთ მონაწილეობის მიღება ისეთ საქმეში, რომელიც თქვენგან მოითხოვს პრინციპულობას და გარკვეული სახსრების ჩადებას. გამოცანები–ყოველთვის ამაოებისა და დაუკმაყოფილებლობის მაუწყებელია
გამოწვევა თუ სიზმარში დუელში გიწვევენ, ე.ი რეალურ ცხოვრებაში წააწყდებით დიდ უსიამოვნებას, რის გამოც მოგიწევთ ვიღაცისთვის ბოდიშის მოხდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეგობარს დაკარგავთ. ნებისმიერი გამოწვევის მიღება სიზმარში მიგანიშნებთ, რომ ვიღაცის გამო გამოქომაგებისას მოგიწევთ ბოროტებასთან ღიად შეჯახებას
გამოცოცხლება თუ სიზმარში თქვენ გაბრუნებენ ცხოვრებისაკენ–აუცილებლად გექნებათ მძიმე დანაკლისი, მაგრამ, ადრე თუ გვიან, დაკარგულზე მეტს დაიბრუნებთ და ბედნიერი იქნებით. თუ გეჩვენებათ, რომ თვითონ გააცოცხლეთ ვინმე–გელით ახალი მეგობრის შეძენა, რომელიც სიხარულს მოგანიჭებთ
გამოძიება - სიზმარში თქვენ მიერ ჩატარებული გამოძიება მწარე იმედგაცრუებებს ნიშნავს. თუ გესიზმრებათ, რომ გამოძიება თქვენი პიროვნების გარშემო მიმდინარეობს, ცხადში უსაფუძვლო ბრალდების მსხვერპლი აღმოჩნდებით
განათება - უცნაური ნათება მწუხარებას და წარუმატებლობას გიქადით. უცნაურად განათებული ცა უცნაური მთვარითა და უცნაური ვარსკვლავებით კი–მწუხარებას არა მარტო თქვენ, არამედ თქვენს ქვეყანასაც. ამ დროს ცაზე გამოჩენილი ფიგურები მომავალ განსაცდელს მოასწავებს: დიდი უბედურების აცილებას გადაწყვეტილებების მიღებითა და სულის სიძლიერით შეძლებთ
განათლება, სწავლა- თუ სიზმარში გაქვთ კარგი განათლების მიღების სურვილი–რეალურ ცხოვრებაში ცოდნის წყურვილი დაგეხმარებათ საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობის დაკავებაში, ბედიც ხელს შეგიწყობთ. სიზმარში თუ სწავლობთ–გაგიჩნდებათ გავლენიანი და გულახდილი მეგობრები
განდევნა, გაძევება - თუ ქალს ესიზმრება, რომ აგდებენ, ასეთი სიზმარი მას ჰპირდება მოგზაურობას, სადაც ყველაზე მოულოდნელი სასიამოვნო შეხვედრა ელის
განმარტოება - თუ სიზმარში ვინმემ დაგირღვიათ განმარტოება, ცხადში გავლენიანი ადამიანები ძალიან გაგირთულებენ ცხოვრებას. თუ ასეთი სიზმარი ესიზმრება ქალს, ის უნდა იყოს უფრო ყურადღებიანი პირადი ცხოვრების მიმართ და არ გამოიჩინოს ზედმეტი გულახდილობა გარშემომყოფებთან საუბარში
განქორწინება - სიზმარში ნანახი განქორწინება თქვენი მეგობრებითა და კოლეგებით უკმაყოფილებას მოასწავებს. ასევე, უნდა დაფიქრდეთ ყველაფერი წესრიგშია თუ არა თქვენს ოჯახში. თუ გოგონას ესიზმრება განქორწინება, მას შეყვარებული უღალატებს
განშორება - სიზმარში ვინმესთან განშორება ცხადში წვრილმან, მაგრამ საწყენ უსიამოვნებებს მოასწავებს. თქვენთვის არასასიამოვნო ადამიანთან კავშირის უცაბედად გაწყვეტა სიყვარულში დიდ წარმატებას გიქადით
განცხადება - გაზეთში განცხადების მიცემა–რეალურ ცხოვრებაში გარკვეული დროით მოგიწევთ მძიმე შრომა, თუმცა ბედისწერა დაგაჯილდოებთ თქვენი ძალისხმევისათვის. თუ გესიზმრებათ, რომ განცხადებებს კითხულობთ, თქვენი არაკეთილმოსურნენი სერიოზულ ზარალს მოგაყენებენ
განძი - თუ სიზმარში განძი იპოვეთ, მატერიალურ მხარდაჭერას მიიღებთ, რომელიც თქვენთვის მოულოდნელი და მეტად საჭირო იქნება
გარგარი - სიზმარში გარგარის ბაღის ნახვა ნიშნავს, რომ მომავალი, რომელიც თქვენ ვარდისფერ ფერებში გესახებათ, სინამდვილეში რაღაც საწყენს გიმზადებთ. გარგარის ჭამა სიზმარში–არასასიამოვნო მოვლენებია. თუ ხედავთ, რომ სხვები ჭამენ გარგარს–თქვენი გარემოცვისაგან საინტერესო ურთიერთობებს არ უნდა მოელოდეთ და დროს სისულელეზე კარგავთ
გარდაქმნა, გარდასახვა - სიზმარში ნებისმიერი მეტამორფოზები–ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებების მომასწავებელია. ცვლილებების ხარისხი დამოკიდებულია იმაზე, როგორი სახის გარდაქმნები გესიზმრებათ–საშიში,თუ პირიქით
გარდერობი - სიზმარში საკუთარი გარდერობის ნახვა გაფრთხილებაა: თქვენი ბედი საფრთხეშია იმის გამო, რომ გინდათ თავი წარმოაჩინოთ უფრო მდიდრად, ვიდრე ხართ. თუ გესიზმრებათ თქვენი ღარიბული გარდერობი–ცხადში შეეცდებით უცნობ ადამიანებთან დაახლოებას
გართობა - მუსიკა და ცეკვები სიზმარში სასიამოვნო ახალ ამბებსა და გართობას ნიშნავენ
გასაღები - გასაღებები სიზმარში ნიშნავს მოულოდნელ ცვლილებებს. თუ დაკარგეთ–ელოდეთ უსიამოვნებებს. გასაღების პოვნა ნიშანია ოჯახური სიმშვიდისა და საქმის გამოცოცხლებისა. გატეხილი გასაღები მოასწავებს გაყრას სიკვდილის ან ეჭვიანობის შედეგად.
თუ ახალგაზრდა ქალმა სიზმარში დაკარგა სამკაულის შესაკრავი, ის წაიჩხუბებს საყვარელ ადამიანთან. თუ ის გასაღებით აღებს კარს–შეიძენს ახალ თაყვანისმცემელს, რომელიც მთლიანად მის გამგებლობაში იქნება. თუ ის ხედავს, რომ კარებს კეტავს გასაღებით–ე.ი. სწორად აირჩევს ქმარს, მაგრამ თუ ვიღაცას გადასცემს გასაღებს–მისი რეპუტაცია საფრთხის ქვეშ დადგება, რადგანაც, გარკვეულ შემთხვევაში, ის ვერ შეძლებს გასასამართლებელი არგუმენტის მოტანას.
გასაჭირი - თუ სიზმარში სიღარიბე გაწუხებთ–თქვენ სევდიანი ფიქრებით ცხოვრობთ, უარყოფთ რა ცხოვრების რეალურ სიხარულს. თუ გესიზმრათ, რომ სიღარიბეს მოთმენით იტანთ, ნიშნავს, რომ მშვიდად გადაიტანთ შემხვედრ უსიამოვნებებს და თქვენს თავზე ღრუბლებიც მალე გაიფანტებიან.
თუ სიზმარში მოახერხებთ სიღარიბისაგან თავის დაღწევა–დაგაფასებენ თქვენი სიკეთის გამო. სხვების ნახვა სიღარიბეში, ნიშნავს საქმიანი შეხვედრების გართულებათა დასაწყისს, რაშიც დამნაშავე ერთ–ერთი გარშემომყოფთაგანი იქნება
გასეირნება, ექსკურსია - სოფლის მიდამოებში გასეირნება–მეგობრებთან განშორებას ნიშნავს. გოგონას ასეთი სიზმარი ბედნიერ ოჯახს ჰპირდება, მაგრამ მის ბედნიერებას მალე დაჩრდილავს უდროო დანაკარგი; ხანგრძლივი ექსკურსია–მნიშვნელოვანი სამეცნიერო ხასიათის კვლევებს ნიშნავს. თუ თქვენ ექსკურსიის მონაწილე გახდით, ცხადში ძლიერი კონკურენტები გამოგიჩნდებიან
გასროლა - თუ სიზმარში გესროლეს და კვდებით, გელით თქვენ წინააღმდეგ განწყობილი მეგობრებისაგან მოულოდნელი შეურაცხყოფა, მაგრამ თუ შეძლებთ, თავი აარიდოთ სიკვდილს, ცხადში გაუმკლავდებით თქვენს შეურაცმყოფლებს
გატეხვა - სიზმარში რაღაცის გატეხვა ცუდია. თუ სიზმარში მოიტეხეთ ხელი ან ფეხი–სამსახურში წარუმატებლობა გელით. ავეჯის გატეხვა–ჩხუბი ოჯახში და აფორიაქებული სულიერი მდგომარეობაა. ფანჯრის გატეხვა–მძიმე დანაკარგის ნიშანია. გატეხილი ბეჭდის ნახვა ცუდი ნიშანია: ცხოვრების ჩვეულ წესს შეცვლის უღირსი, სახიფათო კამათი ეჭვიანობის ნიადაგზე
გაფრთხილება, სიფრთხილე - თუ თქვენ უფრთხილდებით ბავშვს, თქვენი იდეების სიწმინდე განაპირობებს ბედის კეთილგანწყობას.
გაქცევა - სიზმარში გაქცევა–ძალზე არასასურველია. თუ მას გათხოვილი ქალი ხედავს, მოუწევს თავისი ცხოვრების გადახედვა და ბევრი რამის დათმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი რეპუტაცია შეილახება და ახლობლების პატივისცემას დაკარგავს. ახალგაზრდებს ეს სიზმარი შეყვარებულთან დაშორებას აუწყებს. თუ სიზმარში თქვენი შეყვარებული ვინმესთან ერთად გაიქცა, ცხადშიც იგივე მოხდება.
თუ სიზმარში ბრბოსთან ერთად გარბიხართ–კარგია: ის გპირდებათ დღესასწაულს და წარმატებას საქმეში. თუ წაიბორძიკეთ და დაეცით, მაშინ გელით გაკოტრება და სახელის გატეხვა. თუ სიზმარში მარტო გარბიხართ, გზა მაღალი საზოგადოებისაკენ გარანტირებული გაქვთ. თუ ვიღაცისაგან გარბიხართ–გემუქრებათ დანაკარგი. თუ ხიფათს სხვები გაურბიან–ბოროტი ბედისწერა თქვენს მეგობარს სიკვდილით დაემუქრება
გაღიზიანება - თუ სიზმარში რაიმეზე ხართ გაღიზიანებული–უსიამოვნებები გელით; თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ, უბრალოდ, გადაიღალეთ და ასეთ შემთხვევაში სიზმარს ყურადღება არ უნდა მიაქციოთ. ზოგჯერ ასეთი სიზმარი მტრების გაჩენას და მოსალოდნელ სიძნელეებს მოასწავებს. თუ სიზმარში თავად იწვევთ ვინმეს გაღიზიანებას, რაღაც გაუგებრობაში მოგიწევთ გარკვევა
გაყიდვა - რაიმეს გაყიდვა სიზმარში უსიამოვნო საქმეებია.
გაყინვა - თუ გესიზმრებათ, რომ გაითოშეთ, თქვენი მეგობარი ცდილობს ჩაგითრიოთ თაღლითობაში; ზოგჯერ კი ასეთი სიზმარი ავადმყოფობას ან უბედურ შემთხვევას გიქადით.
გაშტერება - სიზმარში გაშტერება–მოასწავებს ავადმყოფობას ან რაღაც აფორიაქებას
გაცვლა, შეცვლა - სიზმარში ყველანაირი საქმის კეთილ დასასრულს მოასწავებს. თუ გოგონას ესიზმრება, რომ მან გადაწყვიტა თავისი რჩეული ახლო მეგობარში გაცვალოს, რეალურად იგი არ არის გოგონას სიყვარულის ღირსი, გოგონამ კი, უმჯობესია, გული სხვას გაუღოს.