EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« სიზმრების ახსნა / dream explanation - გ - გვ2 »

კატეგორია: სიზმრის ახსნა

ავტორი: admin

თარიღი: 2016-08-06 21:38:14

სიზმრების ახსნა / dream explanation - გ - გვ2

სიზმრების ახსნა / dream explanation - გ - გვ2

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

გაჭრა, დაჭრა - ფრინველის დაჭრა–ფინანსურ გასაჭირსა და სამსახურში კოლეგებისაგან უკმაყოფილებას ნიშნავს. თუ სიზმარში ხორცს ჭრით, ცხადში თქვენს კაპიტალს არასაიმედოდ დააბანდებთ

გედი - სიზმარი წყნარ წყალში მოსეირნე თეთრ გედზე გპირდებათ პერსპექტივასა და სასიამოვნო მღელვარებას. შავი გედი სუფთა წყალში–ნიშანია საეჭვო სიამოვნებისა. თუ ნახეთ მკვდარი გედი–ეს ნიშნავს, რომ გელით ჯავრი და წყენა. თუ ნახავთ მფრინავ გედს–ელოდეთ ყველა სასიამოვნო წამოწყების სწრაფად დამთავრებას

გემბანი - თუ დაგესიზმრათ, რომ შტორმის დროს დგახართ გემბანზე, ეს მოსალოდნელ გაჭირვებას მოასწავებს. შესაძლებელია, თქვენი ქორწინება უიღბლო აღმოჩნდეს. თუ ზღვა წყნარია და წინ კარგად ჩანს შუქურა, თქვენთვის წარმატების გზა ხსნილია. განსაკუთრებით კარგია ეს სიზმარი შეყვარებულთათვის

გემი - თუ გემი სანაპიროს უახლოვდება–ეს ბედისაგან ნაბოძებ მოულოდნელ გართობას ნიშნავს. ზღვაში გამავალი გემი მცირეოდენ დანაკარგსა და იმედგაცრუებაზე მიანიშნებს

გენეალოგიური შტო - სიზმარში თქვენი გენეალოგიური შტოს ნახვა–ზრუნვა და ოჯახური შფოთია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თქვენ სიხარულსა და სიმშვიდეს იგრძნობთ არა თქვენს, არამედ სხვის სახლში. თუ თქვენ უყურებთ სხვებს, რომლებიც თავის წარმომავლობას სწავლობენ, ე.ი. მოგიწევთ სიმართლისაგან უკან დახევა. თუ გენეალოგიურ ხეს შტოები აკლია, ცხადში მოგიწევთ მეგობრების მიღწევების იგნორირება

გეოგრაფია - სიზმარში გეოგრაფიის სწავლა–მშვენიერი წინასწარმეტყველებაა საინტერესო შორეული მოგზაურობის შესახებ

გეორგინები - კარგი ბედი ელის მას, ვისაც დაესიზმრება ახალი, ღია ფერის გეორგინები.

გეტრები (ნახევარწინდა) - თუ სიზმარში იცვამთ ლამაზ გეტრებს–ცხოვრებაში ელოდეთ მრავალ სასიამოვნო მოვლენას

გვალვა - გვალვა სიზმარში ძალიან ცუდია. ის მიმანიშნებელია შეუწყვეტელი ეროვნებათაშორისი კონფლიქტებისა, რომელიც შეიძლება სისხლისღვრაში გადაიზარდოს: შესაძლოა ხომალდების ჩაძირვა და კატასტროფები, ოჯახში–გაყრამდე მისული ჩხუბები, მძიმე ავადმყოფობა, ფინანსური კრახი. საერთოდ, ასეთი სიზმრის მერე საქმეები ალმაცერად მიდის

გვამი - სიზმარში გვამის ნახვა მოასწავებს გაუხარებელ მომავალს; აგრეთვე, მოსალოდნელია ცუდი პერსპექტივები კომერციაში. თუ გვამი შავებშია ჩაცმული, მაშინ მალე გაიგებთ ახლობლის სიკვდილს ბრძოლის ველზე ჯარის კაცების გვამები ნიშნავს სერიოზულ კონფლიქტებს პოლიტიკურ დაჯგუფებებს შორის.
ცხოველის გვამი იმის ნიშანია, რომ თქვენ აღმოჩნდებით ძნელ მდგომარეობაში ან ავად გახდებით. თუ სიზმარში ხედავთ რომელიმე თქვენი ნათესავის გვამს, ეს მისი ავადმყოფობის მომასწავებელია ან მეტყველებს მასთან თქვენი ურთიერთობების გაუარესებაზე. შეყვარებულისათვის ასეთი სიზმარი უტყუარი ნიშანია იმისა, რომ ისინი დაიცავენ ერთმანეთისადმი მიცემულ ფიცს. სიზმარში, რომელშიც თქვენ უხუჭავთ გვამს მონეტებით თვალებს, ნიშნავს, რომ ცხადში თქვენ უსინდისოდ გაგძარცვავენ კონკურენტები. თუ თქვენ ადებთ მონეტას მხოლოდ ერთ თვალზე, გექნებათ შანსი, დაიბრუნოთ დანაკარგი დიდი, უიმედო ბრძოლის შემდეგ. ქალიშვილისათვის ეს სიზმარი იმის ნიშანია, რომ მისი ნდობით ისარგებლებენ არაკეთილსინდისიერი ადამიანები.
თუ მაღაზიის თანამშრომელი თავის უფროსს ხედავს მკვდარს–ცხადში მისი თაყვანისმცემელი მის მიმართ გულგრილი გახდება; თუ ამ სიზმარში გვამის თავი სხეულს არის მოცილებული–მას ემუქრება ვიღაცის ინტრიგები; თუ კუბო გვამით დგას მაღაზიაში, რომელიც გარდაცვლილს ეკუთვნის, მაშინ მისი პირადი უსიამოვნებები გავრცელდება გარშემომყოფებზე

გველგვესლა - თუ გველგვესლამ სიზმარში უკბინა თქვენს მეგობარს, განსაკუთრებით თუ ეს ორჯერ მოხდა, შემდეგ კი ბუჩქებში მიიმალა, ნიშანია სამწუხარო მოვლენისა, რომელიც შეგეხებათ შენ და შენს ახლობლებს.
ახალგაზრდა ქალს სიზმარი აფრთხილებს: მის გვერდით ფარისეველი ადამიანია, რომელიც ცდილობს უსიამოვნების

გველთევზა - თუ სიზმარში გველთევზა დაიჭირეთ–ძალიან კარგია, მაგრამ თუ არ გაგიმართლათ თევზაობაში–იღბალი ზურგს შეგაქცევთ. გველთევზა, რომელიც სუფთა, კამკამა წყალში მიცურავს, ქალებს ჰპირდება წუთიერ სიხარულს. მკვდარი გველთევზა მტერზე გამარჯვებას ნიშნავს. შეყვარებულებს ეს სიზმარი უქადის ხანგრძლივი და მტანჯველი რომანის დასრულებას

გველი - სიზმარი გველებზე, ნებისმიერი ფორმით, ბოროტების მაუწყებელია, თუ გველი ვიღაცას თავზე ესხმის–ბედთან ბრძოლისა და სინდისის ქენჯნის ნიშანია.
სიზმარში გველის მოკვლა ნიშნავს, რომ ისწავლი ნებისმიერი, ყველაზე მცირე შესაძლებლობის შენს სასარგებლოდ გამოყენებას, ასევე, სხვა ადამიანების ინტერესების დასაცავად. სიზმარში გველებს შორის სიარული ცხადში ნიშნავს, რომ იცხოვრებთ ავადმყოფობისა და ვიღაც ადამიანთან ურთიერთობის მუდმივ შიშში, რომელიც ცდილობს თქვენი ადგილი დაიკავოს ბიზნესში.
თუ გველები გკბენენ–ცხოვრებაში შეგიპყრობთ ბოროტი გრძნობა, ხოლო მტრები შეძლებენ თქვენს ბიზნესში ხელის შეშლას.
შესაძლოა, სიზმარში ნახეთ, მწვანე ბალახიდან როგორ გამოძვრა ბრტყელლაქებიანი გველი, თქვენ სწრაფად გადახტით, ის კი გაცოცდა. შემდეგ თქვენ დაგავიწყდათ ეს ინციდენტი, გველი კი ხელახლა მოგიახლოვდათ, ზომაში გაიზარდა და თქვენი ტოლი გახდა. თუ სიზმარში, წუთიერი დაბნეულობის შემდეგ, შეძელით თავიდან აგეცილებინათ თავდასხმა და ის მხედველობიდან დაკარგეთ, ე.ი რეალურ ცხოვრებაში თქვენ ყურადღებას ზედმეტად გაამახვილებთ ავადმყოფობასა და უსიამოვნებაზე, მაგრამ ნუ აღელდებით, ყველაფერი კარგად დამთავრდება, ხოლო თქვენ მიერ აღებულ უსარგებლო ვალდებულებებს უკუაგდებთ.
თუ სიზმარში ხედავთ, რომ გველი გარს გევლებათ და თქვენი დაკბენა უნდა–ცხადში უძლური იქნებით მტრების წინაშე ან გელით ავადმყოფობა. თუ იცით, როგორ უნდა მოიქცეთ მასთან, ე.ი. შეძლებთ მტრებთან გამკლავებას. თუ სიზმარში ნახეთ, რომ თმები გადაიქცნენ გველებად, მაშინ ის ინციდენტი საქმეში, რომელიც უმნიშვნელოდ მიგაჩნდათ, ძალიან აღგაშფოთებთ.
თუ გველი დაიგრაგნა უცნაური გორგალივით, მიანიშნებს უსიამოვნებაზე იმ შემთხვევაში, თუ, მთელი თქვენი ნებისყოფის მოკრეფით, მისდამი განეწყობით გულგრილად და მშვიდად. დაინახოთ ან დაადგათ ფეხი გველს ბანაობისას ან მდინარეზე გადასვლისას, ნიშნავს, რომ სიძნელეები და უსიამოვნებები დაგხვდებათ იქ, სადაც მას არ მოელოდით.
თუ გველი ვინმეს კბენს–თქვენი კრიტიკით მეგობარს გაანაწყენებთ. პატარა გველის ნახვა ნიშნავს, რომ ძალიან სტუმართმოყვარე და კაცთმოყვარე იქნებით იმ ადამიანებთან, რომლებიც საიდუმლოდ ცდილობენ თქვენი და თქვენი შორსმიმავალი გეგმების დისკრედიტაციას. თუ თქვენ ხედავთ გველებთან მოთამაშე ბავშვებს, ეს ნიშნავს, რომ სავსებით არ შეგიძლიათ მტრისა და მოყვრის გარჩევა.
თუ ქალი გრძნობს, რომ ბავშვმა თავზე დაადო მოსისინე გველი– შეეცდებიან მის დაყოლიებას, რათა თავისი საკუთრება დაუთმოს სხვას, ვითომდა, მის სასარგებლოდ, მაგრამ მოგვიანებით აღმოაჩენს, რომ გაეხვა ინტრიგაში, რომლიდანაც მხოლოდ მისი მტრები ისარგებლებენ. თუ სიზმარში ხედავთ, როგორ წამოყო გველმა თავი ბილიკზე, რომელზეც ახლახან თქვენმა მეგობარმა გაიარა–ცხადში გახსნით როგორც თქვენი, ისე მეგობრის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებას.
სიზმარში ისეთი სიტუაციის ნახვა, რომელშიც თქვენი მეგობარი აკონტროლებს გველის ქცევას, ნიშნავს, რომ თქვენ მოკავშირედ შეიძენთ ძლიერ სააგენტოს, რომელიც თქვენზე იმუშავებს და დაგიცავთ არასასურველი ყურადღებისაგან. თუ ქალი აჰიპნოზებს გველს–თქვენი უფლება საფრთხის ქვეშ დადგება, მაგრამ დაგიცავენ კანონი და გავლენიანი მეგობრები.

გვიმრა - გვიმრა სიზმარში არასასიამოვნო განცდების ნიშანია. თქვენი არსებობა სევდიანი იქნება. გვიმრის ყვითელი, გამხმარი ფოთლები თქვენი ახლობლების ავადმყოფობაზე მიანიშნებენ

გვირაბი - თუ სიზმარში გვირაბში მიდიხართ, ნიშნავს უსიამოვნებებს თქვენი ცხოვრების ყველა სფეროში. თუ თქვენსკენ მოდის მატარებელი–გემუქრებათ ავადმყოფობა. თუ მანქანით მგზავრობთ გვირაბში, რეალურ ცხოვრებაში სამსახურით არ იქნებით კმაყოფილი და თუ სადმე აპირებთ გამგზავრებას, მზად იყავით იმისათვის, რომ გექნებათ გულისწყვეტა. თუ სიზმარში იყურებით გვირაბში, გელით საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღება არც თუ ისე უბრალო სიტუაციაში

გვირგვინი - გვირგვინი სიზმარში ნიშნავს ცხოვრეების სტილის მთლიანად შეცვლას. გვირგვინის ნახვის შემდეგ სწრაფად წახვალთ სამოგზაუროდ, სადაც ბევრ ახალ მეგობარს შეიძენთ. ამ სიზმარს ცუდი მხარეც აქვს–განუკურნებელი ავადმყოფობა.
სიზმარში თუ თავზე გადგათ გვირგვინი–საკუთრებას დაკარგავთ. თუ თქვენ ადგამთ ვიღაცას თავზე გვირგვინს–ირგვლივ მყოფებმა კარგად იციან თქვენი ფასი. თუ სიზმარში ელაპარაკებით ამერიკის პრეზიდენტს, დაგაინტერესებთ სახელმწიფოებრივი საქმეები; შესაძლოა, მოგინდეთ პოლიტიკოსობა.

გვირგვინი (მცენარეების) - სიზმარში ახალი ყვავილებისაგან გაკეთებული გვირგვინის ნახვა ნიშანია სიმდიდრისა და დიდების არც თუ შორი პერსპექტივისა. დამჭკნარი გვირგვინი–ავადმყოფობა და სიყვარულის გაქრობაა. პატარძლის გვირგვინის ნახვა მოასწავებს გაწელილი და გართულებული მდგომარეობის დიდი ხნის ნანატრ ბედნიერ დასასრულს

გზა - მოგზაურობა სიზმარში მოკირწყლული უცნობი ქუჩით, ნიშნავს ახალ საქმეს, მცდელობას, რომელიც მოგიტანთ არა კმაყოფილებას, არამედ მხოლოდ მწუხარებას და დროის ტყუი–უბრალოდ კარგვას. გზა, რომლის კიდეებზეც ხეები და ყვავილებია, გპირდებათ მოულოდნელ წარმატებას. თუ თქვენ ამ გზაზე დასეირნობთ მეგობრებთან ერთად, შეძლებთ ისეთი იდეალური ოჯახური კერის შექმნას, სადაც ბავშვები ბედნიერი, ცოლ–ქმარი კი ერთმანეთის ერთგულნი იქნებიან.
გზის აცდენა–ფინანსური დანაკარგი საკუთარი შეცდომების გამო.
თუ სიზმარში გზა დაგებნათ, ეს დროებით უსიამოვნებებს მოასწავებს. საქმეები თქვენს აქტიურობას ითხოვენ.

გზატკეცილი - გზატკეცილი სიზმარში სასიამოვნო და სასარგებლო მოგზაურობას მოასწავებს

გზაჯვარედინი - თუ სიზმარში გზაჯვარედინზე აღმოჩნდით, ცხადში ვერ მოახერხებთ ბედისგან ნაბოძები სასიკეთო მდგომარეობის გამოყენებას. თუ დაგესიზმრათ, რომ გზაჯვარედინზე დგახართ და ვერ გადაგიწყვეტიათ, რომელ მხარეს წახვიდეთ, ეს მოასწავებს ბევრ უსარგებლო, მაგრამ მოსაბეზრებელ საქმეს. თუ სიზმარში გზაჯვარედინზე გზის არჩევას დაუფიქრებლად შეძლებთ–ფორტუნა გაგიღიმებთ

გიტარა - თუ თქვენ სიზმარში ხელში იღებთ გიტარას ან მასზე უკრავთ, მოწმობს იმას, რომ მოხვდებით მხიარულ საზოგადოებაში, სადაც იპოვით თქვენს დიდ სიყვარულს. თუ გოგონა ხედავს აუწყობელ ან სიმგაწყვეტილ გიტარას, მას მალე გაუცრუვდება იმედები სიყვარულზე. თუ მას სიზმარში ესმის გიტარის ხმა, წინ უნდა აღუდგეს პირფერობასა და შეგონებას, რომლის უკან საფრთხე იმალება. მამაკაცებისათვის გიტარის დასიზმრება მოწოდებაა უაზრო გართობისაგან თავშეკავებისაკენ

გიშერი - სიზმარში გიშრის ნახვა ნიშნავს საქმეში მცირეოდენ წინსვლას

გლოვა - თუ სიზმარში ძაძებს ატარებთ, გემუქრებათ ავადმყოფობა. ძაძები სხვა ხალხზე–ვიღაცა უსაფუძვლოდ დაგადანაშაულებთ საკუთარ წარუმატებლობაში. შეყვარებულებს ეს სიზმარი ემუქრება გაუგებრობით ან განხეთქილებით

გობელენი - სიზმარში ლამაზი გობელენით ტკბობა ნიშნავს, რომ თქვენ დაბადებული ხართ ლამაზი ცხოვრებისათვის, რომელზეც ოცნებობდით. თუ გობელენი მთელი, მაგრამ გაცვეთილია, ე.ი თქვენ ყველა სურვილს დაიკმაყოფილებთ. თუ ახალგაზრდა გოგონას ესიზმრება გობელენებით მორთული თავისი ოთახი, ის გათხოვდება მდიდარ და ცნობილ ადამიანზე

გოგირდი - გოგირდი სიზმარში გაფრთხილების ნიშანია: საქმეში სიფრთხილე გამოიჩინეთ, თქვენ წინააღმდეგ ბინძური თამაში მზადდება. გოგირდის დაწვა ქონების დაკარგვის საშიშროებაა. თუ სიზმარში გოგირდი გადაყლაპეთ, თქვენ სიბერემდე შესანიშნავი ჯანმრთელობა გექნებათ

გოგონები - ჯანმრთელი და ლამაზი გოგონები სიზმარში მოასწავებენ კარგ პერსპექტივასა და ოჯახურ სიხარულს. თუ გოგონა გამხდარი და ფერმკრთალია, მაშინ თქვენს ოჯახში ვიღაც ავად გახდება. თუ კაცი თავის თავს ნახავს გოგოდ–ცხადში მას ემუქრება განსჯის უნარის დაკარგვა, ან მსახიობი გახდება და შეასრულებს ქალის როლს

გოლიათი - თუ სიზმარში უეცრად თქვენ გვერდით გოლიათი აღმოჩნდება, მზად იყავით სიძნელეებთან შესახვედრად. თუ გოლიათი შეძლებს თქვენს შეჩერებას, თქვენი მარცხი გარდაუვალია. თუ ის გარბის–ჯანმრთელობა და კეთილდღეობა გარანტირებული გაქვთ.

გოლფი - თუ სიზმარში გოლფის მოთამაშე ხართ ან უყურებთ ამ ულამაზეს თამაშს–ელოდეთ სურვილების ასრულებას. თუ თამაშისას რაღაც გაუგებრობა წარმოიქმნა–ცხადში ვიღაც ბრიყვი ადამიანი დაგამცირებთ

გომბეშო - გომბეშო სიზმარში წარუმატებელი თავგადასავალია. თუ გომბეშო დაესიზმრა ქალს–მისი რეპუტაცია საფრთხის ქვეშ დადგება. სიზმარში ბაყაყის მოკვლის შემთხვევაში, ცხადში თქვენი შეხედულებები მკაცრად იქნება დაგმობილი. ბაყაყზე ხელის დადება ცუდის მომასწავებელი ნიშანია–შეიძლება დამნაშავედ გცნონ მეგობრის სიკვდილში

გრამატიკა -თუ სიზმარში სწავლობთ გრამატიკას–ცხადში ძალიან მალე გააკეთებთ ბრძნულ არჩევანს იმ ვარიანტებიდან, რომელიც ბედმა შემოგთავაზათ.

გრიგალი - თუ სიზმარში გრიგალმა დაგინგრიათ სახლი, რეალურ ცხოვრებაში მოგიხდებათ ხშირი გადასვლები და სამსახურის შეცვლა. თუ სიზმარში მხოლოდ თვალს ადევნებთ გრიგალის შედეგებს–უბედურებები თქვენ არ შეგეხებათ

გუბე, წუმპე - თუ სიზმარში ჩავარდით სუფთა წყლის გუბეში–წააწყდებით მცირე უსიამოვნებას, რომელსაც შეცვლის სასიხარულო მოვლენა. თუ გუბე ჭუჭყიანია–მაშინ უსიამოვნებანი გარკვეული დროის განმავლობაში თქვენი თანამგზავრი იქნება. თუ გუბეში ფეხები დაგისველდათ, ნიშნავს: რაც დღეს გახარებდათ, სამწუხაროდ შემოგიტრიალდებათ.
თუ გუბურის ზედაპირზე თევზის მიერ დატოვებულ წრეებს ხედავთ, თქვენი საქმეები იმაზე წარმატებული იქნება, ვიდრე ვფიქრობდით. სუფთა გუბურაში ჩავარდნა–წარმატების ნიშანია, ჭუჭყიანში–უბედურებისა

გუგული - თუ სიზმარში ხედავთ გუგულს, ეს მაუწყებელია თქვენი უზრუნველყოფილი ცხოვრების დასასრულისა. შესაძლოა, გაჭირვების მიზეზად იქცეს თქვენი მეგობრის სიკვდილი. სიზმარში გუგულის ხმის გაგონება ნიშანია ახლობლის ავადმყოფობისა და დიდი განსაცდელისა

გუთანი - გუთანი სიზმარში განსაკუთრებული წარმატების ნიშანია. თუ დაგესიზმრათ გლეხი, რომელიც გუთანს მიჰყვება, მოგელით ძალზე შრომატევადი საქმიანობა, სწავლა და თქვენ ამას სერიოზულად მიუდგებით. თუ გოგონას დაესიზმრა შეყვარებული მთესველის სახით, მისი ქორწინება ბედნიერი და მყარი იქნება. თუ თავად მიჰყვებით გუთანს, მალე დიდი ქონების პატრონი გახდებით

გულახდილობა - თუ გესიზმრათ თქვენი სასიამოვნო გულახდილობა–გელით სასიამოვნო პერსპექტივები. თუ სევდიანი გულახდილობა დაგესიზმრათ–წინააღმდეგობანი გადაგეღობებათ

გული - თუ სიზმარში გულის ტკივილს გრძნობთ, საქმიან ურთიერთობებში სიძნელეები გელით. სიზმარში საკუთარი გულის ნახვა–ავადმყოფობის ნიშანია. რაიმე ცხოველის გული–ძლიერ მოწინააღმდეგეებთან კონფლიქტურ სიტუაციაში ჩავარდნის მაუწყებელია

გულყვითელა (ყვავილი) - სიზმარში გულყვითელას ნახვა გპირდებათ დიდი წარმატებების მიღწევას თქვენი თავმდაბლობის წყალობით

გულყრა - თუ სიზმარში გონებას კარგავთ, ვიღაცა ახლობელთაგან ავად გაგიხდებათ; ან შეიტყობთ ამბავს, რომელიც გეწყინებათ. თუ ასეთი სიზმარი ნახა ახალგაზრდა ქალმა, ე.ი. მისი ცხოვრების წესი მომავალში ბევრ იმედგაცრუებასა და მწუხარებას მოუტანს

გუმბათი - თუ სიზმარში დგახართ შენობის გუმბათის ქვეშ და ათვალიერებთ უცნობ პეიზაჟს–ეს სიზმარი თქვენს ცხოვრებაში კარგი ცვლილებების მაუწყებელია: თქვენ საზღვარგარეთ ცნობილი ადამიანი გახდებით. გუმბათს თუ შორს ხედავთ, ეს ნიშნავს, რომ ვერასდროს ვერ დაკმაყოფილდებით თქვენი სურვილებით: თუ შეყვარებული ხართ, თქვენი შეყვარებული თქვენ მიმართ უყურადღებობას გამოიჩენს

გუნდი (მომღერალთა) - თუ სიზმარში გუნდის სიმღერას ისმენთ–სიხარულს მალე მოწყენილობა შეცვლის. თუ ქალს დაესიზმრა, რომ იგი გუნდში მღერის, ცხოვრებაში ერთგული არ იქნება

 

გადაფურცლეთ - გვ. 1