EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« სიზმრების ახსნა / dream explanation - ე - »

კატეგორია: სიზმრის ახსნა

ავტორი: admin

თარიღი: 2016-08-06 22:12:54

სიზმრების ახსნა / dream explanation - ე -

სიზმრების ახსნა / dream explanation - ე -

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

სიზმრების ახსნა / dream explanation - ე -

ევა - სიზმარში ბიბლიური პერსონაჟის ნახვა–მერყეობის, ეჭვიანობის ნიშანია, შეიძლება მალე წააწყდეთ თქვენი ჩანაფიქრის წინააღმდეგობას ბიზნესსა და საზოგადოებაში და ყოველივე ამის გამო წარმოქმნილ თავდაუჯერებლობას.
თუ გოგონა თავის თავს ხედავს ევას სახეთ, სიზმარი აფრთხილებს: იყავი ფრთხილად, ის შეიძლება იყოს თავის ბიბლიურ წინამორბედზე ფრთხილი, მაგრამ ეშმაკს ჯერ კიდევ ჰყავს ყოვლისშემძლე დამხმარეები მიმზიდველი მამაკაცების სახით: უყურე შენს უმწიკვლო ევას, ახალგაზრდავ, იმ ვაშლის ხეს ჯერ კიდევ შეუძლია ნაყოფის მოსხმა და შენ შეგიძლია, შენი სურვილის წინააღმდეგ, იგემო მისი სიტკბო

ევროპა - თუ სიზმარში მოგზაურობთ ევროპაში, ცხადში შეგიძლიათ გაემგზავროთ ხანგრძლივ მოგზაურობაში, რომლის დროსაც გაიმდიდრებთ თქვენს ცოდნას ცხოვრების წესისა და ამ ქვეყნის ხალხთა ადათ–ჩვეულებების შესახებ. ამას გარდა, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა. თუ ახალგაზრდა პერსონა აღფრთოვანებულია ევროპის ღირსშესანიშნაობებით–ე.ი. ცხადში მას შეუძლია გამოიყენოს თავისი შანსი საზოგადოებაში თვითდამკვიდრებისათვის. არ არის გამორიცხული, რომ მან გააოცოს თავისი მეგობრები და შეყვარებული

ეკიპაჟი (გადაადგილების საშუალება) - გასამგზავრებლად გამზადებული ეკიპაჟი იმის ნიშანია, რომ თქვენ ბევრი ვიზიტი მოგიწევთ, მაგრამ ეს ვერ შეგაშინებთ, პირიქით, სიამოვნებასაც კი მიიღებთ. თუ გესიზმრებათ, რომ ეკიპაჟით მგზავრობთ, ცხადში ჯანმრთელობის მცირედი პრობლემები შეგექმნებათ, რის გამოც თქვენი საქმეები შეფერხდება, მაგრამ მალე ყველაფერი მოგვარდება. თუ სიზმარში თავისუფალ ეკიპაჟს ეძებთ, ახლო მომავალში მოგიწევთ მძიმე, მაგრამ კარგად ანაზღაურებადი საქმის შესრულება

ეკიპაჟი (თანამოაზრეთა გუნდი) - თუ სიზმარში სამოგზაუროდ მომზადებულ ეკიპაჟს ხედავთ, ცხადში რაღაც გაუთვალისწინებელი სიტუაციები ხელს შეგიშლიან თქვენი გეგმების განხორციელებაში. თუ ეკიპაჟი თავისი კაპიტნის მეთაურობით გმირულად ებრძვის შტორმს, თქვენს ცხოვრებაში სტიქიური უბედურებაა მოსალოდნელი

ეკლები - ეკლები სიზმარში იმის ნიშანია, რომ თქვენ გაგიჭირდებათ დასახული მიზნის მიღწევა. თუ ეკლებს შორის მწვანე ფოთლები გამოჩნდა, ე.ი. თქვენი პირადი კეთილდღეობა საქმეშია.

ეკლესია - ეკლესია სიზმარში იმ მომვლენების გამო იმედგაცრუებას ნიშნავს, რომელთაც თქვენ ასე ძლიერ ელოდით. თუ სიზმარში ბნელ ეკლესიაში შედიხართ, ცხადში დაკრძალვაზე მოგიწევთ დასწრება. ეს სიზმარი ასევე იმის მაუწყებელია, რომ თქვენი პერსპექტივები ძალზე ბუნდოვანია და თქვენ კიდევ დიდხანს მოგიწევთ უკეთესი მომავლის ლოდინი.

ელამი, სიელმე - თუ გესიზმრებათ ელამი ხალხი გადააწყდებით უსიამოვნო საზოგადოებას. თუ კაცს ესიზმრება, რომ მისი შეყვარებული ცერად უყურებს მას, ე.ი. ის ძალიან გაიტაცეს ქალებმა და ამას შედეგად დაკარგვა მოჰყვება. თუ ქალი ხედავს ასეთივე სიზმარს, მაშინ ის რისკავს თავის რეპუტაციას

ენა - თუ სარკეში თქვენს ენას ხედავთ, კარგ მეგობრებს წაეჩხუბებით. თუ სიზმარში ენა გამოგიყვეს–გრანდიოზული სკანდალი მოგიწევთ. თუ სიზმარში ენა გტკივათ, ბევრი ლაპარაკით სიკეთეს ვერ მიაღწევთ–ეს გამაფრთხილებელი სიზმარია

ენაბლუობა, ლიყიანობა - თუ სიზმარში ენა გებმით–გელით ავადმყოფობა და მოუსვენრობა. თუ ვიღაცას ებმის ენა, ე.ი. თქვენდამი მტრულად განწყობილი ხალხი ისიამოვნებს თქვენი მოთმინებიდან გამოყვანითა და უაზრო ხლაფორთში ჩაგდებით.

ეპიდემია - თუ სიზმარში საშიში ეპიდემიის შესახებ შეიტყვეთ, ე.ი. გადაიღალეთ და დასვენება გესაჭიროებათ, ვინაიდან, სამომავლოდ კიდევ ბევრი საქმეები გელით. ხანდახან ასეთი სიზმარი ახლობელი ადამიანის ავადმყოფობასაც მოასწავებს

ეპისკოპოსი - მასწავლებლების, მწერლებისა და მახლობელი პროფესიის ადამიანებისათვის ეპისკოპოსის დასიზმრება მოასწავებს რთული საქმეებით გამოწვეულ სულიერ განცდებს. ვაჭარს სიზმარი მიანიშნებს ცუდ შენაძენსა და წამგებიან გარიგებაზე.
ბევრისათვის ეს სიზმარი გაფრთხილებაა: ბევრი უნდა იშრომონ, რათა თავი დააღწიონ ცხოვრებისეულ სიძნელეებს. თუ ეპისკოპოსი კეთილგანწყობილია თქვენდამი და გაქებთ–გელით წარმატებები ყველა თქვენს კეთილ წამოწყებაში, განსაკუთრებით კი სიყვარულში

ეპოლეტები - თუ ჯარისკაცს ესიზმრება, რომ ოფიცრის ეპოლეტები უკეთია, იგი ხელმძღვანელობასთან ცუდ ურთიერთბაში აღმოჩნდება, მაგრამ შემდგომ ჯილდოს მიიღებს. თუ ქალს ესიზმრება რომ მას ბრჭყვიალა ეპოლეტებიანი პიროვნება გააცნეს, ცხადში მასთან რომანი სკანდალური ხასიათის იქნება

ეტლი - თუ სიზმარში სადმე მიემგზავრებით ეტლით, ეს გპირდებათ კარგ შესაძლებლობას, რომლის გამოყენების შემთხვევაში შეიძლება დიდ წარმატებას მიაღწიოთ. ჩამოვარდნა ან იმის დანახვა, თუ სხვები როგორ ვარდებიან ეტლიდან, გიწინასწარმეტყველებთ მაღალი პოსტის შეთავსებას

ექიმბაში - ექიმბაშის ნახვა ნიშნავს, რომ ცხადში თქვენი ამბიციები უცნაურად შეიცვლება და გამოსცდით იმედგაცრუების გრძნობას

ექიმი - ექიმის დასიზმრება ყოველთვის თქვენი ჯანმრთელობისა და გალაღების მომასწავებელია. თუ ექიმს ხვდებით საზოგადოებაში, შეიძლება ისე მოხდეს, რომ აუცილებელი არ გახდეს მომსახურების საფასურის გადახდა. თუ ამ სიზმარს ნახავს ახალგაზრდა ქალი, რომელიც გათხოვებას ექიმზე აპირებს–გაფრთხილებაა: შეიძლება მოგატყუონ. თუ თქვენ ექიმთან მიღებაზე ხართ–ეს ნიშნავს მოსალოდნელ ავადმყოფობას ან უთანხმოებას ოჯახში

ექო - ექო სიზმარში–სევდის ნიშანია. სერიოზული ავადმყოფობა სამსახურის თავის დანებებას გაიძულებთ, მეგობრები კი ზურგს შეგაქცევენ

ექსტაზი - თუ სიზმარში ექსტაზის გრძნობა განიცადეთ, ცხადში დიდი ხნის ნანატრ მეგობართან მოგიწევთ შეხვედრა; მაგრამ თუ ამ დროს ცუდი გრძნობები დაგეუფლათ–უბედურებას უნდა ელოდოთ

ეშმაკი - თუ ეშმაკი სიზმარში გამოეცხადება გლეხს, ის მზად უნდა იყოს ცუდისათვის: მოუსავლიანობა, საქონლის გაწყვეტა და ავადმყოფობა სახლში. სპორტსმენებს, განსაკუთრებით მათ, ვინც მიემგზავრებიან სახლიდან შორს, სიზმარი მოუხმობს სიფრთხილისა და ყურადღებისაკენ. მქადაგებლისათვის ეს სიზმარი იმის უდავო მაჩვენებელია, რომ ის ზედმეტად განმკითხავია და უფრო მომთმენი უნდა იყოს, როცა მეზობელს აკრიტიკებს.
ელეგანტური ჯენტლმენის ნიღბით და ძვირფასი სამკაულებით მორთული ეშმაკი–გამაფრთხილებელი ნიშანია. თქვენ არ უნდა წამოეგოთ პირფერი ადამიანების მიერ შემოთავაზებულ არანაირ წინადადებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ შეიძლება გაებათ მახეში. ასეთი სიზმრის შემდეგ ახალგაზრდა გოგონა უნდა იყოს წინდახედული და უფრო მეტად დაეყრდნოს მეგობრებს. ცუდი რეპუტაციის ქალები შეიძლება გაქურდონ ადამიანებმა, რომლებსაც, როგორც ისინი ფიქრობდნენ, იცნობდნენ. გაუფრთხილდით ეშმაკთან ურთიერთობას სიზმარშიც კი. მას ყოველთვის უბედურება მოაქვს. თუ სიზმარში ხედავთ, რომ გითვალთვალებთ ეშმაკი, ე.ი გაებმებით იმ მტრების მიერ დაგებულ მახეში, რომლებიც თავს მეგობრებად გაჩვენებდნენ. შეყვარებულისათვის სიზმარი ლაპარაკობს, რომ ვიღაც უზნეოს გამო შეიძლება გახდე მოღალატე.
ეშმაკები სიზმარში იმის მაუწყებელია, რომ თქვენი გართობისადმი ლტოლვა შესაძლოა უსიამოვნებებით შემოგიბრუნდეთ. თუ თქვენი თავი გესიზმრებათ ეშმაკის სახით, საკუთარი დაუფიქრებლობისა და ცუდი ზრახვების გამო სიღატაკეში აღმოჩნდებით

ეშმაკობა - თუ სიზმარში ვინმე მოატყუეთ, თქვენს გარემოცვაში კეთილგანწყობილი და წარმატებული ადამიანები გამოჩნდებიან. თუ სიზმარში ეშმაკი ადამიანების მხარდაჭერას იგრძნობთ, თქვენი საქციელი, შესაძლოა, თქვენსავე წინააღმდეგ გამოიყენონ, ხოლო მომავალში, თუ იმავე მეთოდებით გააგრძელებთ მოქმედებას, ეს მხოლოდ თქვენი მოწინააღმდეგეების წისქვილზე დაასხავს წყალს

ეჭვიანობა - თუ ქმარს ესიზმრება, რომ ცოლზე ეჭვიანობს, ცხადში მასზე გავლენის მოხდენას შეეცდებიან არცთუ ჭკვიანი ადამიანები. თუ ქალს დაესიზმრა, რომ ქმარზე ეჭვიანობს, ე.ი მათ შორის ისეთი ჩხუბი მოხდება, რომელიც ოჯახურ ბედნიერებას საფრთხეს შეუქმნის