EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« სიზმრების ახსნა / dream explanation - ვ - »

კატეგორია: სიზმრის ახსნა

ავტორი: admin

თარიღი: 2016-08-06 22:18:23

სიზმრების ახსნა / dream explanation - ვ -

სიზმრების ახსნა / dream explanation - ვ -

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

ვაგონი - ვაგონი თუ დაგესიზმრათ–ძალიან მალე წახვალთ სამოგზაუროდ. ვაგონში შესვლა მიგანიშნებთ, რომ მგზავრობა, რომელსაც აპირებდით, მთლად ისე არ ჩაივლის, როგორც გეგონათ. დაგვიანება მატარებელზე–გეგმები ჩაგეფუშებათ. თუ სიზმარში გამოდიხართ ვაგონიდან, წარმატებას მიაღწევთ საინტერესო საქმეში, რითაც შეგიძლიათ თავს გამარჯვება მიულოცოთ. 
სიზმარში საძილე ვაგონის ნახვა ნიშნავს, რომ კეთილდღეობის მისაღწევად თქვენი მოქმედება გააქტიურდება, მაგრამ უნდა აკონტროლოთ თქვენი ეგოისტური პრინციპები.
სიზმარში ტრამვაის ნახვა გაფრთხილებაა: ვიღაცა დაინტერესებულია, უსიამოვნება მოგაყენოთ. ტრამვაით მგზავრობა–ეჭვიანობა დაანგრევს თქვენს ბედნიერებას.
მოძრავი ტრამვაის ბაქანზე დგომა ნიშნავს, რომ გინდათ განაგრძოთ ძალზე სახიფათო საქმე, მაგრამ თუ მგზავრობა კარგად დასრულდება, ე.ი. წარმატება გელით. თუ ტრამვაის პლატფორმა ძალიან მაღალია–საშიშროება უფრო დამაჯერებელია, მაგრამ თუ ძალიან მაღალი არაა, ადვილად მიაღწევთ მიზანს

ვაზნა - თუ ვაზნა დაგესიზმრათ, ცხადში ჩხუბს უნდა ელოდეთ. ცარიელი ვაზნები–უმნიშვნელო მიზეზის გამო უაზრო გაბრაზებისა და უთანხმოების მომასწავებელია

ვალდებულებანი - თუ თქვენს თავზე იღებთ ვალდებულებას, ვიღაცის უსაფუძვლო საჩივრები და უსამართლო მოთხოვნები წონასწორობას დაგაკარგვინებთ და შეგნებულად წახვალთ დათმობაზე. თუ გესიზმრათ, რომ ვალდებულებას თქვენთან დაკავშირებით ვიღაც სხვა იღებს საკუთარ თავზე–გარშემომყოფთა დაფასებას დაიმსახურებთ

ვალი, ფულის სესხება - ვალის აღება სიზმარში საკმაოდ ცუდია. ის წინასწარმეტყველებს ხელმოცარულობას საქმეებში და ბრძოლას მატერიალური კეთილდღეობისათვის, მაგრამ თუ გაისტუმრეთ ყველა ვალი, მაშინ ცხადში თქვენი საქმე საკეთილდღეოდ შემოტრიალდება.
თუ ბანკირს ესიზმრება, რომ ვალს იღებს სხვა ბანკირისაგან, ცხადში მის ბანკს კრახი ემუქრება, თუ არ გაითვალისწინებს სიზმრის გაფრთხილებას. თუ სიზმარში თქვენგან იღებენ სესხს–დახმარებას მიიღებთ მაშინ, როცა დაგჭირდებათ; ჭეშმარიტი მეგობრები არ მიგატოვებენ

ვალსი - წყვილის ტრიალი ვალსის დროს–მომასწავებელია საყვარელ, მაგრამ ავანტიურის მოყვარე ადამიანთან სასიამოვნო ურთიერთობისა.
თუ გოგონა თავის შეყვარებულთან ერთად ცეკვავს–მას ეყოლება ბევრი თაყვანისმცემელი, რომელთაგან არცერთი ხელს არ სთხოვს. თუ მისი შეყვარებული სიზმარში მის მეტოქეს აცეკვებს, ცხადში მან უნდა გამოიჩინოს კეთილგონიერება და თავშეკავება მსგავს სიტუაციაში.
თუ ქალი სიზმარში ქალთან ცეკვავს–მას შეიყვარებენ მიზანდასახულობისა და იმისათვის, რომ შეუძლია გამარჯვება. თუ ის ხედავს, რომ ნასვამი ხალხი ცეკვავს, მაშინ ის მხოლოდ სასწაულმა შეიძლება იხსნას შეყვარებულისა და ახლო მეგობრების მაცდური წინადადებისაგან

ვარდები - თუ სიზმარში გაშლილ ვარდებს ხედავთ, ცხოვრებაში სასიხარულო მოვლენები და საყვარელი ადამიანის ერთგულება გელით. თუ გოგონას ესიზმრება, რომ იგი ვარდებს კრეფს, მას მალე ხელს სთხოვენ და ისიც დასთანხმდება.
დამჭკნარი ვარდები იმაზე მიუთითებენ, რომ თქვენ სიყვარული გაკლიათ. თეთრი ვარდები, რომლის ფოთლებზე ნამის არცერთი წვეთიც კი არ არის გაფრთხილებთ მოსალოდნელ ავადმყოფობაზე. ვარდის სურნელი სიზმარში სუფთა და უღრუბლო ცხოვრებასა და სიხარულს ნიშნავს, ვარდის კვირტები კი მყარი მატერიალური კეთილდღეობის ნიშანია.
გამხმარი ვარდის ბუჩქი–ახლობლის ავადმყოფობაზე მიანიშნებს. წითელი ვარდები–ოცნების ასრულებაა; მაგრამ თუ შეყვარებულ გოგონას დაესიზმრა, რომ იგი თმებში იწნის წითელ ვარდებს–მას შეყვარებული მოატყუებს. თუ სიზმარში გაჩუქებენ წითელ ვარდების თაიგულს და ეს გაზაფხულზე მოხდება–წარმატება გელით, ზამთარში–ხანგრძლივი და ტყუილი მოლოდინია

ვარსკვლავები - თუ სიზმარში უყურებთ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას, ეს გპირდებათ ჯანმრთელობასა და გახარებას. თუ ვარსკვლავები თქვენს სიზმარში ბუნდოვანი და მეწამულია–მაუწყებელია მომავალი ხიფათისა და უბედურებისა. თუ ხედავთ ვარსკვლავის აალებას ან მის მოწყვეტას, მოიწყენთ და დამწუხრდებით.
თუ გესიზმრათ იდუმალად აალებული და მიმქრალი ვარსკვლავი, ახლო მომავალში მოგელით უცნაური მოვლენები და ცვლილებები. თუ დაგესიზმრათ, რომ ვარსკვლავი პირდაპირ თქვენ დაგეცათ–თქვენს ოჯახს მოელის მძიმე დანაკარგი. თუ ხედავთ, რომ ვარსკვლავი დედამიწის გარშემო ბრუნავს, ნიშანია გლობალური კატასტროფებისა და განკითხვისა.

ვატიკანი - თუ სიზმარში თქვენ მოხვდით ვატიკანში, ბედი გიმზადებთ მოულოდნელ კეთილგანწყობასა და ახლობლების ყურადღებას. თუ სიზმარში ხედავთ პაპის შეხვედრას სამეფო ოჯახის წევრებთან ან სხვა ცნობილ პირებთან, ცხადში გელით ნაცნობობა ცნობილ ადამიანებთან და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები

ვაშლები - მწიფე, წითელი ვაშლები მწვანე ფოთლებში–ძალზე კარგი სიზმარია, მაგრამ თქვენ გადაწყვეტლების მიღებამდე ყველაფერი კარგად უნდა აწონ–დაწონოთ. თუ თქვენ ჭიან ვაშლებს ჭამთ, თქვენი საქმეები უარესობისაკენ შეიცვლება. თუ ვაშლები მაღლა ხეებზე იზრდება, ეს იმის გამაფრთხილებელია, რომ თქვენი შესაძლებლობები და სურვილები უნდა შეათანხმოთ ერთმანეთთან. ჩამოსავარდნად მომზადებული ვაშლები–გაფრთხილებაა ქლესა ადამიანებისაგან თავდაცვაზე. ჭკვიანი ვაშლები–თქვენი უშედეგო საქმიანობის ნიშანია

ვაჭრობა - სიზმარში ვაჭრობა ნიშნავს, რომ თქვენ ყველა გაბედულ წამოწყებას წარმატება ელის. თუ სიზმარში ვაჭრობა არც ისე წარმატებულად მიდის, მაშინ დაგეუფლებათ ნაღველი და ჯავრი

ვედრო - რძით სავსე ვედრო ნიშანია კეთილდღეობისა, შემოსავლისა და კეთილმეზობლობისა. ცარიელი ვედრო მოასწავებს შიმშილსა და ცუდ მოსავალს. ახალგაზრდა ქალი ვედროთი ხელში–ოჯახური ზრუნვის ნიშანია

ველი - თუ სიზმარში ველზე მოხვდით, ცხადში ლამაზ ადგილებში მოგზაურობა მოგიწევთ. ზაფხულში ნანახი ველი სიხარულს ნიშნავს. შიშველი, ცარიელი ველი დანაკარგსა და მარტოობას მოასწავებს. თუ სიზმარში ველზე დაიკარგეთ, ცხადში დიდი უბედურება დაგატყდებათ თავზე

ველოსიპედი - ველოსიპედით გორაკზე ასვლა ბრწყინვალე მომავლის მაუწყებელია. თუ ქალი სიზმარში ძირს ეშვება, ის უნდა გაუფრთხილდეს სახელს: უბედურება შეიძლება სადღაც გვერდით იყოს

ვენახი - ვენახის ნახვა ხიზმარში მოასწავებს თქვენი საქმეების კარგად წარმართვასა და ბედნიერებას. ვენახი, რომელიც მოუვლელია და ცუდი სუნიც დგას, ნიშნავს, რომ თქვენი კარგი ცხოვრება არ შედგება. ლამაზი ვაზების ყურება გპირდებათ წარმატებასა და ბედნიერებას. ჯანმრთელობა ელის მას, ვინც ნახავს ვაზის ყვავილობას. გამხმარი ვაზის ნახვა კარგს არაფერს მოასწავებს.

ვენები - სიზმარში თუ თქვენს სხეულზე ხედავთ ჯანმრთელ ვენებს, გაიმარჯვებთ ღვარძლიან ადამიანზე. ვინაიდან სისხლის დენა მოასწავებს დიდ ნაღველს, რომელიც გარდაუვალი იქნება. დაბერილი ვენები–საზოგადოებრივ კიბეზე აღმასვლის მცდელობაა

ვერაგობა - თუ სიზმარში ნახეთ სიტუაცია, რომ მეგობრებმა გაგყიდეს–იმას ნიშნავს, რომ ცხადში გარემოცული იქნებით მათი ყურადღებითა და პატივისცემით. შეყვარებულთათვის ეს ნიშანია ბედნიერი რომანის გაბმისა

ვერცხლი - ვერცხლი სიზმარში გაფრთხილებთ, რომ ბედნიერებისათვის მარტო ფული არ არის საკმარისი. სიზმარში ვერცხლის ფულის პოვნა–მატერიალურ სიძნელეებზე მიუთითებს. სუფრის ვერცხლეული (დანა–ჩანგალი, კოვზები) დაუკმაყოფილებელ სურვილებს მოასწავებს

ვერცხლისწყალი - თუ ქალს დაესიზმრა, რომ იგი ვერცხლისწყალმა მოწამლა, მას ცუდი გარდაქმნები ელის–შეიძლება მეუღლემ მიატოვოს, ხოლო თუ გაუთხოვარია, სხვა უსიამოვნო ამბავი მას ოჯახთან დააშორებს

ვეფხვი - თუ სიზმარში ვეფხვი თქვენზე შემოხტომას აპირებს, წინ წარუმატებლობა და სასოწარკვეთილება გელოდებათ; მაგრამ, თუ თქვენ აიცილებთ თავდასხმას, ან ვეფხვს მოკლავთ, მაშინ ცხადში, ყველაფერში, რასაც კი ხელს მოჰკიდებთ, წარმატება გელით.
გაქცეული ვეფხვი მტრებზე გამარჯვებას ნიშნავს. გალიაში მჯდომარე ვეფხვი გეუბნებათ, რომ შეძლებთ თქვენი კონკურენტების თქვენს ნებაზე თამაშს

ვეშაპი - სიზმარი, რომელშიც ვეშაპი უახლოვდება გემს, სიმბოლოა ბრძოლისა, როდესაც თქვენ აღმოჩნდებით ვალდებულებასა და აუცილებლობის არჩევანის წინაშე თქვენი ქონების დაკარგვის საფრთხის დროს. თუ ვეშაპი მოკლულია, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გააკეთებთ სწორ არჩევანს სასურველსა და არსებულს შორის და მიაღწევთ წარმატებას, რომელიც მოგიტანთ კმაყოფილებასა და სიმშვიდეს. თუ ნახეთ, რომ ვეშაპი თავს დაესხა ხომალდს და გადააბრუნა იგი, გელით მთელი რიგი უბედურებისა, თვით კატასტროფის ჩათვლითაც კი

ვეშაპის ულვაში - სიზმარში ვეშაპის ულვაშის ნახვა ან მისგან რაიმეს გაკეთება ნიშნავს, რომ თქვენ გააფორმებთ ხელშეკრულებას, რომელიც სოლიდურ მოგებას მოგიტანთ

ვიზიტი - თუ თქვენ სიზმარში ვიღაცას მოინახულებთ, ცხადში შეიძლება სასიამოვნო რაღაც შეგემთხვეთ. თუ ვიზიტისას უხერხულობას გრძნობთ, მაშინ თქვენს გულს დაამძიმებს ბოროტი ადამიანების ჩარევა თქვენს ცხოვრებაში. მეგობრების მონახულება სიზმარში ყოველთვის კარგის მომასწავებელია. ცუდ ნიშნად გვევლინება თქვენი მეგობრების მხოლოდ დაღლილი, მოწყენილი სახეები, ასევე მათი თეთრი ან შავი ტანსაცმელი.

ვიოლინო - ვიოლინოს ხმა სიზმარში მთელი თქვენი ოჯახისათვის სიმშვიდესა და ჰარმონიას მოასწავებს.
თუ გოგონას დაესიზმრა, რომ იგი ვიოლინოზე უკრავს, ეს გაურკვევლობის ნიშანია. თუ მას ვიოლინოზე დაკვრა არ გამოსდის, ცხადში იგი ვიღაცის კეთილგანწყობას დაკარგავს. ზოგჯერ ეს სიზმარი მიუწვდომელ ოცნებასაც ნიშნავს. გატეხილი ვიოლინო–დანაკარგისა და განშორების ნიშანია

ვირთხა - ვირთხების ნახვა ნიშნავს მეზობლების მოტყუებასა და გაბრაზებას, ასევე, კომპანიონებთან შესაძლო ჩხუბს, მაგრამ თუ შეძლებთ ვირთხის დაჭერას ან მის მოკვლას, თქვენ ღირსეულად გაუმკლავდებით არაკეთილისმსურველებს. ვირთხის მოკვლა ყოველთვის საქმეში გამარჯვების ნიშანია

ვირთხის საჭერი - თუ სიზმარში თქვენ მოხვდით ვირთხის საჭერში, შეიძლება გაგქურდონ ან მოგპარონ რაღაც ფასეული. ცარიელი ვირთხის საჭერის ნახვა იმის ნიშანია, რომ თქვენ გემუქრებათ არც ცილისწამება, არც მეტოქეობა.
გატეხილი ვირთხის საჭერი გიქადით თქვენთვის არასასიამოვნო კავშირისაგან თავის დაღწევას. სიზმარში ვირთხის საჭერის დაგება კარგია– თქვენთვის ცნობილი გახდება მტრების ჩანაფიქრი; თქვენი წინდახედულება კი მოგცემთ საშუალებას, რომ გააცუროთ ისინი.

ვირი - ვირი გიქადით უსიამოვნებებსა და წინააღმდეგობებს დასახული მიზნების მიღწევის გზაზე. თუ ვირი ყროყინებს, მძიმე სამუშაო გელით, რომელიც დიდ გამძლეობას მოითხოვს თქვენგან; თუ სიზმარში ვირს გაურბიხართ–ვიღაც ჭორებს გაგივრცელებთ; ვირის ხმამაღალი ყროყინი შეურაცხყოფას გიქადით.
თუ ვირის ყროყინი შორიდან გესმით, ვალებს გაისტუმრებთ და გამდიდრდებით. ვირზე ჯდომა საინტერესო მოგზაურობას გპირდებათ, რის შედეგადაც თვალსაწიერს გაიფართოვებთ. თუ სხვები სხედან–ვირზე–თქვენს ახლობელს მძიმე ცხოვრება ელის. თუ ვირს აგდებთ–სახელი გაგიტყდებათ.
თუ ვირი ზემოდან დაგაწვათ, ე.ი. უბედურებაში, რომელიც გეწვევათ, დამნაშავე თავად იქნებით. თუ ვირი თავდაჯერებულად მიგყავთ–წარმატებით გადალახავთ რთულ სიტუაციას. ვირზე ამხედრებული ბავშვის დასიზმრება სიკეთეს მოასწავებს. მკვდარი ვირი გაფრთხილებთ შეცდომის დაშვების შესაძლებლობაზე.ვირიდან ჩამოვარდნა უბედურების მაუწყებელია.
სიზმარში ვირის რძის სმა ნიშნავს მოვალეობების უგულებელყოფით საკუთარი კაპრიზების ასრულებას. თუ სხვისი ვირი მოვიდა თქვენს სახლთან, წარმატება და იღბლიანი ქორწინება გექნებათ. თეთრი ვირი–სიყვარულით აღსავსე უზრუნველი ცხოვრებაა.

ვისკი - თუ სიზმარში ხედავთ ვისკით სავსე ბოთლებს, ე.ი. აქტიურად იმოქმედებთ თქვენი ინტერესებისათვის. თუ სიზმარში მარტო სვამთ ვისკის, დაკარგავთ მეგობრებს, რისი მიზეზიც იქნება თქვენი ეგოიზმი და პატივმოყვარეობა. თუ სიზმარში გაგიტყდათ ვისკის ბოთლი, დაკარგავთ მეგობრებს და ამის მიზეზი, ისევ და ისევ, თქვენი არაკეთილშობილური საქციელი იქნება.
ვისკის დასიზმრება ყოველთვის ცუდია. თუ ასეთი სიზმრის მერე რაღაცას მიაღწევთ, მაინც იმედგაცრუება გელით. ნახვა ან დალევა ვისკისა, მიუხედავად ხშირი იმედგაცრუებისა, ყოველთვის ნიშნავს სასურველის მიღწევის მცდელობას; მაგრამ თუ თქვენ მხოლოდ ხედავთ სასმელს, ვერასოდეს მიაღწევთ იმ შედეგს, რისი იმედიც გქონდათ.

ვუალი (პირბადე) - თუ თქვენს თავზე ხედავთ ვუალს, ე.ი. არაგულწრფელი ხართ შეყვარებულის მიმართ და მოგიწევთ ხრიკების გამოყენება მის შესანარჩუნებლად. ძველი, დახეული ვუალი გაფრთხილებთ: თქვენ გარშემო ინტრიგებს ხლართავენ. ახალგაზრდა ქალისათვის ვუალის დაკარგვა ნიშნავს, რომ შეყვარებული მიუხვდება მას სიცრუეს და სიცრუითვე უპასუხებს. საქორწინო ვუალის ნახვა კარგია–მომასწავებელი უახლოეს მომავალში კარგი ცვლილებებისა.
თუ ახალგაზრდა ქალი თავის თავზე ხედავს საქორწინო ვუალს, ე.ი. ჩაებმება რაღაც წარმოებაში, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოუტანს შემოსავალსა და სიხარულს; მაგრამ თუ ვუალი მოულოდნელად გძვრება თავიდან, გელით ავადმყოფობა და მწუხარება. ვუალის გადაგდება ნიშნავს ურთიერთობების ჩაშლასა და უპატიოსნებას. სამგლოვიარო ვუალი უსიამოვნებაა, განსაკუთრებით ბიზნესში.

ვულკანი - ვულკანის დასიზმრების შემდეგ მოგიწევთ გააფთრებული კამათი, რომელიც დიდ დარტყმას მიაყენებს თქვენს, როგორც პატიოსანი მეწარმისა და წესიერი მოქალაქის, რეპუტაციას. ახალგაზრდა ქალისათვის ეს სიზმარი მიმანიშნებელია, რომ საკუთარი ეგოიზმი და სიძუნწე ჩააგდებს ძალიან უსიამოვნო სიტუაციაში