EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« სიზმრების ახსნა / dream explanation - ნ - »
კატეგორია: სიზმრის ახსნაავტორი: admin
თარიღი: 2016-08-08 13:44:17
სიზმრების ახსნა / dream explanation - ნ -
ა - ბ - გ - დ - ე - ვ - ზ - თ - ი - კ - ლ - მ - ნ - ო - პ - ჟ - რ - ს - ტ - უ - ფ - ქ - ღ - ყ - შ - ჩ - ც - ძ - წ - ჭ - ხ - ჯ - ჰ
ნადირობა - ნადირობა სიზმარში სიმბოლოა შეუსრულებელ გეგმათა განხორციელებისა. ნაკვალევს გაყოლა და ნადავლის მოპოვება ნიშანია წინააღმდეგობათა წარმატებით დაძლევისა. თუ სიზმარში ნადირობისას არ გაგიმართლათ–მალე მიიღებთ არასწორ გადაწყვეტილებებს, რომლებიც თქვენს საქმიან ურთიერთობებს შეეხებიან და დაზარალდებით. სიზმარში მონადირეების მხიარული შეძახილების გაგება ნიშნავს, რომ ბედი კეთილგანწყობილი იქნება თქვენ მიმართ
ნავი - ნავზე სინათლის ნახვა, თუ წყალი სუფთაა–ბრწყინვალე პერსპექტივის ნიშანია. თუ წყალი მღელვარეა–ეს სიზმარი მოასწავებს უსიამოვნო ცვლილებებს. თუ თქვენ მხიარულ კომპანიასთან ერთად ჩასხდებით ნავში, ყოველგვარი თავგადასავლების გარეშე–თქვენს თავზე ბედნიერების წვიმა წამოვა. უბედურია ის ადამიანი, ვინც სიზმარში ხედავს, თუ როგორ ვარდება მღელვარე წყალში ნავის ბორტიდან
ნათესავი (ბიჭი) - თუ თქვენი ნათესავი სიზმარში ჯანმრთელი და სიცოცხლით სავსეა–გამდიდრდებით; წინააღმდეგ შემთხვევაში უსიამოვნებები გელით. თუ ქალს დაესიზმრა ნათესავი, ბედი მას გამოცდას უმზადებს
ნათლობა, მონათვლა - თუ თქვენ სიზმარში ნახავთ ნათლობის ცერემონიას, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაიმყარებთ თქვენს რეპუტაციას, უფრო დამაჯერებლად იდგებით თქვენს შეხედულებებზე, მოიპოვებთ მეგობრების პატივისცემას. თუ სიზმარში თავად ინათლებით, ცხადში გელით დამცირება, მაგრამ მედგრად გაუმკლავდებით სხვების საკეთილდღეოდ.
თუ ხედავთ იოანეს მიერ ქრისტეს მონათვლას იორდანიაში–გიდგებათ სულიერ სიცარიელესთან ბრძოლის პერიოდი და თქვენ გააკეთებთ არჩევანს ახლობლების წინაშე ვალდებულებასა და ფარული ოცნების შესრულებას შორის, რომელიც უკავშირდება მდგომარეობისა და სიმდიდრის პატივმოყვარულ სურვილს
ნაკადული - სიზმარში ნაკადული მკვეთრ შთაბეჭდილებებს ნიშნავს. თუ ნაკადული წყალუხვია, თქვენ სანერვიულო გაგიჩნდებათ. დამშრალი ნაკადული იმედგაცრუებას მოასწავებს, მაგრამ ბედი დაკარგულის დასაბრუნებლად შანსს გაძლევთ
ნაკაწრი - თუ გესიზმრებათ, რომ ვინმეს კაწრავთ, ეს გარშემომყოფთა მიმართ თქვენს გადამეტებულ გაღიზიანებულობაზე მიუთითებს. თუ სიზმარში თქვენ დაგკაწრეს, ცხადში ვიღაც შეეცდება ჩირქი მოგცხოთ
ნაკელი - ნაკელის გროვა კარგი ნიშანია, განსაკუთრებით მეწარმეთა და მიწათმოქმედთათვის. ის მოასწავებს წარმატებულ გარიგებასა და უხვ მოსავალს. თუ ასეთი სიზმარი დაესიზმრა გოგონას, იგი წარმატებულად გათხოვდება
ნაკვერჩხლები - გავარვარებული, კაშკაშა ნაკვერჩხლები ნიშნავენ სასიამოვნო ცვლილებებს; თუ სიზმარში ნაკვერჩხლებს ურევთ–გელით უზარმაზარი სიხარული ჩამქრალი ნაკვერჩხალი გულგატეხილობას მოასწავებს
ნაკლი, მანკი - თუ თქვენ თავს სიზმარში ნაკლიან ადამიანად ხედავთ, ცხადში ბოროტი ჩანაფიქრები გაგიჩნდებათ და თქვენი რეპუტაცია ეჭვქვეშ დადგება. თუ მანკიერი ადამიანები გესიზმრებათ, ბედი თქვენი ახლობლების მიმართ მკაცრი იქნება
ნალი - მთლიანი ნალი წარმატების ნიშანია, გატეხილი–პირიქით. თუ დაგესიზმრათ ღობეზე მიჭედებული ნალი–მოულოდნელი, დიდი წარმატება გელოდებათ. თუ თქვენ ნალი იპოვნეთ და აიღეთ, მოულოდნელად დიდი თანხა გექნებათ
ნამსხვრევები - ნამსხვრევები თქვენს სხეულში უსიამოვნებას გიქადით, რომელსაც სხვები გიქმნიან. თუ ფეხი გაიჭერით ბასრი ნამსხვრევით–უსიამოვნო ადამიანის ვიზიტი გელით, ზოგჯერ კი საქმის გაუარესებას ნიშნავს
ნამცხვარი - თუ სიზმარში ნამცხვარს მიირთმევთ–იცოდეთ, გარემოცვაში არაკეთილმოსურნე ხალხი გყავთ, რომლებიც თქვენთვის ზიანის მოყენებას ცდილობენ. თუ გოგონას დაესიზმრა, რომ მან ნამცხვრები გამოაცხო, ცხადში შეიძლება საკუთარი ქარაფშუტობის გამო დაზარალდეს
ნანგრევები - ნანგრევები რთულ სამუშაოს მოასწავებენ, რომლის შედეგიც ძალზე უმნიშვნელო იქნება. თუ ნანგრევები შეყვარებულებს ესიზმრებათ, ერთ–ერთი მათგანი თავის პირობას დაარღვევს. მიწათმოქმედი ასეთი სიზმრის შემდეგ დაკარგავს მოსავალს. ერთი სიტყვით, თუ ძველებური შენობის ნანგრევები გესიზმრებათ, შორეულ ქვეყანაში მოგზაურობა მოგიწევთ, მაგრამ, სამწუხაროდ მარტოობაში
ნარდი - ნარდის თამაში სიზმარში ნიშნავს, რომ თქვენ ვიღაცას ესტუმრებით, სადაც არც თუ სიამოვნებით შეგხვდებიან, თუმცა თქვენი გულკეთილობა დაგეხმარებათ, აღადგინოთ მეგობრული ურთიერთბები. თუ სიზმარში თქვენ აგებთ ნარდში–წარუმატებლობა იქნება თქვენი თანამგზავრი ყოველგვარი ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდება
ნარკოტიკები - თუ თქვენ სიზმარში ნარკოტიკს მოიხმართ, ე.ი. გაქვთ ხალხზე ზემოქმედების უნარი და გაფრთხილდით. თუ ვიღაცას უშლით ხელს ნარკოტიკის მიღებისას–ხალხს სიხარულს ჩუქნით და ბევრ კარგ საქმეს აკეთებთ.
თუ ვიღაცას აძლევთ ნარკოტიკს, ნიშნავს მცირე გაუგებრობას რომლიმე ახლობელთან. თუ გესიზმრათ, რომ თქვენი შეყვარებული ცხოვრებაზე იმედგაცრუების გამო მიეძალა ნარკოტიკს–გელით წარუმატებლობა საქმეში და მეგობრებთან წინააღმდეგობანი
ნარჩენები - ნარჩენები პირადი ხასიათის გაფუჭებას მოასწავებენ; ხშირად ეს მაუწყებელია წარუმატებლობებისა საქმის დასაწყისისას.
ნაქარგი - თუ ქალი თავის თავს ხედავს ნაქარგობასთან, ეს ნიშნავს, რომ ის თავისი ტაქტიანობით მალე მიიპყრობს ყურადღებას. ამით ის შეძლებს, წარმოაჩინოს თავისი შესაძლებლობები–აკეთოს ყველაფერი საუკეთესოდ, რასაც ხელს მოკიდებს. ცოლიანი მამაკაცისათვის ნაქარგობის ნახვა კარგი ნიშანია: მის ოჯახში მალე გამოჩნდება ახალი წევრი. შეყვარებული ბიჭისათვის ეს მიმანიშნებელია ჭკვიან და ყაირათიან გოგონაზე დაქორწინებისა
ნაღები, კრემი - თუ სიზმარში ათქვეფილ ნაღებს გაწვდიან, თქვენ სიმდიდრე და პროფესიული წარმატება გელით. გლეხებს ეს სიზმარი კარგ მოსავალს და ოჯახურ ბედნიერებას ჰპირდება, შეყვარებულებს კი სწრაფ დაქორწინებას
ნაყიდი, ნავაჭრი - თუ სიზმარში რაიმეს ყიდულობთ, ეს მოგებისა და სასიამოვნო მოვლენების მაუწყებელია
ნაცნობები - თუ დაგესიზმრათ, რომ შეხვდით ნაცნობს და მხიარულად საუბრობთ მასთან, ეს მიგანიშნებთ საქმეებში წარმატებაზე, ოჯახში მცირე უთანხმოების ფონზე; მაგრამ თუ თქვენ კამათობთ ან თქვენი საუბარი ხმამაღალია–ცხადში გელით დამცირება და ჩხუბი. თუ შეხვედრისას გრძნობთ უხერხულობას, ან გესიზმრებათ, რომ თქვენი შეხვედრა უადგილოა–დამნაშავე იქნებით უკანონო გარიგებაში, მეორე მხარე კი, ყოფილ საიდუმლოს აქცევს საზოგადოების საკუთრებად.
თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში ხედავს რამდენიმე ნაცნობს ერთად, ასეთი სიზმარი ჰპირდება მას სიყვარულს, რომლის მოპოვების შემდეგ არასოდეს დაინანებს მასზე დახარჯულ ენერგიას. თუ სიზმარში მისი ნაცნობების წრე ფართო არ არის, მას ელის უინტერესო და ნაცრისფერი ცხოვრება. სიზმარში ნაცნობების ნახვის შემდეგ შეიძლება შეხვდეთ მათ ან გაიგოთ რაიმე მათ შესახებ
ნაძვის ხე - სიზმარი ნაძვის ხეზე სასიხარულო მოვლენის მაუწყებელია. თუ გესიზმრებათ, რომ ნაძვის ხიდან სათამაშოებს ხსნიან–დღესასწაულს სამწუხარო მოვლენები შეენაცვლებიან
ნაწლავები, კუჭ–ნაწლავი - თუ გესიზმრებათ ნაწლავები, ეს გაფრთხილებთ–თავს დაგატყდებათ სასიკვდილო საფრთხე–შეიძლება დაკარგოთ მეგობარი. თქვენი ნაწლავის ნახვაც ავადმყოფობასთან დაკავშირებულ საფრთხეზე მიგითითებთ, რომელიც იმოქმედებს მეგობრებთან ურთიერთობაზე. შესაძლებელია სერიოზული დანაკარგიც და აგრეთვე, მრავალი მცირე უსიამოვნება.
თუ დაგესიზმრათ, რომ მუცელს ითბობდით რადიატორთან და დაიწვით, გქონდათ უსიამოვნო განცდა და ითხოვდით შველას, გელით მოულოდნელი უბედურება ან უკურნებელი სენი. თუ ცდილობთ, თავი დააღწიოთ ამ საშინელ მდგომარეობას, ამით უფრო მიუმატებთ თქვენს თავს უსიამოვნებებს და ასე იქნება მანამ, სანამ თქვენ არ გაძლიერდებით სულიერად და მედგრად არ შეხვდებით ფათერაკებს
ნახერხი - ნახერხი სახლში აშლილობას გიქადით, რომელიც გამოუსწორებელი შეცდომით არის გამოწვეული
ნახირი - საქონლის ნახირი მწვანე მინდორზე–კეთილდღეობის ნიშანია. გამხდარი და ჭუჭყიანი ცხოველები–ცხადში სიღარიბეს და უიმედობას მოასწავებენ. თქვენ მყარი დასაყრდენი უნდა ეძებოთ.
თუ საქონლის ნახირი დამფრთხალი გარბის, თქვენი კარიერა საფრთხის წინაშე დადგება და ძალზე დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ მდგომარეობის გადასარჩენად. თუ დაგესიზმრათ, რომ ძროხას წველით–ცხადში დიდძალი ქონების პატრონი გახდებით. თუ ქალს დაესიზმრა ასეთი სიზმარი, იგი ისეთ ადამიანს შეხვდება, რომელიც მისი სიყვარულის ღირსია.
თუ ხბო დედის რძეს წოვს, ეს ნიშნავს ან შეყვარებულის დაკარგვას, ან ეს ადამიანი ძალზე აყოვნებს თავისი გრძნობების გამომჟღავნებას. ბევრი ხბო სიზმარში საყოველთაო სიყვარულსა და ლამაზი ქალის კეთილგანწყობას მოასწავებს. მაგრამ თუ ხბოები ცუდად გამოიყურებიან–თქვენ უფრო გაგიჭირდებათ თქვენი მიზნების ასრულება. გრძელრქებიანი ან შავი ხბოები მტრების გაჩენას მოასწავებს.
ნაჯახი - ნაჯახის დასიზმრება მიგანიშნებთ, რომ თქვენი ბედნიერება და კეთილდღეობა მთლიანად თქვენს ხელშია. თუ გესიზმრებათ ადამიანი, რომელსაც ხელში ნაჯახი უჭირავს–თქვენ ბევრი მხიარული მეგობარი გეყოლებათ. ქალს ასეთი სიზმარი უქადის არა მდიდარ, მაგრამ საკმაოდ ღირსეულ ქმარს. გატეხილი ან დაჟანგული ნაჯახი–ავადმყოფობა და დანაკლისია
ნეკნები - თუ სიზმარში ნეკნები დაგესიზმრათ, სიდუხჭირე და სიღარიბე არ აგცდებათ
ნეკროლოგი - ნეკროლოგის ნახვა ნიშნავს, მძიმე და უსიამოვნო მოვალეობებს. თუ თქვენ ყურადღებით კითხულობთ ნეკროლოგს, ცუდ ამბებს შეიტყობთ შორი გზიდან
ნემსი - ნემსის ხმარება სიზმარში მოახლოებული მწუხარების ნიშანია, რომელსაც განიცდით თქვენი ახლობელი ადამიანის სიმპათიის დაკარგვის გამო. ნახვა, თუ როგორ უყრით ნემსში ძაფს, ნიშნავს, რომ საკუთარზე მეტად სხვების პრობლემებით ხართ დატვირთული. ნემსის ძებნა–ნიშანია ტყუილი შიშისა. ნემსს თუ იპოვით, ე.ი. შეიძენთ ახალ მეგობარს, რომელსაც ეყვარებით და პატივს გცემთ. გატეხილი ნემსი–სიმარტოვისა და სიღარიბის ნიშანია
ნესვი - ნესვი ნიშნავს ცუდ ჯანმრთელობასა და ბიზნესის ცუდ განვითარებას. სიზმარში ნესვის ჭამა ნიშნავს, რომ რომელიღაც წინდაუხედავი მოქმედება შეგაშფოთებს. თუ თქვენ ხედავთ ნესვსს ბაღის კვლებში, ე.ი. უსიამოვნებები მოულოდნელად შემოტრიალდებიან თქვენს სასიკეთოდ
ნიანგი - თუ გესიზმრებათ ეს სისხლისმსმელი არსება, ე.ი. გემუქრებათ ტყუილი ყველაზე ახლო მეგობრისაგან, მტრებიც ყოველ კუთხეში დაგიყარაულდებიან. თუ თქვენ ნიანგის ზურგსუკან გაივლით–გელით უსიამოვნებანი, რომლებთანაც დამოუკიდებლად მოგიწევთ ბრძოლა და წარმატებით გაუმკლავდებით. იყავით ყურადღებით–ყველაზე ახლო მეგობარსაც კი ნუ გაუხსნით გულს
ნიახური - ნიახურის დიდი კონა ნიშნავს, რომ მალე თქვენ ძალაუფლებას მოიპოვებთ და დიდი წარმატება გელოდებათ. დამპალი და დამჭკნარი ნიახური მოვლენების სამწუხარო შემობრუნებას მოასწავებს. თუ სიზმარში ნიახურს მიირთმევთ, ვიღაცის უსაზღვრო სიყვარულსა და ერთგულებას მოიპოვებთ. თუ გოგონა ნიახურს საყვარელ ადამიანთან ერთად მიირთმევს, მას დიდძალი მემკვიდრეობა ელის
ნიმუშები - თუ სიზმარში საქონლის ნიმუშებს მიიღებთ სავაჭროდ, საქმე კარგად წაგივათ; თუ მოგზაურს ესიზმრება, რომ მან კოლექციისათვის შეგროვილი ნიმუშები დაკარგა, ცხადი გახდება, რომ რეალურ ცხოვრებაში იგი დაიბნა საქმეებში ან სასიყვარულო ურთიერთობებში. თუ ქალი სიზმარში ხედავს მისთვის გამოგზავნილი საქონლის ან ხელოვნების საგანთა ნიმუშებს, მალე მას მშვენიერი შესაძლებლობა ექნება, რათა გაამრავალფეროვნოს თავისი დასვენება
ნიმფა - წმინდა წყალში მობანავე ნიმფა გიწინასწარმეტყველებთ გართობას, ყველა სხვა შემთხვევაში ნიმფების დასიზმრება იმედგაცრუების ნიშანია. თუ გოგონას ესიზმრება ნიმფების ბანაობა–ბედის კეთილგანწყობას მოასწავებს, თუმცა სიხარული საეჭვო იქნება. თუ გოგონა ნიმფაში საკუთარ თავს ხედავს, ე.ი. თავის სილამაზეს ის ეგოისტური მიზნებისათვის იყენებს, რითაც მამაკაცებს იმედებს უცრუებს
ნიორი - თუ სიზმარში ნივრის თესვით ხართ დაკავებული, ცხადში სიღარიბის შემდეგ უეცრად დიდ სიმდიდრეს მიაღწევთ. გოგონას ეს სიზმარი გარიგებით ქორწინებას უქადის. თუ სიზმარში ნიორს მიირთმევთ, ცხადში მაღალ იდეალებს მოსახერხებელი ცხოვრებისეული პოზიციით შეცვლით
ნიჟარები - თუ სიზმარში ნიჟარებს აგროვებთ–დაფიქრდით თქვენი ხასიათის იმ თვისებაზე, რასაც ზედმეტი ხელგაშლილობა ფლანგველობა ჰქვია, და არამარტო ფულის, არამედ დროისაც. თუ ფეხქვეშ ბევრ ლამაზ ნიჟარას ხედავთ–თქვენი ძალისხმევა უკვალოდ არ ჩაივლის
ნისლი - სიზმარში თუ ნისლში ხართ გახვეული, გელით საეჭვო გამარჯვება და უსიამოვნებები ოჯახში. თუ ნისლი იფანტება–თქვენი წარუმატებლობა ხანმოკლე იქნება. თუ ხალხი თავს აღწევს ნისლს, ცხადში წარმატებას მიაღწევთ სხვების უბედურების ფასად
ნიღაბი - თუ სიზმარში ატარებთ ნიღაბს, ეს ნიშნავს ურთიერთობის დროებით გართულებას თქვენთვის ძვირფას ადამიანთან, ხოლო რჩევები, რომელსაც თქვენ მისცემთ მას, არასწორად იქნება გაგებული. ერთი სიტყვით, ამ დროებითი დაშორებით თქვენ სარგებელს მიიღებთ.
თუ ნიღაბში სხვები არიან–წააწყდებით სიცრუესა და შურს. თუ უბრალოდ ნიღაბს ხედავთ–გელით ღალატი და საქმეების წახდენა. ახალგაზრდა ქალისათვის ნიღბის გაკეთება იმის მაუწყებელია, რომ ის მოატყუებს მისდამი მეგობრულად განწყობილ ადამიანს. თუ ქალი იცლის ნიღაბს, ან ხედავს, ამას სხვები აკეთებენ, ეს ნიშნავს, რომ მისი თვალის ახელის მცდელობა წარუმატებელი იქნება. ასეთი სიზმრები გახსენებენ, რომ მორიდებული იყოთ
ნიშადურის სპირტი - თუ დაგესიზმრათ ნიშადურის სპირტი, უკმაყოფილო იქნებით თქვენი მეგობრის საქციელით, რასაც შეიძლება მოჰყვეს ჩხუბი, ურთიერთობის გაწყვეტა. თუ გოგონა ნახავს ასეთ სიზმარს–შეიძლება შეცდეს მასში, ვინც მეგობრად მიაჩნდა
ნიშნობა - ნიშნობა სიზმარში ახალნაცნობობას, მეგობრებს გპირდებათ
ნიშნობის ბეჭედი - ქალისათვის გაწმენდილი, მბზინავი ნიშნობის ბეჭდი იმის ნიშანია, რომ მის ცხოვრებაში ღალატსა და წინააღმდეგობებს ადგილი არ ექნება.
თუ ბეჭედი დაგეკარგათ ან გაგიტყდათ, მწუხარე ცხოვრება გელოდებათ. თუ თქვენი მეგობრის თითზე წამოცმული ნიშნობის ბეჭედი გესიზმრათ, ვიღაცის დაპირებას სერიოზულად არ მიიღებთ; ასეთი სიზმარი სულიერ სიღრმეზე მიანიშნებს
ნიჩაბი - ნიჩბის დასიზმრება ნიშნავს, რომ გამოგიჩნდებათ რაღაც შრომატევადი, მაგრამ სასიამოვნო საქმე. გატეხილი ნიჩაბი–იმედების მსხვრევაა
ნიძლავი - სიზმარში ნიძლავის დადება ცხადში მიზნის მიღწევისათვის შეუფერებელი ქმედებების გამოყენებას ნიშნავს. წაგებული სანაძლეო იმ ზარალზე მიანიშნებს, რომელსაც თქვენი ნათესავი მოგაყენებთ. თუ სიზმარში უარს ამბობთ ნიძლავის დადებაზე ცხადში მოვლენები თქვენს საწინააღმდეგოდ წარიმართება, ხოლო პირიქით, თუ მოიგებთ ნიძლავს, ბედისწერა კვლავ თქვენკენ შემობრუნდება
ნოტარიუსი - სიზმარში ნოტარიუსის ნახვა ნიშნავს, რომ სასამართლო პროცესი გელით; გარდა ამისა, სიზმარი მოასწავებს დაუკამყოფილებელ სურვილებს და საიდუმლო ჩანაფიქრს. თუ ქალმა მიმართა ნოტარიუსს, იგი რისკის ფასად სასწორზე დადებს თავის რეპუტაციას
ნუში - ნუში სიზმარში კარგის მაუწყებელია. ის აღნიშნავს კარგ მდგომარეობას, შემატებას, თუმცა ბედნიერება შეიძლება მალე შეცვალოს მწუხარებამ. თუ ნუშის ნაყოფი გაფუჭებულია, დასახულ მიზანს ვერ მიაღწევთ, თუნდაც გარემოებები იშვიათად წარმატებულად განვითარდეს