EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« სიზმრების ახსნა / dream explanation - პ - »
კატეგორია: სიზმრის ახსნაავტორი: admin
თარიღი: 2016-08-08 16:41:48
სიზმრების ახსნა / dream explanation - პ -
ა - ბ - გ - დ - ე - ვ - ზ - თ - ი - კ - ლ - მ - ნ - ო - პ - ჟ - რ - ს - ტ - უ - ფ - ქ - ღ - ყ - შ - ჩ - ც - ძ - წ - ჭ - ხ - ჯ - ჰ
პამიდორი - პამიდვრის ჭამა გამოჯანმრთელებას ნიშნავს. პამიდორი ბოსტანში–ბედნიერ ოჯახს გპირდებათ
პანორამა - სიზმარში ნანახი პანორამა პროფესიის ან ადგილსამყოფელის შეცვლაზე მეტყველებს. ეს ასევე მიგანიშნებთ, რომ საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება გაკლიათ
პანტერა - თუ სიზმარში პანტერას დანახვაზე შიშის გრძნობა შეგიპყრობთ, მოემზადეთ თქვენთვის უმნიშვნელოვანესი საქმიანი კონტრაქტის დარღვევისათვის. თუ პანტერა მოკალით–საქმეში წარმატება გარანტირებული გაქვთ, უფრო მეტიც, ბედის წყალობა თქვენს გარემომცველ ადამიანებზეც გადავა.
თუ სიზმარში პანტერა გესხმით თავს, თქვენი საქმიანი პარტნიორი თავის დანაპირებს არ შეასრულებს. სიზმარში პანტერას გამყინავი ყვირილი იმაზე მიანიშნებს, რომ გელით არასასიამოვნო ინფორმაცია თქვენი ფინანსური მდგომარეობის შესახებ და თქვენი ავტორიტეტი საზოგადოების თვალში შეირყევა. ამავე დროს, რაც მეტად შეგეშინდებათ სიზმარში, მით უფრო გაგიჭირდებათ შექმნილი სიტუაციიდან გამოსვლა
პანტომიმა - თუ გესიზმრებათ, რომ უყურებთ პანტომიმას, მეგობრებისაგან მოტყუებას ელოდეთ. თუ თავად მონაწილეობთ პანტომიმაში, ცხადში შეურაცხყოფას მოგაყენებენ ან დაუმსახურებელ ბრალდებას წაგიყენებენ; მოსალოდნელია უსიამოვნებანი საქმიან ურთიერთობებშიც
პარაზიტები - თუ გესიზმრებათ შემაწუხებელი პარაზიტები, მაშინ თქვენს ცხოვრებაში თავს იჩენს დამანგრეველი ფაქტორი. თუ სიზმარში პარაზიტები ვინმე სხვას აწუხებენ–რაღაც არასასიამოვნო ამბავი დიდი ხნით გამოგიყვანთ მწყობრიდან
პარიკი - სიზმარში პარიკის ნახვა თქვენი ცხოვრებისა და მდგომარეობის შესაცვლელად გაწეული ქმედებების არასასიკეთო დასასრულს მოასწავებს; თუ სიზმარში პარიკი დაკარგეთ, მტრების დაცინვის ობიექტი გახდებით. პარიკიანი ადამიანები სიზმარში იმის მაუწყებელია, რომ თქვენ სიცრუის ხლართებში ხართ
პარიკმახერი - პარიკმახერი სიზმარში იმის ნიშანია, რომ საქმეში თქვენი პრინციპულობა და კეთილსინდისიერება წარმატებას მოგიტანთ. თუ გოგონას ესიზმრება პარიკმახერი, ე.ი. მისი კეთილდღეობა მხოლოდ გარეგნული, მოჩვენებითია და ცხოვრებისაგან კმაყოფილებას ვერ მიიღებს.
თუ სიზმარში პარიკმახერთან მიდიხართ–გელოდებათ სენსაციური თავგადასავალი, რომლის უშუალო მონაწილეც თქვენ იქნებით. ქალს ასეთი სიზმარი ოჯახში უსიამოვნებებს უქადის და ამაში იგი თავადაა დამნაშავე. პარიკმახერის მიერ გაკეთებული ლამაზი ვარცხნილობა უმნიშვნელო მოვლენებისადმი ქარაფშუტულ სწრაფვას მოასწავებს
პარკი (ბაღი) - მოვლილი პარკი სიზმარში სიხარულსა და გართობას მოასწავებს. თუ პარკში მამაკაცთან ერთად სეირნობთ–ბედნიერი ქორწინება გელით. მოუვლელი, მიტოვებული პარკი–მოვლენების მოულოდნელ და არასასიამოვნო შემობრუნებას ნიშნავს
პარმაღი- - თუ გესიზმრებათ პარმაღი, ე.ი. თქვენ მონაწილეობას მიიღებთ რაღაც ახალ საქმეში, თქვენი მომავალი კი გაურკვეველი დარჩება. თუ ახალგაზრდა გოგონას ესიზმრება, რომ თავის რჩეულთან ერთად დგას პარმაღთან, ე.ი. მას ეჭვი ეპარება მის პატიოსნებაში. თუ აშენებთ პარმაღს, ეს ნიშნავს, რომ თქვენ თავზე იღებთ ახალ ვალდებულებას
პასუხისმგებლობა - საპასუხისმგებლო სამუშაო სიზმარში ცხადში ნიშნავს უმნიშვნელო წარმატებებს სავაჭრო და სამართლებრივ სფეროში; თუ სიზმარში ხართ დიდი ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირი–თქვენი რისკიანი ჩანაფიქრი წარმატებით განხორციელდება
პატარძალი - გოგონა, რომელსაც ესიზმრება, რომ პატარძალი გახდა, მიიღებს მდიდარ მემკვიდრეობას; მაგრამ თუ სიზმარში მას აწუხებს გათხოვების პერსპექტივა–ელის იმედგაცრუება. თუ რეალურ პატარძალს ესიზმრება, რომ იგი გულგრილია მომავალი ქმრის მიმართ, ე.ი. მისი ცხოვრების დასაწყისი წინააღმდეგობებით იქნება სავსე.
თუ სიზმარში პატარძალს აკოცეთ, აუცილებლად შეურიგდებით მეგობრებს. თუ პატარძალმა გაკოცათ, ჯანმრთელობას ნიშნავს. გამორიცხული არ არის, რომ თქვენმა მეგობარმა ქალმა მემკვიდრეობა მიიღოს. თუ გესიზმრებათ, რომ პატარძალი სხვებს კოცნის–გელით ახალი მეგობრობა და მრავალი სასიამოვნო რამ.
თუ პატარძალს კოცნისას ამჩნევთ, რომ ის დაღლილი და უკმაყოფილოა,–წარმატებები, რომელსაც თქვენ აღწევთ, სიხარულს ვერ მოგიტანთ და მეგობართა საქციელითაც უკმაყოფილო დარჩებით
პატიების თხოვნა (პატიება) სიზმარში თუ იძულებული ხართ პატიება ითხოვოთ იმ ქმედებისათვის, რომელიც არ ჩაგიდენიათ, ცხადში თქვენი საქმეების გამო ნერვიულობა მოგიწევთ. თუ დანაშაული მაინც ჩაიდინეთ–შეეცდებით გაერკვეთ ამ სიტუაციაში. თუ სიზმარში პატიება მიიღეთ, ცხადში წარუმატებლობის პერიოდი დამთავრდება და წარმატების დრო დაგიდგებათ
პატიმარი, ტუსაღი - სიზმარში ტუსაღის ნახვა უბედურების, კატასტროფისა და ცუდი ახალი ამბების მაუწყებელია.
თქვენი თავი ნახოთ პატიმრად–შეგაშფოთებთ რაღაც საქმე, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, შეძლებთ გაუგებრობის თავიდან აცილებას ან შეცდომების გამოსწორებას. თუ ახალგაზრდა ქალი თავის შეყვარებულს ხედავს ტუსაღის ტანსაცმელში–ცხადში მას ექნება მის სიყვარულში ეჭვის შეტანის საფუძველი
პატრონი, მეპატრონე - თუ თქვენ მეპატრონე გყავთ სიზმარში, ეს თქვენი არაკომპეტენტურობის ნიშანია, რის გამოც ხელმძღვანელ თანამდებობას ვერ დაიკავებთ. თუ დაგესიზმრათ, რომ რაიმე ქარხნის მეპატრონე გახდით, ე.ი. თქვენი უნარები დაფასდება, ხოლო თქვენ მაღალ თანამდებობას მიიღებთ
პელიკანი - პელიკანი იმის ნიშანია, რომ წარმატებები და წარუმატებლობები ცხადში ერთმანეთს შეენაცვლებიან, თუ თქვენ სიზმარში პელიკანი დაიჭირეთ, სევდიან გრძნობებს მოერევით. თუ სიზმარში კლავთ პელიკანს–სინამდვილეში გარემომცველთა უფლებებს უხეშად დაარღვევთ. მფრინავი პელიკანი ბედისადმი შეგუების მაჩვენებელია
პენსია, შემწეობა - თუ დაგესიზმრათ, რომ პენსიას იღებთ–გექნებათ მეგობრის მხარდაჭერა. თუ პენსიის მისაღებად დიდი ძალისხმევის დახარჯვა გიწევთ და მაინც ვერ ღებულობთ, ცხადში სამუშაოს ან კარგ მეგობარს დაკარგავთ
პეპელა - სიზმარში მწვანე ბალახებსა და ყვავილებში მფრინავი პეპლის ნახვა ძალიან კარგი ნიშანია–სიმდიდრისა და კეთილდღეობის მომასწავებელი. ეს სიზმარი მიგითითებთ, რომ მალე მიიღებთ ამბავს მისგან, ვისთანაც დაცილებული ხართ. ახალგაზრდა ქალისათვის ეს სიზმარი ბედნიერი სიყვარულის ნიშანია, რომელსაც მტკიცე ოჯახის შექმნა მოჰყვება
პერანგი - თუ სიზმარში პერანგს იცმევთ, ცხადში თქვენს საყვარელ ადამიანს თქვენზე გული აუცრუვდება და ეს თქვენი თავქარიანობის ბრალი იქნება. თუ პერანგი რაიმეთია დასვრილი–ავადმყოფობა გელით. პერანგის დაკარგვა ცხადში უსინდისო საქციელის ჩადენას ნიშნავს; დახევა–უბედურების ნიშანია. ეს სიზმარი იმასაც ნიშნავს, რომ ბოროტი ადამიანები ცხოვრებას გაგიმწარებენ
პიკნიკი - პიკნიკი სიზმარში წარმატებისა და სიხარულის ნიშანია, განსაკუთრებით თუ ეს ახალგაზრდებს ესიზმრებათ. პიკნიკის დროს მოულოდნელი შეფერხებები და ჭექა–ქუხილი–მატერიალურ მოგებას მოგიტანთ; გაგიმართლებთ ასევე საქმესა და სიყვარულში
პინცეტი - პინცეტი ძალზე უხერხულ სიტუაციას მიანიშნებს და იგი თქვენ ბევრ უსიამოვნებას მოგიტანთ. მოერიდეთ მეგობრებს, ისინი უღირსად მოგექცევიან
პირამიდა - პირამიდები დიდი ცვლილებების მომასწავებელია, სიზმარში პირამიდებზე ასვლა მოსალოდნელია მოგზაურობის მიმანიშნებელია. ამ მგზავრობაში მარტო წახვალთ და თქვენს ჩანაფიქრებს განახორციელებთ. გოგონას ეს სიზმარი აფრთხილებს იმაზე, რომ მისი მომავალი საბედო უღირსი კაცი აღმოჩნდება. პირამიდების საიდუმლო ცხადში სიყვარულში გამართლებას მოასწავებს. მისი ამოხსნით თქვენ კიდევ უფრო სრულყოფილად შელებთ ამ ხელოვნების დაუფლებას
პირღებინება - თუ სიზმარში გაღებინებთ, ცხადში ავადმყოფობა ან უსიამოვნო სკანდალური ისტორია გელით. სისხლიანი ღებინება–ავადმყოფობაა. თუ დაგესიზმრათ, რომ ვინმეს გული ერევა–ის ადამიანები, ვისაც ენდობით და გიყვართ, გიღალატებენ და მიხვდებით, რომ ისინი თქვენ მიმართ გულწრფელნი არ არიან. თუ ქალმა ფანტასტიკურ სიზმარში ნახა, ღებინებასთან ერთად ბარტყებიც გამოფრინდებიან, მისი ოცნებები და იმედები გაცრუვდება
პირშუშხა - თუ პირშუშხა დაგესიზმრათ, მოგიწევთ თქვენი დონის ხალხთან ურთიერთობა. თუ პირშუშხათი რაიმე საჭმელს კმაზავთ–ცხადში მეგობრული გათამაშების ობიექტი გახდებით
პისტოლეტი - პისტოლეტი სიზმარში უბედურებას მოასწავებს. თუ პისტოლეტი, რომელიც სიზმარში ნახეთ, თქვენ გეკუთვნით, ცხადში თქვენს ამაღლებულ გრძნობებს არ უწერიათ ასრულება და ამის მიზეზი თქვენთვის ჩვეული აფორიაქება იქნება.
პისტოლეტიდან სროლა ნიშნავს, რომ თქვენ შური გიღრღნით გულს და ცდილობთ სამაგიეროს გადახდას იმ ბოროტებისათვის, რომელიც რეალურად თქვენთვის არ მოუყნებიათ. თუ სიზმარში პისტოლეტზე ლაპარაკობენ, ცხადში შეძლებთ თქვენ წინააღმდეგ მომართული არასასიამოვნო საუბრების დროულად აღკვეთას
პისუარი - პისუარი სიზმარში სახლში უწესრიგობისა და არეულობის ნიშანია
პლანეტა - თუ პლანეტა გესიზმრებათ, მძიმე მოგზაურობა და სამუშაო გელით
პოლარული დათვი - პოლარული დათვი მოასწავებს სიცრუეს, უბედურებას, რომელიც სიკეთის ნიღბით გამოგეცხადებათ. თქვენი მტრები საუკეთესო მეგობრებად მოგევლინებიან და სანამ თქვენ გაერკვევით, შეეცდებიან ზიანი მოგაყენონ. პოლარული დათვის ტყავი–კარგი წინასწარმეტყველებაა. თქვენ გადალახავთ ყველა წინააღმდეგობებს და დროულად გაანადგურებთ მტრებს
პოლიტიკოსი - თუ დაგესიზმრათ, რომ ურთიერთობა გაქვთ ცნობილ პოლიტიკოსთან, ცხადში გემუქრებათ უინტერესო ადამიანებთან დროის ტყუილი ფლანგვა. თუ პოლიტიკურ დებატებში ხართ ჩართული, ე.ი. ვიღაც მოხერხებულად იყენებს თქვენ წინააღმდეგ რაღაც გაუგებრობას ან თქვენს ცუდ განწყობილებას. თუ გოგონა სიზმარში დაინტერესდა პოლიტიკოსით, უნდა უფრთხილდეს მოტყუებას
პოლიცია - პოლიციელის დასიზმრება ნიშნავს, რომ მაღალი მდგომარეობის მქონე პირები შეგავიწროვებენ. თუ პოლიციამ დაგაპატიმრათ იმ დანაშაულისათვის, რაც თქვენ არ ჩაგიდენიათ, ცხადში მოწინააღმდეგეებზე გაიმარჯვებთ. თუ სიზმარში სამართლიანად დაგაპატიმრეს ჩადენილი დანაშაულისათვის, ცხადში მძიმე პერიოდი დაგიდგებათ და უსიამოვნებები ერთმანეთს მიჰყვებიან. თუ თავდებით გამოგიშვეს, თქვენი ცხოვრება არასტაბილური იქნება
პოლიციის აგენტი, მაძებარი - თუ სიზმარში მაძებარი გითვალთვალებთ, ხოლო თქვენ იცით, რომ დამნაშავე არ ხართ, წარმატება და ბედნიერება გიახლოვდებათ; მაგრამ თუ თქვენი უდანაშაულობა საეჭვოა, ცხადში არ აგცდებათ სასჯელი იმ საქციელის გამო, რომელიც ოდესღაც ჩაგიდენიათ. განსაკუთრებით ცუდია ეს სიზმარი ახალგაზრდა გოგონასათვის
პოლკა (ცეკვა) - თუ სიზმარში პოლკას ცეკვავთ, ცხადში სასიამოვნო დროსტარება გელით.
პოლკოვნიკი - თუ დაგესიზმრათ პოლკოვნიკი, რომელთანაც მსახურობთ, ცხადში ვერ დაიკავებთ შესაფერის საზოგადოებრივ მდგომარეობას. სამაგიეროდ, თუ სიზმარში მხრებზე პოლკოვნიკის სამხრეები გიკეთიათ, ბედი სხვა წარმატებას გიმზადებთ: თქვენ მეგობრებს შორის ლიდერი გახდებით
პონი - პონი სიზმარში მოკრძალული, მაგრამ სარფიანი გარიგების ნიშანია
პორთფელი - პორთფელი–ეს გაფრთხილებაა იმაზე, რომ სამსახური არ დაგაკმაყოფილებთ და მოგიწევთ სხვა სამსახურის მოძებნა
პორტი - საპორტო ქალაქის ნახვა სიზმარში ნიშნავს, რომ ცხადში მოგეცემათ სასიამოვნო მგზავრობის შესაძლებლობა, მაგრამ საღირო იქნება ხასიათის სიმტკიცის გამჩენა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის განხორციელებას ვერ შეძლებთ
პორტრეტი - ლამაზი ქალის პორტრეტი იმაზე მიანიშნებს, რომ სილამაზის უკან ხშირად ბოროტება იმალება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ თქვენ გესიზმრებათ პორტრეტები, თქვენი ყოველდღიური საქმიანობა ზარალს მოგიტანთ
პროცესია - როცა სიზმარში პროცსია გხვდებათ, ე.ი. თქვენ არ ხართ დარწმუნებული თქვენს სამომავლო გეგმებში. სამგლოვიარო პროცესია გაუწყებთ სევდას, რომელიც თქვენს ახლანდელ ბედნიერებას ჩრდილში მოაქცევს. ჩირაღდნებიანი პროცესია თქვენს მონაწილეობას ნიშნავს საეჭვო სახის საქმეებში, რის გამოც თქვენს მეგობრებს თქვენზე წარმოდგენა უარესობისაკენ შეეცვლებათ
პუდინგი - პუდინგი სიზმარში ნიშნავს მსხვილი კაპიტალდაბანდებით მხოლოდ მცირეოდენი მოგების მიღებას. თუ თქვენ პუდინგს ჭამთ–ეს თქვენი საქმის კრახია. თუ გოგონა პუდინგს აკეთებს–მისი შეყვარებული უღირსი გამოდგება და მასზე გათხოვებით ის თავს დაიღუპავს
პულსი - სიზმარში თქვენი პულსის შეგრძნება იმის მაუწყებელია, რომ ძალზე წუხხართ თქვენი ჯანმრთელობისა და საქმიანობის გამო. სხვა ადამიანის პულსის მოსმენა ნიშნავს, რომ თქვენ უარს ამბობთ სასიამოვნო სიტუაციაზე.
პუნში - პუნშის დალევა ზოგჯერ ნიშნავს, რომ თქვენ, უატყოფთ რა, საზოგადოებრივ მორალსა და შეხედულებებს, დამორჩილდებით თქვენს ეგოისტურ ზრახვებს. ხშირად ასეთი სიზმარი თქვენი ცხოვრებისეული გეგმების შეცვლას მოასწავებს
პური - თუ ქალი სიზმარში პურს ჭამს, ცხადში, შესაძლოა, რაღაც უბედურება ეწვიოს. თუ პურს ვინმეს უნაწილებთ–თქვენს კეთილდღეობას არაფერი ემუქრება. გამხმარი პური–გაჭირვებისა და წვალების ნიშანია. პურის ნამცეცები–იმაზე მიანიშნებს, რომ საკუთარი უპასუხისმგებლობის გამო შესაძლოა სამუშაო დაკარგოთ. ჭვავის პური თქვენს სახლში დიდი ხნით სიკეთისა და მხიარულების დამკვიდრებას მოასწავებს
პურის ოთხკუთხედი (ბუხანკა) - ეს პური შეგახსენებთ სიფრთხილეზე, რომელიც თქვენ, როგორც ჩანს, არ გყოფნით. თუ სიზმარში ხედავთ დიდ კექსს, გიხაროდეთ; ეს სიზმარი წარმატების მომასწავებელია სიყვარულსა და სიმდიდრეში. დატეხილი პურები შეყვარებულებს შორის კამათს ნიშნავენ. თუ ხედავთ, რომ თქვენ თვალწინ იზრდება პურების რაოდენობა, ბედი დიდ წარმატებას გიმზადებთ. შეყვარებულები გაიხარებენ ნამდვილი ბედნიერებით