EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« სიზმრების ახსნა / dream explanation - რ - »

კატეგორია: სიზმრის ახსნა

ავტორი: admin

თარიღი: 2016-08-08 16:51:33

სიზმრების ახსნა / dream explanation - რ -

სიზმრების ახსნა / dream explanation - რ -

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

ძილი-სიზმარი

რაიმეს დათვლა - თუ დაგესიზმრათ, რომ ბავშვებს ითვლით, თქვენი საკუთარი შვილები პრობლემებს არ შეგიქმნიან და ზრდასთან ერთად მხოლოდ სიხარულს მოგიტანენ. თუ სიზმარში ფულს ითვლით, თქვენი მატერიალური მდგომარეობა ძალზე მყარი იქნება. ფულის გადათვლა სხვისთვის გადასაცემად–ცუდი ნიშანია. იგივე შეიძლება ითქვას, როდესაც რაიმე ნივთებს ითვლით. თუ ყოველივე ამას თქვენთვის აკეთებთ, სიზმარი სიკეთისაა; თუ სხვისათვის–უბედურება

რაკეტა - აფრენილი რაკეტა სწრაფ და მოულოდნელ წარმატებას ნიშნავს; ზოგ შემთხვევაში ეს სიზმარი წარმატებულ მაჭანკლობას ან კარგ ადამიანთან ნაცნობობას მოასწავებს. რაკეტის ჩამოვარდნა წარუმატებელი ქორწინებაა

რევანდი (მცენარე) - რევანდი ხანმოკლე, მაგრამ სასიამოვნო გართობას ნიშნავს. სიზმარში რევანდისაგან საჭმლის მომზადება–გიწინასწარმეტყველებთ დიდ კამათს, რის შედეგადაც მეგობარს დაკარგავთ. თუ რევანდს ჭამთ–სამსახურით უკმაყოფილო იქნებით

რევმატიზმი - თუ სიზმარში ნახეთ, რომ რევმატიზმი გაქვთ, დასახული გეგმები განუსაზღვრელი ვადით გადაგედებათ

რეზინი - რეზინის ფეხსაცმელი ან ტანსაცმელი ერთხელ არჩეული გადაწყვეტილების მიმართ თქვენს მტკიცე პოზიციას ნიშნავს, რითაც კარგ რეპუტაციას დაიმკვიდრებთ. თუ ეს ფეხსაცმელი ან ტანსაცმელი სიზმარში გაგეხათ, წინდახედულება გამოიჩინეთ–შესაძლოა, თქვენი სახელის ირგვლივ სკანდალი წარმოიშვას.
თუ დაგესიზმრათ, რომ რეზინის ხელები და ფეხები გაქვთ, ცხადში მოტყუება ან სამსახურში უსიამოვნება გელით. რეზინის ნივთები სიზმარში თქვენი გულდახურულობის ნიშანია, რეზინის გაწელვა კი თქვენ მიერ ჩაფიქრებული მნიშვნელოვანი საქმის შესრულებას მოასწავებს

რელიგია - თუ სიზმარში რელიგიურ თემებზე ლაპარაკობთ ან რელიგიის მოზღვავება იგრძენით, თქვენი სიმშვიდე დაირღვევა. თუ მორწმუნე გოგონას უცებ რელიგიური ფანატიზმი დაემუქრა, ცხადში იგი შეყვარებულს ძალიან გააღიზიანებს თავისი პატიოსნების დემონსტრაციით.
თუ გოგონა არ არის რელიგიური, მაგრამ არც ცოდვილია, ასეთი სიზმარი მისთვის გარშემომყოფთა პატივისცემას მოასწავებს. თუ მან იცის, რომ დაარღვია რელიგიური აღთქმა, ცხადში ცხოვრება მას დაანახვებს, რომ არ შეიძლება მორალური ნორმების ხელყოფა.
თუ გოგონას სევდა იპყრობს რელიგიური იდეალების გამო, ცხადში მას სიყვარულში იმედგაცრუება ელოდება. თუ რელიგიური ღვთისმსახურების დროს თქვენ სინდისი გქენჯნით, ცხადში საკუთარ თავს მსხვერპლად მიიტანთ ისეთი პიროვნებისათვის, რომელსაც ადრე პატივს სცემდით.
თუ სიზმარში რაიმე სექტის რელიგიურ რიტუალს ესწრებით, ცხადში ოჯახური უსიამოვნებები გელით. თუ თავად ხართ ამ პროცესის მონაწილე, ცხადში თქვენი საქციელი გარშემომყოფთა გაღიზიანებას გამოიწვევს

რემონტი - თუ ქალს ესიზმრება, რომ იგი რემონტს აკეთებს, ცხადში სიამოვნებით დაეხმარება მეუღლეს სხვადასხვა საქმეში და ოჯახში თანხმობა დაისადგურებს. ძველი და ჭუჭყიანი ტანსაცმლის საკუთარი მცდელობით შეკეთება ნიშნავს, რომ თქვენ შეეცდებით სამართლიანობის აღდგენას, მაგრამ ამისათვის არახელსაყრელ მომენტს შეარჩევთ. თუ ტანსაცმელი სუფთაა, საგრძნობ მოგებას მიიღებთ

რეცხვა - რეცხვა სიზმარში ჩხუბს ნიშნავს, რომლიდანაც თქვენ გამარჯვებული გამოხვალთ. თუ სარეცხი კარგად გარეცხეთ, იმედები გაგიმართლდებათ, მაგრამ თუ გგონიათ, რომ იგი ისევ ჭუჭყიანია–წარუმატებლობა გარდაუვალია. თუ სიზმარში ლამაზი გოგონა რეცხავს სარეცხს, ეს მის აკრძალულ სიამოვნებაზე მიუთითებს

რკინა - რკინის ნახვა სიზმარში უბედურების ნიშანია. სიზმარი, რომელშიც თქვენ რკინის წნეხის ქვეშ გრძნობთ თავს და ცდილობთ იქიდან გათავისუფლებას, გიქადით სულიერ დაბნეულობას და მატერიალურ დანაკარგს. რკინით დარტყმა ნიშნავს, რომ თქვენზე დამოკიდებული ადამიანებისადმი გამოიჩენთ ეგოიზმსა და უხეშობას.
თუ სიზმარში ამუშავებთ რკინას, ე.ი. ცხადში, გამდიდრებისათვის, ისარგებლებთ მიუღებელი მეთოდებით. თუ სიზმარში ყიდით რკინას–გელით საეჭვო წარმატება, თქვენი მეგობრები კი აღმოჩნდებიან საკმაოდ უწესო ადამიანები.
სიზმარში დაჟანგული რკინის ნახვა მაუწყებელია სიღარიბისა და იმედგაცრუებისა. ნახვა, თუ როგორ ეცემა ფასი რკინაზე–თვალის ახელაა: თქვენ მალე მიხვდებით, რომ წარმატება ყველაზე სანდო ფაქტორი არ არის თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ თუ ფასი იწევს–მალე თქვენ გვირაბის ბოლოში დაინახავთ სინათლეს. გამოწრთობილი ფოლადი გიქადით წარუმატებლობას, რომელიც გამოწვეული იქნება თქვენი ენერგიის ბოროტად გამოყენებით.

რკინიგზა - თუ გესიზმრებათ რკინიგზა, ე.ი. თქვენი საქმე თქვენგან მალე მოითხოვს გაძლიერებულ ყურადღებას, რადგან ვიღაც შეეცდება ხელის შეშლას და ინიციატივის ხელში აღებას რთულ სიტუაციაში. ახალგაზრდა პიროვნება, რომელსაც დაესიზმრა რკინიგზა, შესაძლოა, მალე გაემგზავროს მეგობრებთან და ცნობილი გახდეს. შეფერხება რკინიგზაზე ნიშნავს დაბრკოლებას საქმეში.
თუ სიზმარში დადიხართ შპალებზე, ეს მიგანიშნებთ, რომ დადგა შიშისა და მძიმე შრომის დრო. რელსებზე სიარული იმის ნიშანია, რომ მიაღწევთ წარმატებასა და ბედნიერებას, თუ გამოიჩენთ გერგილიანობას საქმეში.
სიზმარში სუფთა წყლით დატბორილი რკინიგზის ნახვა ნიშნავს, რომ თქვენი სასიხარულო ცხოვრება მწუხარებით შეიცვლება, მაგრამ მსგავსად ფენიქსისა, რომელიც ფერფლიდან აღდგა, კვლავ ბედნიერი იქნებით.

რკო - რკოს დასიზმრება ყოველთვის სასიამოვნო მოვლენისა და მომავალი შენაძენის მაუწყებელია. თუ რკოს კრეფთ მიწიდან–ცხადში თქვენი მძიმე შრომა ღირსეულად დაფასდება.
თუ ქალი სიზმარში ჭამს რკოს, სიზმარი ჰპირდება მას ბედის საკეთილდღეოდ შემობრუნებას–ის მძიმე სამუშაოს იოლით შეიცვლის. რკოს ჩამოყრა ხიდან მაუწყებელია ბიზნესსა და სიყვარულში სანუკვარი ოცნების ასრულებისა.
მწვანე რკოები ტოტებზე ან დაყრილი მიწაზე–სიმბოლოა ცხოვრების საკეთილდღეოდ ცვლილებისა. მიწიდან რკოს აკრეფა კარგს არაფერს გიქადით. რკოს ჩამობერტყვა ხიდან–ე.ი. აჩქარებითა და უპასუხისმგებლობით თქვენს ინტერესებს ზიანს მიაყენებთ

როზეტი - თუ თქვენ კოსტიუმს როზეტი ამშვენებს–სიამოვნებისაკენ ზედმეტი სწრაფვა გაგიტაცებთ, თუმცა, საკუთარი გამოცდილებიდან იცით, რომ ეს კარგს არაფერს მოგიტანთ

როზმარინი - როზმარინი სიზმარში მოწყენილობისა და უბედურების ნიშანია

რტო - ნედლი ფოთლებითა და ნაყოფით დახუნძლული რტო ნიშნავს სიმდიდრესა და მეგობრებთან გატარებულ საოცარ საათებს. გამხმარი რტოები–თქვენგან შორს მყოფ ადამიანზე სამწუხარო ცნობაა

რჩევა - სიზმარში თუ რჩევას ღებულობთ, ცხადში კეთილსინდისიერი გზით მიაღწევთ დამოუკიდებლობასა და კეთილდღეობას. თუ სიზმარში რჩევისთვის იურისტს მიმართავთ, ცხადში ეს მოასწავებს თქვენს საქმიან ოპერაციებში პარტნიორებისაგან ეჭვის შეტანას

რძალი - თუ თქვენი რძალი გესიზმრებათ, ელოდეთ უჩვეულო ამბავს, რომელიც სიხარულს მიგანიჭებთ იმ შემთხვევაში, თუ მას კარგად ექცევით, მაგრამ მწუხარებას, თუ პირიქით ხდება

რწყილები - ქალებისათვის რწყილები სიზმარში გაფრთხილებაა–ახლობელი ადამიანი თავისი ბოროტი ხრიკებით მიგიყვანთ გაგიჟებამდე, მეგობრები კი ცილს დაგწამებენ. თუ რწყილს ხედავთ შეყვარებულზე, სიზმარი მიგითითებს მის ვერაგობასა და მოღალატეობაზე

რუკა - სიზმარში რუკის ნახვა ნიშნავს ცვლილებებს, რომელიც მოხდება თქვენს ცხოვრებაში: გაბედული ცვლილებებითა და დროებითი იმედგაცრუებით მოხდება შემოსავლის გაზრდა. თუ სიზმარში ეძებთ რუკას–თქვენი გარემოცვით მოულოდნელი უკმაყოფილება აგავსებთ ახალი ენერგიით და მოგცემთ შესაძლებლობას, ახვიდეთ კეთილდღეობის ცოტა მაღალ საფეხურზე. ახალგაზრდა გოგონასათვის ასეთი სიზმარი ნიშნავს, რომ ძლიერი თავმოყვარეობა დაეხმარება მას აიწიოს მაღალ წრეებში