EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« სიზმრების ახსნა / dream explanation - ს - »
კატეგორია: სიზმრის ახსნაავტორი: admin
თარიღი: 2016-08-08 17:03:00
სიზმრების ახსნა / dream explanation - ს -
ა - ბ - გ - დ - ე - ვ - ზ - თ - ი - კ - ლ - მ - ნ - ო - პ - ჟ - რ - ს - ტ - უ - ფ - ქ - ღ - ყ - შ - ჩ - ც - ძ - წ - ჭ - ხ - ჯ - ჰ
საათი - სიზმარში საათის ნახვა ბირჟაზე წარმატებულ თამაშს მოასწავებს. თუ ხშირად უყურებთ საათს დროის გასაგებად, თქვენი მოწინააღმდეგენი ყველანაირად შეეცდებიან ხელი შეგიშალონ ყველა წამოწყებაში. გატეხილი საათი უბედურების ნიშანია; გატეხილშუშიანი საათი იმას მოასწავებს, რომ, შესაძლოა, თქვენთვის უსიამოვნო საზოგადოებაში მოხვდეთ, სადაც ძალზე ქარაფშუტულად მოიქცევით. თუ ქალმა სიზმარში საათი დაკარგა, ცხადში ოჯახური პრობლემები ცხოვრებას გაუმწარებენ.
თუ სიზმარში საათი მოგპარეს, ცხადში ვიღაც შეეცდება თქვენი კეთილი სახელის შებღალვას. თუ თავად ჩუქნით ვინმეს საათს, პირად უსიამოვნებებს უნდა ელოდეთ. თუ საათის რეკვის ხმა გესმით, უსიამოვნო ახალ ამბავს გაიგებთ
საამქრო, სახელოსნო - თუ თქვენი თავი სახელოსნოში დაგესიზმრათ, ცხადში მხოლოდ დიდი ძალისხმევის შედეგად შეძლებთ საკუთარი რეპუტაციის დაცვას
საბანი - თუ საბანი ჭუჭყიანია–ვერაგობასა და ღალატს ნიშნავს, ხოლო ახალი და სუფთა–მძიმე დაავადებისაგან განკურნებას, აგრეთვე, წარმატებას იქ, სადაც ჩავარდნა ელოდით
საბაჟო - თუ დაგესიზმრათ საბაჟო–ცხადში სამუშაო თქვენგან სრულ დატვირთვას მოითხოვს, სხვა შემთხვევაში კონკურენტები შეგავიწროვებენ. თუ სიზმარში საბაჟოს შენობაში შედიხართ, ცხადში იმ სოციალური სტატუსისათვის მოგიწევთ ბრძოლა, რომლისკენაც თქვენ დიდი ხანია მიისწრაფვით; მაგრამ თუ სიზმარში გამოდიხართ საბაჟოდან, თქვენი საზოგადოებრივი მდგომარეობა გაუარესდება და სავაჭრო საქმეებში წარუმატებლობა მოგელით
საბრძოლო მასალები - საბრძოლო მასალები თუ ნახეთ, ე.ი. წარმატებით დაამთავრებთ დაწყებულ საქმეს. თუ ბრძოლისას უეცრად გაგითავდათ საბრძოლო მასალები–რაღაცის მცდელობა და ბრძოლა შედეგს ვერ მოგიტანთ
სადავე - თუ სიზმარში სადავეები გიჭირავთ–გადალახავთ ყველა წინააღმდეგობას ბედნიერებისა და წარმატების გზაზე. თუ თავისით გაწყდა ან თქვენ გაწყვიტეთ მოულოდნელად, მოგიწევთ მტრებთან დათმობა
სადილი - თუ სიზმარში მარტო სადილობთ–უნდა გადახედოთ ცხოვრებისეულ პოზიციებს. თუ გოგონა სადილობს შეყვარებულთან ერთად–სიზმარი უქადის ჩხუბსა და ურთიერთბის გაწყვეტას; მაგრამ თუ სადილი სასიამოვნოდ ჩაივლის, ურთიერთობა პირიქით, კარგად წარიმართება; თუ მიიღეთ მიწვევა სადილზე, ისიამოვნებთ თქვენდამი კეთილგანწყობილი ადამიანების სტუმართმოყვარეობით
სადღვებელი - სიზმარში თუ ხედავთ სადღვებელს–თქვენი ყველაზე სანუკვარი ოცნება ახდება
სათბური, ორანჟერია - სათბურის დასიზმრება იმის ნიშანია, რომ ცხადში მოგიხდებათ ფარისევლური სიტყვების მოსმენა, რომლებიც, მათი მოკრძალული ფორმის მიუხედავად, თქვენთვის აშკარა გახდება. თუ გოგონას ესიზმრება, რომ სათბურში ცხოვრობს–რაღაც უსიამოვნო მოვლენამ შეიძლება ავნოს მის რეპუტაციას
სათვალეები - სათვალეები უსიამოვნო ცვლილებებს მოასწავებენ; მლიქვნელები შეეცდებიან თქვენი ნდობის ბოროტად გამოყენებას. გატეხილი სათვალეები–საყვარელ ადამიანთან დაშორება გიბიძგებთ აკრძალული სიამოვნებისაკენ; დამცავი სათვალეები–ე.ი. თქვენ გვერდით იმყოფებიან გავლენიანი, მაგრამ ცუდი რეპუტაციის ადამიანები. თუ გოგონას ესიზმრება ასეთი სიზმარი–ცრურწმენები მას სწორი გზიდან ააცდენენ; თუ ცხვირზე ჩამოვარდნილი სათვალეები გესიზმრათ–ჩხუბი ან ურთიერთობის გაწყვეტა გარდაუვალია
სათითე - თუ სიზმარში კერვისას ხმარობთ სათითეს, უეჭველად კეთილშობილურად მოიქცევით, რითაც სიხარულს მიანიჭებთ გარშემომყოფთ. თუ სათითეთი კერავს სხვა ადამიანი, რაღაც მოვლენა სერიოზულ ზემოქმედებას მოახდენს თქვენს ცხოვრებაზე.
სიზმარში სათითეს დაკარგვა ნიშნავს გასაჭირსა და სევდას. თუ დაგესიზმრათ ძველი დაჟანგული სათითე, გაფრთხილებაა–დაუფიქრებლად ნუ იმოქმედებთ. თუ სიზმარში იყიდეთ ახალი სათითე–მოულოდნელი შეხვედრა გაგახარებთ. თუ სათითე ვერ მოირგეთ თითზე, უბედურება გელით, მაგრამ მასთან გამკლავებაში დაგეხმარებიან.
საიდუმლო საზოგადოება (ორდენი) - სიზმარში, რომელშიც მოვლენები დაკავშირებულია რაღაც საიდუმლო საზოგადოებასთან, ნიშნავს, რომ თქვენ მგრძნობიარე პიროვნება ბრძანდებით და მზად ხართ, უანგაროდ ემსახუროთ სათნოებისა და სიკეთის იდეებს, ამ გზაზე თქვენ შეიცნობთ ჭეშმარიტ ბედნიერებას და სახელს მოიხვეჭთ. ქალიშვილმა, რომელსაც რომელიმე ორდენის დამფუძნებელთა საბჭო ესიზმრება, დროულად უნდა მოიცილოს მავნე ჩვევები, რომელთაც მისი კომპრომენტირება შეუძლიათ.
თუ სიზმარში გოგონა ჩუმად ხდება საიდუმლო საზოგადოების ხელმძღვანელი, ცხადში ახალგაზრდული პირდაპირობით და უკომპრომისობით უარყოფს ცდუნებებს, რომელზეც ასე ეხმარებიან მშვენიერი სქესის წარმომადგენლები. თუ სიზმარში მას აწუხებს საკუთარი დედის წევრობა საიდუმლო ორდენში, მაშინ ცხადში ის იქნება სამაგალითო და მოსიყვარულე ქალიშვილი.
სიზმარში თუ გაიგებთ ამბავს საიდუმლო საზოგადოების ხელმძღვანელის სიკვდილის შესახებ–საშინელი განცდები, რომელიც გელოდებათ, უახლოეს მომავალში მშვიდობიანად დასრულდება; მაგრამ თუ ხედავთ რომელიმე საიდუმლო საზოგადოების წევრებს ან თქვენ თვითონ შედიხართ მასში, ცხადში უბედურების აცილებაში მეგობრების ერთგულება დაგეხმარებათ.
საიდუმლოება - თუ სიზმარში ზოგიერთმა საიდუმლო მოვლენამ დაბნეულობაში ჩაგაგდოთ, ცხადში თქვენთვის უცხო ხალხი თხოვნით შეგაწუხებენ. ეს სიზმარი გაფრთხილებთ, რომ არ უგულებელყოთ მოვალეობანი და არ იყოთ გულგრილი გარშემომყოფთათვის. არ გამოირიცხება საწყენი გართულებები საქმეში. თუ სიზმარში რატომღაც დაინტერესდით სამყაროს შექმნის საიდუმლოებით, მაშინ თქვენს ცხოვრებაში ისეთი ცვლილებები მოხდება, რომლებიც თქვენს სულიერ ზრდას შეუწყობენ ხელს.
საიუველირო ნაწარმი - გატეხილი ან ჩამოტეხილი საიუველირო ნაწარმი იმის მაუწყებელია, რომ დასახული მიზნის მიღწევის შემდეგ დიდი იმედგაცრუება გელით. ეს სიზმარი იმასაც ნიშნავს, რომ მეგობრები ზურგს შეგაქცევენ და თქვენ დიდი ტვირთი დაგაწვებათ მხრებზე.
საკერებელი - თუ სიზმარში თქვენს ტანსაცმელზე დაინახავთ საკერებელს–მალე თქვენ მთელი სიამაყით მოიხსნით ვალდებულებას, რომელიც თქვენ არ გეკუთვნოდათ. თუ სიზმარში საკერებლით დადიან სხვები–ე.ი. გიახლოვდებათ სიღარიბე და გაჭირვება.
თუ ახალგაზრდა გოგონა სიზმარში თავის ახალ კაბაზე შენიშნავს საკერებელს–უბედურება თავს წაადგება იმ წამს, როდესაც ის თავს ჩათვლის უბედნიერესად. თუ ის შეეცდება, გარშემომყოფებს დაუმალოს საკერებელი–ცხოვრებაში შეეცდება, შეყვარებულთან არ გამოავლინოს თავისი უარყოფითი თვისებები.
თუ ახალგაზრდა ქალი ხედავს, რომ ტანსაცმელზე ადებენ საკერებელს, ცხოვრებაში თავისთავზე აიღებს არასასიამოვნო მოვალეობას. თუ ქალი მთელი ოჯახისთვის აკერებს ტანსაცმელს–ე.ი. მას ძალიან მეგობრული და მოსიყვარულე ოჯახი აქვს. თუ ქალი სიზმარში საკერავს ლამბავს, ე.ი. გულის სიღრმეში იგი ბრაზდება საკუთარ თავქარიანობასა და მფლანგველობაზე.
საკლასო დაფა - თუ ნახეთ, რომ თეთრი ცარცით წერთ დაფაზე, ნიშანია თქვენი ჯანმრთელობის შესახებ ცუდი ცნობისა ან დიდი კატასტროფისა; შესაძლებლია, თქვენი ფინანსური დამოუკიდებლობა შეირყეს კომერციულ წრეებში პანიკის შედეგად
საკონდიტრო ნაწარმი - თუ სიზმარში ხედავთ არეულ საკონდიტროს, ნიშნავს, რომ მტრები მეგობრის ნიღბით მოიპოვებენ თქვენს ნდობას და გახსნიან თქვენს საიდუმლოს
სალათი - თუ გესიზმრათ, რომ სალათს მიირთმევთ, ეს ახლობლის ავადმყოფობას ნიშნავს. ზოგჯერ ეს სიზმარი ჩხუბსაც მოასწავებს. ხორცის სალათი იმაზე მიანიშნებს, რომ თქვენი ზედმეტი მომთხოვნელობა საკუთარი თავის მიმართ ნერვიულ დაძაბულობამდე მიგიყვანთ. თუ გოგონას დაესიზმრა, რომ სალათს ამზადებს, ცხადში შეყვარებულისაგან იმედგაცრუება ელის და იგი უინტერესო და ცარიელი ადამიანი აღმოჩნდება.
სალამური, ფლეიტა - თუ სიზმარში იგებთ სალამურის ხმას–თქვენი მეგობარი მალე დაბრუნდება შორიდან. ქალს ასეთი სიზმარი ჰპირდება ძლიერ სიყვარულს, რადგან მის შეყვარებულს ექნება მომნუსხველი მანერები
სალბი (შალფეი) - სალბი სიზმარში იმის ნიშანია, რომ თქვენ მეურნეობას გონივრულად უძღვებით. თუ ქალს დაესიზმრა, რომ მის აფთიაქში დიდი რაოდენობით სალბია, იგი მწარედ ინანებს ადრე ჩადენილი საქციელის გამო, ეს განსაკუთრებით
სალესი ქვა - სიზმარში სალესი ქვა ნიშნავს მწვავე მღელვარებას და შეგახსენებთ იმაზე, რომ საჭიროა ყურადღებით მოეკიდოთ საქმეებს, თუ გინდათ, რომ თავიდან აიცილოთ გართულებები, ამასთან, შესაძლოა, თქვენ მოგიწიოთ არასასურველმა მგზავრობამ
სამალავი, თავშესაფარი - სიზმარში სამალავის აშენება–თქვენ ეცდებით თავი დაიცვათ მტრების ბოროტი ხრიკებისაგან. სიზმარში თავშესაფრის ძებნა–გრძნობთ რა საკუთარ დანაშაულს, ცდილობთ თავი საკუთარ თავთან მაინც გაიმართლოთ
სამართლებრივი დაწესებულება - საკუთარი თავის ნახვა სამართლებრივი დაწესებულების წევრად–ნიშნავს, რომ იტრაბახებთ თქვენი სიმდიდრით და ცუდად განეწყობით ოჯახის წევრებისადმი. ასეთი სიზმარი არავითარ წინსვლას არ გიქადით სამსახურში
სამართლიანობა - თუ სიზმარში სამართლიანობას ითხოვთ, ცხადში თქვენი კეთილი სახელის დაცვა მოგიწევთ. თუ სამართლიანობას თქვენგან ითხოვენ, თქვენი ქცევა განსჯის საგანი გახდება, რის გამოც ძალზე გაგიჭირდებათ, ან, შესაძლოა, ვერც მოახერხოთ თქვენი სიმართლის დამტკიცება
სამაჯური - თუ სიზმარში თქვენ ტკბებით თქვენს ხელზე მეგობრის ნაჩუქარი სამაჯურის ყურებით–გელით ნაადრევი ბედნიერი ქორწინება. თუ ახალგაზრდა ქალი კარგავს სამაჯურს, ელის ნაირგვარი უსიმოვნებანი. სიზმარში სამაჯურის პოვნა–გამდიდრებაა
სამგლოვიარო კრეპი - სიზმარში სამგლოვიარო ტანსაცმლის ტარება ნიშნავს გაუმართლებლობას, წარუმატებლობას. თუ სხვებს ხედავთ სამგლოვიარო ტანსაცმელში–იგრძნობთ რაღაც აფორიაქებას, რომელიც მომდინარეობს თქვენი მეგობრებიდან და მოულოდნელად გაბრაზდებით და დაიბნევით. შეყვარებულებს ასეთი სიზმარი მიანიშნებს ურთიერთგაუგებრობასა და შესაძლო დაშორებაზე
სამელნე - ამომშრალი სამელნე იმის ნიშანია, რომ თქვენ შეძელით წარმატებით არიდებოდით საზოგადოების მხრიდან ისეთ გაკიცხვას, რომელსაც არ იმსახურებდით. მელნით სავსე სამელნე გაფრთხილებაა: თუ შესაბამის ზომებს არ მიიღებთ, მტრები ყველანაირად შეეცდებიან, ჩირქი მოგცხონ
სამეფო ტახტი - თუ დაგესიზმრათ, რომ სამეფო ტახტზე ხართ დაბრძანებული, ცხადში გელით საზოგადოებრივი მდგომარეობის სწრაფი ამაღლება, მაგრამ თუ ჩამოდიხართ სამეფო ტახტიდან–მოემზადეთ დიდი გულგატეხილობისათვის. თუ სამეფო ტახტზე ხედავთ სხვა ვინმეს, მიაღწევთ წარმატებას ვიღაცის მფარველობით
სამზარეულო - სამზარეულოს ნახვა ნიშნავს კრიტიკულ სიტუაციას, რომელიც მიგიყვანთ მსუბუქ დეპრესიამდე. თუ ქალი ხედავს, რომ მისი სამზარეულო ბრწყინავს სისუფთავისა და წესრიგისაგან, ე.ი. ის სიყვარულში წარმმართველი იქნება
სამი ტყუპი - თუ თქვენ დაგესიზმრათ სამი ტყუპი, მაშინ ტყუილად შიშობთ დაწყებული საქმის წარმატებაში. თუ მამაკაცს ესიზმრება, რომ მისმა ცოლმა გააჩინა სამი ტყუპი, ე.ი. მის მიერ მიწოდებული ინიციატივა, გაჭიანურებული განხილვის შემდეგ, უფროსისათვის მისაღები გახდება.
თუ სიზმარში თქვენ გახდით სამი ტყუპის დაბადების მოწმე, მაშინ ცხადში არსებული უთანხმოებები, თქვენდა სასიხარულოდ, დამთავრდება შერიგებით. ქალიშვილი, რომელსაც დაესიზმრა, რომ მან გააჩინა სამი ტყუპი, იქნება მდიდარი, მაგრამ არა ბედნიერი
სამკაულები - თუ სიზმარში თქვენ სამკაულებს იკეთებთ, ცხადში ზედმეტად აზვიადებთ თქვენს ღირსებებს. თუ გჩუქნიან სამკაულებს, გელით იღბალი საქმეში. თქვენ მიერ ვინმესთვის ნაჩუქარი სამკაული მიგანიშნებთ, რომ ცხოვრებაში ხშირად ფულს უაზროდ ხარჯავთ.
სამკაულის დაკარგვა გაფრთხილებთ, რომ თქვენ დაკარგავთ საყვარელ ადამიანს ან ხელიდან გაუშვებთ ბედნიერ შემთხვევას, რომელიც ბედმა გარგუნათ
სამკუთხედი - სამკუთხედი მოასწავებს მეგობრებთან განხეთქილებას და სიყვარულში გულგატეხილობას
სამლოცველო - სამლოცველო სიზმარში მოსალოდნელ ჭორებს ნიშნავს. თქვენ ისეთი პრობლემები გაგიჩნდებათ, რომელთა მოგვარებაც სასწრაფოდ მოგიწევთ. თუ სიზმარში სამლოცველოში შედიხართ, ცხადში საქმეებში მერყეობას გამოიჩენთ. შეყვარებულისათვის ასეთი სიზმარი იმის ნიშანია, რომ საყვარელი ადამიანი თქვენ მიმართ არ არის გულწრფელი. ასეთი ქორწინება თქვენთვის შეიძლება ხაფანგი აღმოჩნდეს.
სამოთხე - თუ თქვენი თავი სამოთხეში ნახეთ–კარგი ნიშანია. თუ სიზმარი დედამ ნახა, შეუძლია თავისი შვილების გამო მშვიდად შეიძება იყოს. თუ თქვენ შეყვარებული ხართ–ასეთი სიზმრის შემთხვევაში თქვენს ურთიერთბას ცუდი არაფერი ემუქრება. მძიმე ავადმყოფს ეს სიზმარი გამოჯანმრთელების შანსს აძლევს; ძალზე სასიკეთოა ეს სიზმარი მეზღვაურებისა და მოგზაურებისთვისაც; მაგრამ თუ სამოთხეში ყოფნისას თქვენ უხერხულობას გრძნობთ–ერთი შეხედვით იოლი საქმე გართულდება. თუ ამ სიზმრის შემდეგ თქვენ ენერგიულად იმოქმედებთ, შესაძლებელია ეს საქმე გადაარჩინოთ და სიტუაცია გამოასწოროთ.
სამორინე - თუ დაგესიზმრათ, რომ მოიგეთ სამორინეში, ცხადში მოხვდებით საეჭვო საზოგადოებაში და სხვების გამწარების ხარჯზე მიიღებთ კმაყოფილებას. თუ წააგეთ–თქვენი თავქარიანობა გახდება თქვენი ახლობელი ადამიანის სიკვდილის მიზეზი
სამრეკლო - ეკლესიის გვერდით სამრეკლოს ნახვა ნიშნავს ავადმყოფობასა და ცხოვრებისეულ უთანხმოებას. დანგრეული სამრეკლოს ნახვა ნიშნავს ახლობელი მეგობრის სიკვდილს. სიზმარში სამრეკლოზე აღწევა მიგითითებთ, რომ წინ სერიოზული წინააღმდეგობა გელოდებათ, მაგრამ თქვენ მას გადალახავთ
სამუშაო - თუ სიზმარში მძიმე სამუშაოს ასრულებთ, ცხადში დამსახურებულ წარმატებას მიაღწევთ. თუ დაგესიზმრათ, რომ სამუშაო დაკარგეთ, ცხადში საკუთარ შესაძლებლობებში კიდევ ერთხელ დარწმუნდებით
სამხეცე - სიზმარში სამხეცეს მონახულება მოასწავებს უსიამოვნებას უახლოეს მომავალში
სანაპირო, ნავსადგური - ნავსადგური ხანგრძლივი მოგზაურობის ნიშანია; თუ იქ გემებიც დგანან, ე.ი. თქვენი ჩანაფიქრი წარმატებით ასრულდება.
თუ გესიზმრებათ, რომ სანაპიროს მიუყვებით, შფოთი და უბედურება გელით; მაგრამ თუ შეუჩერებლად, მშვიდობიანად გაიარეთ ბოლომდე. ცუდი არაფერი შეგემთხვევათ და ეს სიზმარიც წარმატებას გიქადით.
თუ თქვენ სიზმარში ცხენზე ხართ ამხედრებული–ნებისმიერ შემთხვევაში ვაჟკაცურად შეხვდებით და გადალახავთ ყველა წინააღმდეგობას კეთილდღეობისა და სიამოვნების გზაზე. თუ ფეხით მიდიხართ–ეს არის წინაპირობა ხანგრძლივი და დამქანცველი ბრძოლისა, რომლიდანაც ღირსეულად გამოსული დაჯილდოვდებით.
სანელებელი, სუნელი - სანელებლები–თქვენ გართობისაკენ დაუოკებელი სწრაფვაა. გოგონა, რომელიც საჭმელში დიდი რაოდენობით სუნელს ყრის, ლამაზ, მაგრამ უსინდისო ადამიანთან ურთიერთობით ბევრ ტკივილს ნახავს
სანთელი - სანთელი მეგობრებთან შეხვედრას ნიშნავს. რამდენიმე სანთელი სუფთა ალით თქვენსა და ნათესავებს შორის სრულ ჰარმონიას მოასწავებს. თუ სანთელი უცებ ქარისგან ჩაქრა, თქვენ კეთილ სახელს შებღალვა ელის, ხოლო თუ თქვენ თავად ჩააქრეთ სანთელი–უსიამოვნო მოვლენებისათვის მოემზადეთ
სარდინი (თევზი) - თუ დაგესიზმრათ, რომ სარდინს მიირთმევთ, რაღაც დრამატული მოვლენა ცხოვრებას გაგიმწარებთ. თუ სარდინებს გოგონა ამზადებს სადილისათვის, ისეთი თაყვანისმცემელი მოაბეზრებს თავს, რომელიც მას არ მოსწონს
სარეცხი ფიცარი - სარეცხი ფიცარი სიზმარში მოსალოდნელ სიძნელეებს მოასწავებს. თუ მამაკაცს დაესიზმრა სველი სარეცხი ფიცარი, ცხადში ქალები მასზე იუფროსებენ. გატეხილი სარეცხი ფიცარი ნიშნავს, რომ დაუფიქრებელი საქციელი და უზრუნველი ცხოვრება უბედურებამდე მიგიყვანთ
სართავი ჯარა - სიზმარში სართავი ჯარა ოჯახში ბარაქას ნიშნავს, რომელიც თქვენი ძალისხმევითა და მომჭირნეობით გახდება შესაძლებელი
სარწეველა სავარძელი - სარწეველა სავარძლის დასიზმრება ნიშნავს მეგობრულ ურთიერთობას და ნებისმიერ გარემოებაში თავდაჯერების განცდას. თუ გესიზმრებათ დედა, ცოლი ან შეყვარებული სარწეველა სავარძელძი, ე.ი. გელით ყველაზე დიდი სიხარული. ცარიელი სავარძელი ნიშნავს დანაკარგსა და სიმარტოვეს.
საროსკიპო - თუ სიზმარში საროსკიპოში იყავით–ცხადში შერცხვენა გელით
სასამართლო - თუ თქვენ სასამართლოს წინაშე მოგიწიათ გამოსვლამ და ამ დროს სიმორცხვესა და მორჩილებას განიცდით, თქვენ მიერ დაწყებული საქმე წარმატებით დასრულდება. თუ სასამართლოს წინაშე გამომწვევად იქცევით–კატასტროფა გემუქრებათ. თუ გოგონა ისმენს სასამართლოს განაჩენს–"დამნაშავეა", მას მოუწევს საკუთარი ეგოიზმის გამო ნერვიულობა. თუ მას მკვდრები ახვევია გარშემო, ხოლო მეგობრებმა კი ზურგი აქციეს, ძალზე არასასიამოვნო მოვლენების გადატანა მოუწევს
სასამართლო პროცესი - თუ სასამართლო პროცესში მონაწილეობთ, მტრები შეეცდებიან თქვენ წინაშე განაწყონ საზოგადოებრივი აზრი. თუ სასამართლომ მიიღო არასამართლიანი გადაწყვეტილება, რთულ სიტუაციაში უღირსად მოიქცევით. თუ დაგესიზმრათ, რომ სასამართლოში მიდიხართ, ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენს ქცევას და უარი თქვათ წარმატების მიღწევის საეჭვო გზებზე. თუ სასამართლო შენობის წინ დგახართ, თქვენი საქმიანი აქტიურობა ამაღლდება
სასაფლაო - სიზმარი, რომელშიც თქვენს თავს ხედავთ კარგად მოვლილ, ლამაზ სასაფლაოზე, მოასწავებს მოულოდნელი ცნობის მიღებას იმ ადამიანზე, რომელიც თქვენ დიდი ხნის წინ გამოიტირეთ როგორც მკვდარი; აღიარებული იქნება თქვენი უფლება წართმეულ მიწაზე. ძველი, მიტოვებული სასაფლაოს ნახვა ნიშანია კეთილი, თბილი ურთიერთობისა ამხანაგებთან, რომლებსაც, მიუხედავად ყველაფრისა, არ ძალუძთ თქვენი დამშვიდება. პატარძალი, რომელსაც ესიზმრება, რომ საქორწინო პროცესია მიდის საფლავის გავლით, დაკარგავს მეუღლეს მოგზაურობისას უბედური შემთხვევის გამო.
თუ დედას საფლავზე მიაქვს ყვავილები, ცხადში მას ელის ოჯახის ხანგრძლივი ჯანმრთელობა. თუ ახალგაზრდა ქვრივი სიზმარში მიდის სასაფლაოზე, ე.ი. ის თავის სამგლოვიარო ტანსაცმელს მალე შეიცვლის საქორწინოთი. თუ ის წუხს და თავს მარტოსულად თვლის, მას გაუჩნდება ახალი საზრუნავი. მოხუცებისათვის სასაფლაოს ნახვა მოასწავებს მათ სადმე გამგზავრებას, სადაც შესანიშნავად დაისვენებენ.
ნახვა პატარა ბავშვებისა, რომლებიც საფლავებს შორის აგროვებენ ყვავილებს და დასდევენ პეპლებს, მოასწავებს შესანიშნავ ცვლილებებს, კარგ ჯანმრთელობას და ბევრ მეგობარს, რომლებიც არ მიგატოვებენ ცხოვრების ბოლომდე.
სასახლე - თუ სიზმარში დაბორიალობთ სასახლეში და ათვალიერებთ მის მორთულობას, ე.ი. თქვენი საქმიანი პერსპექტივები გაფართოვდება და ღირსეულად მოიპოვებთ ახალ ტიტულს.
თუ სასახლის ჰოლში ხვდებით მხიარულად მოსაუბრე და მოცეკვავე ლამაზ ხალხს, ცხადში დაადგებით მომგებიან საქმეს. სიზმარში, რომელშიც ქალი ზომიერად ღებულობს მონაწილეობას სასახლის გართობაში, მოელის საზოგადოებაში წარმატება გათხოვების წყალობით ან ნათესავის გულუხვობით. ხშირად ასეთმა სიზმარმა შეიძლება ის დააბნიოს და გაიტაცოს არარეალურმა ოცნებებმა. ასეთი სიზმრის მერე მან უნდა პატიოსნად იცხოვროს, იმუშაოს და გათავისუფლდეს არასაჭირო ამბიციებისაგან, ასევე, ენდოს დედისა და მეგობრების რჩევებს
სასმელი - თუ სასმელს ყიდულობთ, შეეცდებით სხვისი საკუთრების უკანონოდ მითვისებას. თუ ყიდით სასმელს–აუცილებლად განგსჯიან საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობისას თქვენი სიძუნწის გამო.
ის, ვისაც ესიზმრება, რომ სვამს რაიმე სასმელს, რეალურ ცხოვრებაში საეჭვო წარმოშობის ქონების პატრონი გახდება, თუმცა მისი სულგრძელობა მასვე დაეხმარება მეგობრების შეძენაში, რომლებიც დაეხმარებიან მდგომარეობიდან გამოსავალის პოვნაში.
კასრებში შენახული სასმელები, როგორც წესი, მიანიშნებენ მონაპოვარზე, მაგრამ, მეორე მხრივ, სახლში შეიძლება მოხდეს უსიამოვნებანი, რომელთა გამოც გარშემომყოფნი ზურგს შეგაქცევენ. სასმელი ბოთლებში მატერიალურ კეთილდღეობას მოასწავებს. თუ ქალი ნახავს სიზმარში, რომ ხელთ უჭირავს ჭურჭელი, რომლიდანაც სვამს სასმელს–მისთვის მოასწავებს გატაცებებსა და ბოჰემურ ცხოვრებას.
სასტუმრო - თუ გესიზმრებათ, რომ ცხოვრობთ სასტუმროში, ცხადში ეს გპირდებათ სიმშვიდესა და სარგებელს. ქალის მონახულება სასტუმროში ნიშანია საკმაოდ უზნეო ცხოვრებისა. ლამაზი სასტუმროს ნახვა–კეთილდღეობა და მოგზაურობაა.
თუ თქვენს თავს ხედავთ სასტუმროს უფროსად, ცხადში გელით იდუმალი ბედი, რომელზეც მხოლოდ ოცნება შეგეძლოთ. თუ სიზმარში მუშაობთ სასტუმროში, სინამდვილეში შეგეძლოთ გეშოვათ იმაზე უფრო მაღალანაზღაურებადი სამსახური, ვიდრე ახლა გაქვთ. სიზმარში სასტუმროს ძებნა–მზად უნდა იყოთ იმისათვის, რომ ბედნიერებისა და კეთილდღეობის გზაზე ვიღაც დაბრკოლებას შეგიქმნით
სასწორი - თუ თქვენ სიზმარში რაიმეს წონით, ე.ი. სამართლიანობისათვის თქვენ შეარბილებთ თქვენს ჩვევებს და საქმე ცუდად წავა. თუ გოგონა სიზმარში თავის შეყვარებულს წონის სასწორზე, მაშინ ის მასში აღმოაჩენს სერიოზულ ღირსებას, მისი ერთგულება კი სიყვარულის ტოლფასი იქნება
სატაცური - სატაცურის ფოთლები კეთილდღეობის ნიშანია. იგი სიყვარულსა და ოჯახში სიმშვიდეს მოასწავებს. თუ სიზმარში სატაცურს მიირთმევთ, საქმეში მცირეოდენი უსიამოვნებები გელით.
სატრფო, შეყვარებული - თუ მამაკაცი თავის შეყვარებულს ხედავს მოალერსეს და ლამაზს–ე.ი. ის დაინიშნება. სატრფო კი მას მოუტანს ბევრ სიყვარულსა და კარგ მზითევს. თუ მამაკაცი თავის სატრფოს ხედავს ულაზათოს და მოღუშულს, რეალურ ცხოვრებაში მას ქორწილის პირას ელის იმედგაცრუება. ავადმყოფი და უბედური შეყვარებული უქადის ისეთ ცოლ–ქმრულ ცხოვრებას, რომელშიც უბედურება ბედნიერების მონაცვლე იქნება
საუზმე - ეს სიზმარი კეთილის მომასწავებელია მათთვის, ვინც დაკავებულია გონებრივი სამუშაოთი. თუ საუზმედ გაქვთ ახალი რძე, კვერცხი და საჭმელი მწიფე ხილით, ეს სიზმარი ნიშნავს სწრაფ, მაგრამ სასიკეთო ცვლილებებს. თუ მარტო საუზმობთ, ე.ი. მალე მოხვდებით მტრების მიერ დაგებულ მახეში, მაგრამ თუ საუზმობთ მეგობრების წრეში–ეს ძალიან კარგის მომასწავებელია
საფარი - სიზმარში, რომელშიც თავს გესხმიან საფარიდან, ნიშნავს, რომ თქვენ გვერდით იმალება ხიფათი, რომელიც თავის დროს უცდის და თუ არ მიიღებთ უსაფრთხოების ზომებს–პრობლემები შეგექმნებათ. როცა საათობით წევხართ საფარში და ცდილობთ შურისძიებას, ე.ი. მზად ხართ, თქვენი მეგობრების მოტყუებით, ყოველგვარი მერყეობის გარეშე, ჩაიდინოთ უღირსი საქციელი
საფეხურები - მაღლა მიმავალი საფეეხურები თქვენს ცხოვრებაში სასიამოვნო გარდაქმნებს მოასწავებენ. ქვემოთ მომავალი საფეხურები–საქმეებში და სიყვარულში წარუმატებლობაა. თუ სიზმარში საფეხურებიდან ჩამოვარდით, ცხადში თქვენს თავზე გამოცდით შურსა და ბოროტებას. ფართო და ლამაზი კიბეები მოასწავებენ წარმატებასა და სიმდიდრეს. თუ სიზმარში კიბეებზე ჩამომავალი ადამიანები დაგესიზმრათ, თქვენს სიხარულს უსიამოვნო ამბები შეცვლიან. თუ საფეხურებზე ზიხართ, სიხარული მხოლოდ იშვიათად გეწვევათ
საფირონი - საფირონი–სოლიდურ მოგებას მოასწავებს. თუ ქალს საფირონი დაესიზმრა, მას შეუძლია თავისი შეყვარებულის მიმართ მეტი მომთხოვნელობა გამოიჩინოს.
საფოსტო მარკები - საფოსტო მარკები საქმეების მოწესრიგებას და სამსახურში დაწინაურებას მოასწავებენ. თუ სიზმარში იყენებთ გაცრეცილ მარკებს–ცხოვრებაში წინდაუხედავი საქციელით საფრთხის ქვეშ დააყენებთ თქვენს რეპუტაციას. მარკების შეგროვება–მალე თქვენ საქვეყნოდ ცნობილი გახდებით. დახეული მარკები–რთულ ცხოვრებისეულ გზას მოასწავებენ
საფრთხე - თუ სიზმარში სახიფათო სიტუაციაში მოხვდით–მდგომარეობიდან გამოხვალთ და საპატიო მდგომარეობას დაიკავებთ; მაგრამ თუ ვერ შეძელით ხიფათიდან თავის დაღწევა და დაგჭრეს ან მოგკლეს–მოასწავებს ხარჯსა და წვრილმან ოჯახურ უსიამოვნებებს; მას, ვინც შეყვარებულია, ასეთი სიზმარი მიანიშნებს, რომ მისი სამომავლო გეგმები ვერ გაუძლებენ დროის გამოცდას და მასზე უარის თქმა მოუწევს