EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« სიზმრების ახსნა / dream explanation - ს - გვ2 »
კატეგორია: სიზმრის ახსნაავტორი: admin
თარიღი: 2016-08-08 17:09:18
სიზმრების ახსნა / dream explanation - ს - გვ2
ა - ბ - გ - დ - ე - ვ - ზ - თ - ი - კ - ლ - მ - ნ - ო - პ - ჟ - რ - ს - ტ - უ - ფ - ქ - ღ - ყ - შ - ჩ - ც - ძ - წ - ჭ - ხ - ჯ - ჰ
საფულე - თუ დაგესიზმრათ, რომ თქვენი საფულე სავსეა ძვირფასეულობითა და ახალი კუპიურებით, ცხადში მოულოდნელად მოხვდებით ისეთი ადამიანების წრეში, რომლებსაც ყოველთვის გაუხარდებათ თქვენი ნახვა და თქვენთვის არ დაიშურებენ კეთილ სიტყვებს. სიყვარული და ჰარმონია კი სიცოცხლეს სამოთხედ გიქცევენ
საფურთხებელი - ეს სიზმარი ნიშნავს, რომ თქვენ გვერდით გამოჩნდება ისეთი ადამიანი, რომელიც გაიძულებთ საქმეებზე უარის თქმას. საფურთხებელში გადაფურთხება–ცხადში თქვენი რეპუტაციის შელახვას ნიშნავს.
საქორწინო კაბა - საქორწინო კაბა ახალ საზოგადოებასა და ახალი მეგობრების შეძენას მოასწავებს
საქსოვი დაზგა - თუ თქვენ სიზმარში საქსოვი დაზგის მუშაობას ადევნებთ თვალყურს, მაშინ, რეალურ ცხოვრებაში, თქვენი თავის მიმართ გაღიზიანება და წყენა გელით. არ არის გამორიცხული აგრეთვე, რომ თქვენ დაზარალდებით უაზრო ჭორების გამო. თუ გესიზმრებათ, რომ დაზგასთან ლამაზი ქალი ზის, მაშინ სიყვარულში სრული წარმატება გელით.
თუ ქალს ესიზმრება, რომ ის მუშაობს ძველებურ საქსოვ დაზგაზე, მას ეყოლება შეძლებული ქმარი და შესანიშნავი შვილები, რომელიც მის ცხოვრებას ბედნიერს გახდიან. გაუმართავი დაზგა იმის მომასწავებელია, რომ ვიღაცის ჯიუტობა გახდება თქვენი უამრავი საზრუნავის მიზეზი
საღამო - საღამოს მოახლოების შეგრძნება აუხდენელი ოცნებების მანიშნებელია–თქვენი ბოლო მოქმედებები არასწორია. ვარსკვლავებით მოჭედილი ნათელი საღამოს ნახვა ნიშანია სწრაფი განცდისა , რომელიც მალევე შეიცვლება დიდი წარმატებით. შეყვარებულებისათვის საღამოს გასეირნება ცუდი ნიშანია–ერთ–ერთი მათგანი შეიძლება მოკვდეს
საღებავები - ახალშეღებილი სახლის ნახვა გიწინასწარმეტყველებთ ჩანაფიქრის წარმატებით შესრულებას. თუ თქვენი კაბა საღებავებითაა გასვრილი–ცხადში გელით სხვა ადამიანთა დაუფიქრებელი განსჯით გამოწვეული უსიამოვნებანი. თუ თქვენ ღებავთ რაიმეს ფუნჯით, ე.ი. სავსებით კმაყოფილი იქნებით თქვენი ახლანდელი საქმიანობით.
ზეთის საღებავით შესრულებული ნახატის ნახვა ნიშნავს, რომ მეგობრები თქვენ მიმართ არასწორ პოზიციას დაიკავებენ, თქვენ კი აღმოაჩენთ, რომ კმაყოფილება მაცდურია. თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში ხატავს სურათს ზეთით–მას მოელის იმედგაცრუება შეყვარებულისაგან, რომელიც მალე მოძებნის მის შემცვლელს. ქსოვილის შეღებვის ნახვა ცუდიცაა და კარგიც–გააჩნია საღებავის ფერს. კარგია–ცისფერი, წითელი და ოქროსფერი
საყურე - საყურე სიზმარში სასიამოვნო ამბები და საინტერესო სამუშაოა. გატეხილი საყურე–ჭორებია, რომლებიც ცხოვრებას გაგირთულებენ
საშრობი ქაღალდი - საშრობი ქაღალდი ნიშნავს, რომ ვიღაც შეეცდება მოტყუების გზით მეგობრის საიდუმლო გამოგძალოთ. გამოყენებული და დახეული საშრობი ქაღალდი–ოჯახში ხანგრძლივი უთანხმოებაა
საჩუქარი - სიზმარში მიღებული საჩუქარი ცხადში ბედნიერებას და საკუთარ თავში დარწმუნებას ნიშნავს. თუ ვინმეს ჩუქნით საჩუქარს, ე.ი. საქმეების გამოსწორების შენსი გეძლევათ ან შეიძლება რაღაცის გამო გაგკიცხონ და ეს გულს გატკენთ.
თუ გოგონას დაესიზმრა, რომ ძვირფასი საჩუქარი აჩუქეს, იგი შეძლებულ და დადებით პიროვნებას გაყვება ცოლად. დაბადების დღის საჩუქარი ყოველმხრივი წარმატებისა და გამარჯვების საწინდარია. თუ თქვენ რაიმე იუბილესთან დაკავშირებით ჩუქნით ვინმეს საჩუქარს, ცხადში ეს ადამიანი თქვენი მხრიდან პატივისცემით არ სარგებლობს
საცობი, ტივტივა - სიზმარში საცობის მოხსნა–ცხადში სწრაფად მიაღწევთ კეთილდღეობას; ბოთლის დახურვა თქვენი ცხოვრების მოწესრიგებასა და საქმეების კარგ ორგანიზებას ნიშნავს. სამედიცინო საცობი–ავადმყოფობისა და ტყუილი ძალისხმევის ნიშანია.
თუ გოგონას ესიზმრება, რომ იგი შამპანურს ხსნის, იგი ლამაზ, მხიარულ, მდიდარ და ყურადღებიან ადამიანს შეხვდება, მაგრამ მან უნდა იზრუნოს თავის რეპუტაციაზეც და უნდა უსმინოს მშობლების რჩევას. ტივტივა წყნარ მდინარეზე წარმატების ნიშანია, თუ წყალი ღელავს–გელით უსიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა
საცხობი - საცხობი სიზმარში–მაქსიმალური სიფრთხილისაკენ მოგიწოდებთ და ეს თქვენს სამახურსა და კარიერას ეხება–უსიამოვნებები ყველა ნაბიჯზე გელოდებათ. თუ ქალს ესიზმრება, რომ საცხობში მუშაობს, იგი ცხადში შეიძლება ძლიერ დაზარალდეს და ამიტომ ფრთხილად უნდა იყოს.
საძინებელი - ახალთახალი საძინებელი ნიშნავს შორეულ ქვეყნებში სასიამოვნო ადამიანებთან ერთად მოგზაურობას
საწამლავი - თუ დაგესიზმრათ, რომ მოწამლული ხართ, ცუდ ზეგავლენას ერიდეთ. თუ სხვა პიროვნებას ხედავთ მოწამლულს, ცხადში ვიღაც პიროვნებას სწორი გზიდან ააცდენთ. თუ გოგონა საწამლავის მეშვეობით ცდილობს მეტოქის მოშორებას, ცხადში მას გაუჭირდება საყვარელი ადამიანის შენარჩუნება.
თუ სიზმარში საწამლავიანი ბოთლი გადააგდეთ, დიდი ძალისხმევის დახარჯვა მოგიწევთ საქმეების საწარმოებლად.
თუ თქვენი ახლობლები ან შვილები საწამლავით დაზარალდნენ, მზად უნდა იყოთ იმისათვის, რომ უბედურება თქვენთვის მოიცლის. თუ თქვენი ახლობელი ან მეგობარია მოწამლული ე.ი. ყველა წინააღმდეგობას გადალახავთ. თუ საწამლავს სამედიცინო დანიშნულებით იღებთ, ცხადში რაღაც სარისკო საქმეს შეეჭიდებით.
საკუთარი თავის ნახვა საწოლში, უცხო ოთახში–მეგობრების მოულოდნელი ვიზიტია. თუ ავადმყოფი ადამიანი ნახავს თავის თავს საწოლში, მოელის ჯანმრთელობის გაუარესება ან სიკვდილი. თუ თქვენს თავს ნახავთ ღია ფანჯარასთან საწოლზე მჯდომს, ცხადში გექნებათ მშვენიერი შესაძლებლობა თქვენი ბედის უკეთესობისაკენ შესაცვლელად. თქვენი საწოლის ახლოს მიმავალი შავკანიანი ხალხის ნახვა ნიშნავს ახალი გარემოების წარმოქმნას, რომელიც ხელს შეუშლია თქვენს გეგმებს.
თუ გესიზმრებათ, რომ თქვენი მეგობარი წევს ლოგინში ფერმკრთალი და ავადმყოფი, ცხადში თქვენს მეგობრებს ელით უცნაური და სახიფათო გართულებანი, რომელიც თქვენ დაგადარდიანებთ. თუ დედას ესიზმრება, რომ მისი შვილი შარდს ვერ იკავებს, ეს მოასწავებს მისთვის დიდ მღელვარებას და ნერვულ დაავადებას, რომელიც, სამწუხაროდ, ძნელად განიკურნება. სველი ლოგინის ნახვა ყველასათვის მოასწავებს ავადმყოფობას და საქმიანობაში დამყარებული წესრიგის დარღვევას
საჭე - საჭე სიზმარში ნიშნავს, რომ თქვენ ცხადში სასიამოვნო მოგზაურობა და ახალი ნაცნობობა გელით. გატეხილი საჭე ავადმყოფობას მოასწავებს
საჭმლის მომზადება - თუ თქვენ სიზმარში რაიმეს საჭმელს ამზადებთ–სტუმრები გეწვევიან. თუ სიზმარში სადილის მომზადებისას რაიმე გიშლით ხელს, ცხადში იმედგაცრუება გელით
სახე - თქვენ ირგვლივ ნათელი, ბედნიერი სახეების ნახვა ძალიან კარგია, მაგრამ თუ მოღუშული, ულამაზო სახეებია–მოსალოდნელია საშიშროება. სარკეში საშიში სახის ნახვა ახალგაზრდა ადამიანებს მოასწავებთ ჩხუბს. შეყვარებული თუ თავის მიჯნურს ნახავს მოხუცად–დაცილების მაუწყებელია.
სიზმარში უცნობი, იდუმალი სახის ნახვა ნიშნავს, რომ თქვენ უბედურებისა და მტრების ტყვეობაში ხართ. თუ თქვენი სახის ანარეკლს ხედავთ სარკეში ე.ი. თქვენი დაუდევრობითა და მოუქნელობით კიდევ ერთხელ ვერ შეძლებთ დაწყებულის დამთავრებას და დაკარგავთ მეგობართა პატივისცემას
სახლი - თუ სიზმარში მიხვედით თქვენს ძველ სახლში–ცხადში გელით კარგი ახალი ამბავი. მიტოვებული სახლი გაფრთხილებთ ავადმყოფობის ან ახლობლის სიკვდილის შესახებ. ახალგაზრდა ქალისათვის ასეთი სიზმარი სამწუხაროა: ის დაკარგავს ძვირფას მეგობარს. თუ მიხვედი შენს ძველ სახლში, რომელიც დაგხვდა მყუდრო და სასიამოვნო მდგომარეობაში–ნიშანია ჰარმონიისა და ბარაქიანობისა ახლანდელ ოჯახურ ცხოვრებაში, ასევე ბიზნესში კარგი რეზულტატისა
სახლის მონატრება - სევდა სახლზე, რომელსაც თქვენ გრძნობთ სიზმარში, ნიშნავს, რომ გარემოებები ხელს შეგიშლიან სამოგზაუროდ წასვლაში, რომელზეც თქვენ დიდი ხანია ოცნებობდით
სახრჩობელა - თუ ხედავთ, რომ თქვენს მეგობარს ახრჩობენ სახრჩობელაზე–გაფრთხილებაა: თუ გინდათ უბედურება, სწრაფად მიიღეთ გადაწყვეტილება რაღაც უჩვეულოდ ძნელ საქმეზე. თუ თქვენს თავს ნახავთ სახრჩობელაზე–დაზარალდებით პირფერი მეგობრებისაგან.
თუ ახალგაზრდა ქალი თავის შეყვარებულს ხედავს სახრჩობელაზე, მაშინ ის გათხოვდება უპრინციპო ადამიანზე. თუ თქვენ ვიღაცას იხსნით სახრჩობელასაგან–მიიღებთ იმას, რაზეც ოცნებობთ. თუ სიზმარში თვითონ კიდებთ სახრჩობელაზე მტერს–წარმატება გექნებათ ყველა საქმეში
სახურავი - სიზმარში თუ აღმოჩნდებით სახურავზე–ნიშანია უზარმაზარი წარმატებისა. თუ შეშინდით და ეცემით–რეალურ ცხოვრებაში წარმატების გზაზე ვერ შეძლებთ თქვნი პოზიციების გამყარებას. თუ გესიზმრებათ დანგრეული სახურავი–გელით მოულოდნელი უბედურება.
სიზმარში თუ სახურავზე გძინავთ, სინამდვილეში მოგიწევთ თავდაცვა მტრებისა და ცრუ მეგობრების ხრიკებისაგან; ასევე, იქნებით ჯანმრთელი. სახურავის აშენება ან შეკეთება ასევე უდიდესი წარმატების საწინდარია
საჯინიბო - საჯინიბოს დასიზმრება გპირდებათ წარმატებასა და სასიამოვნო საზოგადოებას. თუ გესიზმრებათ ცეცხლმოკიდებული საჯინიბო–ელოდეთ ან სასიამოვნო ცვლილებებს ან სასიხარულო მოვლენას ცხოვრებაში
საჰაერო ბურთი - ეს სიზმარი მოასწავებს უბედურებასა და იმედების მოსპობას. თქვენი საქმიანობა გაცამტვერდება. საჰაერო ბურთით ასვლა მოასწავებს უიღბლო მოგზაურობას
სეიფი - სეიფი–თქვენს ცხოვრებაში სტაბილურობისა და იმედის სიმბოლოა, მაგრამ თუ სიზმარში მის გახსნას შეეცდებით, იმედგაცრუება გელით–თქვენ მიერ ჩაფიქრებული საქმე არ ასრულდება; თუ მაინც გახსენით სეიფი და იგი ცარიელი აღმოჩნდა, მოსალოდნელია უბედურება
სელაპი - თუ სელაპი დაგესიზმრათ, ე.ი. ცდილობთ საზოგადოებაში ისეთი მდგომარეობის დაკავებას, რომელიც სინამდვილეში არ შეესატყვისება თქვენს შესაძლებლობებს–ეცადეთ თავი დააღწიოთ ზედმეტ პატივმოყვარეობას
სელი - სიზმარში სელის ნახვა ნიშანია წარმატებული მეწარმეობისა და აწყობილი საქმეებისა
სერენადა - თუ სიზმარში სერენადა ჩაგესმათ, თქვენი მეგობრის შესახებ დიდი ხნის ნანატრ ამბავს შეიტყობთ. თუ თავად მღერით სერენადას სიზმარში–თქვენს წინაშე ბრწყინვალე პერსპექტივები გაიშლება
სესხება - თუ ვინმეს სესხს აძლევთ–ფინანსური პრობლემები და წვრილმანი უსიამოვნებები შეგაწუხებთ; თუ ნივთებს ანათხოვრებთ–ხალხს უანგაროდ დაეხმარებით და ეს დაგაფიქრებთ თვითსრულყოფის აუცილებლობაზე: თუ ნივთს გთხოვენ, თქვენ კი უარს ეუბნებით–ცხოვრებაში აქტიურობის პერიოდი დაგიდგებათ და საქმეებს ენთუზიაზმით მოჰკიდებთ ხელს, რითაც მოჩვენებით პატივისცემას დაიმსახურებთ გარშემომყოფთაგან; თუ ნივთს ან ფულს გთავაზობენ სესხად–ეს ახალი, მტკიცე მეგობრის ნიშანია, რომელიც გაამდიდრებს თქვენს ცხოვრებას
სეტყვა - სიზმარში სეტყვაში მოხვედრა უმნიშვნელო წარუმატებლობაა. თუ სეტყვა მზიან ამინდშია, ეს მიუთითებს დროებით წარუმატებლობაზე, მაგრამ ბედი კვლავ შემოგიბრუნდებათ. თუ ამ სიზმარს ქალი ხედავს, ე.ი. ის, რიგი წარუმატებლობის შემდეგ მოიპოვებს სიყვარულს. სეტყვის ხმა სახლის სახურავზე ძალიან ცუდი ნიშანია
სექტა - თუ სიზმარში სექტანტები დაგესიზმრათ, საქმეში წინდაუხედაობას გამოიჩენთ და შეყვარებულის მიმართაც გული გაგიცივდებათ. თუ თავად ხართ სექტის წევრი, ცხადში უარს იტყვით ძველ ნაცობებზე და ბედნიერების საძიებლად შორეულ ქვეყნებში მოგიწევთ წასვლა
სვირინგი - თუ გესიზმრებათ, რომ ტანი მოსვირინგებული გაქვთ, რაღაც უსიამოვნება გაიძულებთ, დიდი ხნით დატოვოთ საკუთარი სახლი. თუ სიზმარში სვირინგს სხვა ადამიანების კანზე ხედავთ, მალე ვიღაცის ეჭვიანობის მსხვერპლი გახდებით. თუ სიზმარში ვინმეს უკეთებთ სვირინგს–ზედმეტად ექსცენტრიული ქცევის გამო მეგობრების დაკარგვას ნიშნავს
სიამოვნება, ტკბობა - სიზმარში საყვარელ ადამიანთან შეხვედრით ან სასიამოვნო სამუშაოთი გამოწვეული სიამოვნება, ლამაზი პეიზაჟით ტკბობა–გპირდებათ ასეთსავე სიხარულს ცხოვრებაში
სიბეცე, ახლომხედველობა - თუ გოგონა ხედავს, რომ ახლომხედველია, ე.ი. მას მალე გამოუჩნდება ახალი კონკურენტი. ეს, ამავე დროს, შეიძლება ნიშნავდეს არასასურველი სტუმრის ვიზიტს
სიგიჟე - თუ სიზმარში თქვენს თავს ხედავთ შეშლილად, ელოდეთ უსიამოვნებებს. შესაძლოა, ავად გახდეთ, რის გამოც ქონებას დაკარგავთ. თუ სხვებს ხედავთ ამ ავადმყოფობით, მაშინ ეს მიუთითებს მეგობრებისა და მომავლის იმედების ცვალებადობაზე. სიგიჟე სიზმარში ახალგაზრდა ქალისათვის ნიშნავს იმედგაცრუებას გათხოვებაზე
სიდრი - სიდრის დალევა ცხადში წარმატების ნიშანია. თუ სხვები სვამენ სიდრს, მეგობრები თქვენ მიმართ არაგულწრფელნი იქნებიან
სიზარმაცე - თუ სიზმარში თქვენ ზარმაცობთ და არაფერს აკეთებთ, გაფრთხილდით: შეიძლება მწარედ ინანოთ რაღაც საჭირო საქმეში დაშვებული შეცდომის გამო. თუ ახალგაზრდა გოგონა ასკვნის, რომ მისი რჩეული ზარმაცია, ძლიერ სქესთა წარმომადგენლებში წარმატება არ ექნება. თავისი საქციელით ის დააფრთხობს საქმროებს
სიზმარი - თუ გძინავთ სუფთა საწოლში, თქვენს ახლობლებთან სრული ჰარმონია შეგექმნებათ. თუ სიზმარში დაგეძინათ თქვენთვის მიუღებელ ადგილას, ცხადში ავადმყოფობა გელოდებათ. თუ დაგესიზმრათ, რომ პატარა ბავშვთან ერთად გძინავთ, თქვენი სიყვარული გაზიარებული იქნება და შექმნით შესანიშნავ ოჯახს.
თქვენს სიზმარში მძინარე ადამიანები–ე.ი. ნებისმიერი საშუალებით შეეცდებით ვიღაცის კეთილგანწყობის მოპოვებას. თუ დაგესიზმრათ, რომ თქვენთვის არასასიამოვნო ადამიანის გვერდით წევხართ, თქვენი შეყვარებულისაგან იმედგაცრუება გელით. თუ გოგონა თავის შეყვარებულთან წევს, ცხოვრებაში იგი არ უნდა იყვეს ზედმეტად დამთბობი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვნებების მსხვერპლი გახდება.
აბდაუბდა სიზმარი ჩვეულებრივ არის გარემოების ცვლილებით გამოწვეული ნერვიულობისა და მღელვარების უკიდურესი ხარისხი
ცხადში კი ასეთი სიზამარი იმაზე გაფრთხილებთ, რომ დადებითმა ემოციებმა შეიძება უარყოფითი გამოდევნოს. შეიძება მოვიყვანოთ შემდეგი მაგალითი: ადამიანს თავისი მეგობარი მომაკვდავი დაესიზმრა, ცხადში კი ეს სიზმარი ადამიანს აფრთხილებს, დაუფიქრებელი საქციელისაგან თავი შეიკავოს. თუ სიზმარში მისი მეგობარი კვდება, ეს იმის ნიშანია, რომ მას შეუძია წინააღმდეგობები გადალახოს.
სიზმრები ხშირად იმაზე მეტყველებენ, თუ რა გამოცდა ელის ადამიანს და რითი დამთავრდება ყველაფერი. მაგრამ, ამავე დროს, უნდა გვახსოვდეს: ყველა თავად ქმნის თავის წარმოსახვაში სიკეთესა და ბოროტებაზე წარმოდგენას. ამიტომაც, სიზმარში აისახება ის, რასაც ჩვენ თავად საკუთარ "მე"–ზე ვფიქრობთ. სიზმარი თქვენი სულისა და სხეულის ასახვაა და მას ვერავინ გაექცევა, რადგან ყოველივე ეს, ჩვენი აზროვნების ნაყოფია.