EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« სიზმრების ახსნა / dream explanation - ტ - »

კატეგორია: სიზმრის ახსნა

ავტორი: admin

თარიღი: 2016-08-08 17:20:17

სიზმრების ახსნა / dream explanation - ტ -

სიზმრების ახსნა / dream explanation - ტ -

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

სიზმარი

ტალახი - თუ სიზმარში ხედავთ ახალმოხნულ ნიადაგს ყვავილებისა და ხეების ირგვლივ, ცხადში გელით გალაღება და კარგი ჯანმრთელობა. თუ ტანსაცმელი ტალახითა გაქვთ გასვრილი–დილით, სახლიდან გასვლამდე, გმართებთ გადამჭრელი ღონისძიების მიღება, რათა არ დაავადდეთ ინფექციური ავადმყოფობით. თუ სიზმარში ხედავთ, რომ ვიღაცა გესვრით ტალახს–მტრები შეეცდებიან ავნონ თქვენს რეპუტაციას

ტალღები - სიზმარში ტალღების ნახვა რაღაცის მანიშნებელია: თუ წყალი სუფთაა–გელით სერიოზული წინსვლა საქმეში, თუ ტალღები მღვრიე მდინარის ან მღვრიე ზღვისაა–გაფრთხილდით, რაიმე შეცდომა არ ჩაიდინოთ

ტანმოვარჯიშე - ტანმოვარჯიშის ნახვა საქმიანი ადამიანებისა და კომერსანტებისათვის ცუდის მაუწყებელია

ტანსაცმელი - ტანსაცმელი ბევრ რამეზე მეტყველებს, გააჩნია, როგორ მდგომარეობაში გესიზმრებათ იგი: მთელი და სუფთა, თუ ჭუჭყიანი და დახეული. არამოდური ტანსაცმელი ნიშანია საქმეებში თქვენი წარმატებისა, თუმცა ზედმეტად კონსერვატული ხართ.
თუ სიზმარში უარს ამბობთ მოდიდან გასულ ტანსაცმელზე–მალე შეიცვლით გარემოცვას, საქმიანობას და თვით სასიყვარულო კავშირებსაც კი; ერთი სიტყვით, თქვენ მთლიანად შეიცვლებით. თეთრი სამოსი ცუდი ცვლილებების მომასწავებელია, ხოლო თუ თეთრსამოსიან ნაცნობთან სეირნობთ, მას ელის ავადმყოფობა ან მწუხარება, თუმცა ეს არ ეხებათ ბავშვებსა და გოგონებს. მათ თეთრი სამოსი, პირიქით–სიხარულს ჰპირდება.
ყვითელი სამოსი ფინანსურ წარმატებას და საინტერესო გართობას გპირდებათ; უბრალოდ, ლამაზი, ყვითელი ნაჭერიც კი წარმატების მაუწყებელია; სხვა მხრივ, თუ მოჩვენება გესიზმრათ ყვითლებში ჩაცმული, მით უმეტეს, არაბუნებრივი ნათებით–უსიამოვნებებს ელოდეთ.
ცისფერი სამოსი ნაყოფიან მოღვაწეობას და მეგობართა მხარდაჭერას გპირდებათ. მწვანე ფერი–იმედის ფერია; თქვენ წარმატებას მიაღწევთ.
ჭრელი სამოსის ნახვა სიზმარში იმის ნიშანია, რომ თქვენი ბედი ცვალებადი იქნება. თუ სიზმარში სამოსი არ გიხდებათ, რაღაცის სიყვარულს დათმობთ. ზოგჯერ ასეთი სიზმარი საქმის არასწორ გაძღოლაზე მიუთითებს. თუ მოხუცი, ან პირიქით, ძალიან ახალგაზრდა კაცი გესიზმრათ ლამაზ კოსტიუმში გამოწყობილი–უსიამოვნო საქმეებით დაკავდებით, რაც ღელვის საგანი იქნება.
თუ ქალს სიზმარში თავისი სამოსი არ მოსწონს–ბევრი ცდა და შრომა მოუწევს საკუთარი თავის წარმოსაჩენად. თუ იგი აღფრთოვანებულია სხვა ქალების კაბებით–შეყვარებული შეურაცხყოფას მიაყენებს უსაფუძვლო ეჭვებისათვის. სიზმარში მორთულობის რომელიმე დეტალის დაკარგვა დაბრკოლების მაუწყებელია კომერციასა და სასიყვარულო ურთიერთობებში.
თუ გოგონას ესიზმრება საკუთარი თავი შავებით შემოსილი–მწუხარება და იმედგაცრუება ელის. თუ იგი ქალს ხედავს ჟოლოსფერ კაბაში სამგლოვიარო ვუალით–მას მოუწევს დათმობაზე წასვლა კონკურენტებთან, რომელსაც ადრე სერიოზულად არ აღიქვამდა.
ჭუჭყიანი ან დახეული სამოსი ყოველთვის სიცრუესა და ვერაგობას ნიშნავს: უფრთხილდით უცნობებს. სამაგიეროდ, სუფთა–კეთილდღეობის მომასწავებელია. სიზმარში თუ ბევრი ნათელი სამოსი და მორთულობა გაქვთ, გაფრთხილებთ: იყავით უფრო წინდახედული, თორემ შეიძლება ყველაზე აუცილებელი რაიმეს გარეშე დარჩეთ. გოგონას ასეთი სიზმრის შემდეგ იმედები გაუცრუვდება.
ბამბის მსუბუქი ტანსაცმელი მიგანიშნებთ გარემოებების თქვენთვის არასახარბიელოდ წარმართვაზე. სამსაგიეროდ, ასეთი სამოსის შეკერვა კარგის მაუწყებელია. იგი გაუთხოვარ გოგონებს წარმატებულ გათხოვებას, ხოლო გათხოვილ ქალებს მყუდრო სახლსა და ოჯახში თანხმობას უქადით. თუ სიზმარში უშნოდ გაცვიათ, ჭორები შეგაწუხებთ. თუ რომელიმე მნიშვნელოვანი პირი ნახევრად ჩაცმული გესიზმრათ–ახლობელი ადამიანებისათვის უსიამოვნების მაუწყებელია. თუ მსგავს ფორმაში ჩვეულებრივი ადამიანი გესიზმრათ, სიხარულს მოკლებული იქნებით. 

ტარანტული (ობობა) - თუ ტარანტული დაგესიზმრათ–თქვენი მტრები მზად არიან თქვენს დასაღუპად, ამიტომ იყავით წინდახედული. თუ ტარანტულს მოკლავთ, ცხადში დიდი ხნის უიღბლობის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, მიაღწევთ წარმატებას

ტარსიკონი - ტარსიკონი მნიშვნელოვან მხარდაჭერას მოასწავებს. იგი ასევე საყვარელი ადამიანის ერთგულების ნიშანია

ტაქსი - ტაქსით მგზავრობა სიზმარში–ცხადში გპირდებათ მოკრძალებულ ქონებას (სიმდიდრეს). თუ გესიზმრებათ, რომ ტაქსით მგზავრობთ საღამოს ვინმე თანამგზავრთან ერთად, სინამდვილეში თქვენს ცხოვრებაში ისეთი საიდუმლოება გაჩნდება, რომელსაც მეგობრებს გულმოდგინედ დაუმალავთ. ტაქსით მგზავრობა ქალთან ერთად ხშირად სკანდალურ ისტორიას მოასწავებს, რომელიც თქვენს სახელთან იქნება დაკავშირებული. თუ გესიზმრებათ, რომ ტაქსის მძღოლი ხართ, თქვენი ხვედრი მძიმე ფიზიკური სამუშაოა და მდგომარეობის შეცვლის ნაკლები შანსები გაქვთ

ტაშტი (თასი) - ტაშტი სიზმარში სასიამოვნო საქმეს გპირდებთ. თუ გესიზმრებათ, რომ ტაშტიდან იბანთ, ცხადში თქვენი ბედი ისეთ ადამიანთან დაგაკავშირებთ, რომლითაც გატაცებული ხართ.
ჭუჭყიანი ან გატეხილი ტაშტი ნიშნავს, რომ ის საიდუმლო შეხვედრები უნდა მოინანიოთ, რომლებიც თქვენ მხოლოდ გართობისთვის გინდოდათ, ხოლო იმ ადამიანისათვის კი, ვისაც ხვდებოდით–სულიერი ტკივილია.

ტაძარი - დიდი კათედრალური ტაძარი გუმბათებით მიგანიშნებთ, რომ თქვენი ეჭვიანობის გამო ბევრი ტკივილის გადატანა მოგიწევთ. თუ სიზმარში ტაძარში შედიხართ, ცხადში მეგობრების რჩევით დიდ წარმატებას მიაღწევთ.
მღვდლის დასიზმრება ტაძართან გიქადით ოჯახურ უთანხმოებას და არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობას ბიზნესში.
ჯვრისწერა ნიშანია სამწუხარო მოვლენისა თქვენი მეგობრის ცხოვრებაში. ტაძარი სიზმარში მიგანიშნებთ და გაფრთხილებთ შესაძლო შეცდომაზე. ეს სიზმარი, ამავე დროს, შეიძება ნიშნავდეს სინანულსაც.

ტახტი - თუ გესიზმრებათ, რომ ლამაზ ტახტზე წევხართ და ესაუბრებით თქვენს შეყვარებულს, მაშინ ცხადში ეჭვიანი მოწინააღმდეგეების ვერაგობას მოერიდეთ–ისინი თქვენი რეპუტაციის შელახვას ცდილობენ.

ტბა - თუ ქალი სიზმარში მარტო მიცურავს ნავით მღვრიე და მღელვარე ტბაზე–მას წინ ცვლილებები ელოდება; ცხოვრება ანანებს მის მიერ ჩადენილ სისულელეებს და აიძულებს ქცევის ნორმების შეცვლას. თუ მღვრიე წყალი ფარავს ნავს, მაგრამ, ის, ვინც ამ სიზმარს ხედავს, მიაღწევს ნავმისადგომს, ე.ი. ის მალე გათავისუფლდება ცრუ ბრალდებებისაგან და მიაღწევს დაწინაურებასა და პატივისცემას.
თუ ქალს ესიზმრება, რომ ახალგაზრდა წყვილი რისკის ფასად მიაპობს მღვრიე ტალღებს, ეს ნიშნავს, რომ რომელიმე მისი მეგობარი ჩაიდენს არაკეთილშობილურ საქციელს, თუმცა შემდეგ ამას მოინანიებს. თუ სიზმარში მეგობრებთან ერთად რაიმეთი ცურავთ სუფთა და წყნარ ტბაში–გელით სიმდიდრე და ბედნიერება, რომლისკენაც ასე მიილტვოდით.
კლდეებისა და გამხმარი ხეების გარემოცვაში მოქცეული მღვრიე ტბა გიქადით თქვენი გეგმების სევდიან დასასრულს. ასეთივე ტბა, მაგრამ ყვავილოვანი ნაპირით გარემოცული, მეტყველებს იმაზე, რომ უნდა მიმართოთ უსაფრთხო და საიმედო გზას. თუ ტბა წმინდაა, მაგრამ მცენარეები ნაპირებზე ნაკლებადაა ე.ი. თქვენს კეთილდღეობას ხელს უშლის თქვენივე დაუფიქრებლობა.
თქვენი ანარეკლი სუფთა ტბაში გპირდებათ სიხარულსა და კარგ მეგობრებს. წყალზე არეკლილი ფოთლების დანახვა სიყვარულში წარმატების სიმბოლოა; თუ გესიზმრებათ ტბის მკაცრი ბინადარნი, რომლებიც მუქარით გიახლოვდებიან–ტყუილად დაკარგავთ დროს, ჯანმრთელობასა და ძალებს, ვიდრე არ მიხვალთ დაგვიანებულ მონანიებამდე.

ტელესკოპი - ტელესკოპის ნახვა სიზმარში სიყვარულსა და ოჯახურ ურთიერთობებში არც თუ საუკეთესო პერიოდს მოასწავებს. შეიძლება სამსახურშიც უსიამოვნებები გელოდებოდეთ. თუ გესიზრებათ, რომ ტელესკოპით ვარსკვლავებს უყურებთ, მაშინ წინ წარმტაცი მოგზაურობა გელით, რომელსაც სერიოზული ფინანსური დანახარჯები მოჰყვება.
გატეხილი ტელესკოპი თქვენი ცხოვრების ჩვეული დინების დარღვევას ნიშნავს, რომელსაც უსიამოვნებები მოჰყვება

ტელეფონი - ტელეფონის დასიზმრება ცხადში ვიღაცის მხრიდან თქვენთვის ხელის შეშლას მოასწავებს. თუ ქალს ესიზმრება, რომ ტელეფენზე ლაპარაკობს, მაშინ რეალურ ცხოვრებაში მას ბევრი შურიანი ხალხი ეყოლება, მაგრამ ის თავისი თავის დაცვას მაინც შეძლებს. თუ სიზმარში ტელეფონით ლაპარაკის ხმა ცუდად ისმის, ეს შეყვარებულის დაკარგვას ნიშნავს. არ არის გამორიცხული აგრეთვე, რომ თქვენ ბოროტი ჭორების მსხვერპლი გახდებით

ტვირთი - თუ სიზმარში მიგაქვთ ტვირთი–ე.ი. იცხოვრებთ ხანგრძლივად დიდი ჯაფით, სიყვარულითა და გულმოწყალებით. თუ ტვირთის სიმძიმისაგან დაეცით–ვერ შეძლებთ მათ გამოკვებვას, ვისაც თქვენი იმედი აქვთ. სხვების ნახვა ასეთ მდგომარეობაში–მაუწყებელია მათი განსაცდელისა, ვინც თქვენთვის სულერთი არ არის.

ტილი - ტილი სიზმარში ნიშნავს მწუხარებას. ხშირად ეს სიზმარი გაფრთხილებთ მტრების მომაბეზრებელ თავდასხმებთან დაკავშირებულ ავადმყოფობასა და მსხვერპლზე

ტიპოგრაფი (სტამბის მუშა, მბეჭდავი) - ტიპოგრაფი დასიზმრება სიღატაკეში ჩავარდნის რისკს ნიშნავს, საჭიროა იზრუნოთ ეკონომიაზე და შეამციროთ თქვენი ხარჯები. თუ ქალიშვილს ესიზმრება, რომ მას შეუყვარდა ტიპოგრაფი, მაშინ მისი რეალური რჩეული მშობლებს არ მოეწონებათ და მოუწევს თავისი ბედნიერებისათვის ბრძოლა

ტირილი - სიზმარში ტირილის გაგონება გპირდებათ საშინელი ამბის გაგებას. ახალგაზრდა ქალისათვის ეს სიზმარი ნიშნავს, რომ მას ყველა მიატოვებს და უბედურებაში მარტოდმარტო დარჩება. თუ დაგესიზმრათ, რომ ვიღაც ტირის მალე ახლობლებს შეურიგდებით. გოგონას ასეთი შეყვარებულთან ჩხუბზე მიუთითებს და შესარიგებლად მას თავმოყვარეობის დათმობა მოუწევს. ვაჭრისათვის ასეთი სიზმარი დანაკარგს ნიშნავს

ტირიფი - ტირიფის ნახვა სიზმარში გპირდებათ სამწუხარო მოგზაურობას, თმცა ნაღველს მეგობრები გაგიქარვებენ

ტკბილეული, ტკბილი გემო - სიზმარში ტკბილეულის გემო–იმაზე მიანიშნებს, რომ კრიტიკულ მომენტში ძალზე ღირსეულად მოიქცევით და საყოველთაო პატივისცემას მოიპოვებთ. თუ მოტკბო გემო არ გსიამოვნებთ და ცდილობთ მის მოშორებას, ცხადში თქვენი უსამართლო საქციელის გამო მეგობრებს ძალზე აწყენინებთ

ტკბილსიტყვაობა - თუ სიზმარში მოგწონთ ქვენი ლამაზად საუბარი, მალე მიიღებთ სასიამოვნო ცნობას მისგან, ვისი ინტერესებისთვისაც მუშაობთ; მაგრამ თუ თქვენ ხედავთ სხვა ადამიანებს, რომლებსაც არ მოსწონთ თქვენი ტკბილსიტყვაობა–ცხადში მოგელით აბსოლუტური ქაოსი საქმიანობაში.

ტკივილი - თუ სიზმარში რაიმე გტკივათ, ე.ი. ცხადში თქვენი ბიზნესი ხშირად წარუმატებელია, მისგან კი სხვები სარგებლობენ.
თუ ახალგაზრდა ქალს სიზმარში გული სტკივა, ცხადში მას დაამწუხრებს შეყვარებულის ყოყმანი. თუ ტკივილს გრძნობთ ზურგში, მაშინ თავისი გაუფრთხილებლობით ავად გახდება. თუ თავი სტკივა–დაბნეულობაა იმ რისკის გამო, რომელიც მან გასწია კონკურენტებისაგან თავის დაღწევის მიზნით. ასეთი სიზმრები ხშირად არაფერს არ ნიშნავენ, რადგან გამოწვეულია ფიზიკური მიზეზით.
თუ სიზმარში ავად ხართ და საავადმყოფოში იმყოფებით, ეს არის ნიშანი თქვენ გარშემო ინფექციური ავადმყოფობის გავრცელებისა. ავადმყოფების მონახულება–უსიამოვნო ცნობაა

ტკიპა - თუ სიზმარში ტანზე დაგდიან ტკიპები–გაჭირვებული მდგომარეობა და ავადმყოფობაა. შესაძლოა, მოგიწიოთ ავადმყოფობის საწოლთან ჯდომამ. გაჭყლეტილი ტკიპა ნიშანია მტრების ვერაგობით გამოწვეული გაღიზიანებისა. თუ თქვენ ხედავთ ბევრ ტკიპებს ხეზე, ეს ნიშნავს, რომ მტრები შეეცდებიან წაგართვან თქვენი საკუთრება

ტოპაზი - ტოპაზი სიზმარში იმაზე მეტყველებს, რომ ბედი იმედიან მეგობრებს გამოგიგზავნით. თუ გესიზმრებათ, რომ დაკარგეთ ტოპაზისთვლიანი სამკაული, მაშინ ცხადში შურიანი ადამიანები წყენას მოგაყენებენ. სიზმარი, რომელშიც გჩუქნიან ტოპაზს, სასიყვარულო თავგადასავალს გიქადით

ტოროლა - სიზმარში მფრინავი ტოროლას ნახვა–ამამაღლებელი მიზნის ნიშანია, რომლის მიღწევის შედეგად თქვენ გადალახავთ თქვენს ეგოიზმს და შეძლებთ თქვენში განავითაროთ მიმზიდველი სულიერება. ციდან ტოროლას ხმის გაგონება კეთილისმომასწავებელი ნიშანია: თქვენ მალე შეიცვლით საცხოვრებელ ადგილს და ბიზნესს განავითარებთ. მომღერალი ტოროლა, რომელიც უცებ ვარდება დედამიწაზე–ნიშანია მელანქოლიისა, რომელშიც თქვენ ჩავარდებით, ვინაიდან ვერ შეძლებთ ბედნიერებისაკენ მიმავალი სწორი გზის პოვნას. დაჭრილი ან მკვდარი ტოროლა გიქადით მწუხარებას ან სიკვდილს. ტოროლას მოკვლა სიზმარში–ე.ი. ცხადში, თქვენი მიამიტობის წყალობით, მოგაყენებენ შეურაცხყოფას.
თუ ტოროლები დაფრინავენ თქვენ გარშემო–ფორტუნა თქვენკენ სახით შემოტრიალდება. ტოროლას დაჭერა კაკანათით ნიშნავს პატივისა და სიყვარულის ძალიან იოლად მოპოვებას. თუ ტოროლა სიზმარში ხორბალს კენკავს–კარგი მოსწავლის ნიშანია.

ტორტი - ტორტი, როგორც ყველა სხვა ცომეულის ნაწარმი, რომელიც დაგესიზმრებათ, ნიშნავს, რომ თქვენი რჩეული, თქვენი ღირსია. ზოგჯერ ეს სიზმარი იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ გახდებით რაღაც საკუთრების მფლობელი. მამაცი და ფხიანი ხალხისთვის ტორტი მოასწავებს სარგებლობას (მოგებას), შეყვარებულებს კი ჰპირდება სიყვარულში ბედნიერებას. თუ ქალიშვილს ესიზმრება საქორწინო ტორტი–ელის უიღბლობა, ასევე არასასურველია სიზმარი, რომელშიც თქვენ ტორტებს აცხობთ

ტოტი - სიზმარში ტოტი თქვენთვის მნიშვნელოვან სიტუაციაში დაბრუნებას ნიშნავს, მოტეხილი ტოტი–შერცხვენის ნიშანია

ტრაბახი - თუ სიზმარში ვინმე გაქებთ–ცხადში თქვენი იმპულსური საქციელის გამო ძალიან ინანებთ და ამით თქვენს მეგობრებსაც ავნებს. თუ სიზმარში ვიღაცის წინაშე ტრაბახობთ, ცხადში კონკურენტების მოტყუებას შეეცდებით, რითიც მათ თვალში ძალიან დაეცემით

ტუმბო - ტუმბოს დასიზმრება ნიშნავს, რომ თქვენი ენერგია და საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულება დაგეხმარებათ სასურველი სიმდიდრის მიღებაში. ეს სიზმარი ასევე ჯანმრთელობას გპირდებათ. ტუმბოზე მუშაობა დიდ შემოსავალს მოასწავებს, ხოლო გატეხილი ტუმბო ტყუილად დაკარგული დრო და ენერგიაა–ოჯახური უსიამოვნებანი ხელს შეგიშლით კეთილი ჩანაფიქრის განხორციელებაში

ტურიზმი - თუ სიზმარში დაკავებული ხართ ტურიზმით, ცხადში მიიღებთ მონაწილეობას ისეთ სასურველ საქმეში, რომელიც სახლიდან შორს წაგიყვანთ. ტურისტების ნახვა სიზმარში ნიშნავს საქმეში არასტაბილურობას და მერყეობას სიყვარულში

ტუჩები - სიზმარში ვიღაცის სახეზე სქელი, ულამაზო ტუჩების ნახვა ნიშანია აჩქარებული და მოუფიქრებელი გადაწყვეტილებისა, ასევე, უსიამოვნო შეხვედრისა და ოჯახში ცუდი ურთიერთობისა. სასიამოვნოდ მოცინარი სავსე ტუჩების ნახვა გპირდებათ ურთიერთბებში ჰარმონიას და ბარაქას სახლში. შეყვარებულს ასეთი სიზმარი ჰპირდება თანაზიარობას.
თხელი ტუჩები ნიშნავს, რომ თქვენ შესანიშნავად გაუმკლავდებით მოსალოდნელ რთულ სიტუაციებს. დახეთქილი, დასიებული ტუჩები ნიშანია მომავალი უკეთური სურვილისა და გაჭირვებისა

ტყავი, ტყავის ნაწარმი - თუ გესიზმრებათ ტყავის ნაწარმი, სიზმარი გიქადით წარმატებულ ბიზნესსა და საპირისპირო სქესის კეთილგანწყობას, ხოლო თუ სიზმარში ტყავის ტანსაცმელი გაცვიათ, ბირჟაზე თამაშისას გამართლება იქნება თქვენი თანამდევი. ტყავის სამკაული გიქადით ერთგულებას სიყვარულში და კეთილმოწყობილ სახლს. დიდი რაოდენობით ტყავის ნახვა გიწინასწარმეტყველებთ წარმატებასა და ბედნიერებას. სიზმარში ტყავით ვაჭრობა თქვენი საქმიანობის სტაბილურობის ნიშანი და სიმდიდრის თანდათანობითი მატებაა.
თუ რაიმე ცხოველის ტყავი დაგესიზმრათ, ცხადში ნებისმიერ საქმეს სიყვარულითა და სიამოვნებით შეასრულებთ, თქვენი ცხოვრება კი უღრუბლო იქნება

ტყე - ტყის ნახვა სიზმარში–ცვლილებებია საქმეში. მწვანე ტყე ბედნიერებაა, შიშველი ტყე–ცვლილებები უარესობისაკენ. ხანძარი ტყეში გპირდებათ თქვენი საქმიანობის რეალიზაციას, კეთილდღეობასა და წარმატებას. თუ სიზმარში ამზადებთ შეშას, ეს ნიშნავს წარმატებას გადამწყვეტი ბრძოლის შემდეგ

ტყვე - თუ დაგესიზმრათ, რომ ვიღაცის ტყვე ხართ, ერიდეთ ღალატს. თუ სიზმარში გაქცევას ცდილობთ, მაგრამ არ გამოგდით, ცხადში შეურაცხყოფას მოგაყენებენ. თუ სიზმარში თქვენ ვინმე ტყვედ აიყვანეთ, საქმე გექნებათ დაბალი სოციალური წრის წარმომადგენლებთან. თუ ახალგაზრდა ქალს დაესიზმრა, რომ იგი ტყვე არის, მას ქმრის ეჭვიანობა ელოდება, თანაც ძალზე ახლობელთან. შესაძლოა, მისმა დაუფიქრებელმა ქცევამ ახლობლების გაკიცხვა გამოიწვიოს

ტყვია - ტყვიის ნაწარმი ნიშნავს თქვენი ნებისმიერი წამოწყების უშედეგოდ დამთავრებას. ტყვიის საბადოები–ცხადში მეგობრების წინაშე თქვენი შემოსავლის წყაროს ეჭვქვეშ დაყენებას მოასწავებს. შეყვარებულთათვის ასეთი სიზმარი თქვენი შეყვარებულის ცუდ ხასიათს მიანიშნებს.
ტყვიის მადანი უბედურების ნიშანია და მისგან თავის დახსნა სარისკო ნაბიჯის გადადგმისაკენ გიბიძგებთ; თუ სიზმარში ტყვიის მადანს ეძებთ, ცხადში სამსახურის ხშირი ცვლა მოგიწევთ. გამდნარი ტყვია ნიშნავს, რომ თქვენი მოუთმენლობა არა მარტო თქვენ, არამედ თქვენს ახლობლებსაც წარუმატებლობას მოუტანს

ტყუპები - სიზმარში თუ ტყუპებს ხედავთ–თავდაჯერებული იქნებით საქმეებში. ეს ასევე ნიშნავს მშვიდობასა და თანხმობას ოჯახში