EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« სიზმრების ახსნა / dream explanation - ფ - »

კატეგორია: სიზმრის ახსნა

ავტორი: admin

თარიღი: 2016-08-08 17:29:36

სიზმრების ახსნა / dream explanation - ფ -

სიზმრების ახსნა / dream explanation - ფ - 

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

სიზმარი

ფაბრიკა - თუ ფაბრიკა დაგესიზმრათ, უახლოეს მომავალში საქმიანი აქტიურობის გამოჩენა მოგიწევთ

ფაიფური - ფაიფურის ნაწარმი წარმატების მაუწყებელია თქვენს ყველა წამოწყებაში. თუ ფაიფური გატეხილია, თქვენი დაბნეულობა შეიძლება სერიოზული უსიამოვნების ნიშანი გახდეს. თუ ქალს დაესიზმრა, რომ იგი ფაიფურის ფიგურების მოხატვით არის დაკავებული ან მათ თავიანთ ადგილზე ალაგებს, მისი სახლი ყოველთვის მყუდრო და სტუმართმოყვარე იქნება

ფაკირი, დერვიში - ინდოელი დერვიში სიზმარში–თქვენს ცხოვრებაში დიდი ცვლილებების ნიშანია, თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეს ცვლილებები უკეთესობას სულაც არ მოასწავებს

ფანარი - თუ ფანარის მოძრავი შუქი დაგესიზმრა, ეს მოულოდნელი დიდძალი სიმდიდრის ნიშანია. თუ ახალგაზრდა გოგო თავის შეყვარებულს ფანარით უნათებს გზას, ცხადში ცოლად მდიდარ ადამიანს გაჰყვება. თუ ფანარი ხელში გიჭირავთ, ცხადში თქვენი სიკეთე და უანგარობა დაგეხმარებათ ბევრი კეთილი ადამიანის მხარდაჭერის მოპოვებაში.
უცაბედად ჩამქრალი ფანარი იმის მაუწყებლია, რომ თქვენ იმ მდგომარეობას ვერ მოიპოვებთ, რომელსაც ელოდით; გოგონასთვის ეს სიზმარი შეყვარებულში იმედგაცრუებას ნიშნავს. თუ სიზმარში ფანარი გაგიტყდათ, ცხადში დახმარებისთვის სხვისთვის მიმართვა მოგიწევთ, რითაც თქვენს დამოუკიდებლობას დაკარგავთ.
თუ დაგესიზმრათ, რომ ფანარს წმენდით, ე.ი. ახლო მომავალში თქვენ წინაშე გრანდიოზული პერსპექტივები გადაიშლება. დაკარგული ფანარი საქმიანობის შეჩერებას ნიშნავს. ფანარის ყიდვა სიზმარში წარმატებულ საქმიან ოპერაციებს მოასწავებს.

ფანარის ბოძი - ფანარის ბოძი სიზმარში კარგის ნიშანია; ცხადში მძიმე პერიოდში სრულიად უცნობი ადამიანები დაგიდგებიან გვერდში და დაგეხმარებიან. თუ სიზმარში ბოძიდან გადმოვარდით, იმედგაცრუება და მოტყუება გელოდებათ. მისგან თავის დაღწევა იმ შემთხვევაში შეგიძლიათ, თუ თავად ვინმეს მოატყებთ. თუ სიზმარში ფანარის ბოძს დაეჯახეთ, უსიამოვნებები არ აგცდებათ

ფანქარი - ფანქრის ნახვა სიზმარში იმის ნიშანია, რომ თქვენ მოძებნით სასურველ საქმეს. თუ გოგონას ესიზმრება, რომ ის რაღაცას წერს ფანქრით, მას ელის ბედნიერი ქორწინება იმ შემთხვევაში, თუ ის არ წაშლის დაწერილს, მაგრამ თუ ამას გააკეთებს, მაშინ ბედი მისი მწყალობელი არ იქნება

ფანჯარა - ფანჯარა თქვენს სიზმარში ნიშნავს თქვენი ბრწყინვალე იმედების უნაყოფობას; თქვენ მიერ საკმაოდ კარგად დამუშავებული გეგმებიც კი ჩაიფუშებიან, რაც თქვენს სინანულს გამოიწვევს. დახურული ფანჯრები–სიცარიელის სიმბოლოა. თუ მინები ჩამტვრეულია, დაგტანჯავენ დამამცირებელი ეჭვები ღალატის თაობაზე.
თუ სიზმარში ზიხართ ფანჯრის რაფაზე, სისულელისა და დაუფიქრებლობის მსხვერპლი გახდებით; თუ გესიზმრებათ, რომ სახლში შედიხართ ფანჯრიდან–გამოგიჭერენ მიზნის მიღწევისათვის უღირსი საქციელის დროს.
თუ თქვენ ფანჯრიდან ძვრებით და გარბიხართ–რეალურ ცხოვრებაში უბედურება გეწვევათ. თუ ფანჯრებთან გასვლისას შიგ შეიხედეთ და უცნაური ნივთები დაინახეთ,–არჩეულ საქმეში წარუმატებლობას განიცდით და დაკარგავთ მის პატივისცემას, ვის გამოც იტანჯებოდით ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაკარგვის ფასად.
ის, ვინც სიზმარში ხელით შეეხო ფანჯრის მინას, ცხოვრებაში გადაეყრება იდუმალ ძალას. თუ სიზმარში ვიღაცას ელაპარაკებით დაკეტილი ფანჯრიდან–უახლოეს მომავალში წააწყდებით სიძნელებს, რომელიც არც თუ ცოტა ნერვიულობას მოგიტანთ; თუ სიზმარში გატეხეთ მინა–წარუმატებლობა გეწვევათ.

ფარდები - თუ სიზმარში ნახეთ ფარდები–უნდა ელოდეთ არასასიამოვნო მნახველს, რომელიც შეიძლება იქცეს თქვენი დიდი უბედურებისა და წუხილის მიზეზად. ჭუჭყიანი ან დახეული ფარდები გიქადიან საყვედურებთან და ჩხუბთან დაკავშირებულ უსიამოვნებას

ფარისეველი - თუ გესიზმრებათ, რომ ვიღაცა რაღაცას გპირდებათ, მოჩვენებითი მეგობრები გაგყიდიან. თუ სიზმარში თვითონ ხართ მლიქვნელი–შეეცდებით მეგობრის მოტყუებას

ფარშევანგი - ფარშევანგის ნახვა ცხოვრებაში რადიკალურ გარდაქმნებს მოასწავებს; ზედმეტად მკაფიო შთაბეჭდილებები მწარე ფიქრებთან და ცუდ წინათგრძნობასთან ერთად შეგრძნებების ჭრელ ნაკადში გაერთიანდებიან და თქვენს სულზე დამამძიმებელ ზემოქმედებას მოახდენენ.
თუ ქალს ესიზმრება, რომ მას ჰყავს ფარშევანგი, ცხადში მამაკაცის პატიოსნებაში იმედგაცრუება ელის. ფარშევანგის მკვეთრი წამოყვირება ცხადში მოუსვენრობას და შფოთვას მოასწავებს, რომლის მიზეზიც ის ადამიანი იქნება, ვის მიმართაც თქვენ გარკვეული სიმპათიები გაგიჩნდებათ

ფეიერვერკი - ფეიერვერკი–სასიამოვნო, მხიარულ დღესასწაულს მოასწავებს. გარდა ამისა, ეს სიზმარი კარგ ჯანმრთელობას ნიშნავს. ქალებს იგი მოგზაურობას უქადის, რომლითაც ისინი უზომოდ კმაყოფილნი დარჩებიან

ფერია - ვინც სიზმარში ფერიას ნახავს, შეიძლება დარწმუნებული იყოს, რომ მას ბედნიერი და აწყობილი ცხოვრება ექნება

ფერმა, გლეხის მეურნეობა - თუ დაგესიზმრათ, რომ ფერმაში ცხოვრობთ, ყველა თქვენი წარმოება სასიკეთოდ დასრულდება. ფერმის ყიდვა სიზმარში–ფერმერს კარგ მოსავალს მოუანს, მეწარმეს– კარგ გარიგებას, მეზღვაურს–ბედნიერ ნაოსნობას. თუ სიზმარში ფერმაში შეხვედით, ცხადში სასიამოვნო ადამიანების გაცნობა მოგიწევთ

ფერფლი - ფერფლი სიზმარში არასასიამოვნო გარდაქმნების მომასწავებელია: გლეხს გაუფუჭდება მოსავალი, ვაჭარი ნახავს ზარალს, მშობლები კი შვილების ცუდი საქციელის გამო განაწყენდებიან

ფერ–უმარილი - თუ ქალს ესიზმრება, რომ იგი ფერ–უმარილს ისმევს–მიზნის მისაღწევად მას ეშმაკობის გამოყენება მოუწევს. ფერ–უმარილით დასვრილი ტანსაცმელი ან ხელები–ე.ი. ვიღაცა ბოროტებას გაუკეთებს. თუ სიზმარში მას ფერ–უმარილი გადასდის სახიდან, საყვარელი ადამიანის დაკარგვა ელოდება. სხვა ადამიანის სახეზე ფერ–უმარილი მიანიშნებს იმაზე, რომ უსინდისო ადამიანებს რაღაც საქმეში შეუწყობთ ხელს

ფესვები - თუ გესიზმრებათ ხის ან სხვა მცენარის ფესვები–ეს უბედურების მაუწყებელია: თქვენი საქმე და ჯანმრთელობა გაუარესდება. სიზმარში ფესვების წამლად გამოყენება–ავადმყოფობა და მწუხარებაა

ფეხები - გოგონა, რომელიც სიზმარში თავს იწონებს თავისი ფეხებით–დაცილდება საყვარელ ადამიანს, თავისი, არც თუ ბრძნული, შეხედულების გამო. თუ მას დაესიზმრა, რომ თმიანი ფეხები აქვს, ქმარი დამყოლი ეყოლება; ლამაზი ფეხები ბედნიერ მომავალსა და კარგ მეგობრებს უქადის.
სიზმარში საკუთარი ფეხების ნახვა სიფრთხილის ნიშანია: საკუთარი ცხოვრებისეული პოზიციის დასამტკიცებლად მთელი სულიერი ძალების მოკრებვა დაგჭირდებათ. თუ სიზმარში ქალის ფეხები აღგაფრთოვანებთ–მომხიბვლელი ქალი თავს დაგაკარგვინებთ. ცუდი ფეხები არასახარბიელო გარიგებასა და წუნია მეგობრებს გიქადით.
ნაჭრილობევი ფეხები ავადმყოფობის ნიშანია; ხის ფეხი–მეგობრებთან მოკლებული იქნებით გულახდილობას; წყლული ფეხზე–გულითადად დაეხმარებით ხალხს, რითაც დააცარიელებთ თქვენს საფულეს; ფეხის ამპუტაცია–ახლობელს დაკარგავთ, შინაურთა დესპოტიზმი კი თქვენს ყოფნას აუტანელს გახდის.
თუ სიზმარში ფეხები არ გემორჩილებათ–სიღარიბის ნიშანია; ფეხების დაბანა გაფრთხილებთ, რომ თქვენი გეგმები ვიღაცის ზრახვებს დაარღვევს; თუ ფეხები გაგისივდათ და დაგიწითლდათ–სირცხვილი და დამცირება არ აგცდებათ; შესაძლოა ოჯახში უსიამოვნებანი და ცვლილებები საქმეებში; თუ გესიზმრებათ სამი ან მეტი ფეხი–ფანტაზიებით უფრო მეტად დაკავდებით, ვიდრე საქმიანობით. 

ფეხსაცმელი - თუ სიზმარში გაცვიათ დახეული და ჭუჭყიანი ფეხსაცმელი, იყავით ფრთხილად კრიტიკული გამონათქვემების მიმართ, თუ არ გინდათ შეიძინოთ მტრები. შავი ფეხსაცმელი მოასწავებს წარმატებასა და კმაყოფილებას. ახალი ნებისმიერი ფერის ფეხსაცმელი გიქადით ცვლილებებს უკეთესობისაკენ. ქალიშვილი თუ სიზმარში მოწონებით უყურებს ფეხზე კარგად მომჯდარ ფეხსაცმელს, უნდა ერიდოს ზედმეტ მიმნდობლობას.
თუ ფეხსაცმელი გიჭერთ–გარშემომყოფებს მისცემთ დაცინვის მიზეზს. თუ დაკარგეთ ფეხსაცმელი, რეალურ ცხოვრებაში მოგიხდებათ მოულოდნელი განშორება მეგობართან. თუ სიზმარში მოგპარეს ფეხსაცმელი, მაგრამ დარჩით წინდებით, ცხადში გადატანილ დანაკარგს სხვა რაღაცით აინაზღაურებთ.

ფეხსაცმელი ხის - ხის ფეხსაცმელი მის მნახველს უქადის სიმარტოვესა და სიღარიბეს, ხოლო ვინც შეყვარებულია–ღალატს

ფეხშიშველა - სიზმარში ფეხშიშველა, დახეული ტანსაცმლით ხეტიალი ცუდი ნიშანია–თქვენი ოცნებები კრახს განიცდიან და ბოროტი ძალები ყოველ ნაბიჯზე დაბრკოლებას შეგიქმნიან

ფილტვის კიბო - თუ სიზმარში ავად ხართ ტუბერკულოზით–საფრთხე გემუქრებათ, ამიტომ ახლოს იყავით მეგობრებთან–მათ გარეშე დაიღუპებით

ფინიკები - ფინიკის პალმა ბედნიერ ქორწინებას ნიშნავს. მაღაზიაში ნაყიდი ფინიკი კი იმაზე მიანიშნებს, რომ უსიამოვნებებია მოსალოდნელი

რუზი  - ფირუზის ნახვა ნიშნავს, რომ მალე ასრულდება თქვენი რომელიღაცა სანუკვარი ოცნება, რაც ძალზე გაახარებს თქვენს ახლობლებს. თუ ქალი სიზმარში ფირუზებითაა მორთული–შეხვდება წინააღმდეგობებს სიყვარულში ან დაზარალდება საკუთარი მგრძნობელობის გამო.

ფი მაზუთი - ფისი სიზმარში–ბოროტების ნიშანია. თუ დაგესიზმრათ, რომ ხელები ან ტანსაცმელი ფისით გაქვთ დასვრილი–უბედურება გელით; შეიძლება სერიოზულად გახდეთ ავად

ფიჩხი, ბურბუშელა - თუ დაგესიზმრათ ფიჩხის კოცონისაგან ამოსული მუქი ბოლი, ე.ი. ვიღაც თქვენი ცხოვრების გამწარებას შეეცდება. ხოლო თუ ფიჩხი კარგად იწვის, თქვენ წარმატებით გაართმევთ თავს ნებისმიერ სიძნელეს, შესაძლოა, გამდიდრდეთ კიდეც.
თუ სიზმარში ჩამქრალ ფიჩხის კოცონს ფეხი დაადგით, ცხადში რომელიმე მეგობარი უნებლიედ ზიანს მოგაყენებთ; მაგრამ თუ ამ დროს მოახერხეთ და არაფერი არ დაიწვით, ე.ი. მეგობრები არაფერ შუაში არ არიან და უკეთესი მომავალი გელოდებათ. თუ დაგესიზმრათ, რომ კოცონზე თქვენი დაწვა უნდათ და ხედავთ ამისთვის მომზადებულ ფიჩხებს–სერიოზულ მატერიალურ ზარალს უნდა ელოდეთ. თუ მოხდა ისე, რომ ბოლო წუთებში თქვენი დასჯა გადაიფიქრეს, მაშინ პირიქით, დიდ მოგებას მიიღებთ და თქვენი ქონებაც გაიზრდება.

ფიწალი - სიზმარში ფიწალის ნახვა ნიშნავს ბრძოლას უკეთესი მომავლისათვის, რომელიც თქვენგან მოითხოვს უდიდეს ძალისხმევას, როგორც ფიზიკურს, ისე სულიერს. თუ სიზმარში ვიღაც გამოგეკიდათ ფიწალით ხელში ე.ი. გყავთ პირადი მტრები, რომლებიც შეეცდებიან თქვენს ვნებას

ფლეიტა - ფლეიტის ხმა სიზმარში მეგობრებთან სასიხარულო შეხვედრის ნიშანია; მეწარმისათვის იგი ხელსაყრელი გარიგებაა. თუ გოგონას დაესიზმრა ასეთი სიზმარი, მას მალე ახალი თაყვანისმცემელი გამოუჩნდება

ფლოტილია (ფლოტი) - სამდინარო ან საზღვაო ფლოტილია მძიმე ბრძოლაში გამარჯვებას მოასწავებს. საზღვაო ბრძოლაში დამარცხებული ფლოტილია უბედურ სიყვარულსა და არასაიმედო საქმიან პარტნიორს ნიშნავს. თუ გემები გაშლილ ზღვაში გადიან–უახლოეს წლებში თქვენი შემოქმედებითი გეგმები წარმატებით განხორციელდებიან

ფოთლები - ფოთლების ნახვა სიზმარში გპირდებათ ბედნიერებას. დამჭკნარი ფოთლები ნიშნავს, რომ ცრუ იმედები და ამაღელვებელი წინასწარმეტყველებანი შეგაშფოთებენ და გააბუნდოვნებენ თქვენს, ისედაც, არც თუ იოლ ცხოვრებას.
დამჭკნარი ფოთლების ნახვის შემდეგ ახალგაზრდა ქალს საქმრო მიატოვებს უშუალოდ ქორწილის წინ. ზოგჯერ ეს მოასწავებს სიკვდილსაც. თუ ფოთლები მის სიზმარში იქნება მწვანე და ახალი–ის მიიღებს მემკვიდრეობას და გათხოვდება მდიდარ, პერსპექტიულ ადამიანზე

ფოკუსები - თუ სიზმარში თქვენ ან სხვა ვინმე ფოკუსებს აჩვენებთ, ცხადში სირთულეებს წააწყდებით, თუმცა თქვენი საქმიანი და ორგანიზატორული თვისებები დაგეხმარებათ რთული სიტუაციიდან გამოსვლის მოძებნაში

ფონი - თუ თქვენ სიზმარში გადადიხართ სუფთა წყლის ფონზე, ეს ნიშნავს, რომ მონაწილეობას მიიღებთ ხანმოკლე, მაგრამ მშვენიერ მხიარულებაში. თუ წყალი ჭუჭყიანია–გელით ავადმყოფობა ან რაღაც სამწუხარო მოვლენა.
სუფთა წყალზე მიმავალი ბავშვების ნახვა ბედნიერი სიზმარია–საქმეებში წარმატების მაუწყებელი. თუ ახალგაზრდა ქალი ნახავს, რომ სუფთა წყალში დადის–იგი მალე მიაღწევს ყველაზე სანუკვარი ოცნების შესრულებას

ფორთოხლები - მწიფე ნაყოფით დატვირთული ფორთოხლის ხეები ნიშანია ჯანმრთელობისა და სასიამოვნო გარემოცვისა, მაგრამ ფორთოხლის ჭამა მაუწყებელია ნათესავის ან ახლო მეგობრის ავადმყოფობისა; საქმიან წრეებში იმეფებს დაუკმაყოფილებლობის ატმოსფერო. თუ ფორთოხლები ახალი და არომატულია, ცხადში, ბედი არ იქნება ძალიან მკაცრი.
თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში ჭამს ფორთოხალს, ის დაკარგავს თავის გულითად მეგობარს. თუ მას დაესიზმრა მშვენიერი ფორთოხალი მაღლა ხეზე, ე.ი. ცხადში გამოიჩენს მეტისმეტ სიფრთხილეს საქმროს არჩევისას

ფორტეპიანო - სიზმარში ფორტეპიანოს ნახვა ცხადში სასიამოვნო თავგადასავალს გიქადით. ფორტეპიანოზე შესრულებული სასიამოვნო მელოდია იმის ნიშანია, რომ ჯანმრთელობა და იღბალი არ მიგატოვებთ. ხმამაღალი აკორდები ბევრ წვრილმან საქმეებს მოასწავებენ. ნელი და ჩუმი მელოდია–მოსალოდნელი მოსაწყენი ცხოვრების სიმბოლოა.
გატეხილი ან აუწყობელი ინსტრუმენტი–საკუთარი თავით უკმაყოფილების ნიშანია. ძველებური ფორტეპიანო გაფრთხილებთ, რომ თუ სხვის რჩევას არ დაუჯერებთ, გაგიჭირდებათ რთული სიტუაციიდან თავის დაღწევა. თუ გოგონა სიზმარში გულმოდგინებით სწავლობს რთულ მელოდიებს, ცხადში იგი იმ ადამიანის სიყვარულს მოიპოვებს, რომელიც მას ადრე ყურადღებას არ აქცევდა

ფორტი - თუ დაგესიზმრათ, რომ ფორტს იცავთ, ცხადშიც მოგიწევთ საკუთარი ქონებისა და ღირსების დაცვა. თუ სიზმარში იერიშის მიმტანთა შორის აღმოჩნდით, ცხადში კონკურენტებზე სერიოზულ გამარჯვებას მოიპოვებთ

ფოსტა - ფოსტა სიზმარში საერთოდ უსიამოვნებების მომასწავებელია

ფოსტალიონი - ფოსტალიონის ნახვა მოასწავებს უსიამოვნო და არახელსაყრელი საქმის შედეგების გამო პასუხისგებას. თუ ფოსტალიონს წერილი მოაქვს–შორი გზიდან ცუდ ამბავს გაიგებთ. თუ ფოსტალიონი კარზე გიკაკუნებთ–მოულოდნელი სტუმარი გეწვევათ.
თუ სიზმარში წერილს ელოდებით, ფოსტალიონმა კი გვერდზე გაიარა–მწარე სიურპრიზი გელოდებათ. ფოსტალიონისათვის გასაგზავნი წერილის მიცემა არასასურველი ხალხისაგან თქვენთვის უსიამოვნების მოყენებას ნიშნავს. ფოსტალიონთან ლაპარაკი–სკანდალურ მოვლენას მოასწავებს

ფოსფორი - თუ თქვენს სიზმარში ფოსფორი ფიგურირებს–თქვენი სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდება. ქალს ეს სიზმარი მამაკაცებთან ბრწყინვალე, მაგრამ ხანმოკლე წარმატებას უქადის

ფოტოაპარატი - სიზმარში ფოტოაპარატი დაუმსახურებელი შენიშვნების მიღებას ნიშნავს. თუ ქალს დაესიზმრა, რომ იგი სურათებს იღებს, ცხადში მას საყვარელ ადამიანზე იმედგაცრუება ელის

ფოტოსურათი - სიზმარში ფოტოსურათის ნახვა საყვარელი ადამიანის მხრიდან მოტყუებასა და მისით იმედგაცრუებას ნიშნავს. თუ ფოტოსურათები დაოჯახებულ ადამიანს ესიზმრება, ცხადში ვიღაც მისი საქმეების სააშკარაოზე გამოტანით დაემუქრება. თუ სიზმარში საკუთარ სურათს ხედავთ, ცხადში მოულოდნელი საქციელით თქვენს თავსაც და გარშემომყოფებსაც ზიანს მიაყენებთ

ფოცხვერი - ფოცხვერის დასიზმრება გაფრთხილებთ, რომ ვიღაც თქვენი ოჯახის დანგრევას ცდილობს. ქალს ასეთი სიზმარი მეტოქის გაჩენაზე მიანიშნებს

ფოცხი - თუ სიზმარში მუშაობთ ფოცხით, მაშინ თქვენ მიერ სხვისათვის მინდობილი საქმე არ დასრულდება, თუ თვითონ არ მოკიდებთ ხელს. გატეხილი ფოცხი ავადმყოფობა ან რაღაც უბედურებაა, რომელიც გაანადგურებს თქვენს გეგმებს. თუ სხვები მუშაობენ ფოცხით–მაშინ თქვენ გაგახარებთ სხვებისათვის მნიშვნელოვანი საქმის კეთილი დასასრული

ფრანი (საჰაერო გველი) - თუ სიზმარში უშვებთ ფრანს–ე.ი. ბედმა გიბოძათ სიმდიდრეცა და კარგი საქმეც, მაგრამ თქვენ ვერ იყენებთ. ფრანის მიწაზე დაცემა–იმედგაცრუება და წარუმატებლობაა.
თუ სიზმარში აკეთებთ ფრანს–საქმიან სფეროში თქვენ ითამაშებთ ბირჟაზე მცირე შესაძლებლობებით, ხოლო პირად ცხოვრებაში შეეცდებით სიყვარულის მოპოვებას, რათა ამით დაფაროთ თქვენი საქმეების სავალალო მდგომარეობა.
თუ ბავშვები უშვებენ ფრანს ჰაერში–ძალიან კარგ დროსტარებას მოასწავებს. თუ ფრანი ღრუბლებში დაიკარგა–თქვენი ბევრი იმედი გაქარწყლდება, ხოლო დიდი ხნის ჩანაფიქრის განხორციელებას დიდი დროით გადასდებთ.

ფრთები - თუ თქვენ სიზმარში ფრთიანი ხართ, ე.ი. ნერვიულობთ შორს წასულ ადამიანზე. ფრინველის ფრთების ნახვა ნიშნავს, რომ ყველა წინააღმდეგობის გადალახვის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, გახდებით მდიდარი და პატივსაცემი ადამიანი.

ფრჩხილები - სიზმარში საკუთარი ფრჩხილების დათვალიერება მოასწავებს მძიმე სამუშაოს. თუ უვლით საკუთარ ფრჩხილებს–უბრალო სამუშაო გექნებათ; გაზრდილი ან მოტეხილი ფრჩხილები ავადმყოფობის, ჭუჭყიანი კი შერცხვენისა და უთავმოყვარეობის ნიშანია, რომელიც შეიძლება თავს დაატყდეს თქვენს ოჯახს, თუ ვერ შეძლებთ მდგომარეობის რეალურად შეფასებას

ფსონი - თუ სიზმარში დოღზე თამაშობთ, ცხადში ვიღაც ცდილობს სწორი გზიდან თქვენს აცდენას. ფრთხილად იყავით რაიმე ახალი საქმის წამოწყებისას. თუ თქვენი თავი სათამაშო მაგიდასთან დაგესიზმრათ, ცხადში ვიღაც მოტყუების გზით შეეცდება, ფული დაგახარჯვინოთ

ფული - სიზმარში ნაპოვნი ფული პატარა უსიამოვნება და დიდი ბედნიერებაა. იქნება ცვლილებები. ფულის გადახდა–უბედურებაა. ოქროს მიღება მომასწავებელია გალაღებისა და გახარებისა. ფულის დაკარგვა გაფრთხილებთ სახლში და საქმეში უბედურების შესახებ. თუ სიზმარში ითვლით ფულს და აღმოაჩენთ დანაკლისს–ის თქვენს პრაქტიკულობაზე და მომჭირნეობაზე მეტყველებს.
თუ გესიზმრებათ, რომ ფული მოიპარეთ–საშიშროება გემუქრებათ–იყავით ყურადღებიანი მოქმედებისას. ფულის შენახვა კომფორტისა და შემოსავლის ნიშანია. თუ სიზმარში თქვენ გადაყლაპეთ მონეტა, ეს ნიშნავს, რომ მზად ხართ ქველმოქმედებისა და გულმოწყალებისათვის. თუ ამოწმებთ ფულის ხარისხს, გელით სწრაფი ბედნიერება და კარგად ყოფნა. თუ ნახულობთ ფულის შეკვრას, მაგრამ ვიღაც ქალი ამბობს, რომ ის მისია, ცხადში გექნებათ დანაკარგი ვიღაც პიროვნების ჩარევით. ამ სიზმრის მნახველს მოეჩვენება, რომ ის კარგავს ფულს უჭკუოდ და ცხოვრობს უსახსროდ. ეს სიზმარი მინიშნებაა: გაფრთხილდით, რომ სულ პატარა ახირებამაც კი არ შეაკრთოს თქვენი გონება ხელფასის წინა დღეს

ფურთხი - სიზმარში ფურთხი პერსპექტიული საქმის წარუმატებლად დამთავრებას ნიშნავს. თუ სიზმარში თქვენ შეგაფურთხეს, ეს დაშორებასა და გრძნობების გაციებას მიანიშნებს

ფურისულა (ბოტ.) - ფურისულა კარგს არაფერს არ მოასწავებს. თუ თქვენ ფურისულის თაიგულს აგროვებთ, თბილი და დიდი ხნის მეგობრობა დასრულდება: როცა შეყვარებული ამგვარ სიზმარს ნახავს, მატერიალურად გაუჭირდება. გაფურჩქნული ფურისულა საქმეებში კრიზისისა და ოჯახის დანგრევას მოასწავებს. მაგრამ თუ თქვენ ხშირ ბალახში დგახართ და ფეხებთან ფურისულას ყვავილები იშლებიან–წყნარი და მშვიდი სასიხარულო ამბები მოგელით

ფუტკრები - ფუტკრები–ბედნიერების ნიშანია. განსაკუთრებით კარგი სიზმარია, თუ ფუტკრების გუნდი თქვენს შვილს მისდევს. საქმიან ადამიანებს ფუტკრები ხელსაყრელ გარიგებას უქადის; იგი ასევე სავაჭრო ბრუნვის ზრდასა და, შვილების საქციელის გამო, მშობელთა სიხარულს მოასწავებს. ფუტკრის კბენა ახლო მეგობრისაგან შეურაცხყოფას ნიშნავს