EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« სიზმრების ახსნა / dream explanation - ქ - »
კატეგორია: სიზმრის ახსნაავტორი: admin
თარიღი: 2016-08-08 17:50:21
სიზმრების ახსნა / dream explanation - ქ -
ა - ბ - გ - დ - ე - ვ - ზ - თ - ი - კ - ლ - მ - ნ - ო - პ - ჟ - რ - ს - ტ - უ - ფ - ქ - ღ - ყ - შ - ჩ - ც - ძ - წ - ჭ - ხ - ჯ - ჰ
ქათამი - თუ სიზმარში ხედავთ ქათამს, გელით სასიამოვნო შეხვედრები ოჯახურ წრეში ან ოჯახის ზრდა
ქალაქი - სიზმარში თუ უცნობ ქალაქში იმყოფებით, თქვენ, სამწუხაროდ, იძულებული გახდებით, შეცვალოთ თქვენი ცხოვრების წესი და საქმიანობა
ქალები - სიზმარში ქალების ნახვა მაუწყებელია მრავალგვარი ინტრიგისა. კამათი ქალებთან ნიშნავს, რომ მტრები გაჯობებენ ეშმაკობაში და შეძლებენ თქვენი გეგმების ჩაფუშვას. სიზმარში ცხვირპაჭუა, ცისფერთვალა ქერა ქალის ნახვა დამაჯერებელი ნიშანია იმისა, რომ უბრძოლველად დათმობთ თქვენს პოზიციებს მაშინ, როცა გექნებათ მოგების გარკვეული შანსი. თუ ქალს აქვს ელამი თვალები და რომაული ცხვირი–ე.ი. მიდრეკილება გაქვთ სახიფათო ავანტიურისაკენ.
თუ თქვენს სიზმრებში ქალებს აქვთ ოქროსფერ–წაბლისფერი, მუქი მოწითალო ან მოწითალო–მოყავისფრო თმები, მაშინ ასეთი სიზმარი მიუთითებს, რომ თქვენ დაკავებული ხართ თქვენი მიდრეკილების შესაბამისი საქმიანობით
ქალიშვილი - სიზმარში თქვენი ქალიშვილის ნახვა იმის მაუწყებელია, რომ უსიამოვნო შემთხვევების შემდეგ მიაღწევთ ჰარმონიას. თუ სიზმარში მისი მხრიდან განიცდით სიცივესა და არასაკმარის მზრუნველობას, ცხადში ელოდეთ უსიამოვნებას
ქამარი - თუ გოგონა სიზმარში ქამარს ყიდულობს, იგი შეყვარებულის ერთგული იქნება და თავისი გულღიაობითა და კარგი ხასიათით მის პატივისცემას დაიმსახურებს. იმავეს ნიშნავს–თუ მას ლამაზ ქამრას ჩუქნიან. თუ სიზმარში ქამარი გიჭერთ, ვიღაცის ცუდი გავლენის ქვეშ მოექცევით. ლამაზი და ძვირფასი ქამარი ნიშნავს, რომ სიმდიდრეს მოიპოვებთ თქვენს ძველ გეგმებზე უარის თქმით. თუ სიზმარში ტანსაცმელს ქამრით იმაგრებთ, ცხადში დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ თქვენი შეყვარებულის სიმპათიის მოსაპოვებლად.
ახალი მოდური ქამარი მოასწავებს ნიშნობას, რომელიც თქვენს კეთილდღეობას დაემუქრება. თუ ქამარი ძველია, ცხადში უხეშობის გამო გაგკიცხავენ
ქამელეონი - ქამელეონი მოტყუებისა და ეგოისტური მისწრაფებების სიმბოლოა. თუ დაგესიზმრათ, რომ თქვენი შეყვარებული ძაღლის ნაცვლად ქამელეონს ასეირნებს, ე.ი. პირველსავე შესაძლო სიტუაციაში გიღალატებთ.
ქანდაკება - სიზმარში ქანდაკება თქვენთვის ძვირფას პიროვნებასთან დაშორებას მოასწავებს, რისი მიზეზიც თქვენ მიერ გამოვლენილი სისუსტე იქნება. ზოგჯერ იგი თქვენი ახლობლების ავადმყოფობას და მოსალოდნელ უსიამოვნებებს მოასწავებს: მხოლოდ თქვენი სიკეთე და მოთმინება შეგაძლებინებთ სიძნელეების გადალახვას
ქარი - ნიავის შეგრძნება სიზმარში–მიუხედავად მძიმე დანაკარგისა, მაინც უზარმაზარ ქონებას შეიძენთ. სიზმარში ნიავის მსუბუქი ხმის გაგონება–ტყუილუბრალოდ გაურბიხართ ადამიანს, რომელიც უთქვენოდ სიმარტოვეს გრძნობს, ისევე, როგორც თქვენ უმისოდ.
ქარის საპირისპიროდ სიარული აღგაგზნებთ ბედნიერების მისაღწევად რეალური ბრძოლისათვის და ჩაგინერგავთ გამბედაობას. თუ ქარმა მოგიტაცათ, მაუწყებელია სიყვარულში იმედგაცრუებისა და ბიზნესში წარუმატებლობისა. თუ სიზმარში გრძნობთ, ქარი როგორ გიბიძგებთ წინ–ე.ი. მოულოდნელად სანდო მოკავშირეები დაგეხმარებიან წარმატების მიღწევაში
ქარიშხალი - სიზმარში ქარიშხლის ხმის გაგონება ან მისი მოახლოების ნახვა ნიშანია ხანგრძლივი ავადმყოფობისა, წარუმატებლობისა და მეგობრებთან განხეთქილებისა, რაც იქცევა თქვენი დიდი განცდის მიზეზად. თუ სიზმარში ქარიშხალი წყნარდება–თქვენი განცდა დიდი არ იქნება
ქარქაში - თუ თქვენ გესიზმრებათ ქარქაში, კამათი, რომელშიც მონაწილეობდით, კომპრომისით დამთავრდება და ის ორივე მხარისათვის მისაღები იქნება. თუ სიზმარში თქვენ ვარდებით საგონებელში, სად შეიძლება იყოს თქვენი ქარქაში, ცხადში დაგტანჯავთ მოსალოდნელ სიძნელეებთან გამკლავების ეჭვები
ქაღალდი - თუ სიზმარში მოგიხდათ რაიმე დოკუმენტის დამოწმება ან, თუნდაც, რაიმე საბუთის ჭერა ხელში–გელით დანაკარგი. ცხოვრებაში იგი უმეტესად გვევლინება წაგებული სასამართლო პროცესის სახით. ახალგაზრდა ქალს ეს სიზმარი უქადის კამათს შეყვარებულთან, მითქმა–მოთქმასა და ჩხუბს გარშემომყოფებთან
ქაშაყი - ქაშაყის ჭამა სიზმარში მატერიალურ სიძნელეებზე მიუთითებს
ქერუბინი - თუ სიზმარში ქერუბინს ხედავთ, ნათელი, სასიხარულო მომავალი გელით, რომელიც თქვენს ცხოვრებაში ხანგრძლივ კვალს დატოვებს; მაგრამ თუ ქერუბინები მოწყენილები არიან და თქვენ გიყურებენ–ცხადში სევდის მიზეზი გაგიჩნდებათ
ქეცი - თუ სიზმარში ქეციანი ადამიანი დაგესიზმრათ, ეს ავადმყოფობის ან ახლობლებთან განშორების ნიშანია. თუ თავად ხართ ავად ქეცით, ცხადში ავადმყოფობა ან უბედური შემთხვევა გელით
ქვა - ქვები სიზმარში გაფრთხილებენ სიძნელეებისა და წარუმატებლობის შესახებ. სიზმარში ქვებს შორის თუ გაძვრებით, განსაზღვრული დროით თქვენი გზა იქნება მცდარი და ძნელი. თუ სიზმარში საქმე გაქვთ მადნისშემცველი მთის მონაკვეთის დამმუშავებლებთან, ე.ი. მრავალი ცდის შემდეგ, თქვენ შეძლებთ წარმატების მიღწევას ბიზნესში, მაგრამ თუ სიზმარში გწვავთ ამ ბიზნესისაგან გათავისუფლების სურვილი, ცხადში მომგებიანად იყიდით ან გაყიდით რამეს.
კენჭები გიქადით მცირე უსიამოვნებას. ქვების გადაყრა სიზმარში–ვიღაცას უნდა უფრთხილდეთ. თუ ცდილობთ, ქვა ესროლოთ ადამიანს, რომელიც თავს გესხმით, ე.ი. შეძლებთ თავი აარიდოთ მოსალოდნელ ბოროტებას, რადგან ყურადღებიანი იქნებით გარემოებებისადმი
ქვანახშირის მაღარო- თუ სიზმარში ქვანახშირის მაღაროში აღმოჩნდით, ცხადში ვიღაც პიროვნებას თქვენ მიმართ ცუდი ზრახვები ამოძრავებს. თუ თქვენ ქვანახშირის მაღაროს თანამფლობელი ხართ, ცხადში სარფიან საქმეში ჩადებთ თანხას. თუ ასეთი სიზმარი გაუთხოვარ ქალს ესიზმრება, მისი მომავალი მეუღლე, შესაძლოა, სტომატოლოგი ან უძრავი ქონების აგენტი გამოდგეს
ქვედაკაბა - როცა ქალს ქვედაკაბა ესიზმრება, იგი მეგობრების დაცინვის ობიექტი გახდება. თუ ქვედაკაბა ჭუჭყიანი ან დახეულია, იგი თავის რეპუტაციას უნდა გაუფრთხილდეს.
თუ გოგონას თეთრი შალის ქვედაკაბა ესიზმრება, მას ბედი ერთგულ და ვაჟკაცურ მეუღლეს აჩუქებს; მაგრამ თუ ქვედაკაბა უცბად ჩაძვრება, ცხადში მას დიდი უბედურებები ელის, მით უფრო, თუ ეს ხალხის თანდასწრებით მოხდა
ქვეწარმავლები - თუ სიზმარში ქვეწარმავალი დაგესხათ თავს, გაფრთხილებთ უბედურ შემთხვევაზე, მაგრამ თუ მოკლავთ ამ საზიზღარ არსებას, ცხადში ნებისმიერ წინააღმდეგობას დაძლევთ. თუ მკვდარი ქვეწარმავალი გაცოცხლდა, ის უსიამოვნებები, რომელიც მოგვარებული გეგონათ, ისევ დაიწყება.
თუ სიზმარში ეხებით ქვეწარმავალს და ზიზღის გრძნობა გაქვთ, თქვენი მეგობრები თქვენ წინააღმდეგ გაილაშქრებენ და მათთან კარგი ურთიერთობების დამყარება გაგიძნელდებათ. თუ გოგონას ესიზმრება, რომ მას გარს არტყია ხვლიკები და გველები, მისი შეყვარებული სხვასთან წავა, ხოლო თუ გველი გიკბენთ, თქვენი შეყვარებულის გატაცება დიდ გრძნობაში გადაიზრდება და მიგატოვებთ
ქვის სამტეხლო - თუ ნახეთ, რომ ქვის სამტეხლოში იმყოფებით და თვალს ადევნებთ ქვის მტეხელებს, ნიშნავს, რომ ძნელად წაიწევთ წინ სამსახურეობრივ კიბეზე. მიტოვებული კარიერი–წარუმატებლობა, იმედგაცრუება და ხშირად სიკვდილია
ქვისმტეხელი - სიზმარში ქვისმტეხელის ნახვა სამსახურში იმედგაცრუებაა. თუ გესიზმრებათ, რომ თქვენ თვითონ ხართ ქვისმტეხელი, ე.ი. თქვენი შრომა უნაყოფო იქნება, ხოლო თქვენი კომპანიონები უთავბოლოები და ცუდად გაგიგებენ
ქვიშა - ქვიშა სიზმარში დანაკარგსა და შიმშილს ნიშნავს.
ქვრივი - თუ ქვრივად დაგესიზმრათ თქვენი თავი–ელოდეთ უსიამოვნებებს ბოროტი ადამიანებისაგან. თუ მამაკაცი სიზმარში ქორწინდება ქვრივზე–მისი გეგმები უახლოეს მომავალში კრახს განიცდიან
ქილა - ცარიელი ქილის ნახვა მოასწავებს სიღარიბეს, სავსე–წარმატებასა და ბედნიერებას. თუ ყიდულობთ ქილებს, თქვენი წარმატება მტკიცე არ იქნება, იმედგაცრუების ტვირთი კი სულს დაგიმძიმებთ. გატეხილი ქილის დასიზმრება ავადმყოფობა ან დიდი გულისტკივილია
ქინაქინა - ქინაქინა სიზმარში ბედნიერ ცხოვრებას მოასწავებს, მაგრამ თქვენი იმედები სიმდიდრის მოპოვების შესახებ, შესაძლოა არ აგიხდეთ. თუ დაგესიზმრათ, რომ ქინაქინას სვამთ, ცხადში თქვენი ჯანმრთელობა გაუმჯობესდება; ამას გარდა, ასეთი სიზმარი ახალი საქმიანი კავშირების დამყარებასაც მოასწავებს
ქინძისთავი - ქინძისთავი სიზმარში ნიშნავს ოჯახურ კონფლიქტს და უთანხმოებას. გოგონას ასეთი სიზმარი აფრთხილებს შეყვარებულთან უღირსად მოქცევაზე. თუ სიზმარში გადაყლაპეთ ქინძისთავი, რეალურ ცხოვრებაში რაღაც აუცილებელი გარემოება გაიძულებთ რისკზე წასვლას.
ქინძისთავის დაკარგვა გაფრთხილებთ თქვენი რეპუტაციის შელახვის საშიშროებაზე. თუ სიზმარში გეჩხვლიტათ ქინძისთავი, სინამდვილეში ვიღაც პიროვნება შეეცდება თქვენს ნერვებზე თამაშს. მოღუნული ან დაჟანგული ქინძისთავის ხელში აღება ნიშნავს, რომ თქვენ დაკარგავთ ახლობლების პატივისცემას.
ქირურგი - თუ ქირურგი საოპერაციო მაგიდასთან დაგესიზმრათ–მეგობრებმა შეიძლება გიღალატონ. გოგონას ეს სიზმარი სერიოზულ დაავადებას უქადის.
ქირურგიული ინსტრუმენტები - ეს ნივთები თქვენს სიზმარში იმას ნიშნავენ, რომ თქვენი მეგობრების უღირსი საქციელი თქვენც შეგეხებათ და არაერთი უსიამოვნო წუთების გადატანა მოგიწევთ
ქიშმიში - თუ სიზმარში ქიშმიშს ჭამთ–სულიერი დაცემა დაჩრდილავს თქვენს ოცნებებს მაშინ, როცა ის თითქმის უკვე ახლო იყო განხორციელებასთან
ქლიავი - მწვანე ქლიავი ფოთლებში სიღარიბეს მოასწავებს, მაგრამ ეს თქვენს ახლობლებს შეეხება და არა უშუალოდ თქვენ. სიზმარში ქლიავის ნახვა ან ჭამა წამიერი გართობისაკენ სწრაფვაა. თუ სიზმარში ქლიავს კრეფთ, ცხადში თქვენი სურვილის ასრულება დიდ სიხარულს არ მოგიტანთ.
თუ მიწაზე დაყრილ ქლიავს აგროვებთ და მათ შორის რამდენიმე დამპალი შეგხვდათ, მოლოდინი გაგიცრუვდებათ ან სიხარულის გაზიარებას ვერავისთან შეძლებთ.
ქნარი, ჩანგი - სიზმარში ქნარის ხმის გაგონება მოასწავებს კმაყოფილებასა და კომპანიონებთან თანხმობას. საქმე წარიმართება წყნარად და მდორედ. თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრება, რომ უკრავს ქნარზე, მას ელის ღირსეული ადამიანის სიყვარული.
ქნარის ნაღვლიანი და სასიამოვნო ხმების მოსმენა ნიშნავს, რომ საქმე, რომელიც მომგებიანად მიგაჩნდათ , დამთავრდება თქვენდა სამწუხაროდ. გადატეხილი ქნარი ავადმყოფობაა: შეყვარებულს ეს სიზმარი მიანიშნებს მიცემული სიტყვის გატეხვაზე. თუ სიზმარში უკრავთ ქნარზე, ეს გაფრთხილებთ გადამეტებულ მიმნდობლობაზე, განსაკუთრებით სიყვარულში.
ქოლგა - სიზმარში ქოლგის ნახვა უსიამოვნებებია. თუ ვიღაცას უჭირავს ქოლგა–მოგმართავენ დახმარებისა და ქველმოქმედებისათვის. ვიღაცას გამოართვა ქოლგა–გაუგებრობაა უახლოეს მეგობართან ურთიერთობაში. თუ ვინმეს ათხოვებ შენს ქოლგას–მოჩვენებითი მეგობრები შეურაცხყოფას მოგაყენებენ. თუ სიზმარში კარგავთ ქოლგას–ცხადში ელოდეთ უსიამოვნებებს მისგან, ვისაც ძალიან ენდობი.
დახეული ან დამტვრეული ქოლგის ნახვა ნიშნავს, რომ თქვენ საქციელს არასწორად გაიგებენ. დასვრეტილი ქოლგის ნახვა მაუწყებელია იმ ტკივილისა, რომელსაც განიცდით საყვარელთან ან კომპანიონთან ურთიერთობაში. ახალი ქოლგა ხელში, განსაკუთრებით თუ მზე ანათებს, ხოლო ცაზე ღრუბლის ნასახი არ არის, მოასწავებს კმაყოფილებასა და გახარებას.
ქონება (სიმდიდრე) - თუ სიზმარში დიდძალ ქონებას ფლობთ, ცხადში თქვენთვის შეუძლებელი არაფერი არ იქნება: წარმატება ელის ყველა თქვენს წამოწყებას, მეგობრები კი ყველაფერში მხარს დაგიჭერენ.
ქონი (ღორის) - ღორის ქონის ნაჭერი–ბედის შემობრუნების ნიშანია. მაგრამ თუ ქალს ესიზმრება, რომ მას ხელები გაქონილი აქვს–მის ოცნებებს ასრულება არ უწერია
ქორწილი, ჯვრისწერა - თუ სიზმარში თქვენს თავს ვინმეს ქორწილში ხედავთ, ცხადში ადვილად მოძებნით სიტუაციიდან გამოსავალს. თუ ქალს დაესიზმრა საიდუმლო ჯვრისწერა, მან საკუთარი სურვილების შეკავება უნდა შეძლოს. თუ სიზმარში გოგონა ქორწინებაზე თანხმობას განაცხადებს, ცხადში იგი იმ ადამიანების თვალში ამაღლდება, ვისაც მასზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ.
თუ სიზმარში გოგონას ეჩვენება, რომ მშობლები მის არჩევანს არ ეთანხმებიან, ცხადში ჯვრისწერა ნათესავების უკმაყოფილებას გამოიწვევს. თუ გოგონას დაესიზმრა, რომ მის შეყვარებულს ცოლად სხვა მოჰყავს, ცხადში უაზრო ეჭვების გამო ტყუილად ინერვიულებს. უცოლო ადამიანი თუ თავის თავს ცოლიანად ნახავს, ეს მას უბედურებას მოუტანს. თუ გოგონას დაესიზმრა, რომ მის ქორწილში ვინმე მგლოვიარეა, მისი ქორწინება შესაძლოა უბედური აღმოჩნდეს.
თუ ყოველივე ეს სხვის ქორწილში ხდება, მის ნათესავს ან მეგობარს არასახარბიელო ბედი ელის. ხოლო თუ იგი სამოგზაუროდ მიდის, ცხადში უსიამოვნებებს უნდა ელოდეს
ქორწინება - თუ ქალი სიზმარში თხოვდება დანაოჭებულსახიან ჭაღარა მოხუცზე–მას ელის უსიამოვნება და ავადმყოფობა. თუ საქორწინო ცერემონიის დროს შავებში ჩაცმული საქმრო გვერდით ჩაუვლის და საყვედურით შეხედავს–მეგობარს გული გაუცივდება მის მიმართ.
მხიარული და კარგად ჩაცმული სტუმრები ქორწილში–სიხარულის მომტანია. შავტანსაცმლიანი სტუმრები მწუხარების.
თუ ახალგაზრდა გოგონა ქორწილში უპატიოსნოდ აღიქვამს თავს, ეს მოასწავებს იმედგაცრუებას სიყვარულში ან ავადმყოფობას; ან თავის ქცევებს ყურადღება უნდა მიაქციოს, რადგან გვერდით მტრები ჰყავს. თუ გესიზმრებათ, რომ ქორწინდებით, მიიღებთ უსიამოვნო ცნობას სხვაგან მყოფი ადამიანისაგან. თუ სიზმარში თქვენ ხართ საქორწინო ცერემონიის მომსახურე პერსონალი, ცხადში თქვენზე იზრუნებენ ახლობლები. უბედური შემთხვევა ქორწილის დროს მოასწავებს სინანულს, ავადმყოფობას და სიკვდილსაც კი
ქოხი - ქოხი სიზმარში ჯანმრთელობის გაუარესების გამო დიდი ხნით სახლის დატოვებას ნიშნავს. თქვენს კეთილდღეობას მცირეოდენი საფრთხე ემუქრება. თუ სუფთა და კარგად მოწყობილი ქოხი დაგესიზმრათ, ცხადში წარმატებასა და კეთილდღეობას მიაღწევთ, თუმცა ხანმოკლე დროით
ქრიზანტემები - თეთრი ქრიზანტემები დანაკარგის სიმბოლოა; სხვა ნებისმიერი ფერის ქრიზანტემა ბედნიერებისა და სიხარულის ნიშანია. ქრიზანტემების თაიგული–სიამაყის გამო სიყვარულზე უარს იტყვით. თუ მიდიხართ თეთრი და ყვითელი ქრიზანტემების ხეივანში, მოწყენილობის ნიშანია. თუ ყვავილების ყურებისას იგრძნობთ, რომ სუნთქვა გეკვრით მათი სილამაზისაგან, ცხადში დიდი სულიერი კრიზისის გადატანა მოგიწევთ
ქრცვინი - თუ სიზმარში ქრცვინი ნახეთ, მალე უსიამოვნო ისტორიაში გაებმებით. თუ დაგესიზმრათ, რომ თქვენ ტანსაცმელს ქრცვინის სუნი ასდის, საქმეები ძალზე ცუდად წარიმართება და თქვენი გარემოცვა დიდ უხეშობაში დაგადანაშაულებთ. თუ სიზმარში ქრცვინი მოკალით, ცხადში ყოველგვარ წინააღმდეგობას გადალახავთ
ქსოვა, საქსოვი ძაფი - სიზმარში ქსოვა ისეთი ბედნიერებაა, რომელზეც ოცნებასაც კი ვერ ბედავდით. საქსოვი ძაფის გორგალი სასიამოვნო ნაცნობობას მოასწავებს. ქალისათვის სიზმარში ქსოვა ნიშნავს მშვიდ, ბედნიერ ოჯახს მოსიყვარულე წევრებითა და ბავშვებით.
ახალგაზრდა გოგონასათვის ქსოვა ნიშანია სწრაფი და ბედნიერი დაოჯახებისა. თუ ესიზმრება, რომ მუშაობს საქსოვ ფაბრიკაში, ის ჰპირდება მას ღირსეულ და ერთგულ შეყვარებულს. თუ ფაბრიკა, რომელშიც ის მუშაობდა, გაკოტრდა–წააწყდება წარუმატებლობას საქმესა და სიყვარულში. კაცისათვის საქსოვ ფაბრიკაში ყოფნა მომასწავებელია მისი საქმეების აღმავლობისა.
თუ თქვენს სიზმარში სხვა ხალხი ქსოვს, ცხადში მშვიდი და კეთილგანწყობილი ატმოსფეროთი იქნებით გარშემორტყმული, რომელსაც თქვენ, სამწუხაროდ, ვერ დააფასებთ
ქსოვილი - თუ დაგესიზმრათ რაიმე ქსოვილი, ეს ნიშნავს, რომ მეგობრები, რომლებშიც თქვენ ცდებოდით, თქვენი დაგეგმილი მიზნის განხორციელებაში დაბრკოლებებს შეგიქმნიან. უხეში ქსოვილი იმის მაუწყებელია, რომ ცხადში სიმტკიცის გამოჩენა მოგიწევთ, თუ არა და, შურიანი ადამიანები შეეცდებიან ყველაფერი გააკეთონ, რათა იღბალი თქვენგან შეტრიალდეს.
თუ სიზმარში ჩაიცვით თხელი, გამჭვირვალე ქსოვილის ტანსაცმელი, ეს ნიშნავს თქვენი ბედის რაღაც გაურკვევლობას. თუ ახალგაზრდა მამაკაცი ხედავს თავის შეყვარებულს ასეთ ტანსაცმელში, მის მიმართ იგი ითამაშებს კეთილისმსურველი დამრიგებლის როლს
ქუდი - ქალისათვის ქუდის დასიზმრება რაღაც წვეულებაზე მიპატიჟებას მოასწავებს. თუ გოგონას შეყვარებული ქუდში დაესიზმრა, ცხადში მისი თანდასწრებით იგი ძალზე დაიმორცხვებს, რაც ერთმანეთის გაგებასა და გაცნობაში ხელს შეუშლის. არისტოკრატული ქუდი იმის ნიშანია, რომ მძიმე წუთებში ვაჟკაცობა არ გეყოფათ გადაწყვეტილების მისაღებად. ლამაზი ბეწვის ქუდი მიგანიშნებთ, რომ ახლობლის მიმართ თქვენს მოვალეობას არ შეასრულებთ და იღბალი დროის რაღაც პერიოდში ზურგს შეგაქცევთ
ში და ტექსტში
ქუდი (შლიაპა) თუ ქუდი ხელში აიღეთ, ცხადში მოგიწევთ თქვენი ღირსებისა და სახელის დაცვა. თუ გოგონა ახალ ქუდს იზომებს, მას სასიამოვნო ნაცნობობა და ჭეშმარიტი სიყვარული ელის; მაგრამ თუ ქუდი შავია, შეყვარებული მას უღალატებს. თუ ახალი ქუდი კაცს ახურავს, მას ბედი გაუღიმებს; თუ საზაფხულო ქუდს იხურავთ, ახალ მეგობრებს შეიძენთ. ქუდის დაკარგვა საქმეებში სირთულეებს მოასწავებს. ასევე ცუდია ის სიზმარი, რომელშიც ქუდს ქარი გართმევთ
ქუნთრუშა - ქუნთრუშის დასიზმრება ცხადშიც იგივე დაავადებით ავად გახდომას ნიშნავს. თუ თქვენი რომელიმე ნათესავი ამ ავადმყოფობით გარდაიცვალა, ცხადში თქვენ ახლობლის ღალატი გემუქრებათ
ქურდი - თუ გესიზმრათ, რომ ქურდი ხართ და მილიცია მოგდევთ, ე.ი. გელით წარუმატებლობა და თქვენს გარემოცვასთან თქვენი დამოკიდებულება ცუდი მხრივ შეიცვლება. თუ თვითონ მისდევთ ქურდს ან დაიჭირეთ ის–სინამდვილეში მტრებზე გაიმარჯვებთ
ქურდობა - თუ დაგესიზმრათ ქურდობა ან მძარცველები, ეს სიზმარი მიანიშნებს თქვენს უხასიათობასა და მომავალ წარუმატებლობაზე. სიზმარში თუ თქვენ გაბრალებენ ქურდობას, ნიშნავს, რომ გაუგებრობა ხელს შეგიშლით რაღაც საქმეში და ამას ძალიან განიცდით, თუმცა, საბოლოო ჯამში, სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ შეიცვლება. თუ ქურდობას ვინმეს აბრალებთ, ე.ი. ცხადში თქვენ უყურადღებობას გამოიჩენთ ვიღაცის მიმართ
ქუჩა - თუ სიზმარში ქუჩაში მიდიხართ– თქვენი მცდელობები, მიაღწიოთ რაიმეს, ფუჭი აღმოჩნდება და სასოწარკვეთილება დაგეუფლებათ. თუ გესიზმრებათ, რომ აღმოჩნდით ნაცნობ ქუჩაზე შორეულ ქალაქში, მალე წახვალთ სამოგზაუროდ, რომელიც არც სიხარულს მოგიტანთ და არც სარგებლობას.
თუ სიზმარში ქუჩაში შიშით გარბიხართ, ცხადში გადადგამთ რისკიან ნაბიჯს სამსახურში დასაწინაურებლად
ქცევა, მანერები - ადამიანი ცუდი მანერებით უსიამოვნებას მოასწავებს. თუ სიზმარში ვინმეს ქცევა მოგეწონებათ, ცხადში საქმეში მოულოდნელი და სწრაფი გამარჯვება გელით.