EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« სიზმრების ახსნა / dream explanation - ყ - »

კატეგორია: სიზმრის ახსნა

ავტორი: admin

თარიღი: 2016-08-08 17:59:39

სიზმრების ახსნა / dream explanation - ყ -

სიზმრების ახსნა / dream explanation - ყ -

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

ახსნა

ყავა - სიზმარში ყავის დალევა ნიშნავს, რომ მოისმენთ მეგობრის უარყოფით აზრს ქორწინებაზე თქვენი განზრახვის შესახებ. დაოჯახებულ ხალხს ასეთი სიზმარი უქადის ხშირ კონფლიქტს. ყავის ბიზნესის წარმოება, განსაკუთრებით მისით ვაჭრობა, მაუწყებელია საქმიან სფეროში ჩავარდნისა; მაგრამ თუ ყიდულობთ ყავას, ადვილად შეძლებთ თქვენი კრედიტის შენარჩუნებას.
თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში ხედავს ან ადუღებს ყავას, ის შეიძება იქცეს მითქმა–მოთქმის საგნად, თუ არ მოიქცევა წესიერად. ახალგაზრდა ქალისათვის მოხალული ყავის ნახვა ნიშნავს, რომ მას შეუძლია თავი აარიდოს ცოდვას მისთვის ნაკლებად ცნობილ ადამიანზე მომგებიანად გათხოვების შედეგად. დაფქვილი ყავა–თქვენ გყავთ ხილული მტრები, რომლებიც არ დაგინდობენ და იბრძოლებენ თქვენს ბოლომდე გასანადგურებლად.

ყავარჯნები - თუ სიზმარში გადაადგილდებით ყავარჯნებით, რეალურ ცხოვრებაშიც, ნებისმიერი მიზნის მისაღწევად, დაგჭირდებათ რაღაც საყრდენი. სხვების ნახვა ყავარჯნებით იმის ნიშანია, რომ თქვენ კმაყოფილი იქნებით ხანგრძლივი სამუშაოს შედეგით.

ყავახანა - ყავახანის ნახვა ან მონახულება ნიშნავს, რომ თქვენ ვერ შეძლებთ თქვენ წინააღმდეგ ჩაფიქრებული ბოროტების განადგურებას

ყარყუმი - სიზმარში თუ გაცვიათ ყარყუმის ბეწვი–მაშინ თქვენი ხასიათისა და მყარი საზოგადოებრივი მდგომარეობის გამო წარუმატებლობის შიში არ უნდა გქონდეთ. თუ სხვაზე ხედავთ ყარყუმის ბეწვს–ეს გიწინასწარმეტყველებთ ლიტერატურისა და ხელოვნების მოღვაწეებთან ნაცნობობას. თუ შეყვარებული ნახავს თავის რჩეულს ბეწვით–ეს მეტყველებს მის პატიოსნებასა და ერთგულებაზე გასვრილი ბეწვი მოასწავებს უსიამოვნებებს.

ყაყაჩო - ყაყაჩო სიზმარში ნიშნავს კმაყოფილებასა და სასიამოვნო საქმიანობას, რომელიც არასანდო აღმოჩნდება. ყაყაჩოს სუნის შეგრძნება–გახდებით ტყუილი მოლაპარაკებისა და ცბიერების მსხვერპლი.
სიზმარში ხაშხაშის ჰიპნოზურად მოქმედება ჩაგაგდებთ უცნაურ მდგომარეობაში, როცა ადამიანის რეალური არსებობა უკან რჩება და ის მიისწრაფვის სხვა სფეროებისაკენ. ეს ჰგავს ჩვეულებრივ სიზმარს, მაგრამ ასეთ სიზმარში ნანახი სურათები მატერიალური ობიექტებისათვის არ შეიძლება მივიჩნიოთ წინასწარმეტყველებად

ყბები - მძიმე, საშნელი შესახედავი ყბები მეგობრებთან ჩხუბს მოასწავებენ. თუ გესიზმრებათ, რომ მტაცებელი ცხოველი ყბებში მოგიქცევთ, ცხადში თქვენი მტრები სერიოზულ დარტყმას მოგაყენებენ. თუ სიზმარში ყბები გტკივათ, ცხადში, კლიმატის გამოცვლის მიზნით, სხვა ქვეყანაში გადახვალთ საცხოვრებლად. თუ სიზმარში ყბები მოგეღრიცათ, ე.ი. მეგობრების შურისძიება და უპატიოსნო საქციელი მწარე ტკივილს მოგაყენებთ. ქალისათვის ეს სიზმარი უცაბედი წყენის ნიშანია, რომელსაც მას მეგობრები მიაყენებენ.

ყელი - სიზმარში ჯანმრთელი და ლამაზი ყელის ნახვა გპირდებათ მატერიალური და საზოგადოებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას. თუ სიზმარში გტკივათ ყელი–თქვენ შეცდით მეგობარში და ეს მალე უსიამოვნებას მოგიტანთ

ყელიანი ფეხსაცმელები, წამლები - თუ სიზმარში ხედავთ ძველ, ჭუჭყიან ფეხსაცმელებს, ე.ი. თვითონ იძენთ მტრებს, რადგან არ გიყვართ კრიტიკის მოსმენა. თუ წმენდთ ფეხსაცმელს, ე.ი. საქმეები გამოსწორებისაკენ წავლენ,ზოგიერთი მოვლენა კი კმაყოფილებას მოგიტანთ.
ახალი ფეხსაცმელები მომგებიან საქმეს ნიშნავენ. თუ ფეხსაცმელები გიჭერთ, მაშინ თავს ჩაიყენებთ სასაცილო მდგომარეობაში, რასაც სიხარულით გამოიყენებენ თქვენი მეგობარ–კეთილისმსურველები. თუ ფეხსაცმელები გახსნილებია–გელით ჩხუბი, დანაკარგი და ავადმყოფობა.
ფეხსაცმლის დაკარგვა–ნიშანია სწრაფი განქორწინებისა და მარტოობისა. თუ ფეხსაცმელები მოგპარეს, მაგრამ ზონარები თქვენ დაგრჩათ, გექნებათ დანაკარგი, რომელსაც მთლიანად აინაზღაურებთ სხვა საქმეში. თუ ქალს სიზმარში თავის ფეხზე მოსწონს ფეხსაცმელი–ფრთხილად უნდა იყოს ახალ ნაცნობებთან, განსაკუთრებით კი მამაკაცებთან.

ყელსაბამი - თუ ქალი სიზმარში საჩუქრად მიიღებს ყელსაბამს, ეს მეტყველებს იმაზე, რომ მას ეყოლება შესანიშნავი მეუღლე და ექნება მშვენიერი ოჯახური გარემო. ყელსაბამის დაკარგვა მოასწავებს მძიმე დანაკლისს. თუ ქალი ატარებს ძვირფას ყელსაბამს, მას ეყოლება თაყვანისმცემლები, მაგრამ მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ ისინი გულახდილნი არ იქნებიან საკუთარ გრძნობებში

ყვავი - ყვავის ნახვა, ჩვეულებრივ, სამწუხარო მოვლენაა. მისი ჩხავილის გაგონება–თქვენზე ვიღაცის ცუდი გავლენაა, რომლის გამოც თქვენ სწორად ვერ განაგებთ საკუთრებას. ახალგაზრდა მამაკაცს ეს სიზმარი მიუთითებს, რომ ის წამოეგება ქალის ეშმაკობას, გოგონას კი აფრთხილებს შეყვარებულის ღალატზე

ყვავილები - ახალი ყვავილები სიხარულსა და კეთილდღეობას მოასწავებენ. თეთრი ყვავილები–სევდას ნიშნავს, დამჭკნარი–უსიამოვნებებს. თუ გოგონა სიზმარში სხვადასხვა ყვავილებისაგან შეკრულ თაიგულს მიიღებს საჩუქრად, მას ბევრი თაყვანისმცემელი გაუჩნდება. თუ ყვავილები უნაყოფო მიწაზეა ამოსული, ეს სევდის ნიშანია, რომელთანაც გამკვლავებას თქვენი ნებისყოფისა და ოპტიმიზმის მეშვეობით მოახერხებთ.

ყვავილი (მედ. ჩუტყვავილა) - თუ სიზმარში ხედავთ ყვავილით დაავადებულ ადამიანს, შეიძლება ავად გახდეთ ინფექციური დაავადებით; გეგმებიც გაგიცამტვერდებათ.

ყვავილობა - აყვავებული ბუჩქები და ხეები თქვენს ცხოვრებაში კეთილდღეობის პერიოდის დადგომას მოასწავებენ

ყვავილოვანი კომბოსტო - თუ სიზმარში ყვავილოვან კომბოსტოს მიირთმევთ, ცხადში, თქვენი მოვალეობების უხარისხოდ შესრულების გამო, შენიშვნას დაიმსახურებთ. ყვავილოვანი კომბოსტო, რომელიც ბოსტანში იზრდება, უიღბლო და წარუმატებელი პერიოდის შემდგომ შესანიშნავი პერსპექტივების დადგომას მოასწავებს. გოგონას ეს სიზმარი უსიყვარულოდ, მშობლების ნების მიხედვით დაოჯახებას ჰპირდება

ყვავის პიკი (ბანქოსთან მიმართებაში) - თუ თქვენ ყვავის მასტი გესიზმრებათ, ერიდეთ მსუბუქი ხასიათის გართობებს, რადგან მომავალში ეს შეიძლება ცუდად შემოგიბრუნდეთ, თუ ბანქოს მოთამაშეს ესიზმრება, რომ იგი ყვავის ბანქოთი თამაშობს, ცხადში მას დიდი წაგება ელის.

ყველი - სიზმარში თუ ყველს ჭამთ–დიდი დარდის გადატანა მოგიწევთ.

ყვინთვა - სუფთა წყალში ჩაყვინთვა პრობლემების დადებითად გადაწყვეტას ნიშნავს. თუ წყალი მღვრიეა, შეგაძრწუნებთ საქმის ცუდად შემობრუნება. თუ მყვინთავები გესიზმრებათ–იმოგზაურებთ; შეყვარებულებს კი ასეთი სიზმარი ყველა ოცნების სწრაფად ასრულებას ჰპირდება.

ყინული - ყინული სიზმარში მოასწავებს საკმაო უსიამოვნებებს: ბოროტი ადამიანები შეეცდებიან ხელსაყრელი შემთხვევის გამოყენებას, რათა გავნონ თქვენთვის ყველაზე ძვირფას საქმეში. სუფთა წყლის ნაკადზე მოცურავე ყინული ნიშნავს, რომ თქვენს ბედნიერებას ბოლოს მოუღებს ეჭვიან მეგობართა გაღიზიანება. სიარული ყინულზე–თქვენს რეპუტაციას რისკის ქვეშ დააყენებთ წუთიერი მხიარულების გამო.
ლოლუები სახლის სახურავზე მოასწავებს სიღატაკესა და ღარიბულ ცხოვრებას. ეს სიზმარი ასევე ნიშნავს ჯანმრთელობის გაუარესებას. ლოლუები მარადმწვანე ხეებზე იმის ნიშანია, რომ თქვენს ბრწყინვალე მომავალს უდიერად მოექცევიან, რაც ძალიან გაგაბრაზებთ. თუ სიზმარში თვითონ აკეთებთ ლოლუებს–თქვენი ეგოიზმითა და პატივმოყვარეობით ავნებთ საკუთარ თავს.
თუ სიზმარში აკნატუნებთ ლოლუებს–ავად გახდებით. მასვე გპირდებათ სიზმარი, რომელშიც ყინულიან წყალს სვამთ. ყინულიან წყალში ბანაობა გიწინასწარმეტყველებთ კმაყოფილებას, რომელიც უცებ შეწყდება გაუთვალისწინებელი გარემოების გამო.

ყინულის ლოლუები - ყინულის ლოლუები ხეებზე–მალე თქვენი მოუსვენრობა და უიღბლობა სიკეთით შეიცვლება, გული კი სიხარულით აგევსებათ.

ყუთი - სხვადასხვა ნივთებით სავსე ყუთი დიდძალ ქონებას და შთაბეჭდილებებით აღსავსე მოგზაურობას გიქადით. თუ სიზმარში ყუთი გახსენით და ის ცარიელი აღმოჩნდა, თქვენი ფინანსური მდგომარეობა ძალზე სავალალო იქნება. ფულით სავსე ყუთი იმის ნიშანია, რომ კარგა ხნით შეიძლება დაივიწყოთ საქმეები და თქვენი დრო მთლიანად დასვენებას დაუთმოთ.

ყურები - თუ სიზმარში ყურები ნახეთ, იცოდეთ, თქვენი არაკეთილისმსურველები ყოველ თქვენს სიტყვას თვალყურს ადევნებენ, ცდილობენ, იპოვნონ მიზეზი არა მარტო იმისათვის, რომ რაიმე დაგაბრალონ, არამედ მოგაყენონ შეურაცხყოფა.

ყურძენი - ყურძნის ჭამა ნიშნავს, რომ თქვენ გაჭირვება გამოგწვრთნით. თუ ხედავთ ფოთლებს შორის მტევნებს–მალე მიაღწევთ მაღალ მდგომარეობას საზოგადოებაში და სხვებთან ერთად გაინაწილებთ ყველა სიკეთეს. ახალგაზრდა ქალს ეს სიზმარი ძალიან ბევრს ჰპირდება. ის ასრულებს სანუკვარ ოცნებას.
ვაზებს შორის ცხენით სიარული და დროდადრო მწიფე ნაყოფის მოწყვეტა–მაუწყებელია შემოსავლიანი სამსახურისა და თქვენი ოცნების ასრულებისა. თუ სიზმარში ყურძენი არასასიამოვნოდ მოგეჩვენებათ, მართალია, გეწვევათ შიში და ეჭვები, მაგრამ თქვენ ხელახლა მოიპოვებთ სულიერ წონასწორობას.