EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« სიზმრების ახსნა / dream explanation - ჩ - »
კატეგორია: სიზმრის ახსნაავტორი: admin
თარიღი: 2016-08-08 18:22:52
სიზმრების ახსნა / dream explanation - ჩ -
ა - ბ - გ - დ - ე - ვ - ზ - თ - ი - კ - ლ - მ - ნ - ო - პ - ჟ - რ - ს - ტ - უ - ფ - ქ - ღ - ყ - შ - ჩ - ც - ძ - წ - ჭ - ხ - ჯ - ჰ
ჩაი - თუ სიზმარში ჩაის აყენებთ, სიზმარი გაფრთხილებთ–ვიღაც პიროვნების მიმართ უპატიოსნო საქციელისაგან თავი შეიკავოთ, თორემ მწარედ ინანებთ. მეგობრებთან ჩაის სმა იმას მოასწავებს, რომ მალე თქვენი კარგი ცხოვრება თქვენთვის მოსაწყენი გახდება და შეეცდებით ქველმოქმდებას მიჰყოთ ხელი.
ნალექი ჩაიში–უბედური სიყვარულის ნიშანია. ეს, ასევე, საქმეებში წარუმატებლობას მოასწავებს. თუ სიზმარში ჩაი დაგექცათ, ცხადში თქვენს ოჯახში უსიამოვნებები დაიწყება. თუ ჩაის ცარიელი ყუთი დაგესიზმრათ, ცხადში თქვენზე ჭორაობას დაიწყებენ. თუ სიზმარში ჩაის დალევის სურვილი მოსვენებას არ გაძლევთ, ცხადში დაუპატიჟებელი სტუმრები გეწვევიან.
ჩაიდანი - ჩაიდანი სიზმარში უსიამოვნო ახალ ამბავსა და მძიმე სამუშაოზე მიგანიშნებთ. მდუღარე ჩაიდანი–სერიოზული ცვლილებებია, რაც კონკურენტებზე გამარჯვებას გიქადით. თუ ქალს დაესიზმრა, რომ იგი ჩაიდნიდან ცივ წყალს ასხამს, ცხადში მას ახალი თაყვანისმცემლები გამოუჩნდებიან. გატეხილი ჩაიდანი საქმეებში მარცხს მოასწავებს. მუქი ფერის ჩაიდანი გოგონასათვის სიყვარულში იმედგაცრუებას მოასწავებს, ღია ფერის ჩაიდანი–მდიდარ მეუღლესა და ქორწინებაში დამოუკიდებლობას ნიშნავს.
ჩაის ჭიქები - ჩაის ჭიქები სიზმარში იმის ნიშანია, რომ თქვენ ძალიან დიდ დროს უთმობთ პირად სიამოვნებას. თუ ქალს ჭიქები გაუტყდა, ცხადში მის ცხოვრებას მოულოდნელი უბედურება დაემუქრება. თუ ჩაის ჭიქიდან ღვინოს მიირთემვთ, ცხადში სასიამოვნოსა და სასარგებლოს ერთმანეთთან კარგად შეათავსებთ.
ჩამოვარდნა - სიზმარში ჩამოვარდნისა და შიშის შეგრძნება ნიშნავს, რომ მოგიწევთ დიდი სიძნელეების გადალახვა, მაგრამ თუ თქვენ ამას შეძლებთ–დიდი წარმატება გელით. თუ დაცემისას დაშავდით და რაიმე გაიჭერით, თქვენ რაღაც დანაკარგი გექნებათ; შესაძლებელია მეგობრებმა ზურგი შეგაქციონ
ჩანგალი - ჩანგლის ნახვა სიზმარში ნიშნავს, რომ ვიღაც ხაფანგს გიგებთ. ქალს ეს სიზმარი უქადის შეყვარებულთან დაშორებას და ჩხუბს სახლში
ჩანჩქერი - ჩანჩქერი სიზმარში მიუთითებს, რომ შეძლებთ თქვენს თავშეუკავებელ სურვილზე გამარჯვებას, რის შემდეგაც ბედი კეთილგანწყობილი გახდება თქვენდამი.
ჩაფხუტი, მუზარადი - თუ ხელში ჩაფხუტი გიჭირავთ და მის დაფარებას ცდილობთ, ცხადში თქვენი ენერგიისა და მოხერხებულობის წყალობით სიღარიბეს თავს დააღწევთ. მეშახტის ჩაფხუტი სოლიდურ ქონებას გპირდებათ.
ჩაჩი - თუ გოგონას ესიზმრება, რომ ჩაჩს ატარებს, სასიამოვნო რომანი ექნება ღირსეულ, მაგრამ ცოლიან კაცთან
ჩაცმა - თუ ვინმე ან რამე ხელს გიშლით ჩაცმაში, ვიღაც უკეთური ლამობს თქვენი საქმიანობის ჩაშლას. თუ გესიზმრათ, რომ თქვენ ვერ ასწრებთ ჩაცმას და სადგურზე გეჩქარებათ–გარშემომყოფთა ფუქსავატობა და დაუფიქრებლობა ქვენს მღელვარებას გამოიწვევს; უმეტესად დაეყრდენით საკუთარ თავს, ვიდრე სხვებს და წარმატებას მიაღწევთ.
ჩემოდანი - ჩემოდანი მოგზაურობას მოასწავებს, მაგრამ ზოგჯერ წარუმატებლობასაც ნიშნავს. თუ სიზმარში ჩემოდანს ყიდულობთ, ცხადში სასიამოვნო მოგზაურობას უნდა ელოდეთ, მაგრამ თუ ჩემოდანში ჩასაწყობი ნივთები ვერაფრით ვერ მოაწესრიგეთ, მოგზაურობა კარგს არაფერს მოგიტანთ. შესაძლოა, ახლობლებსაც კი წაეჩხუბოთ. ცარიელი ჩემოდანი–უიღბლო ქორწინების ნიშანია.
თუ თქვენი სამსახური ხშირ მოგზაურობას ითვალისწინებს, მაშინ ისეთი სიზმარი, სადაც თქვენ ჩემოდნის შიგთავსს ამოწმებთ, შესაძლოა, თქვენი მომავალი წარმატების საწინდარი გახდეს. თუ თქვენი ჩემოდანი ძალიან პატარაა, მაგრამ მასში მაინც ყველაფერს ატევთ, რაც კი გჭირდებათ, ცხადში თქვენი ძალისხმევა კარგად დასრულდება და თანამდებობრივი დაწინაურებაც გელით. თუ პირიქით, ჩემოდანი პატარაა და მასში ვერაფერი ვერ ეტევა, ცხადში საქმეებში არასასიამოვნო ცვლილებები გელოდებათ.
თუ გოგონა ცდილობს ჩემოდნის გახსნას, მაგრამ ვერ ახერხებს, ცხადში იგი შეეცდება ძალიან მდიდარი ადამიანის გულის მოგებას, თუმცა არაფერი გამოუვა. ხოლო თუ ჩემოდანს ვერ კეტავს, მისთვის სასურველი მოგზაურობა იმედს გაუცრუებს.
ჩიტები - წითელბუმბულიანი ჩიტების ნახვა ქალს ბედნიერ ქორწინებას უქადის. თუ ჩიტი უეცრად ჭიკჭიკს შეწყვეტს–მოექცევით ძალაუფლების მქონე და მდიდარი ადამიანის ზეგავლენის ქვეშ.
დაჭრილი ჩიტი ღრმა მწუხარებაა, რომელშიც თქვენი შვილების საქციელის გამო მოხვდით. მფრინავი ჩიტები წარმატების მაუწყებელია–ყველაფერი, რაც გაწუხებთ, წარსულს ჩაბარდება.
ჩიტის დაჭერა–კარგი სიზმარია; ჩიტების ჭიკჭიკის მოსმენა ისეთი საქმის წამოწყებას ნიშნავს, რომელიც თქვენგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს და, შეიძლება, ვერც კი შეძლოთ მისი გადაჭრა. თუ სიზმარში ჩიტს თოფით კლავთ–მოუსავლიანობას ან სტიქიურ უბედურებას მოასწავებს.
ჩონჩხი - თუ ჩონჩხი დაგესიზმრათ, ბედი თავზე ავადმყოფობებს, დანაკარგებსა და უბედურებებს დაგატეხთ. თუ ჩონჩხის სახით თქვენივე თავი დაგესიზმრათ, მცირედი უსიამოვნებებიც კი ადვილად გამოგიყვანთ მწყობრიდან. ერთი სიტყვით, ეცადეთ თქვენს ფანტაზიებს არ აჰყვეთ. თუ სიზმარში ჩონჩხი მოგდევთ, ცხადში მართლაც დიდი უსიამოვნება გელით, მაგრამ ხასიათის სიმტკიცე გამოიჩინეთ და ყველაფერს თავს გაართმევთ
ჩრდილოეთის ირემი - ჩრდილოეთის ირემი თუ დაგესიზმრათ, თქვენ მეგობრისადმი დიდ ყურადღებას გამოიჩენთ და საქმეებშიც კეთილსინდისიერად მოიქცევით. თუ ირმების მარხილს მართავთ, ცხადში უსიამოვნებები გელით, მაგრამ მეგობრები არ მიგატოვებენ
ჩურჩული - თუ სიზმარში ვინმეს ჩურჩული გესმით, ცხადში სერიოზული ჭორაობის ობიექტი გახდებით. თუ სიზმარში ვინმე ჩურჩულით გაძლევთ რჩევას ან გაფრთხილებთ რაიმეზე, ცხადში მეგობრების სერიოზული მხარდაჭერა დაგჭირდებათ
ჩუსტები - თუ თქვენ ჩუსტები გესიზმრებათ, ცხადში უიღბლო რომანი და საშიში ინტრიგა გელოდებათ. თუ სიზმარში ვინმემ მოგიწონათ ჩუსტები, მაშინ რეალურ ცხოვრებაში უწყინარი ფლირტი ცუდად იმოქმედებს თქვენს რეპუტაციაზე
ჩხარუნა - ბავშვი, რომელიც ჩხარუნათი თამაშობს–კეთილის ნიშანია. ეს ოჯახში მშვიდობას და მომგებიან საქმიან გარიგებას ნშნავს, გოგონასათვის კი მოსიყვარულე და მზრუნველ მეუღლეს მოასწავებს. თუ სიზმარში ბავშვს ჩუქნით ჩხარუნას, ეს ფულის არასწორი დაბანდების ნიშანია
ჩხიკვი - ჩხიკვი სიზმარში ახალ ნაცნობობას მოასწავებს. თუ ჩხიკვი დაიჭირეთ, უშედეგო, მაგრამ საინტერესო საქმეების კეთება მოგიწევთ. მკვდარი ჩხიკვი სახლში უსიამოვნებებსა და სხვა პირადი ხასიათის პრობლემებს ნიშნავს