EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« სიზმრების ახსნა / dream explanation - წ - »
კატეგორია: სიზმრის ახსნაავტორი: admin
თარიღი: 2016-08-08 18:34:42
სიზმრების ახსნა / dream explanation - წ -
ა - ბ - გ - დ - ე - ვ - ზ - თ - ი - კ - ლ - მ - ნ - ო - პ - ჟ - რ - ს - ტ - უ - ფ - ქ - ღ - ყ - შ - ჩ - ც - ძ - წ - ჭ - ხ - ჯ - ჰ
წაბლი - წაბლის მოგროვება ნიშნავს, რომ შეხვდებით თქვენი ცხოვრების მუდმივ თანამგზავრს ან მიაღწევთ მოგებას ბიზნესში. სიზმარში წაბლის ჭამა ნიშნავს მწუხარებას, რომელიც მალე შეიცვლება სიხარულით. თუ გოგონა სიზმარში ჭამს წაბლს ან მკითხაობს მასზე, ეს უქადის მდიდარ კაცთან ურთიერთობას ან განსაკუთრებულ კეთილდღეობას
წაბორძიკება - თუ სიზამრში რაიმეს ფეხი წამოკარით და წაიქეცით, ე.ი. ცხადში ძალზე ქარაფშუტულად და უდარდელად ცხოვრობთ, რის გამოც, შესაძლოა, თქვენი ცხოვრების მიზანი განუხორციელებელი დაგრჩეთ. თუ ვიღაც სხვა წაბორძიკდა და წაიქცა–ისარგებლებთ სხვისი შეცდომებით.
წავი - ანკარა წყალში წავის დანახვა ნიშნავს ბედნიერებასა და წარმატებას. ნაადრევი ქორწინებისას თქვენ მოგელით იდეალური ბედნიერება. გათხოვილი ქალისათვის ასეთი სიზმარი მიმანიშნებელია მეუღლის არაჩვეულებრიწელი თუ სიზმარში თქვენი წელი გეჩვენებათ მომრგვალებული, ცხადში იღბალი თქვენ მიმართ კეთილგანწყობილი იქნება. თუ თქვენი წელი არაბუნებრივად ვიწროა, თქვენ დაუმსახურებელი წარმატება გელით და ამასთან დაკავშირებით დაგადანაშაულებენვ მზრუნველობაზე
წამალი - თუ სიზმარში სვამთ კარგი გემოს წამალს–სიძნელეებს დაძლევთ და თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლით; მაგრამ თუ წამალი მწარეა, გელით ხანგრძლივი ავადმყოფობა, ღრმა მწუხარება ან დანაკარგი. თუ წამალს აძლევთ სხვას, ე.ი. ცხოვრებაში ზიანს მიაყენებთ მას, ვისაც თქვენი სჯეროდა
წარბები - სიზმარში ვიღაცის წარბების ნახვა გაფრთხილებთ ავისმომასწავებელ დაბრკოლებაზე
წარუმატებლობა - თუ სიზმარში ითმენთ წარუმატებლობას, რეალურ ცხოვრებაში დიამეტრულად საწინააღმდეგოდ ასრულდება. შეყვარებული, რომელსაც ესიზმრება, რომ უარყვეს, სულიერად უნდა გაძლიერდეს და მოინადირებს თავისი რჩეულის გულს.
თუ თქვენ შეგაშინეს ან შეურაცხგყვეს–ცხადშიც იმავე მდგომარეობას ასახავს. თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრა, რომ ცხოვრება ვერ აეწყო–ის ასამარებს საკუთარ ნიჭს: მან უფრო ენერგიულად უნდა იმოქმედოს. თუ მეწარმე ხედავს სიზმარში უბედურებას, მას მეტი ძალისხმევა დასჭირდება
წარწერა - თუ სიზმარში ნახეთ წარწერა, ცუდ ამბავს მოასწავებს. თუ გესიზმრებათ, რომ კითხულობთ წარწერას საფლავებზე, ახლობელთაგან ვიღაც ავად გახდება, რაც გულს დაგწყვეტთ. სიზმარი, რომელშიც თქვენ აკეთებთ რაღაც წარწერას, კარგი მეგობრის დაკარგვას გიქადით.
წერა (რაიმეს დაწერა) - თუ დაგესიზმრათ, რომ რაიმეს წერთ, ცხადში დაღუპვის ტოლფას შეცდომას დაუშვებთ. თუ ხედავთ, როგორ წერენ სხვები–ე.ი. თქვენი უზრუბველყოფა სხვების გაღიზიანებას იწვევს: შეიძლება სასამართლო პროცესითაც დაგემუქრონ. უცნაური წარწერის გარჩევის მცდელობა სიზმარში ნიშნავს, რომ გამარჯვებას მხოლოდ საქმის არსებული სახით დატოვების შემთხვევაში მიაღწევთ
წერილი - შეკვეთლი წერილი ნიშნავს, რომ რაღაც ფინანსური პრობლემა ძველ მეგობრობას ჩაგიშლით. გოგონასთვის ეს იმის მაუწყებელია, რომ მას შესთავაზებენ მისი მორალისთვის შეუფერებელ ფინანსურ უზრუნველყოფას. შეყვარებულს ეს სიზმარი აფრთხილებს, რომ რჩეული მას ღალატობს.
ანონიმური წერილი შეურაცხყოფაზე მიანიშნებს. თუ სიზმარში თავად წერთ ანონიმურ წერილს, ეს თქვენი მეტოქისადმი ეჭვიანობაზე მიანიშნებს, რომელიც თქვენ თავზე უკეთესად მიგაჩნიათ. უსიამოვნო ამბავი წერილში–ავადმყოფობას მოასწავებს. კარგი ამბავი–პირიქით, ბევრ სასიამოვნო მოვლენებს.
მწვანე ან სხვა ფერის ქაღალდზე დაწერილი წერილი წარუმატებლობას და სიყვარულში გაცრუებას ნიშნავს. ლურჯი მელანი–სტაბილურობისა და მყარი გრძნობების ნიშანია, წითელი–ეჭვიანობა და განშორებაა. თუ გოგონა სიზმარში შეყვარებულს უმალავს წერილს–მას მეტოქე გამოუჩნდება.
თუ სიზმარში ვინმემ წერილი წაგართვათ, ცხადში შეეცდებიან ჩირქი მოგცხონ. თუ წერილს ვერ კითხულობთ, თქვენი რეპუტაცია შეილახება. თუ ცდილობთ ვინმესთვის წერილის წართმევას, მაშინ ცხოვრებაში ცუდი ამბები შეგემთხვევათ.
შავ, სამგლოვიარო ჩარჩოში ჩასმული წერილი ავადმყოფობას ან ახლობლის გარდაცვალებას ნიშნავს; თეთრი ასოები შავ ფონზე–მოწყენილობა დაგეუფლებათ და მას მეგობრები გაგიქარწყლებენ; თუ სიზმარში ცოლი ან ქმარი გაძლევთ წერილს–განქორწინება გელით. შეყვარებულებს ეს სიზმარი ჩხუბს უქადის.
თუ სიზმარში წერთ წერილს, ე.ი. ვიღაცას გაკიცხავთ და შემდეგ ინანებთ. გახეული წერილი შეცდომების დაშვებას ნიშნავს. წერილის ხელში დაჭერა იმის მაუწყებელია, რომ თქვენ უსამართლოდ მოექცევით ახლობლებს. თუ ხშირად გესიზმრებათ, რომ წერილს ღებულობთ მეგობრისაგან, ცხადშიც ასე მოხდება.
წეროები - სიზმარში ჩრდილოეთისაკენ მფრინავი წეროების წყების ნახვა–ბიზნესში ცუდი პერსპექტივის ნიშანია, ქალებისათვის–იმედგაცრუებისა; მაგრამ თუ ისინი სამხეთისაკენ მიფრინავენ, ნიშანია ძველ მეგობრებთან სასიხარულო შეხვედრისა: შეყვარებულებს ასეთი სიზმარი ჰპირდება ერთმანეთის ერთგულებას. წერობი თუ მიწაზე ეშვებიან–არაორდინალური მოვლენების მომასწავებელია
წველა - წველის დასიზმრება, როდესაც ჯიქანიდან ღვარად მოედინება რძე და ძროხა კი მოუსვენრადაა, ნიშნავს მრავალ დაბრკოლებას თქვენს გზაზე, თუმცა ბოლოს და ბოლოს, შეძლებთ სიტუაციის გაკონტროლებას და თქვენი საქმეები წარმატებით გადაწყდება.
წვერი - წვერის დასიზმრება ნიშნავს, რომ თქვენ დაგიპირისპირდებათ თქვენთვის უცხო სულისკვეთების ადამიანი, შესაძლოა, მოგიხდეთ სასტიკი ბრძოლა ხელისუფლებისათვის, რომლის დროსაც გარდაუვალია მატერიალური დანაკარგი. ჭაღარა წვერი გიქადით წრუმატებლობასა და გაყრას.
თუ სიზმარში ვიღაცა გექაჩებათ წვერზე, ცხადში წააწყდებით საშიშროებას თუ თქვენებურად არ მოიქცევით. დავარცხნა და საკუთარი წვერით ტკბობა მიუთითებს, რომ თქვენი კავშირები და პატივმოყვარეობა გაიზრდება შემოსავალთან ერთად, მაგრამ თქვენ გარისკავთ თქვენი ძველი კომპანიონების დაკარგვას.
სიზმარში წვეროსანი ქალის ნახვა ნიშნავს უსიამოვნო შეხვედრას ან ავადმყოფობას. თუ ქალი სიზმარში ეალერსება წვერს, ის დაარღვევს დაუქორწინებლობის აღთქმას. სამწუხაროდ, მოსალოდნელი ქორწინება ბედნიერი არ იქნება.
წვეულება - სიზმარში წვეულებაზე უცნობ ადამიანებთან ერთად თუ იმყოფებით, რომლებიც თავს გესხმიან გაძარცვის მიზნით, ე.ი. გყავთ მტრები, რომლებიც გაერთიანდებიან თქვენ წინააღმდეგ. თუ თქვენ არ შეშინდებით–ცხადში გადალახავთ ნებისმიერ უსიამოვნებას საქმეშიც და სიყვარულშიც.
სიზმარში თუ იმყოფები მხიარულ მეგობრულ წვეულებაზე–კარგი ნიშანია: მალე დარწმუნდებით, რომ ცხოვრებაში ბევრი კარგი რამ არის, თუ წვეულებაზე ვინმემ არ დაარღვია თქვენი განწყობა.
წვნიანი - თუ სიზმარში წვნიანს მიირთმევთ, ეს სიმშვიდეს მოასწავებს. თუ სიზმარში ნახეთ, რომ წვნიანს სხვა ადამიანები მიირთმევენ.თქვენ წარმატებული ქორწინება გელით. თუ წვნიანი სწრაფად მოამზადეთ, ცხადში თავად შეძლებთ საკუთარი ბედის განკარგვას.
წიგნები - წიგნების თვალიერება ან კითხვა ნიშნავს, რომ გექნებათ ღირსება, პატივისცემა და სიმდიდრე. ავტორი თუ ნახავს, რომ მისი წიგნი იბეჭდება, ეს მიანიშნებს, რომ მისი წიგნის გამოსვლამდე ის მრავალ უსიამოვნებას შეხვდება.
თუ სიზამარში ხედავთ, რომ დიდ ენერგიას ხარჯავთ, რათა ჩაწვდეთ რომელიღაც ავტორის ტექსტის არსს–მაუწყბელია დაფასებისა და დაჯილდოებისა, რომელიც შედეგი იქნება თქვენი ხანგრძლივი შრომისა. სიზმარში თუ ნახულობთ ბავშვებს, რომლებიც კითხულობენ, ლაპარაკობს ჰარმონიასა და ახალგაზრდების კარგ საქციელზე. ძველი წიგნები მიგანიშნებენ რომ უნდა უფრთხილდეთ ყოველგვარი სახის ბოროტებას.
წიგნის კარადა - წიგნის კარადის ნახვა სიზმარში ნიშნავს, რომ თქვენ შეძლებთ, სამეცნიერო მოღვაწეობა შეუთავსოთ სხვა საქმესა და გატაცებას.
წიგნის მაღაზია - წიგნის მაღაზიაში შეხვლა–ე.ი. თქვენ მოინდომებთ ლიტერატურულ მოღვაწეობას, რომელიც ხელს შეუშლის თქვენს სხვა საქმიანობას.
წითელა (მედ.) - თუ გესიზმრებათ, რომ წითელა გაქვთ–გეწვევათ მწუხარება და აფორიაქება, რომელიც გამოწვეული იქნება სავაჭრო საქმეში პრობლემებით. თუ წითელათი ავადმყოფობს ვინმე–თქვენ შეგაწუხებთ სხვა ადამიანების მდგომარეობა
წინააღმდეგობა - სხვადასხვა წინააღმდეგობები თქვენს გზაზე–დროებითი გაჭირვების ნიშანია: ეს შეიძლება იყოს ავადმყოფობა ან მტრების ხრიკები; მაგრამ თუ თქვენ ისინი გადალახეთ, ელოდეთ სიტუაციის გამოსწორებას. შეყვარებულებს ეს სიზმარი სულიერ ჰარმონიას ჰპირდება
წინადადება - თუ თქვენ ვინმეს წინადადება მიიღეთ, ან თავად გაუკეთეთ ვინმეს წინადადება, ეს სიზმარი გაფრთხილებთ, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ თქვენს საქმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში უსიამოვნებები გელით.
წინასწარმეტყველება - თუ გესიზმრებათ, რომ წინასწარმეტყველის უნარით ხართ დაჯილდოებული, ცხადში სამუშაოს შეცვლა მოგიხდებათ, მაგრამ იქ ძალზე არასაიმედო პარტნიორები გეყოლებათ. თუ სიზმარში ნათელმხილველთან მიდიხართ, ეს კომერციულ საქმიანობასა და ქორწინებაში წარუმატებლობას მოასწავებს.
წინდები - სიზმარში წინდების ნახვა იმის ნიშანია, რომ ცხადში მოგიწევთ არასერიოზულ ხალხთან ურთიერთობა. თუ გოგონას სიზმარში წინდები დაეხა, ფრთხილად უნდა იყოს, რათა თავიდან აიცილოს ზედმეტად თავისუფალი ქცევის ბრალდებები. თუ სიზმარში იგი მოდურ წინდებს იცმევს, ეს მამაკაცების მიმართ მისი გადამეტებული ინტერესის ნიშანია. თეთრი წინდები მწარე დანაკარგისა და ავადმყოფობის მაუწყებელია
წინსაფარი - ქალის წინსაფარი სიზმარში–ბედის მოულოდნელი შემობრუნების მაუწყებელია.
წისქვილი, მეწისქვილე - წისქვილის ნახვა სიზმარში კარგი ნიშანია, რომელიც გეუბნებათ, რომ თქვენი საქმეები გაუმჯობესდებიან. ქალს თუ ესიზმრება, რომ უშედეგოდ ცდილობს წისქვილის ამუშავებას, მზად უნდა იყოს იმედგაცრუებისათვცის: შესაძლოა მის რჩეულს არც ისე კარგად წაუვიდეს საქმე, როგორც იმედოვნებდა. მომუშავე წისქვილი გპირდებათ წარმატებას მაშინ, როცა დანგრეული, პირიქით–გიქადით მძიმე განსაცდელს, რომელიც შეიძლება მოულოდნელად დაგატყდეთ თავზე, თუ არ გაითვალისწინებთ ამ წინასწარმეტყველებას.
წისქვილის კაშხალი - წისქვილის ღარზე დაცემული სუფთა წყლის კაშხალი მიგითითებთ, რომ ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც თქვენ აპირებთ საქმიან ან საზოგადოებრივ სფეროში, წარმატებული იქნება. თუ წყალი მღვრიეა–გელით დანაკარგი და მარცხი იქ, საიდანაც შემოსვლისა და კმაყოფილების მიღებას ელოდით. თუ მოულოდნელად წისქვილის ღარი მშრალი აღმოჩნდა–წარმატება ზურგს გაქცევთ.
წიწაკა - თუ სიზმარში ენა წიწაკით დაგეწვათ, მეგობრები ჭორაობის გამო გაგკიცხავენ. წითელი წიწაკა ბოსტანში მოასწავებს თქვენს გათხოვებას საიმედო და მომჭირნე პიროვნებაზე. ასხმული წითელი წიწაკა მიგანიშნებთ იმაზე, რომ თქვენი უფლებების დაცვა მოგიწევთ.
თუ თქვენ შავ წიწაკას ფქვავთ, მზაკვრული ხრიკების მსხვერპლი გახდებით. შავი წიწაკის დაბნევა–ჩხუბისა და ურთიერთშელაპარაკების მომასწავებელია. თუ გოგონა საჭმელს ბევრ წიწაკას აყრის–მეგობრები მოატყუებენ.
წიწილები - წიწილების გამოყვანა სიზმარში ახლო მომავალში სერიოზულ უსიამოვნებებსა და სადარდებელს მოასწავებს. ახალგამოჩეკილი წიწილები ახალი საქმის წამოწყებაა, რომელიც თქვენგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, როგორც ფიზიკურ, ისე სულიერს. თუ სიზმარში წიწილებს ეძახით საქათმეში შესარეკად–თქვენ მიმართ ვიღაცას ცუდი ზრახვები ამოძრავებს. თუ თქვენ წიწილას მიირთმევთ, ცხადში თქვენი ეგოიზმისაგან სერიოზულად დაზარალდებით და თქვენი მდგომარეობა გაუარესდება.
წრე, რგოლი - თუ სიზმარში ხედავთ წრეს, ე.ი. თქვენი იმედი დიდ მოგებაზე მცდარი იყო. თუ რგოლი ესიზმრება ქალს, განსაკუთრებული წინდახედულება უნდა გამოიჩინოს, რადგან ნებისმიერმა გაუფრთხილებლობამ შეიძლება ჩააყენოს გამოუვალ მდგომარეობაში, თუმცა, ეს არ ეხება მის ქორწინებას.
წურბელები - წურბელების დასიზმრება–ვიღაცას უნდა ცხოვრება გაგიმწაროთ; თუ წურბელებს სამედიცინო დანიშნულებით იყენებთ, ეს ახლობლის ავადმყოფობას ნიშნავს; თუ წურბელებს სხვას ასვამთ, თქვენ მეგობრებთან უსიამოვნებები გექნებათ; თუ წურბელები სისხლს გწოვენ, ეს უსიამოვნებებს მოასწავებს და უნდა გაფრთხილდეთ
წუხილი - ასეთი სიზმარი ზოგჯერ კარგი ნიშანია–მაუწყებელია წარმატებისა და მძიმე მდგომარეობის შემდეგ ძალების აღდგენისა; მაგრამ თუ მძინარე შფოთავს რაღაც ძალზე საჭიროზე, ეს მოასწავებს ცუდ პროგნოზს მისთვის, როგორც სამსახურში, ისე საზოგადოებაში
წყალდიდობა - თუ სიზმარში ქალაქს ან სოფელს თავს დაატყდა მღვრიე წყალდიდობა, თქვენს ცხოვრებაში მოხდება რაღაც კატასტროფული და შედეგები იქნება საშინელი. თუ გესიზმრებათ წყალდიდობისას გატაცებული ხალხი, მოგელით მძიმე დანაკლისი და დიდი უიმედობა.
სუფთა წყლით დატბორილი ველები მოასწავებენ სიმშვიდეს, მიუხედავად იმისა, რომ ბედთან შერკინება წაგებული გგონიათ. თუ გადმოსულმა მდინარემ თქვენ გაგიტაცათ, ეს მოასწავებს ავადმყოფობას ან დროებით გაუგებრობას საქმიან საკითხებში.
წყალი - სუფთა წყლის ნახვა კარგი ნიშანია–გელით კეთილდღეობა და მცირე სიხარული. თუ წყალი მღვრიეა, ხიფათში იმყოფებით და თქვენს სიხარულს შეცვლის ნაღველი.
თუ ხედავთ, რომ თქვენი სახლი წყლით ივსება, მოგიწევთ ბრძოლა ბოროტებასთან და სანამ წყალი არ გაჩერდება, ხიფათისაგან თავს ვერ დააღწევთ.
თუ მიდიხართ ნესტიან მიწაზე და გრძნობთ, რომ ფეხები დაგისველდათ, ე.ი. სიღარიბე და ავადმყოფობა გაიძულებენ, ეძებოთ ცხოვრებისეული სიძნელეებისაგან თავის დაღწევის გზა და მიიღებთ ღირსეულ გადაწყვეტილებას. ასევე შეიძლება აიხსნას სიზმარი, როდესაც მღვრიე წყლით ივსება ხომალდი.
მღვრიე წყალში ჩავარდნა მიგანიშნებთ, რომ თქვენ ჩაიდენთ მრავალ შეცდომას, რომლის გამოც ინერვიულებთ. მღვრიე წყლის დალევა–ავადმყოფობაა, მაგრამ სუფთა და ახალი წყალი ყველაზე გაბედული ოცნებების კეთილი დასასრულია. სიზმარში საწყლოსნო სპორტით დაკავება ახალი სიყვარულისა და ვნების გაღვიძებას მოასწავებს. თუ თავზე გესხმევათ სუფთა წყალი, ნიშნავს მოულოდნელ და მძაფრ განცდას, რომელიც ორმხრივი იქნება.
წყენა - წყენის განცდა სიზმარში ნიშნავს, რომ სულის სიღრმეში საკუთარი თავით, თქვენი ქცევებითა და დაუფიქრებელი გამოხტომებით უკმაყოფილო ხართ; თუ დაგესიზმრათ, რომ ვიღაცა გააბრაზეთ, ეს ნიშნავს, რომ დასახული მიზნის მისაღწევად მოგიწევთ მრავალი წინააღმდეგობის გადალახვა.
თუ ქალი სიზმარში ბრაზობს ან აბრაზებს ვინმეს, ცხადში ის გააკეთებს აჩქარებულ დასკვნებს, რასაც ინანებს. ზოგჯერ წყენა უსიამოვნო ამბავს მოასწავებს
წყვდიადი - თუ სიზმარში უცებ წყვდიადში აღმოჩნდით, ყველა თქვენი წამოწყება წარუმატებელი იქნება; მაგრამ სიზმრის დამთავრებამდე თუ მზე ისევ გამოჩნდება–გადალახავთ სიძნელეებს. სიზმარი, რომელშიც სიბნელეში დაკარგეთ მეგობარი ან ბავშვი, გაფრთხილებთ უსამართლო რისხვის შესაძლო თავს დატეხვაზე. ასეთი სიზმრის შემდეგ ეცადეთ მკაცრად აკონტროლოთ საკუთარი თავი
წყვილი - სიზმარში ნებისმიერ საგანთა წყვილის ნახვა–ადამიანების თუ ცხოველების–თქვენს კეთილდღეობასა და იმ სასიკეთო ცვლილებებზე მიუთითებს, რომლებსაც არც კი მოელოდით. სიბნელეში ნანახი შეყვარებული წყვილი–კარგი ამბის მომასწავებელია.
წყლის ნაკადი, ჩქერი - თუ სიზმარში სწრაფი წყლის ნაკადში მიექანებით, ცხადში სერიოზული დანაკარგი გელოდებათ.
წყლის შროშანი - წყლის შროშანით ან მისი ზრდით ტკბობა მრავალი მოვლენის მიმანიშნებელია: მწუხარება და დანაკარგით გამოწვეული ნაღველი მალე შეიცვლება ბედნიერებითა და მშვიდი კეთილდღეობის გრძნობით.
წყლული - წყლული სხეულზე ავადმყოფობას და მეგობრების ბოროტ საქციელს მოასწავებს. ხნიერი ადამიანებისათვის ეს სიზმარი ავადმყოფობასა და მარტოობას ნიშნავს. წყლულების ნაჭდევები სხეულზე მომავალ წარმატებას მოასწავებს თეატრალურ ან პოლიტიკურ ასპარეზზე.
წყურვილი - თუ სიზმარში გწყურიათ, ე.ი. ცხოვრებაში მიელტვით რაღაც მიუწვდომელს, მაგრამ თუ წყურვილს მოიკლავთ გემრიელი სასმელით, თქვენი სურვილი განხორციელდება. თუ თქვენ ხედავთ სხვა მწყურვალ ადამიანებს, რომლებიც სვამენ, ე.ი. ისიამოვნებთ გავლენიანი ადამიანების განწყობით