EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ვაჟის, კაცის სახელები - თ »
კატეგორია: სახელები ვაჟისავტორი: admin
თარიღი: 2016-08-09 15:05:16
ვაჟის, კაცის სახელები - თ
ა - ბ - გ - დ - ე - ვ - ზ - თ - ი - კ - ლ - მ - ნ - ო - პ - ჟ - რ - ს - ტ - უ - ფ - ქ - ღ - ყ - შ - ჩ - ც - ძ - წ - ჭ - ხ - ჯ - ჰ
თადეოზ (ასურული) " ბრძენი " ; საბას განმარტებით _ " მაქებელი ". პარალელური ფორმაა თათაოს. ქრისტეს ერთ-ერთი მოციქული სახარებაში იხსენიება ორი სახელით: " ზებედე, რომელსა ხერქუა თადეოზ " (მათე 10, 3). ცნობილია აგრეთვე სტეფანწმინდელი მოწამე თადეოზი, იგივე თათა. თათა და ასევე თადე, თადო, თადუნა თათაოსის ანუ თადეოზის საალერსო-კნინობითი ფორმებია. მისგან წარმოქმნილი ჩანს გვარები: თათაშვილი, თათეიშვილი, თადაშვილი, თადიშვილი, თადიაშვილი, თადიაური...
თათაშ (ქართული) " თათასი ". იხ. თადეოზ. შდრ. დადაშ, ტატაშ.
თამაზ (ძველი ირანული) " ძლიერი ცხენი " ან " ძლიერი ცხენოსანი ". აქედანაა გვარი თამაზაშვილი, რომელიც დოკუმენტებში დასტურდება XV ს-დან. გვხვდება აგრეთვე პარალელური ფრომა თამაზიშვილი.
თანდილა (ქართული) ავთანდილ-ის შემოკლებული ფორმა ჩანს. საკუთარ სახელად გვხვდება მხოლოდ ქართველებში. აქედანაა გვარები: თანდილავა, თანდილაშვილი. როგორც სახელი თანდილა, ისე გვარი თანდილაშვილი დოკუმენტებში გვხვდება XVI ს-დან.
თარხან (თურქულ-მონღოლური) მნიშვნელობა არ არის ნათელი: " მჭედელი " (?); გვიანდელი გაგებით – " თავისუფალი ". აქედანაა გვარი თარხნიშვილი. ეს სახელიც და გვარიც ქართულ წყაროებში ჩანს XVII ს-დან.
თაყა - ქართული სახელია, მაგრამ გაურკვეველი მნიშვნელობისა. ქართულიდან სომხურში არის შესული. მისგან მოდის გვარები: თაყაშვილი, თაყაიშვილი, თაყაძე, თაყნიაშვილი, ტაკაშვილი.
თედო - ამჟამად თეოდორეს კნინობით ფორმად ითვლება, მაგრამ დამოუკიდებელი სახელი უნდა იყოს. ამ ფორმით იხმარება რამდენიმე ცნობილი პირის სახელად (თედო რაზიკაშვილი, თედო ჟორდანია, თედო სახოკია). ანალოგიური ფორმები (თედო, თედუა) დასტურდება ხურიტულ წარწერებში.
თედორე (ბერძნული) " ღვთის ბოძებული ", " ღვთის ნაჩუქარი ". თეოს ბერძნულად ნიშნავს " ღმერთს ", დორონ - " საჩუქარს ". აქედანაა მიღებული ძველი ფორმა თეოდორე. მისი რედუქციით კი – თევდორე და ბოლოს – თედორე. იმავე სიტყვებს შებრუნებული რიგით შეიცავს სახელი დოროთე. როგორც ერთის, ისე მეორისაგან ნაწარმოებია ქალის სახელებიც: თეოდორა, დოროთა. ამ სახელებთან დაკავშირებით მოგვაგონდება აგრთვე თეო-ს შემცველი მრავალი სხვა სახელი: თეა, თეო ( " ღვთაება "), თეკლა, თეკლე ( " ღვთის დიდება ") თეოდოსია, ფეოდოსია ( " ღვთისადმი შეწირული "), თეოდულა ( " ღვთის მონა "), თეოლინე ( " ღვთის მოყვარე "), თეოფილაქტე ( " ღვთის მცველი ") და ა.შ. თევდორე-საგან ნაწარმოებია გვარები: თევდორაძე, თევდორაშვილი, თედორაია, თედორაძე, თედიაშვილი, თედოშვილი. ამ სახელის კნინობითი ფორმებია: თედო, თედუა. საქართველოს ისტორიული წარსულიდან კარგად არის ცნობილი თავდადებული მღვდელი თევდორე. მან შემოსეულ თურქთა ლაშქარს გზა აუბნია, რისთვისაც ხმლით აკუწეს, მაგრამ ქვეყანა კი იხსნა განსაცდელისაგან (1609 წ.).
თეიმურაზ (ირანული) " სხეულით ძლიერი ". როგორც ფიქრობენ, მისი უძველესი ფორმაა ინდური თაჰმაურუპა ( " ძლიერი მელა "), მაგრამ შემდეგ ხელახლა იქნა გააზრიანებული და სახეცვლილი ირანულში. ეს სახელი ჰქვია " შაჰ-ნამეს " ერთ-ერთ გმირს, ირანის ლეგენდარულ მეფეს. საქართველოში ამ სახელით ცნობილია ორი მეფე-პოეტი. თეიმურაზის მოფერებითი ფორმებია: თემო, თემუკა, თემუკო, თემიკო.
თემურ (თურქულ-მონღოლური) " რკინა ". ეს სახელი ერქვა მონღოლთა ურდოების წინამძღოლს თემურლენგს (ე. ი. " კოჭლ თემურს "), რომელსაც რუსები ტამერლანს ეძახიან; სახელი თემური მონღოლურიდან გადასულა თურქულში და ამ უკანასკნელის მეშვეობით ჩვენშიაც გავრცელდა.
თენგიზ - იგივეა რაც ჩინგიზ, რაც მონღოლურად " დიდს ", " ძლიერს " ნიშნავს. მონღოლთა ძლევანმოსილი სახელმწიფოს დამაარსებელს ჩინგიზხანს სახელად თემუჩინი ერქვა. ჩინგიზხანი ( " ძლიერი, დიდი ხანი ") მისი წოდება იყო, რომელიც შემდეგ საკუთარ სახელად იქნა გაგებული. ამ სახელმა თურქულში თენგიზ-ის ფორმა მიიღო და აქედან შემოვიდა ქართულში. თურქულის მიხედვით მას ხშირად " ზღვად " თარგმნიან.
თომა (ძველი ებრაული) " მარჩბივი " ანუ " ტყუპის ცალი (ტყუპთაგან ერთ-ერთი) ". თომა ერქვა ქრისტეს ერთ-ერთ მოციქულს: " მოციქულთა სახელები ესე არს:...თომა და მათეოზ მეზუერე " (მათე 10, 3). თომა-საგან წარმოქმნილი გვარებია: თომაძე, თომაშვილი, თომიაშვილი, თომაია, თომავა. ამათგან თომიაშვილი გვხვდება 1523 წლის სიგელში, თომაძე – 1544 წ., დანარჩენები – XVII ს-დან.
თორნიკე (ბერძნული) კომპოზიტია, რომლის პირველი ნაწილის (თორ-) მნიშვნელობა ბუნდოვანია, მეორე ნაწილს კი წარმოადგენს ნიკე - " გამარჯვება " (შდრ. ანდრონიკე, კალენიკე, ნიკანდრო, ნიკოლოზ და სხვ.). ეს სახელი ერქვა სახელოვან ქართველ მხედართმთავარს თორნიკე ერისთავს, რომლის სარდლობითაც ქართველთა ლაშქარმა დაამარცხა ბიზანტიის იმპერატორის წინააღმდეგ აჯანყებული სკლიაროსი (979 წ.) ამ გამარჯვებით მოპოვებული ნადავლის უდიდესი ნაწილი თორნიკემ მოახმარა ქართველთა მონასტრის მშენებლობას ათონის მთაზე, სადაც ის ბერად იყო აღკვეცილი იოანეს სახელით.
თორღვა - ეტიმოლოგია უცნობია.
თურმან (სპარსული) აქედანაა გვარები: თურმანიშვილი, თურმანიძე, თურმანაული. თურმანიძეები ძველ საქართველოში განთქმული ექიმები იყვნენ. იხსენიებიან ძველ დოკუმენტებში XV ს-დან. იმავე ხანებიდან გვხვდება აგრეთვე თურმანიშვილის გვარიც.