EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ვაჟის, კაცის სახელები - პ »
კატეგორია: სახელები ვაჟისავტორი: admin
თარიღი: 2016-08-09 15:35:11
ვაჟის, კაცის სახელები - პ
ა - ბ - გ - დ - ე - ვ - ზ - თ - ი - კ - ლ - მ - ნ - ო - პ - ჟ - რ - ს - ტ - უ - ფ - ქ - ღ - ყ - შ - ჩ - ც - ძ - წ - ჭ - ხ - ჯ - ჰ
პაატა (ქართული) " პატარა ", უმცროსი " (მნიშვენლობის მხრივ შეადარეთ პავლე, უნცრუა, პაჭულა). მისი კნინობითია პატია, პატიკო. აქედანაა გვარები: პაატაშვილი, პატიაშვილი, პატეიშვილი. პაატა ერქვა გიორგი სააკაძის უმცროს ვაჟს, რომელიც მამამ სამშობლოს თავისუფლებას შესწირა მსხვერპლად. იგი მძევლად ჰყავდა შაჰს და თავი მოჰკვეთეს, როცა საქართველოს დასალაშქრად გამოგზავნილი გიორგი სააკაძე ქართველებს მიემხრო და სპარსელთა ჯარმა სასტიკი მარცხი იწვნია.
პავლე (ლათინური) " პატარა ", " მცირე ". ქრისტეს ერთ-ერთო მოციქულის და არაერთი მოწამის სახელია, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული როგორც კაცის, ისე ქალის სახელად, ასევე – გვარებად. მისი ფორმებია სხვადასხვა ხალხთა ენებში : პაულიოს, პაულიუს, პაულოს, პაველ, პაულ, პაოლო, პოლ, პოღოს და სხვ. ქალის სახელები: პავლა, პავლინა, პოლინა, პოლინე... ქართულში კაცის სახელად გვაქვს პავლე, ქალისა – პოლინა, პოლინე, კნინობითი (კაცისა) – პავლია, პალიკო, გვარები – პავლიაშვილი და პავლაშვილი.
პანტელეიმონ (ბერძნული) " ყოვლადმოწყალე ". შემოკლებული ფორმაა პანტე.
პაპუნა (ქართული) " პაპისა ". წინათ გავრცელებული იყო და ზოგჯერ ახლაც გვხვდება ამ სახელის მრავალფეროვანი ვარიანტები: პაპა, პაპი, პაპო, პაპია, პეპია, პაპუა, პაპალა, პაპალია, პაპანა, პაპენა, პაპინა, პაპიტა, პაპუტა, პაპუკა, პაპუჩა, პაპუჩი, პაპუჩელა. ამათგან წარმოქმნილია გვარები; პაპუაშვილი, პაპუნიძე, პაპიაშვილი, პაპოშვილი, პაპუაშვილი, პაპალაშვილი, პაპელიშვილი, პაპინაშვილი, პაპიტაშვილი, პაპუკაშვილი, პაპულაშვილი.
პართენ (ბერძნული) " წმინდა ", " ქალწულებრივი ". შეადარეთ პართენონი – სახელწოდება ათენის განთქმული ტაძრისა, რომელიც ათინა-ქალწულის სახელობისაა.
პარმენ (ბერძნული) " მტკიცედ მდგომი ".
პაჭულა (ქართული) " პატარა ", " პაწაწინა ".
პახომ (ბერძნული) " სქელბეჭიანი "
პეტრე (ბერძნული) " კლდე " (შეადარეთ მთის ქანების შემსწავლელი მეცნიერების სახელწოდება პეტროგრაფია). პეტრე ერქვა ქრისტეს ერთ-ერთ მოციქულსა და მრავალ მოწამეს, უფრო ხშირად – სასულიერო პირებს. ქართველთაგან ამ სახელით განსაკუთრებით ცნობილია V ს. გამოჩენილი საეკლესიო მოღვაწე პეტრე იბერი (ფსევდოდიონისე არეოპაგელი). პეტრეს კნინობითი ფორმებია ქართულში: პატრია, პეტია, პეტა, პეტო, პეტრუა, პეტუა. ამათგან ნაწარმოებია გვარები: პეტრიაშვილი, პეტრუაშვილი, პეტუაშვილი, პეტაშვილი, პეტრიძე, პერტაია, პერტია, პერტენევა, პერტახია, პირტახია.
პიმენ (ბერძნული) " მწყემსი ".
პლატონ (ბერძნული) " მხრებგანიერი "
პოლიკარპე (ბერძნული) " დიდად ნაყოფიერი ", " უხვნაყოფიანი ". შედგება ორი სიტყვისაგან: პოლი - " ბევრი ", " მრავალი " და კარპოს - " ნაყოფი ". მეორე ამათგანი ცალკეც გვხვდება მამაკაცის სახელად (იხ. კარპე, კარპეზ). პირველი მათგანი კი მონაწილეობს აგრეთვე სხვა სახელებში, როგორიცაა, მაგალითად: პოლიბიოს ( " დიდხანს ცოცხალი "), პოლიევქტ ( " დიდხანს ნალოდინევი ", " დიდად სასურველი "), პოლიენ ( " დიდად ქებული ", " სახელოვანი "), პოლიოდორ ( " დიდად დასაჩუქრებული ", " უხვსაჩუქრიანი "), პოლიქრონ ( " დიდხანიანი ", " მრავალწლიანი "), პოლიქსენია ( " დიდად სტუმართმოყვარე ") და სხვანი.
პოლიო – წარმოადგენს ზემოხსენებული ტიპის სახელთა შემოკლებულ ფორმას, რომელიც ქცეულია დამოუკიდებელ სახელად.
პორფირე (ბერძნული) " მეწამული ", " წითელი ".
პროკლე (ლათინური) " შორეული " (იგულისხმება, მამის შორს ყოფნის დროს დაბადებული); სხვაგვარი ეტიმოლოგიით, ბერძნულია და შედგება ორი ნაწილისაგან: პრო - " ადრე " და კლეოს - " დიდება ".
პროკოფი (ბერძნული) ზუსტი ახსნა არ მოეპოვება. ვარაუდობენ, რომ ნიშნავს " ბუდიდან ამოღებულს ", " გაშიშვლებულს (ხმალს) ", ან " წარმატებულს ", " წარჩინებულს ".