EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ვაჟის, კაცის სახელები - რ »

კატეგორია: სახელები ვაჟის

ავტორი: admin

თარიღი: 2016-08-09 19:23:22

ვაჟის, კაცის სახელები - რ

ვაჟის, კაცის სახელები - რ

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

სახელები-კაცის-ბავშვის

რაინდი (ქართული)

რამაზ (არაბული) შესაძლოა უკავშირდებოდეს მაჰმადიანთა მარხულობის თვის სახელწოდებას რამაზანს და ნიშნავდეს ამ თვეში დაბადებულს (შეადარეთ ქართული აღდგომელა, მარტია, მაისა). მეფის სახელად გვხვდება " ვეფხისტყაოსანში ". მისგან ნაწარმოებია გვარები: რამაზაშვილი, რამაზიშვილი.

რამინ (ინდურ-ირანული) ეს სახელი ჰქვია " ვისრამიანის " მთავარ მოქმედ ვაჟს. აქედანაა გვარი რამინაიშვილი. რამა ინდური ღვთაების სახელია და ავესტის ენაზე ეწოდება მესაქონლეობის ღმერთს. სპარსულში რამინ მზის წლის მეშვიდე თვის 21-ე დღის სახელია. ეს დღე ფრიდონის ზოჰაქზე გამარჯვების დღესასწაულია და ბედნიერ დღედ ითვლება. ასე რომ, რამინ შეიძლება ნიშნავდეს ამ დღეს დაბადებულს. სპარსულში მას მიღებული აქვს " მორჩილის ", " მშვიდის ", " დამჯერის " მნიშვნელობა.

რაჟდენ (ირანული) " სჯულბედნიერი ". ქართულში გვხვდება უძველესი ხანიდან. რელიგიური გადმოცემის თანახმად, რაჟდენი ერქვა ქრისტიანობისთვის წამებულ პირველ ქართველს (Vს). როგორც წმინდანის სახელი, იგი შეტანილი იქნა საეკლესიო კალენდარში (რაჟდენ პირველმოწამე) და ქართულიდან შევიდა ზოგ სხვა ენაშიც (მაგალითად რუსულში).

რატი (ირანული) " ბატონი ", ან " დიდსულოვანი ", " სულგრძელი ". ერისთავთა საგვარეულო სახელია, ერქვა საქართველოს ისტორიაში ცნობილ არაერთ პიროვნებას, მაგალითად ცნობილია, პოეტი-ჰიმნოგრაფი რატი ორბელიანი (Xს.). აქედანაა გვარები: რატიანი, რატია, რატიშვილი, მხარის სახელწოდება – რაჭა.

რაფიელ (ძველი ებრაული) " ღვთის შემწეობით განკურნებული " (სიტყვასიტყვით: " ღმერთმა განკურნა "). ერთ-ერთი გავრცელებული ბიბლიური სახელია, სხვადასხვა ხალხში გვხვდება სხვადასხვა ფორმით. ქართულში შემოკლებული ფორმაა რაფო.

რევაზ (ირანული) " უმდიდრესი ", " წარჩინებული ". მოფერებითი ფორმებია: რეზო, რეზიკო. აწარმოებს რევაზიშვილის გვარს.

რისმაგ - ეტიმოლოგია უცნობია. ეს სახელი ერქვა აბასთა (აფხაზთა) მეფეს.

როდიონ (ბერძნული) " როდოსელი " (კუნძულ როდოსის მცხოვრები). თვით კუნძულის სახელწოდება როდოს " ვარდს " ნიშნავს, ასე რომ, როდიონ შეიძლება აგრეთვე ითარგმნოს როგორც " ვარდი " ან " ვარდისფერი ". აქედანაა გვარი როდონაია.

როინ (სპარსული) " რვალისა ", " სპილენძისა ". აქედანაა გვარი როინიშვილი

რომან (ლათინური) " რომაელი " (ქ. რომის მცხოვრები). შეადარეთ რომანი – ლიტერატურული ნაწარმოების ფორმა, რომელიც რომში წარმოიშვა. ამავე სიტყვას უკავშირდება ქვეყნის სახელწოდება რომანია ანუ რუმინეთი (რომის კოლონია ძველად).

რომანოზ (ბერძნული) " მტკიცე ", " მაგარი ".

როსტევან (სპარსული) " სწორმხედველი ", " ბრძენი ", " მართალი ". არაბეთის მეფის სახელია " ვეფხისტყაოსანში ".

როსტომ (სპარსული) სპარსეთის ლეგენდარული გმირის სახელია და ამიტომ ხშირად ითარგმნება როგორც " ლომი " ან " გმირი ". სინამდვილეში შედგება ორი სიტყვისაგან: რუსტ " სიმაღლე " (იგივეა რაც რუსული рост) და ტაჰმ " ძალა ". სპარსულად გამოითქმის რუსტამ; აქედნავეა მიღებული რუსული რუსლან. სპარსული ხალხური ეტიმოლოგიით, რომელიც დაცულია ფირდოუსის " შაჰ-ნამეში ", ამ სახელს საფუძვლად უდევს გამოთქმა: ბერასთემ - " შვება ვიგრძენი ", " განვთავისუფლდი " (ასე თქვა როსტომის დედამ, რომელსაც ძალიან გაუჭირდა ამ გოლიათი ბავშვის შობა.). ამ სახელის პოპულარობას ჩვენში დიდად შეუწყო ხელი ფირდოუსის " შაჰ-ნამემ ", რომელსაც ქართულ თარგმანში " როსტომიანი " ეწოდება, მაგრამ ეს სახელი ქართულში უფრო ადრეც გვხვდებოდა (Xს.). მისგან ნაწარმოებია გვარები: როსტომაშვილი, როსტიაშვილი, როსტოშვილი, (როსტია, როსტო მოფერებითი ფორმებია).

რუბენ (ძველი ებრაული) " ნახე შვილი ", " შეხედეთ – შვილი! "