EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ვაჟის, კაცის სახელები - უ »
კატეგორია: სახელები ვაჟისავტორი: admin
თარიღი: 2016-08-09 19:23:42
ვაჟის, კაცის სახელები - უ
ა - ბ - გ - დ - ე - ვ - ზ - თ - ი - კ - ლ - მ - ნ - ო - პ - ჟ - რ - ს - ტ - უ - ფ - ქ - ღ - ყ - შ - ჩ - ც - ძ - წ - ჭ - ხ - ჯ - ჰ
უნცრუა (ქართული) " უმცროსი ". მთის კილოებში გავრცელებული სახელი იყო, ამჟამად იშვიათია. ფორმით მსგავსი და სემანტიკურად იდენტური ‘უნცროსია’, დასტურდება ძველ დოკუმენტებში (საქართველოს სიძველენი I, 58).
უტა (ქართული) გავრცელებული სახელია სამეგრელოში. წარმოშობით უკავშირდება შუმერულ მზის ღვთაების სახელწოდებას. მოეპოვება მრავალფეროვანი ვარიანტები: უტუ, უტალა, უტუელა, უტუია, უტუნა, უტუნია, უტუტი.
უშანგი (სპარსული) " ნებიერი ", " ბედნიერად მცხოვრები ".
უშიშა (ქართული).
უჩა (ქართული) მეგრულად ნიშნავს " უთეთროს ", ე.ი. " შავს ", " შავგვრემანს ". გვხვდება ისტორიულ დოკუმენტებში (დოკ. II, 234). მისი მოფერებითი ფორმაა უჩანა. იშვიათად გვხვდება კომპოზიტური სახელებიც: უჩაკოჩი ( " შავი კაცი "), უჩანდია ( " შავი იყავ "), უჩატიამი ( " შავი მტევანი "). უჩასაგან წარმოქმნილია გვარები: უჩავა, უჩაძე, უჩიძე, უჩანეიშვილი.