EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ვაჟის, კაცის სახელები - ღ »
კატეგორია: სახელები ვაჟისავტორი: admin
თარიღი: 2016-08-09 19:57:43
ვაჟის, კაცის სახელები - ღ
ა - ბ - გ - დ - ე - ვ - ზ - თ - ი - კ - ლ - მ - ნ - ო - პ - ჟ - რ - ს - ტ - უ - ფ - ქ - ღ - ყ - შ - ჩ - ც - ძ - წ - ჭ - ხ - ჯ - ჰ
ღვთისავარ, ღვთისია, ღვთისო – იხ. ხვთისო.
ღვინია (ქართული) დღეს ადამიანის სახელად იშვიათია (გვხვდება ხარის სახელად; გაიხსენეთ ეკ. გაბაშვილის მოთხრობა " ღვინია გადაიჩეხა "), მაგრამ წინათ მის გავრცელებას მოწმობს ისტორიული დოკუმენტები, აგრეთვე გვარები: ღვინიაშვილი, ღვინაძე, ღვინეფაძე. ამ უკანასკნელი გვარის მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ყოფილა სახელი ღვინება. მსგავსი სახელია აგრეთვე ღვინჯუა (ღვინჯო). ეს სახელი ჰქვია გიორგი ლეონიძის " ნატვრის ხის " ერთ-ერთ პერსონაჟს.
ღუტა, ღუტუ (ქართული) შრდ. ხუტა, ხუტუ.
ღუღუნი (ქართული) მტრედის ხმიანობის აღმნიშვნელი სიტყვაა, ქცეული საკუთარ სახელად. გვაქვს ამ სახელისაგან ნაწარმოები გვარებიც: ღუღუნიშვილი, ღუღუნაშვილი, ღუღუნიძე (თუკი ისინი ხუხუნისა და ხუხუნაშვილ-ხუხუნაიშვილის ფონეტიკურ ვარიანტებს არ წარმოადგენენ).