EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ვაჟის, კაცის სახელები - ჩ »

კატეგორია: სახელები ვაჟის

ავტორი: admin

თარიღი: 2016-08-09 20:00:27

ვაჟის, კაცის სახელები - ჩ

ვაჟის, კაცის სახელები - ჩ

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

ჩაგუ (ქართული) გავრცელებული სახელი იყო კოლხეთში, ამჟამად იშვიათად გვხვდება. მისი მოფერებითი ფორმაა ჩაგუნა. არსებობს აგრეთვე ფონეტიკური ვარიანტები: ჩაქუ, ჩაქუნა. ეს ფუძე დასტურდება გვარებშიც: ჩაგუნავა, ჩაგანავა, ჩაგინავა. შესაძლოა მათვე უკავშირდებოდეს ჩაკაბერია. ფუძის ლექსიკური მნიშვნელობა უცნობია.

ჩალხია – აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში გავრცელებული სახელია.

ჩარგაზ – ამჟამად იშვიათი სახელია, გვხვდება ძირითადად სამეგრელოსა და სვანეთში. უნდა მომდინარეობდეს ჩერქეზ ეთნონიმისაგან (ე→ა მეგრულ-ლაზურის დამახასიათებელი ფონეტიკური კანონზომიერებაა). არსებობს გვარიც – ჩარგაზია (შეადარეთ ჩერქეზია). წინათ არსებულა მისი სვანური ვარიანტიც – ჩარგასიანი, რომელიც სვანეთის წერილობით ძეგლებში დასტურდება ჯერ კიდევ XIV ს-ში (ვ. სილოგავა, I, 1986; იხ. აგრეთვე რ. თოფჩიშვილი, 1997, გვ.51; პ. ცხადაია, 2000, გვ.150).

ჩიტო (ქართული) გვხვდება როგორც ვაჟის, ისე ქალის სახელად. მისი მოფერებითი ფორმებია: ჩიტუნია, ჩიტურა, ჩიტუა და სხვ. მათგან მომდინარეობს გვარები: ჩიტაია, ჩიტავა, ჩიტია, ჩიტიანი, ჩიტაური, ჩიტაძე, ჩიტიძე, ჩიტიშვილი, ჩიტეიშვილი, ჩიტიაშვილი, ჩიტოშვილი, ჩიტუაშვილი, ჩიტუნაშვილი, ჩიტუკაშვილი, ჩიტორელიძე...