EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ვაჟის, კაცის სახელები - ჭ »

კატეგორია: სახელები ვაჟის

ავტორი: admin

თარიღი: 2016-08-09 20:19:59

ვაჟის, კაცის სახელები - ჭ

ვაჟის, კაცის სახელები - ჭ

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

baby-names

ჭაბუა, ჭაბუკა (ქართული) მზეჭაბუკ-ის შეკვეცილი ფორმებია, რომელთაც აქვთ დამოუკიდებელ სახელებად ქცევის ტენდენცია. შეადარეთ ჭაბუკი. მათგან წარმოქმნილი გვარებია: ჭაბუკაშვილი, ჭაბუკაძე, ჭაბუკაიძე, ჭაბუკიანი.

ჭაბუკი (ქართული) ემთხვევა საზოგადო სახელის ფორმას და მისგან გარჩევის მიზნით სახელობითი ბრუნვის ნიშანს სხვა ბრუნვებშიც ინარჩუნებს, ე.ი. იქცევა ‘ი’ ხმოვანფუძიანად.

ჭიაბერ (ქართული) კომპოზიტური სახელია, რომლის პირველი ნაწილია ჭია ( " წითელი "), მეორე - ბერ ( " შვილი "). ეს სახელი ერქვა არაერთ ისტორიულ პირს, მათ შორის თამარ მეფის ერთგულ ერისთავს, მეჯინიბეთუხუცესს, შემდგომში მანდატურთუხუცესს.

ჭიჭიკო (ქართული) " პატარა ", " პაწია ". მეგრულ ზედსართავ სახელს ‘ჭიჭე’ დართული აქვს კნინობითი სუფიქსი ‘იკო’. გვხვდება აგრეთვე ‘ია’ სუფიქსიანი ფორმა ჭიჭია. ამათგან მოდის გვარები: ჭიჭიაშვილი, ჭიჭიკაშვილი, ჭიჭიკოშვილი, ჭიჭეიშვილი, ჭიჭინაძე, ჭიჭინავა.

ჭოლა (ქართული) " ვაჟი ", " ყმაწვილი " (შეადარეთ მეგრულ ჭკორი - " ყმა "). საალერსო ფორმებია: ჭოლიკა, ჭოლიკო. ამათგან წარმოქმნილი გვარებია: ჭოლაძე, ჭოლიკაური, ჭოლიკაშვილი, ჭოლიკიძე.

ჭულა (ქართული) ამ სახელის განმარტების რამდენიმე შესაძლებლობა არსებობს: ა) ჭოლას ფონეტიკური ვარიანტია; ბ) ‘წულ’ არსებითი სახელის მეგრული შესატყვისია; გ) ჭუჭულა-ს შეკვეცილი ფორმაა.

ჭუჭულა (ქართული) " წიწილა ".