EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ვაჟის, კაცის სახელები - ხ »
კატეგორია: სახელები ვაჟისავტორი: admin
თარიღი: 2016-08-09 20:20:10
ვაჟის, კაცის სახელები - ხ
ა - ბ - გ - დ - ე - ვ - ზ - თ - ი - კ - ლ - მ - ნ - ო - პ - ჟ - რ - ს - ტ - უ - ფ - ქ - ღ - ყ - შ - ჩ - ც - ძ - წ - ჭ - ხ - ჯ - ჰ
ხარება (ქართული) დღეს იშვიათად იხმარება. მისგან ჩანს მიღებული გვარები: ხარაბაძე, ხარებავა. ამ უკანასკნელს უკავშირდება სოფლის სახელი მარტვილის რაიონში - ნახარებუ. ( " სახარებავო ").
ხარიტონ (ბერძნული) " მადლიანი ", " გულუხვი ".
ხარლამპი (ბერძნული) " სიხარულით გაბრწყინებული ".
ხახარე (ქართული) " ახარე ".
ხახუტა (ქართული) ნაწარმოებია კნინობითის ‘ტა’ სუფიქსით ხახუ სახელისაგან (ბერიტა, გოგიტა, შოშიტა და სხვა სახელთა მსგავსად). მისგან მომდინარეობს გვარები: ხახუტაშვილი, ხახუტაიშვილი.
ხვთისო (ქართული) " ღმერთისა ". ქართული სიტყვა ღმერთი, ჩვეულებრივ, ბრუნვის დროს იკუმშება და ნათესაობით ბრუნვაში მოდვცა ჯერ ღმრთისა, შემდეგ – ღვთისა (ბგერის დაკარგვა და შენაცვლება) და ბოლოს ღვთისა (ღ→ხ). აქედან კი მეშველი ზმნისა და სუფიქსების დართვით წარმოიქმნა ანთროპონიმები: ღვთისავარ→ხვთისავარ, ღვთისია→ხვთისია, ღვთისო→ხვთისო. ამათგან ამჟამად გავრცელებული და ძირითადი ფორმაა ხვთისო. მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ ბერძნული კვირიკე, ებრაული ნაზარ, ქართული უფლისა, ქრისტესია (ქიტესა) და სხვ. გვარებიდან აქ მოგვაგონდება: ღვთისავრიშვილი, ხვთისავარიშვილი, ხვთისიაშვილი.
ხვიჩა (ქართული) მეგრულად ნიშნავს " გაბრწყინებულს ", " მოცინარს ", " მოციმციმეს ". ეს სახელი ჰქვია უიარაღოს " მამელუკის " მთავარ გმირს. ხვიჩასგან არის წარმოქმნილი გვარი ხვიჩია.
ხირლიჩა (ქართული) მისი პარარელური ფორმაა ხინჩლა, რომელიც მომდინარეობს ყინჩლა-საგან და წარმოადგენს ყინჩ-ის ( " კარგის ") კნინობით ფორმას (გ. ბედოშვილის ეტიმოლოგია).
ხოსრო (სპარსული) " კეთილი სახელის მქონე ", " სახელმოხვეჭილი ", " სახელოვანი ". იხმარებოდა სპარსეთის შაჰების ეპითეტად, აქედან კი საზოგადოდ " მეფის " მნიშვნელობა შეიძინა. მისი კნინობითი ფორმებია: ხოსია, ხოსიტა. ამათგანაა გვარები: ხოსროშვილი, ხოსიტაშვილი (იხ. აგრეთვე ქაიხოსრო).
ხურსი (სპარსული) " დათვი ". აქედანაა გვარები ხურციძე (←ხურსიძე) და ხურცილავა (←ხურსილავა).
ხუტა, ხუტუ – უკავშირდება ხურიტულს, სადაც ხუტუ ღვთაების ეპითეტია და ნიშნავს " მებრძოლს ". შეადარეთ აგრეთვე ფალაური