EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« გოგოს, ქალის სახელები - ბ »

კატეგორია: სახელები ქალის

ავტორი: admin

თარიღი: 2016-08-09 23:13:46

გოგოს, ქალის სახელები - ბ

გოგოს, ქალის სახელები - ბ

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

ბაბალე (ბერძნული) " უცხოელი ", " არაბერძენი ". ბერძნულსა და ზოგ სხვა ენაში გვხვდება როგორც ქალის, ისე ვაჟის სახელად. ამ სახელით ცნობილია რამდენიმე წმინდანი. მრავალ ენაში ეს სიტყვა ნასესხებია საზოგადო სახელის მნიშველობითაც ( " ბარბაროსი ", რუსული варвар). ქართულში ქალის სახელად ბერძნულიდან ნასესხები პირველადი ფორმაა ბარბარე, მისი დისიმილაციით მიღებულია ბარბალე, რ-ს დაკარგვით – ბაბალე, შემოკლებით - ბაბი. გვხვდება აგრეთვე ნაირფეროვანი საალერსო ფორმები: ბაბე, ბაბული, ბაბულია, ბაბუცი, ბაბუცა. ამავე სახელის რუსული გზით შემოსული ფორმებია: ვარვარა, ვარა, ვარიჩკა. ზოგი მკვლევარის აზრით, ეს სახელი უკავშირდება არა ბერძნულს, არმედ შუმერული ქალღმერთის სახელს.

ბაბილინა (ლათინური) " ბაბილოსი ". ვაჟის სახელს ბაბილოს, რომელიც წარმოშობით სირიულია და " აჯანყებულს " ნიშნავს, დართული აქვს ლათინური სუფიქსი ინ(ა) და ქცეულია ქალის სახელად (შეადარეთ აგრაფინა, ანგელინა). საალერსო ფორმებია: ბაბი, ბაბილა.

ბაია - როგორც ჩანს, ქართული მინდვრის ყვავილის სახელია ქცეული ქალის სახელად (შეადარეთ: ია, ვარდო, ენძელა...). ბაია გვხვდება ვაჟის სახელადაც, საიდანაც მიღებულია გვარი ბაიაშვილი (ისტორიული დოკუმენტებში დასტურდება XIII ს-დან), მაგრამ ეს ვაჟის სახელი სულ სხვა წარმოშობისა უნდა იყოს.

ბაისო (არაბული) " თეთრი ".

ბედისა (ქართული) ამავე სახელის კოლხური ვარიანტია ბედიშა.

ბეატრისა (ლათინური) " ბედნიერი ".

ბელა (ლათინური) " ლამაზი ".

ბორენა - მკვლევართა ვარაუდით, სკვითურ-ალანური სახელია და ნიშნავს " წაბლისფერთმიანს ". ეს სახელი ერქვა საქართველოს დედოფალს XI ს-ში, ბაგრატ IV-ის მეუღლეს, რომელიც ოსთა მეფის ასული იყო. ზოგი მას აიგივებს პოეტ ქალთან, რომელიც ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ იამბიკოში თვითონვე ახსენებს თავის სახელს: " ქალწულო, მიხსენ ბორენა ჭირმრავალი ". ბორენა ერქვა აგრეთვე ცოტნე დადიანის მეუღლეს (XIII ს.). შეადარეთ შორენა.

ბროლა (ქართული) აქედანაა გვარები: ბროლაშვილი, ბროლაძე (ისტორიული დოკუმენტებში დასტურდება XVII ს-დან).