EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« გოგოს, ქალის სახელები - დ »

კატეგორია: სახელები ქალის

ავტორი: admin

თარიღი: 2016-08-09 23:14:59

გოგოს, ქალის სახელები - დ

გოგოს, ქალის სახელები - დ

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

დავარ (სპარსული) " სამართლის მქნელი ", " მსაჯული " (წარმოადგენს მეფეთა ეპითეტს და მიღებული აქვს ზოგადად " მეფის " მნიშვნელობაც). " ვეფხისტყაოსნის " ერთ-ერთი პერსონაჟის, ნესტან-დარეჯანის მამიდის სახელია. არსებობს გვარი დავარაშვილი.

დალი (ქართული) ნადირობის ქალღმერთის სახელია.

დარეჯან - წარმოადგენს მეორე ნაწილს სახელისა ნესტან-დარეჯან ( " სწორუპოვარი "). მისი მოფერებითი ფორმებია დარია, დარო, დარიკო. დარეჯან-ისაგან ნაწარმოებია გვარი დარჯანია. დარია დამოუკიდებელი სახელიც არის, ნიშნავს " მფლობელს ".

დაფინე (ლათინური) " დაფნა ". ხალხში გავრცელებული ფორმაა დოფინა. მნიშვნელობის მხრივ იგივეა, რაც ლაურა.

დედიკა (ქართული) მისივე ვარიანტული ფორმებია: დედუკა, დედუნა.

დედისიმედი (ქართული) საეკლესიო კალენდრით მას შეეფარდება ელპიდა ( " იმედი "). დედისიმედი ერქვა საქართველოს ისტორიიდან ცნობილ რამდენიმე ქალს, - მაგალითად, ყვარყვარე ათაბაგის მეუღლეს, ქაიხოსრო ათაბაგის მეუღლეს (ქეთევან წამებულის დას) და სხვ. ეს სახელი ჰქვია კონსტანტინე გამსახურდიას " დავით აღმაშენებლის " ერთ-ერთ მთავარ გმირ ქალს.

დენოლა (ქართული) სვანურად ნიშნავს " გოგონას ".

დესპინე (ბერძული) " ქალბატონი ". მოფერებითი ფორმაა დესი. ეს სახელი ჰქვია ეგნატე ნინოშვილის " ჩვენი ქვეყნის რაინდის " მთავარ გმირ ქალს.

დიანა (ლათინური) მთვარის, ტყის, ნადირობის ქალღმერთის სახელია. ბერძნულში მისი შესაფარდია არტემიდა. ბერძნული მითოლოგიით, ის იყო იუპიტერის შვილი და გამოხატავდნენ ხელში მშვილდით, თავზე ნახევარმთვარით. მისი დღესასწაული საბერძნეთში აზიიდან შევიდა.

დილავარდისა (ქართული).

დიელო (ქართული).

დინა - ბიბლიური სახელია (სვანურად " ქალიშვილს ", " გოგონას " ნიშნავს).

დინარა - წარმოადგენს ქართული თამარ-ის სახეცვლილ ფორმას რუსულში (ცნობილია რუსული " თქმულება დინარაზე ", ე.ი. ქართველ თამარზე).

დოდო (ქართული) მოფერებით: დოდონა, დოდიკა, დოდიკო. წარმოადგენს გოგო-ს სახეცვლილ ფორმას, როგორც მას გამოთქვამენ ჩვილი ბავშვები. დოდო გვხვდება აგრეთვე კაცის სახელად, რომელიც სულ სხვა წარმოშობისაა (ბიბლიური სახელია და " ღვთის მეგობარს " ნიშნავს).

დომნა (ლათინური) " ქალბატონი ", " დიასახლისი " (მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ მატრონა). დომუს ლათინურად ნიშნავს " სახლს " (შეადარეთ რუსული дом). ამ ფუძეზე ‘ინ’ სუფიქსის დართვით (დომ-ინ-ა) მას ეძლევა " დიასახლისის " მნიშვნელობა. აქედანვეა სიტყვები: დომინიონი, დომინირება, ესპანელ აზნაურთა ტიტული დონ და სხვა.

დომინიკა, დომნიკა (ლათინური) " უფლისა " (უფლის, ბატონის საკუთრება), ანდა: " კვირისა " (კვირას დაბადებული).

დუდანა (ქართული).

დუდუხანა, დუხუნა (ქართული) " ჩასუქებული ".