EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« გოგოს, ქალის სახელები - ვ »

კატეგორია: სახელები ქალის

ავტორი: admin

თარიღი: 2016-08-09 23:17:22

გოგოს, ქალის სახელები - ვ

გოგოს, ქალის სახელები - ვ

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

ვალენტინა (ლათინური) " ძლიერი ", " ჯანმრთელი " (ნაწარმოებია ვალენტის კაცის სახელისაგან. დაწვრილებით იხ. ვალერი). მისი კნინობითია ვალია. ვალენტი, ვალენტოსი, ვალენტინი, ვალენტინე, ვალენტიანე, ვალენტინა წნმინდა მოწამეთა სახელებია.

ვალიდა - ახალი ნასესხებია ევროპული ენებიდან.

ვანდა (სლავური).

ვარდო (ქართული), კნინობითი ფორმებია: ვარდუა, ვარდიკო. ვარდიკო გვხვდება ვაჟის სახელადაც: ვარდო ჰქვია დანიელ ჭონქაძის მოთხრობის " სურამის ციხის " ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟ ქალს.

ვარვარა იხ. ბაბალე

ვარსკვლავისა (ქართული) მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ ბერძნული ასტერი, სომხური ასტღიკ.

ვასასი - ეტიმოლოგია უცნობია

ვენერა (ლათინური) ანტიკურ მითოლოგიაში სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთის სახელია. იგივე სახელი ჰქვია პლანეტას (შეადარეთ ამ პლანეტის ქართული სახელწოდება ცისკარი და მისგან ნაწარმოები სახელი ცისკარა).

ვერა (რუსული) " რწმენა ". ბერძნული სახელის პისტი-ს თარგმანია. ქართულში გავრცელებული მოფერებითი ფორმაა ვერიკო.

ვინარი (ქართული) ახალი ნაწარმოები სახელია. შედგება ორი სიტყვისაგან: ვინ არი.

ვინელი (ქართული) ესეც ორსიტყვიანი კომპოზიტია.

ვიოლა, ვიოლეტა (ფრანგული) " ია ". ახალი შემოსული სახელია, მის გავრცელებას განსაკუთრებით შეუწყო ხელი ვერდის ოპერა " ტრავიატამ ", რომლის გმირ ქალსაც ჰქვია ეს სახელი.